ამილახვარი დიმიტრი გიორგის ძე
- ამილახვარი
- ბაზორკა
- 1906 - 1942
-
დიმიტრი გიორგის ძე ამილახვარი (1906 - 1942) საფრანგეთის არმიის ოფიცერი, საფრანგეთის უცხოური ლეგიონის პოდპოლკოვნიკი, ფრანგული წინააღმდეგობის გმირი. დაიბადა სოფ. ბაზორკინოში (ჩერმენი, ჩრდ. ოსეთი). დაბადების ადგილის მიხედვით „ბაზორკა“ შეარქვეს. რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ (1921) ამილახვრების ოჯახი თურქეთში გადასახლდა, ხოლო 1922 წელს საფრანგეთში გადავიდა და პარიზში დასახლდა. 1924 - 1926 წლებში სწავლობდა სენსირის სამხედრო სასწავლებელში, შემდეგ მსახურობდა საფრანგეთის უცხოურ ლეგიონში. მეორე მსოფლიო ომის დროს, 1940 წელს, ფრანგულ საექსპედიციო კორპუსთან ერთად, რომელიც ნორვეგიის კამპანიაში მონაწილეობდა, სხვადასხვა ადგილას იბრძოდა – ეკვატორული აფრიკიდან დაწყებული ჩრდილო პოლარული წრით დამთავრებული. 1942 წელს მიიღო უმაღლესი სამხედრო ჯილდო – ნორვეგიის სამხედრო ჯვარი. ნავრიკთან ბრძოლის შემდეგ ევაკუირებული იყო დიდ ბრიტანეთში, სადაც შეუერთდა მოძრაობას „მებრძოლი საფრანგეთი“. ამილახვარი მონაწილეობდა ერიტრეის კამპანიაში, ქ. მასაუის აღებაში (1941); სირიის კამპანიაში, ქ. დამასკის აღებაში; ბირჰაკეიმის ბრძოლაში (1942). დაიღუპა ელალამაინის ბრძოლაში. „ჩვენ, უცხოელებს, მხოლოდ ასე შეგვიძლია დავუმტკიცოთ საფრანგეთს ერთგულება – სიცოცხლე შევწიროთ მას“ – ეს სიტყვები დიმიტრი ამილახვარმა სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე წარმოთქვა. დიმიტრი ამილახვარი ეგვიპტეში, ელ-ალამეინის სამხედრო სასაფლაოზეა დაკრძალული. სიკვდილის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა დე გოლმა მას საპატიო ლეგიონის კავალრის უმაღლესი წოდება მიანიჭა. 1956 წელს დიმიტრი ამილახვარის სახელი მიანიჭეს სენსირის სამხედრო სასწავლებლის 143-ე გამოშვებას.
ელ-ალამეინის სამხედრო სასაფლაო ეგვიპტეში, ჯვარი დიმიტრი ამილახვარის საფლავზე
-
დიმიტრი (ბაზორკა) ამილახვარი -
ავალიშვილი ნიკოლოზ იაკობის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ნიკოლოზ იაკობის ძე
- გვარი
- ავალიშვილი
-
ნიკოლოზ (ნიკო) იაკობის ძე ავალიშვილი (1844-1929) - მწერალი, ჟურნალისტი, პუბლიცისტი, თეატრალური და საზოგადო მოღვაწე; (შვილი იმ დროს ცნობილი მწიგნობარის და კალიგრაფის - იაკობ ავალიშვილისა. გარდ. 1849 ...
ოქრომჭედლიშვილი ილია ლაზარეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ილია ლაზარეს ძე
- გვარი
- ოქრომჭედლიშვილი
- სხვა სახელი, გვარი
- ილია სერებრიაკოვი
-
ილია ლაზარეს ძე ოქრომჭედლიშვილი (სერებრიაკოვი) (1838-1898) - ქართველი მეცნიერი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი. დამთავრებული ქონდა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტი; ...
ერისთავი გიორგი რევაზის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- გიორგი რევაზის ძე
- გვარი
- ქსნის-ერისთავი
-
გიორგი რევაზის (რომანის, რომანოზის) ძე ერისთავი (1812-1891) ზედმეტსახელად უწოდებდნენ "ატამანს" - სამხედრო (კავალერიის გენერალი) და საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი, ერეკლე II-ის შვილიშვილი (ანასტასია ...
- ფოტო
-
ლორის-მელიქიშვილი მიხეილ ტარიელის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- მიხეილ ტარიელის ძე
- გვარი
- ლორის-მელიქიშვილი
-
მიხეილ ტარიელის ძე ლორის-მელიქიშვილი (ლორის-მელიქოვი) (1825 - 1888) - გენერალ-ადიუტანტი, რუსეთის სახელმწიფო საბჭოს წევრი, 1880-1881 წლებში რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრი და ჟანდარმერიის ფაქტობრივი ...
ჯორჯაძე დავით ივანეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- დავით ივანეს ძე
- გვარი
- ჯორჯაძე
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1810 - 1866 წლის შემდეგ
-
დავით ივანეს ძე ჯორჯაძე - სწავლობდა თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში. 1825 წელს გაგზავნეს სასწავლებლად პეტერბურგის მეორე კადეტთა კორპუსში. დავით ჯორჯაძემ პეტერბურგში იცხოვრა 1825 - 1830 ...
მამაცაშვილი იოსებ ქრისტეფორეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- იოსებ ქრისტეფორეს ძე
- გვარი
- მამაცაშვილი
-
იოსებ ქრისტეფორეს (ქაიხოსროს) ძე მამაცაშვილი (1810-1874) (კონსტანტინე მამაცაშვილის ძმა, მამა მარიამ მამაცაშვილი-ჯავახიშვილისა და გენერალი ქრისტეფორე მამაცაშვილისა) - საზოგადო მოღვაწე, ...
- ფოტო
-
გენერალი ქრისტეფორე იოსების ძე მამაცაშვილი
ხერხეულიძე ზაქარია სიმონის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ზაქარია სიმონის ძე
- გვარი
- ხერხეულიძე
-
ზაქარია სიმონის ძე ხერხეულიძე (1797(8)-1856). 1823 წელს შტაბს-კაპიტანი, ამავ დროულად არის ნოვოროსიისკის გენერალ-გუბერნატორის, გენერალ-ლეინტენატის მიხეილ ვორონცოვის ადიუტანტი.
1828-1829 წლების ...
ციციშვილი გიორგი ვახტანგის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- გიორგი ვახტანგის ძე
- გვარი
- ციციშვილი
- სხვა სახელი, გვარი
- ხათა-გოგია
-
გიორგი ვახტანგის ძე ციციშვილი (გ.1806 წელს). სარდალი. მეტსახელად ხათა გოგია. გიორგი ХII-ის სიმამრი. მისი ქალი მარიამი მეფე გიორგის მეორე მეუღლე იყო.
გიორგი ციციშვილს ცოლად ჰყავდა ელენე გიორგის ...
ნათალიშვილი გორჯასპი გივის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- გორჯასპ გივის ძე
- გვარი
- ნათალიშვილი
-
გორჯასპი გივის ძე ნათალიშვილი - ფარეშთუხუცესი გივი ნათალიშვილის ვაჟი. 1803 წელს ულუმბოს მთაზეა მისული მალხაზ ანდრონიკოვთან ერთად, აქედან იულონ და ფარნაოზ ბატონიშვილების სახელით სოლომონ ამირეჯიბს ...
წინამძღვრიშვილი პარმენ დომენტის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- პარმენ დომენტის ძე
- გვარი
- წინამძღვრიშვილი
-
პარმენ დომენტის ძე წინამძღვრიშვილი (1784 - 1846) - დეკანოზი, უფროსი ძმა დეკანოზ პანტელეიმონისა. ძმაზე უფროსი იყო 20 წლით.
მარიამ დედოფალმა პარმენი დაიბარა მოსკოვს 1813 წელს. იქვე შერთო ცოლი ...
ჭიჭინაძე ალექსი ბესარიონის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ალექსი ბესარიონის ძე
- გვარი
- ჭიჭინაძე
-
ალექსანდრე ბესარიონის ძე ჭიჭინაძე (1851-1917) - პედაგოგი, ჟურნალისტი, მთარგმნელი; მიღებული ჰქონდა იურდიული განათლება მოსკოვის უნივერსიტეტში. ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას ჯერ ქუთაისში, ...