50000+ სხვადასხვა გენეალოგიური მონაცემები, ბიოგრაფიები, ფოტო...

 

 A | B | C | D | E | F | G | H | I | J | K | L | M | N | O | P | R | S | T | U | V | W | Y | Z

А | Б | В | Г | Д | Е | Ж | З | ИК | Л | М | Н | О | П | Р | С | Т | У | Ф | Х | Ц | Ч | Ш | ЩЭ | Ю | Я

გურიის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა"

იმერეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა"

ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850წ. "ბარხატნაია კნიგა"

ქართველები I მსოფლიო ომში

დავით ივანეს ძე
ჯორჯაძე
1810 - 1866 წლის შემდეგ

დავით ივანეს ძე ჯორჯაძე - სწავლობდა თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში. 1825 წელს გაგზავნეს სასწავლებლად  პეტერბურგის მეორე კადეტთა კორპუსში. დავით ჯორჯაძემ პეტერბურგში იცხოვრა 1825 - 1830 წლებში. ბინა ჰქონდა ლუარსაბ და დიმიტრი ბატონიშვილებთან. უქმე დღეებს მათთან ატარებდა. იყო მოწმე საუბრებისა, რომელთაც წამოიწყებდა ხოლმე თავისუფლებაზე დიმიტრი ბატონიშვილი. ამ საუბრებს ესწრებოდნენ ლუარსაბ, ალექსანდრე და ივანე ჩოლოყაშვილები, სოლომონ რაზმაძე, ელიზბარ, დიმიტრი და ზაქარია ერისთავები, დიმიტრი და ვახტანგ ორბელიანები, იარალი შანშიევი, ესტატე ჯავახიშვილი. დიმიტრი და ლუარსაბ ბატონიშვილებთან აგრეთვე ბინა ჰქონდა მამაცაშვილს.

 1830 წ. 24 დეკემბერს დ. ჯორჯაძე პეტერბურგიდან გამოემგზავრა და საქართველოს მოაღწია 1831 წლის 3 თებერვალს. საქართველოში სამსახური დაიწყო "უჩებნი" ბატალიონში პრაპორშჩიკად.

 ცოლად შეირთო ლუარსაბ ქსნის ერისთავის ას. მარიამი. 1831 წელს ცხოვრობდა ალ. ორბელიანის სახლში. ზუსტად მან შეიყვანა დ.ჯორჯაძე შეთქმულების კურსში. თავის ცოლის ძმასთან - ლევან ერისთავთან საუბრისას გამოსთქვავდა აზრს, რომ ჯანყის მოხდენა შესაძლებელი და აუცილებელიაო. მას როგორც "უჩებნი" ბატალიონში მომსახურეს, შეთქმულნი ავალებდნენ ბატალიონის მოსყიდვას. დ. ჯორჯაძე ლევან ერისთავს ეუბნებოდა: "მე მაგათ ჯარში ნამყოფი ვარ, მე უფრო ვიცი, თუ მალე მოვახდენთ აღრეულობას ჩვენ ვაჯობებთო".

 დ. ჯორჯაძე დააპატიმრეს 1832 წლის დეკემბერში. საგამომძიებლო კომისიამ იგი სცნო VI კატეგორიის დამნაშავედ და გაგზავნა კავკასიის ხაზზე მე-5 ქვეითთა პოლკში სამსახუროდ, მასზე მეთვალყურეობის დაწესებით.

 დიმიტრი ყიფიანის ჩვენებით "პრაპორშჩიკი ჯორჯაძე მხიარული ხასიათისაა".

 1860-იან წლებში დ. ჯორჯაძე გამოჩნდა ქართულ პრესაში. "გუთნის დედის" 1866 წ. ნომერში ის ბეჭდავს ნათარგმნ წერილს. იმავე წლის "ცისკრის" მე-12 ნომერში კი იუმორისტულ მოთხრობას: "მეგობრული ჩვენი სახლის ძველძულიანობა (ფანცი-ფუნცი)"

თავადი (კახეთი)
David Ivanovich Jorjadze - nobility.pro - გენეალოგია



წერეთელი ნესტორ დიმიტრის ძე

სახელი, მამის სახელი:
ნესტორ დიმიტრის ძე
გვარი
წერეთელი

ნესტორ დიმიტრის ძე წერეთელი (? - 1883). ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურობის წინამძღოლი (მარშალი) 1861-1867 და 1877-1883 წლებში. გენერალ-მაიორი და იმპერატორის ფლიგელ ადიუტანტი. ე.წ. კავკასიის ომების ...

ფოტო
ნესტორ წერეთელი
ნესტორ წერეთელი

ყარანგოზიშვილი კონსტანტინე ადამის ძე

სახელი, მამის სახელი:
კონსტანტინე ადამის ძე
გვარი
ყარანგოზიშვილი

კონსტანტინე ადამის ძე ყარანგოზიშვილი (დუშეთი 18.02.1852 - 25.07.1907 პიატიგორსკი). გენერალ-მაიორი. 1877-1877 წლების რუსეთ-თურქეთის ომის გმირი (ომობდა კავკასიის ფრონტზე ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკის ...


ანდრონიკაშვილი ზაალ ზურაბის ძე

სახელი, მამის სახელი:
ზაალ ზურაბის ძე
გვარი
ანდრონიკაშვილი

ზაალ ზურაბის ძე ანდრონოკაშვილი (ზედმეტსახელად - კუზიანი), მარტყოფის მოურავი. იხსენიება „კალმასობაში“ (ზ. ჭიჭინაძის გამოც. გვ.107– 108) „იოანე: 120 ომში დასწრებიხართ თითქმის და ას მტერზე მეტი ...


ბაგრატიონ-დავითაშვილი სოლომონ შანშეს ძე

სახელი, მამის სახელი:
სოლომონ შანშეს ძე
გვარი
ბაგრატიონ-დავითაშვილი
სხვა სახელი, გვარი
სოლომონ ბაგრატიონ-დავითიშვილი

სოლომონ შანშეს ძე ბაგრატიონ–დავითაშვილი. ამათი ოჯახი ცხოვრობდა ს. ხელთუბანს. 1804 წ. მეფის მთავრობამ 30 ქართველი შეიპყრო და ჩასვა ნარიყალას ციხეში, ამათ შორის იყო „სოლომონ, შანშე ამილახვრის ძე, ...


აბაშიძე გიორგი

სახელი, მამის სახელი:
გიორგი
გვარი
აბაშიძე

აბაშიძე გიორგი. იმერეთის სარდლის ქაიხოსრო პაპუნას ძე წერეთლის სიმამრი. იმერლებს უბიძგებდა რუსეთის ერთგულებისაკენ. ციციანოვის წარდგინებით ებოძა პოლკოვნიკობა და 700 მ. პენსია წელიწადში. მალე ამის ...


სიდამონ-ერისთავი ზაქარია შიოს ძე

სახელი, მამის სახელი:
ზაქარია შიოს ძე
გვარი
სიდამონ-ერისთავი
სხვა სახელი, გვარი
სიდამონიძე ზაქარია; ლალიხანაშვილი ზაქარია

სიდამონიძე ზაქარია შიოს ძე (1763 – 1833). სწავლობდა თელავში. იცოდა ქართული, სომხური, თათრული და რუსული ენები. ერეკლე II - ის დროს ასრულებდა მდივნის მოვალეობას. 1796 წელს კათალიკოსმა აკურთხა თბილისის ...


ჩერქეზიშვილი ფირან

სახელი, მამის სახელი:
ფირან
მამის სახელი
უცნობია
გვარი
ჩერქეზიშვილი

ფირან ჩერქეზიშვილი (? - 1804) - სავარაუდოდ ქართლელი აზნაური სოფელი კულბითიდან. იულონ ბატონიშვილის ბოქაულთუხუცესი. 1795 წელს აღა-მაჰმად-ხანის შემოსევისას გადაარჩინა თბილისის სიონის ...


ჩოლოყაშვილი მიხეილ ივანეს ძე

სახელი, მამის სახელი:
მიხეილ ივანეს ძე
გვარი
ჩოლოყაშვილი

მიხეილ ივანეს ძე ჩოლოყაშვილი (1802 - 1847) - 1833 წელს თუშეთის პრისტავია, შემდეგ თუშ-ფშავ-ხევსურეთის ოკრუგის უფროსი, მაიორის ჩინით. ზისერმანის სიტყვით, მ. ჩოლოყაშვილი იყო "გაუნათლებელი, მაგრამ ...


ბაგრატიონი რევაზ ივანეს ძე

სახელი, მამის სახელი:
რევაზ ივანეს ძე
გვარი
ბაგრატიონი
სხვა სახელი, გვარი
რომან ივანეს ძე ბაგრატიონი

რევაზ (რომან) ივანეს ძე ბაგრატიონი - გენერალ-ლეინტენანტი. პეტრე ბაგრატიონის (ბოროდინოს გმირის ძმა). 1832 წელს ცხოვრობდა თბილისში არწრუნის სახლში (ეს ის სახლის სადაც წინათ ქართული თეატრი იყო, ეხლა კი ...

ფოტო
ძმა-პეტრე ბაგრატიონი, ბოროდინოს გმირი
ძმა-პეტრე ბაგრატიონი, ბოროდინოს გმირი

ციმაკურიძე სიმონ

სახელი, მამის სახელი:
სიმონ
მამის სახელი
უცნობია
გვარი
ციმაკურიძე

აზნაური სიმონ ციმაკურიძე - 1812 წლის აჯანყების მონაწილე. გადაასახლეს ტობოლსკში 1813 წლის მაისიდან. 1818 წელს მანიფესტის გამოცემისას მისი გვარი არ იყო შეტანილი არც განთავისუფლებულთა და არც ...


ბაგრატიონი ალექსანდრე ივანეს ძე

სახელი, მამის სახელი:
ალექსანდრე ივანეს ძე
გვარი
ბაგრატიონი

ალექსანდრე ივანეს ძე ბაგრატიონი (1851-1895). იმერეთის მეფის სოლომონ პირველის ძმის ბაგრატის შთამომავალი. ალექსანდრე ბაგრატიონი გარდაცვალებამდე 12 წელიწადი იყო შორაპნის მაზრის მარშალი, ჰქონდა ...

ფოტო
შორაპნის მაზრის მარშალი ბაგრატიონი ალექსანდრე
შორაპნის მაზრის მარშალი ბაგრატიონი ალექსანდრე

ყიფიანი ივანე გიორგის ძე

სახელი, მამის სახელი:
ივანე გიორგის ძე
გვარი
ყიფიანი

ივანე (ქოჩო, ქოჩუ) გიორგის ძე ყიფიანი (? - 1814) (დიმიტრი ყიფიანის მამა) - ერთხანს სოლომონ I-ის შვილიშვილის და 1819-1820 წლების იმერეთის აჯანყების ერთ-ერთი მეთაურის (აკაკი წერეთლის ბაბუის ბაბუის) ...


ბოლო ცვლილებები აზნაურთა გვარებში

იმერლიშვილი

აზნაური იმერლიშვილი. მხოლოდ ერთ ოჯახს ჰქონდა პრეტენზია აზნაურობაზე მე19 საუკუნეში. ცხოვრობდნენ ...



ნაგლაძე

აზნაური ნაგლაძე იგივე ნამგალაძე. ცხოვრობდნენ ქართლში


ვაჩინაძე

 აზნაური ვაჩინაძე. იხსენიებიან სამეგრელოში. გვარი ძალიან გავს კახურ თავადურ გვარს ვაჩნაძეს.


ქართველიშვილი

აზნაური ქართველიშვილი. სამეგრელო და ქართლში. ქართლში ზოგს მოქალაქის წოდება ჰქონდა, ზოგი აზნაური ...


გუგუშვილი

აზნაური გუგუშვილი. ცხოვრობდნენ სამეგრელოში. ერთერთი ვერსიით არიან გადმოსახლებულები გურიიდან, მეორე ...


არდიშვილი

აზნაური არდიშვილი. გურია-იმერეთი. ქუთაისში გენერალ გაგარინთან ერთად დადეშქელიანმა მოკლა ერთერთი ...


ზურაბიშვილი

აზნაური ზურაბიშვილები, წარმოშვებით კახეთიდან. ამ ზურაბიშვილების წარმოშვება საკმაოდ გაურკვეველია, ...


ვარდოსანიძე

აზნაური ვარდოსანიძე. ნაწილი ვარდოსანიძეების იყო აზნაური, ნაწილი არა. ძირითადად ცხოვრობდნენ იმერეთში.



გოშუა

 აზნაური გოშუა. სამეგრელო.

აზნაური ალექსი გოშუა

აზნაური ალექსი გოშუა სოფ. კორცხელიდან (?)


ღოღობერიძე

აზნაური ღოღაბერიძე იგივე ღოღობერიძე; ღოღობერიძეები იყვნენ მე-19 საუკუნის დასაწყისში თავადებიც, ...


აზნაურული გვარების ანბანური ჩამონათვალი სრულიად