ENG  RUS

50000+ სხვადასხვა გენეალოგიური მონაცემები, ბიოგრაფიები, ფოტო...

 A | B | C | D | E | F | G | H | I | J | K | L | M | N | O | P | R | S | T | U | V | W | Y | Z

А | Б | В | Г | Д | Е | Ж | З | ИК | Л | М | Н | О | П | Р | С | Т | У | Ф | Х | Ц | Ч | Ш | ЩЭ | Ю | Я

გურიის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა" [რუსულად. ორიგინალში ამ ენაზე შეადგინეს ეს სიები]

იმერეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა" [რუსულად]

ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850წ. "ბარხატნაია კნიგა" რუსულ ენაზე. სამივე წიგნი მოცემულია ისე როგორც შედგა 1850 წელს.

გიორგი ირაკლის ძე
ხერხეულიძე
იური ხერხეულიძე
1933 - 2020

 გიორგი ირაკლის ძე ხერხეულიძე დაიბადა 26.05 1933  ქ. თბილისში, მეცნიერთა ოჯახში. 1940წ. შევიდა და 1951 წ. დაამთავრა თბილისის №13 საშუალო სკოლა ოქროს მედალზე, იმავე წელს შევიდა ქ. თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა 1957 წ. წარჩინების დიპლომით. ინსტიტუტში მიიღო მონაწილეობა ჰიდრავლიკის ლაბორატორიის კვლევებში (მდ. გლდანულაზე ხიდის ზონაში კალაპოტური პროცესების რეგულირება).

 1957 წ. დაიწყო მუშაობა საკავშირო სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტში “სოიუზდორპროექტის” (“საკ- გზაპროექტის“) თბილისის ფილიალში, ინჟინრის თანამდებობაზე, სადაც მიიღო მონაწილეობა ხიდების, ტიპური საყრდენი კედლების პროექტებისა და ნორმატიული ხასიათის დოკუმენტების შემუშავებაში, ამ დოკუმენტებში ჩართული იყო მის მიერ შემუშავებული ნაპირდაცვითი დეზების ოპტიმალური განლაგების ფორმულები (М:“ Мосгипротранс“, 1961).

 1961 – 1967 წლებში მუშაობდა საქართველოს ჰიდროტექნიკისა და მელიორაციის ინსტიტუტის ჰიდროტექნიკის ლაბორატორიაში უმცროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე. აღნიშნულ პერიოდში, მდინარეთა რიონის, ვახშის და თელავისხევი–მაცანცარას კალაპოტების მოდელებზე შეიმუშავა: მდ. რიონის წყალგამყოფი კვანძის, მდ. ვახშზე არსებული ხიდისა, და თელავის ხევის (ქ. თელავში) ჩამონადენის ოპტიმალური მართვისა და რეგულირების რეკომენდაციები, რომლებიც განხორციელდა დაპროექტების შემდეგ. 1965 წელს დაამთავრა სოფლის მეურნეობის აკადემიის ასპირანტურის დაუსწრებელი კურსი სპეციალობით „სამთო მელიორაცია“, ხოლო 1967 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია სპეციალობით „ჰიდრავლიკა და საინჟინრო ჰიდროლოგია“.

 1967 წლიდან ბოლო პერიოდამდე მუშაობდა ამიერკავკასიის რეგიონალურ სამეცნიერო-კვლევითი ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტში (ამჟამად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტში): 1978 წლამდე – უფროსი მეცნიერი მუშაკი, 1978– 2005 წლებში ლაბორატორიის გამგე, 2005 წლიდან დღემდე – წყლის რესურსებისა და ჰიდროლოგიური პროგნოზების განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი.

 განვლილ პერიოდში, პასუხისმგებელი ან ხელმძღვანელის რანგში ასრულებდა სახელმწიფო პროგრამებით, სხვადასხვა ხელშეკრულებებით და გრანტებით დაფინანსებულ პროექტებს (თემებს) ღვარცოფმცოდნეობისა, მდინარეთა კალაპოტების ჰიდრავლიკისა და რეგულირების დარგში. ბოლო პერიოდში იღებდა მონაწილეობას საქართველოს ჰიდროლოგიური და გლაციოლოგიური ცნობარის მომზადებაში და საქართველოს რეგიონთა ღვარცოფსაშიში ზონების რუკების შემუშავებაში.

   გამოქვეყნებული აქვს 123 შრომა, მათ შორის: მისი რედაქციით და მონაწილეობით შემუშავდა და გამოქვეყნდა 1 მილიონიანი მასშტაბის: საქართველოს (2), ამიერკავკასიის დაღესტნით, სომხეთისა და აზერბაიჯანის ღვარცოფსაშიში ტერიტორიების რუკები და შემუშავებული იქნა 15 ნორმატიული სახის დოკუმენტი და მითითება.

 დაჯილდოებულია: 1971 წ. - სსრკ ჰიდრომეტსამსახურის წარჩინების ნიშანი; 1982 წ. –  სსრკ ჰიდრომეტეოროლოგიის სახელმწიფო კომიტეტის საპატიო სიგელი “სახალხო მეურნეობის ჰიდრომეტეოროლოგიურ მომსახურებაში მაღალი მაჩვენებლებისათვის”; 1983 წ. – საქართველოს დამსახურებული ინჟინრის წოდება “ნაყოფიერი მუშაობისათვის ბუნების დაცვის დარგში”; 1984 წ. – სსრკ გეოგრაფიული საზოგადოების დიპლომი – “გეოგრაფიულ მეცნიერებათა სფეროში გამორჩეული სამეცნიერო შრომებისათვის”; 2003 წ. – საქართველოს ღირსების მედალი; 2013 წ _ საქართველოს ღირსების ორდენი; 2013 წ.-Медаль за заслуги в области селеведения. “Debris Flow Association” (Russian Federation).

 გიორგი ხერხეულიძე გარდაიცვალა 2020 წლის 1 ნოემბერს.

სტუ, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი
თსუ, მ. ნოდიას სახ. გეოფიზიკის ინსტიტუტი

გიორგი ხერხეულიძე
გიორგი ხერხეულიძე


ორბელიანი თამაზ მამუკას ძე

სახელი, მამის სახელი:
თამაზ მამუკას ძე
გვარი
ორბელიანი
სხვა სახელი, გვარი
თომა ორბელიანი
დაბ.-გარდ. თარიღები
1768 - 1815
სამოქალაქო ჩინი
სტატსკი სოვეტნიკი (სამოქალაქო მრჩეველი)
თანამდებობა, სახელო
თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურობის წინამძღოლი
სამხედრო ჩინი
გენერალ-მაიორი
ფოტო
ვაშლოვანი სალხინო კოშკი ორბელნების
ვაშლოვანი სალხინო კოშკი ორბელნების

ჭავჭავაძე არჩილ გულბაათის ძე

სახელი, მამის სახელი:
არჩილ გულბაათის ძე
გვარი
ჭავჭავაძე
დაბ.-გარდ. თარიღები
1841 - 1902
სამხედრო ჩინი
გენერალ-მაიორი
ორდენი, ჯილდო
წმ. გიორგის მეოთხე ხარისხის
ფოტო
გენერალი არჩილ ჭავჭავაძე
გენერალი არჩილ ჭავჭავაძე

დადიანი გრიგოლ ლევანის ძე

სახელი, მამის სახელი:
გრიგოლ ლევანის ძე
გვარი
დადიანი
ცხოვრობდა
ქუთაისი - სანქტ-პეტერბურგი - სურმუში (ლეჩხუმი)
სამხედრო ჩინი
ინფანტერიის გენერალი
მონაწილეობდა ომებში
  • კავკასიის ომები
  • რუსეთ-თურქეთის 1853-1856
  • რუსეთ-თურქეთის 1877-1878
ფოტო
პოეტი კოლხიდელი
პოეტი კოლხიდელი

ჩოლოყაშვილი ილია ზაალის ძე

სახელი, მამის სახელი:
ილია ზაალის ძე
გვარი
ჩოლოყაშვილი
სამხედრო ჩინი
გენერალ-მაიორი
მონაწილეობდა ომებში
  • კავკასიის ომები
  • რუსეთ-თურქეთის 1853-1856
  • რუსეთ-თურქეთის 1877-1878
ორდენი, ჯილდო
  • წმ. ანას მეოთხე ხარისხის
  • წმ. ანას მეორე ხარისხის
  • წმ. ანას მესამე ხარისხის ხმლით
ფოტო
ილია ჩოლოყაშვილი
ილია ჩოლოყაშვილი

მაჭავარიანი მიხეილ სერგოს ძე

სახელი, მამის სახელი:
მიხეილ სერგოს ძე
გვარი
მაჭავარიანი
დაბ.-გარდ. თარიღები
1888 -

ქართველი სამხედრო მფრინავი. პირადად ჰყავდა ჩამოგდებული ორი თურქული სამხედრო-სადაზვერვო აეროპლანი...

ბაგრატიონ-მუხრანელი კონსტანტინე ივანეს ძე

სახელი, მამის სახელი:
კონსტანტინე ივანეს ძე
გვარი
ბაგრატიონ-მუხრანელი
თანამდებობა, სახელო
  • თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურობის წინამძღოლი
  • სახლთუხუცესი (ქართლ-კახეთის სამეფო)
სამხედრო ჩინი
პოლკოვნიკი
ფოტო
სოფ. მუხრანი, მუხრანელების ეკლესია
სოფ. მუხრანი, მუხრანელების ეკლესია

ქოჩაკიძე გიორგი მაქსიმეს ძე

სახელი, მამის სახელი:
გიორგი მაქსიმეს ძე
გვარი
ქოჩაკიძე
სხვა სახელი, გვარი
გიორგი ჭალადიდელი
ცხოვრობდა
ქუთაისი - სანქტ-პეტერბურგი - მინსკი
სამხედრო ჩინი
პოლკოვნიკი

ორბელიანი მამუკა თამაზის ძე

სახელი, მამის სახელი:
მამუკა თამაზის ძე
გვარი
ორბელიანი
სხვა სახელი, გვარი
მაკარ თომას ძე ჯამბაკურიან-ორბელიანი
სამხედრო ჩინი
გენერალ-მაიორი
მონაწილეობდა ომებში
  • კავკასიის ომები
  • რუსეთ-თურქეთის 1853-1856
ფოტო
ბაბო (ბარბარე) ორბელიანი
ბაბო (ბარბარე) ორბელიანი