ENG  RUS

50000+ სხვადასხვა გენეალოგიური მონაცემები, ბიოგრაფიები, ფოტო...

 A | B | C | D | E | F | G | H | I | J | K | L | M | N | O | P | R | S | T | U | V | W | Y | Z

А | Б | В | Г | Д | Е | Ж | З | ИК | Л | М | Н | О | П | Р | С | Т | У | Ф | Х | Ц | Ч | Ш | ЩЭ | Ю | Я

გურიის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა" [რუსულად. ორიგინალში ამ ენაზე შეადგინეს ეს სიები]

იმერეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა" [რუსულად]

ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850წ. "ბარხატნაია კნიგა" რუსულ ენაზე. სამივე წიგნი მოცემულია ისე როგორც შედგა 1850 წელს.

ბოლო ცვლილებები

მამარდაშვილი

 ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში საქართველოში მამარდაშვილების 1428 სული მკვიდრობდა. იმერეთიდან ...

აზნაურული გვარების ანბანური ჩამონათვალი სრულიად


თამაზ მამუკას ძე
ორბელიანი
თომა ორბელიანი
1768 - 1815
სტატსკი სოვეტნიკი (სამოქალაქო მრჩეველი)
თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურობის წინამძღოლი
გენერალ-მაიორი

 თამაზ მამუკას ძე ორბელიანი (1768–1815). ერეკლე მეორის და ანა ცოლად ჰყავდა დემეტრე ორბელიანს, დემეტრეს შვილის მამუკა ორბელიანის შვილია თამაზ. თამაზის დედა იყო გიორგი ერისთავის ასული მაია, ხოლო მისი დეიდა – გიორგი ერისთავის მეორე ასული ანა–იყო ფარნაოზ ბატონიშვილის მეუღლე. იმერეთის დედოფალი ანა მათეს (მამუკას) ასული თამაზის დაა.

 ერეკლეს II-ის მეფობის ბოლო წლებში და გიორგი XII-ის მეფობაში ეშიკაღაბაში თამაზ  ორბელიანი იულონ ბატონიშვილის პარტიაში იყო–1801 წლის დასაწყისში.

 1801 წელს თავის ბიძა (დეიდის ქმარი) ფარნაოზ და იულიონ ბატონიშვილებთან ერთად გადაიხიზნა იმერეთს, საიდანაც ალექსანდრე ბატონიშვილს ეფიცება–ოღონდ გადმოდი ქართლ–კახეთში და მერე მე ვიციო.

 როცა ფარნაოზ და იულონი იმერეთს გადაიხვეწნენ, მაშინ მათ და მათ მხლებლებზე გამოითქვა ლექსი:

             „ლომნი კატურად გარბიან ერთითა შეძახილითა

              ამილახვარი მოჰყავდათ ერთითა შეძახილითა,

              იულონ თქმით, თამაზ ბანით, ფარნაოზ მოძახილითა“.

 1801 წლის ბოლოდან, როცა იგებს, რომ ქართლ–კახეთის სამეფო გაუქმდა, თამაზ ობელიანი პოზიციას იცვლის. 1802 წელს ის „სტატსკი სოვეტნიკის“ ჩინშია. ეს ჩინი შემდეგში ბრიგადირის სამხედრო ჩინად იქნა გადარქმეული. ეს ჩინი V კლასისა იყო, გენერალსა და პოლკოვნიკს შორის.

 1803 წ. იანვარში ის გაგზავნეს ერევნის ხანთან მოსალაპარაკებლად დანიელის გაპატრიარქების შესახებ. როგორც დემურჩი–ასალუს მოურავს მას 1803 წ. დაავალეს ასი ცხენოსნის გამოყვანა. 1804 წ. ოქტომბერში ის სდევს მთიულეთის აჯანყების შემდეგ სპარსეთისაკენ ლტოლვილ ბიძას ფარნაოზს, დაიჭერს მას და თბილისში მოიყვანს. შემდეგ იღებს გენერალ–მაიორის ჩინს. ის იყო დემურჩი–ასალუს მოურავი. ეს სამოურავო ერეკლე II-მ მზითვად გაატანა თავის დას ანას, რომელიც იყო თამაზის ბებია (მამის დედა).

 1812 წლიდან არის თავადაზნაურობის საგუბერნიო მარშალი. 1813 წელს სხვა თავადებთან ერთად გაჰყვება რტიშჩევს გულისტანის ზავის დასადებად სპარსეთთან.

 გარდაიცვალა 1815 წ. 12 ივლისს. დასაფლავებულია სიონში. ჰქონდა ქვა წარწერით: „გენ–მაიორი და კავალერი თამაზ ჯამბაკურ ორბელიანი, მამუკას ძე  გარდაიცვალა 12 ივლისს, 1815, 47 წლისა.“ ქვა დაადეს მეუღლემ – ქეთევანმა დავით ქობულოვის ასულმა და ძეთა და ასულთა.

  თამაზის სიკვდილის შემდეგ მის ქვრივს ქეთევან დავითის ასულს დაენიშნა პენსია წელიწადში 2 ათასი მან. ასიგნაციებით.

  თამაზ ორბელიანს რუსულ საბუთებში თომას ეძახიან. ამიტომ მისი შვილები იხსენიებიან თომას ძეებად. სოფ. ვაშლოვანს, თეთრი წყაროს ახლოს, 1811 წელს თამაზ ორბელიანს აუგია კოშკი. კოშკს აქვს წარწერა:

           „კოშკში ავაგე სალხინოდ მე თამაზ ორბელიანმა,

            თანამეცხედრე ქეთევან...

            ძეთა დიმიტრი, მაკარი, ივანემ კეთილ-გზიანმა“.   

 ამ წარწერით თამაზს ჰყოლია სამი ვაჟი: 1. დიმიტრი, 2. მაკარი – იგივე მამუკა 3. ივანე. თამაზს ჰყავდა ქალებიც. 1. ნინა – იოანე ერისთავის მეუღლე, გარდაიცვალა 20 წლისა 1827 წ. დასაფლავებულია იკორთაში. 2. ანნა – ლუარსაბ ივანეს ძე ორბელიანის ცოლი.

 თამაზის ქვრივს ქეთევანს შეუმკია სახარება, რომელსაც აქვს ასეთი წარწერა: „შევამკე სახარება ესე ღენერალ–მაიორის ჯამბაკურ–ორბელიანის თამაზის მეუღლემან ქობულოვის დავითის ასულმან კნეინა ქეთევან... ჩყმბ წელსა, თებერვლის  დ(4) დღესა“.

თავადი (ქართლი)
მაქსიმე ბერძნიშვილი - მასალები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის II ტომი
ვაშლოვანი სალხინო კოშკი ორბელნების
ვაშლოვანი სალხინო კოშკი ორბელნების


დადიანი ნიკოლოზ გიორგის ძე

სახელი, მამის სახელი:
ნიკო გიორგის ძე
გვარი
დადიანი
ცხოვრობდა
ზუგდიდი
თანამდებობა, სახელო
მსაჯულთუხუცესი (სამეგრელოს სამთავრო)
სამხედრო ჩინი
გენერალ-მაიორი
მონაწილეობდა ომებში
რუსეთ-თურქეთის 1828-1829
ორდენი, ჯილდო
წმ. ანას პირველი ხარისხის

არღუთინსკი-დოლგორუკი მოსე ზაქარიას ძე

სახელი, მამის სახელი:
მოსე ზაქარიას ძე
გვარი
არღუთინსკი
სხვა სახელი, გვარი
მოსე არღუთაშვილი; მოსე მხარგრძელი
დაბ.-გარდ. თარიღები
1797 - 1855
სამხედრო ჩინი
გენერალ-ადიუტანტი
მონაწილეობდა ომებში
  • კავკასიის ომები
  • რუსეთ-თურქეთის 1828-1829
ორდენი, ჯილდო
  • ალექსანდრე ნეველის ბრილიანტებიანი
  • წმ. გიორგის მესამე ხარისხის

ბაგრატიონი იოანე გიორგის ძე

სახელი, მამის სახელი:
იოანე გიორგის ძე
გვარი
ბაგრატიონი
სხვა სახელი, გვარი
იოანე ბატონიშვილი
დაბ.-გარდ. თარიღები
1768 - 1830

იოანე ბატონიშვილი (1768 – 1830). გიორგი XII-ის შვილი. 1832 წელს ს.დოდაშვილს უპოვეს იოანე ბატონიშვილის ლექსი...

ფოტო
იოანე ბატონიშვილი
იოანე ბატონიშვილი

ყიფიანი ქაიხოსრო ივანეს ძე

სახელი, მამის სახელი:
ქაიხოსრო ივანეს ძე
გვარი
ყიფიანი
ცხოვრობდა
ქვიშხეთი - სურამი
სამხედრო ჩინი
პრაპორშჩიკი
მონაწილეობდა ომებში
  • რუსეთ-თურქეთის 1828-1829
  • რუსეთ-თურქეთის 1853-1856
  • რუსეთ-ირანის 1826-1828