ENG  RUS

50000+ სხვადასხვა გენეალოგიური მონაცემები, ბიოგრაფიები, ფოტო...

 A | B | C | D | E | F | G | H | I | J | K | L | M | N | O | P | R | S | T | U | V | W | Y | Z

А | Б | В | Г | Д | Е | Ж | З | ИК | Л | М | Н | О | П | Р | С | Т | У | Ф | Х | Ц | Ч | Ш | ЩЭ | Ю | Я

გურიის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა" [რუსულად. ორიგინალში ამ ენაზე შეადგინეს ეს სიები]

იმერეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა" [რუსულად]

ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850წ. "ბარხატნაია კნიგა" რუსულ ენაზე. სამივე წიგნი მოცემულია ისე როგორც შედგა 1850 წელს.

მიხეილ სერგოს ძე
მაჭავარიანი
1888 -

 მიხეილ სერგოს ძე მაჭავარიანი - ქართველი სამხედრო მფრინავი. 1910 წელს დაამთავრა კონსტანტინოვსკის საარტილერიო სასწავლებელი პეტერბურგში. პოდპრაპორშჩიკის ჩინით დაიწყო სამსახური 39-ე საარტილერიო ბრიგადაში. 1913 წელს პირადი მოთხოვნის საფუძველზე გადავიდა ყარსის ციხესიმაგრის საავიაციო ნაწილში დამკვირვებლის თანამდებობაზე. ამავე წლის ნოემბერში სწავლა განაგრძო გატჩინის საფრენოსნო სკოლაში. 1914 წელს დაიწყო ფრენის პრაქტიკის მიღება გატჩინის აეროდრომზე. დაამთავრა სკოლა სამხედრო მფრინავის ჩინით. მსახურობდა ქალაქ ლიდის (ვილნოს გუბერნია) საავიაციო ნაწილში. 1915 წლის აგვისტოდან მსახურობდა გენერალი რენნენკამფის დაქვემდებარებაში მყოფ საავიაციო ნაწილში.

 1916 წლის იანვარში გაგზავნეს კავკასიის ფრონტზე. 1916 წლის ზაფხულიდან იყო კავკასიის ფრონტის მე-2 საავიაციო რაზმის მეთაური. პირადად ჰყავდა ჩამოგდებული ორი თურქული სამხედრო-სადაზვერვო აეროპლანი (თვითმფრინავი).

 1929 წლიდან ჯანმრთელობის გამო თავი დაანება სამხედრო ავიაციას. დაენიშნა პერსონალური პენსია. ეკავა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობები ქართულ მთავრობაში.

 machavariani-mixeili

აზნაური (წარმოშვების მხარე უცნობია)


ბაგრატიონ-გრუზინსკი ოქროპირ გიორგის ძე

სახელი, მამის სახელი:
ოქროპირ გიორგის ძე
გვარი
ბაგრატიონი
სამხედრო ჩინი
პორუჩიკი

ოქროპირი წყნარი და მორიდებული ზნისაა, საზოგადოებას ერიდება, ხვდება მხოლოდ ნათესავებს და თანამემამულეებს...

ფოტო
ოქროპირ ბატონიშვილი
ოქროპირ ბატონიშვილი

მამაცაშვილი იოსებ ქრისტეფორეს ძე

სახელი, მამის სახელი:
იოსებ ქრისტეფორეს ძე
გვარი
მამაცაშვილი
ცხოვრობდა
  • თბილისი - ვიატკა - გორი
  • თბილისი - ვიატკა - გორი - რუისი
სამოქალაქო ჩინი
დეისტვიტელნი სტატსკი სოვეტნიკი (ნამდვილი სამოქალაქო მრჩეველი)
ფოტო
გენერალი ქრისტეფორე იოსების ძე მამაცაშვილი
გენერალი ქრისტეფორე იოსების ძე მამაცაშვილი

მაჩაბელი გიორგი სიმონის ძე

სახელი, მამის სახელი:
გიორგი სიმონის ძე
გვარი
მაჩაბელი
სამხედრო ჩინი
შტაბს-როტმისტრი
მონაწილეობდა ომებში
რუსეთ-თურქეთის 1853-1856
ორდენი, ჯილდო
წმ. გიორგის (ხარისხი უცნობია)

ერისთავი გიორგი რევაზის ძე

სახელი, მამის სახელი:
გიორგი რევაზის ძე
გვარი
ქსნის-ერისთავი
ფაქტი, მოვლენა
1832 წლის აჯანყების მონაწილე
თანამდებობა, სახელო
ქუთაისის გენერალ-გუბერნატორი
სამხედრო ჩინი
კავალერიის გენერალი
სამხედრო თანამდებობა
კავკასიის ხაზის კაზაკთა ჯარის ატამანი

სამხედრო (კავალერიის გენერალი) და საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი, ერეკლე II-ის შვილიშვილი...

ფოტო
"ატამანი" გიორგი რევაზის ძე ქსნის-ერისთავი
"ატამანი" გიორგი რევაზის ძე ქსნის-ერისთავი

ყარალაშვილი სოლომონ გაბრიელის ძე

სახელი, მამის სახელი:
სოლომონ გაბრიელის ძე
გვარი
ყარალაშვილი
სამხედრო ჩინი
პოდპოლკოვნიკი
მონაწილეობდა ომებში
ჩინეთზე ლაშქრობა 1900-1901
ორდენი, ჯილდო
  • წმ. ანას მესამე ხარისხი
  • წმ. სტანისლავის მეორე ხარისხის
გარდაცვალების მიზეზი
დახვრიტეს 1924 წელს კომუნისტებმა

არღუთინსკი-დოლგორუკი მოსე ზაქარიას ძე

სახელი, მამის სახელი:
მოსე ზაქარიას ძე
გვარი
არღუთინსკი
სხვა სახელი, გვარი
მოსე არღუთაშვილი; მოსე მხარგრძელი
დაბ.-გარდ. თარიღები
1797 - 1855
სამხედრო ჩინი
გენერალ-ადიუტანტი
მონაწილეობდა ომებში
  • კავკასიის ომები
  • რუსეთ-თურქეთის 1828-1829
ორდენი, ჯილდო
  • ალექსანდრე ნეველის ბრილიანტებიანი
  • წმ. გიორგის მესამე ხარისხის

ადლერბერგი ალექსანდრე ვლადიმერის ძე

სახელი, მამის სახელი:
ალექსანდრე ვლადიმერის ძე
გვარი
ადლერბერგი
ცხოვრობდა
სანქტ-პეტერბურგი - მიუნჰენი
თანამდებობა, სახელო
საიმპერატორო კარის და ხელმწიფის ადგილ-მამულების მინისტრი
სამხედრო ჩინი
გენერალ-ადიუტანტი