მოსე ზაქარიას ძე
არღუთინსკი
მოსე არღუთაშვილი; მოსე მხარგრძელი
1797 - 1855

მოსე ზაქარიას ძე არღუთინსკი–დოლგორუკოვი (1797–1855). რუსეთის მეფის ერთგული გენერალი, ქართველ თავადთაგანი. პირველდაწყებითი სწავლა მიიღო თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში, საიდანაც 19 წლისა, მაშინდელი მთავარმართებელი ა.პ. ერმოლოვის რჩევით, მამამ გაგზავნა პეტერბურგში; აქ იგი თავის ბიძასთან ცხოვრობდა და განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდა სამხედრო მეცნიერებათა მიმართ.

 1817 წ. 17 აპრილს იწყებს სამხედრო სამსახურს – შედის იუნკრად ლეიბ–გვარდიის ცხენოსანთა ლეგიონში (პოლკში). სადაც ორი თვის შემდეგ ესტანდარტიუნკრობას იღებს, ხოლო წლის თავზე უკვე კორნეტის ჩინითაა. 1827 წ. 23 მარტს შტაბს–როტმისტრი ა.–დ. გადმოდის საქართველოში გრენადერთა ქართულ პოლკში მაიორის ჩინით, რის შემდეგ სიკვდილამდე უწყვეტლივ მსახურობს ამიერკავკასიაში.

 იგი მუდამ აქტიურ მონაწილეობას იღებდა მეფის რუსეთის მიერ აქ წარმოებულ ომებში და, როგორც მისი ერთგული, დაუნდობლად ახშობდა ადგილობრივი ერების თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის წყურვილს.

 რუსეთიდან ჩამოსვლის უმალ იბრძვის ირანის წინააღმდეგ (ერევანთან, აბას–აბადთან, სარდარაბადთან და ერევნის აღების შემდეგ მონაწილეობს თავრიზისაკენ რუსეთის ლაშქრობაში, საიდანაც უკან ბრუნდება 1828 წ. ივნისში. მთავარმართებლის სურვილის თანახმად ის რჩება აზერბაიჯანში (ირანში) და ხელს უწყობს იქაური ქრისტიანების, მეტადრე სომხების გადმოსახლებას ამიერკავკასიაში, განსაკუთრებით კი მაშინ ახლად შექმნილ სომხეთის ოლქში.

 1829 წ. იბრძვის ოსმალთა წინააღმდეგ, ხოლო 1830 წ. ბოლოს უკვე როგორც ბატალიონის უფროსი მოქმედებს მთიელების წინააღმდეგ. 1832 წ. ა.–დ. თბილისის ქვეითა პოლკშია მისი უფროსის უფლებით. ჯერ იგზავნება წებელდის დასაპყრობად, ხოლო 1838წ. ზაფხულში ამარცხებს ლეკებს ხაჩმაზის ხეობაში. 1841წ. ის უფროსია იმ რაზმისა, რომელმაც სასტიკად ჩააქრო გურიის გლეხთა აჯანყება (10.VII-15.XII). ა.დ. ინიშნება ახლად მოწყობილი სამურის რაზმის უფროსად.

 1842წ. როცა ყაზი– ყუმუხის სახანო შამილის მხარეს გადავიდა, მოსახლეობა აჯანყდა რუსი მთავრობის წინააღმდეგ და სამურის ოლქის უფროსი სნაქსარიოვი და ახალგაზრდა ოფიცერი ილია ორბელიანი შამილმა ტყვედ წაიყვანა , მეფის მთავრობამ ერთგულებაში ნაცადი ა.–დ. ახლა ყაზი–ყუმუხის აჯანყების შესამუსრად გაგზავნა და მართლაც ზამთარში კიუღიულისთან სასტიკად დაამარცხა მთიელები. ასეთი ერთგულებისათვის მთავრობამ იგი დააჯილდოვა გენერალის ჩინით და მე–3 კლასის გიორგის ორდენით. ამასთანავე მას დაუმორჩილეს სამურის ოლქი, კიურინის სამფლობელო და ყაზი–ყუმუხის სახანო, ხოლო 1844წ. დაავალეს სამხრეთ და ჩრდილო დაღესტანში მყოფი რუსი ჯარების სარდლობა.

 1847წ. 1 იანვარს ა.–დ. დაინიშნა დარუბანდის სამხედრო გუბერნატორად და სამოქალაქო ნაწილის მმართველად, ამავე დროს დატოვებულ იქნა სამხრეთ დაღესტანის ჯარის სარდლის თანამდებობაზე; ხოლო იმავე წლის 8 ნოემბერს კასპის ზღვისპირა მხარის ჯარების სარდლად და სამოქალაქო ნაწილის მმართველად.

 ამ დროს ის გაშმაგებით ებრძვის ჰაჯი–მურატის მეთაურობით მებრძოლ მთიელებს, მხურვალე მონაწილეობას იღებს გერგებილისა და სალთის აღებაში და მიწასთან ასწორებს მთიელთა სახლ–კარს. მომდევნო 1848 წ. 7 ივლისს ხელმეორედ აიღო გერგებილი, მთელი ეს აული საძირკვლიანად მიანგრ-მოანგრია, სრულიად გადაჰკაფა მისი ბაღები, ხოლო მოსახლეობა, ვინც კი გაქცევით თავს ვერ უშველა, მთლიანად ამოწყვიტა.

 ასეთი ერთგული „სამსახურისათვის“ მას ებოძა გენერალ–ადიუტანტობა და ალექსანდრე ნეველის ორდენი. 1853წ. ზამთარში ა.–დ. სწრაფად გადალახა კავკასიონის ქედი და ჭარბელაქნის ოლქში, ლეკის საკორდონო ხაზის ფარგლებში შეჭრილ შამილს ზურგიდან მოუარა და იძულებული გახადა ბრძოლის ველი დაეტოვებინა.

 ამის მერე ა.–დ. მალე ავად შეიქნა, ორჯერ დამბლა დაეცა და 1855 წ. 20 თებერვალს გარდაიცვალა. დასაფლავებულია სანაიანის მონასტრის საგვარეულო აკლდამაში. პირდაპირი მემკვიდრეობა არ დარჩენია. მადლიერმა მეფის მთავრობამ 1877 წ. თავის ერთგულ გენერალს დაღესტნის შუაგულში – თემირხანშურაში ძეგლი დაუდგა.

თავადი
მაქსიმე ბერძნიშვილი - მასალები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის II ტომი.


ჭავჭავაძე პაატა ბესპაზის ძე

სახელი, მამის სახელი:
პაატა ბესპაზის ძე
გვარი
ჭავჭავაძე
დაბ.-გარდ. თარიღები
1771 - ?

პაატა ჭავჭავაძე (ილია ჭავჭავაძის პაპა). მის პიროვნებას კარგად ახასიათებს იოანე ბატონიშვილის 1801 წ. 30 იანვრის საბუთი: „ესე წყალობის სიგელი... გიბოძეთ შენ, თავადს ჭავჭავაძეს გრიგოლს, ძმასა შენსა ...

მელიქიშვილი დავით ზაქარიას ძე

სახელი, მამის სახელი:
დავით ზაქარიას ძე
გვარი
მელიქიშვილი
დაბ.-გარდ. თარიღები
1856 - 1909

დავით ზაქარიას-ძე მელიქიშვილი (1856-1909) კავკასიის მეფისნაცვლის ადიუტანტი. 1900-1903 წლებში თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლი. გენერალ-ადიუტანტის და სახელმწიფო საბჭოს წევრის, ლევან ...

ფოტო
რუსუდან სტაროსელსკი, ინა მელიქიშვილი, ალექსანდრე მაკინსკი
რუსუდან სტაროსელსკი, ინა მელიქიშვილი, ალექსანდრე მაკინსკი

არღუთინსკი-დოლგორუკი მოსე ზაქარიას ძე

სახელი, მამის სახელი:
მოსე ზაქარიას ძე
გვარი
არღუთაშვილი

მოსე ზაქარიას ძე არღუთინსკი (არღუთაშვილი, არღუთინსკი-დოლგორუკოვი) (1797-1855) - გენერალ-ადიუტანტი, თვალსაჩინო ფიგურა ე.წ.კავკასიის ომებში, სადაც განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა;

 გურიის ...

მაჩაბელი ვასილ გიორგის ძე

სახელი, მამის სახელი:
ვასილ გიორგის ძე
გვარი
მაჩაბელი

ვასილ გიორგის ძე მაჩაბელი (1845 - 1918) იურისტი, ნაფიცი ვექილი. ივანე მაჩაბლის უფროსი ძმა; დიდხანს ცხოვრობდა პეტერბურგში, დამთავრებული ქონდა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტი, ...

ფოტო
შვილი - ილია მაჩაბელი
შვილი - ილია მაჩაბელი

აბაშიძე ივანე ქაიხოსროს ძე

სახელი, მამის სახელი:
ივანე ქაიხოსროს ძე
გვარი
აბაშიძე
დაბ.-გარდ. თარიღები
? - 1822

იოანე (ივანე) ქაიხოსროს ძე აბაშიძე - იმერეთის 1820 წლის აჯანყების მეთაური და იმერეთის მეფედ დასახელებული კანდიდატი. დედით სოლომონ I-ის შვილიშვილი. როდესაც იმერეთის აჯანყების ჩახშობის შემდეგ იმერეთის ...

ნათალიშვილი გორჯასპი გივის ძე

სახელი, მამის სახელი:
გორჯასპ გივის ძე
გვარი
ნათალიშვილი

გორჯასპი გივის ძე ნათალიშვილი - ფარეშთუხუცესი გივი ნათალიშვილის ვაჟი. 1803 წელს ულუმბოს მთაზეა მისული მალხაზ ანდრონიკოვთან ერთად, აქედან იულონ და ფარნაოზ ბატონიშვილების სახელით სოლომონ ამირეჯიბს ...

ყარანგოზიშვილი კონსტანტინე ადამის ძე

სახელი, მამის სახელი:
კონსტანტინე ადამის ძე
გვარი
ყარანგოზიშვილი

კონსტანტინე ადამის ძე ყარანგოზიშვილი (დუშეთი 18.02.1852 - 25.07.1907 პიატიგორსკი). გენერალ-მაიორი. 1877-1877 წლების რუსეთ-თურქეთის ომის გმირი (ომობდა კავკასიის ფრონტზე ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკის ...

კეზელი დავით ივანეს ძე

სახელი, მამის სახელი:
დავით ივანეს ძე
გვარი
კეზელი

დავით ივანეს ძე კეზელი (1854-1907) - მწერალი, პუბლიცისტი, თეატრალური, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, რევოლუციურ-ხალხოსნური მოძრაობის თვალსაჩინო წევრი. თანამშრომლობდა ქართულ ("დროება", "ივერია", ...

მაჩაბელი გიორგი სიმონის ძე

სახელი, მამის სახელი:
გიორგი სიმონის ძე
გვარი
მაჩაბელი

გიორგი სიმონის (სვიმონის) ძე მაჩაბელი (1813-1875) (მამა ივანე და ვასილ მაჩაბლების) - კავალერიის პორუჩიკი, შტაბს-როტმისტრი, რუსეთ-თურქეთის 1853-1856 (ყირიმის ომი) წწ. ომის მონაწილე, სადაც გამოიჩინა ...

ქოჩაკიძე გიორგი მაქსიმეს ძე

სახელი, მამის სახელი:
გიორგი მაქსიმეს ძე
გვარი
ქოჩაკიძე
სხვა სახელი, გვარი
გიორგი ჭალადიდელი

გიორგი მაქსიმეს ძე ქოჩაკიძე (ქოჩაქიძე) (1847-1898). პოეტი გიორგი ჭალადიდელი. - დამთავრებული ქონდა ქუთაისის გიმნაზია, შემდეგ პეტერბურგის სამხედრო სასწავლებელი. შედარებით ახალგაზრდა ასაკშია მიაღწია ...

ყიფიანი ლუარსაბ ქაიხოსროს ძე

სახელი, მამის სახელი:
ლუარსაბ ქაიხოსროს ძე
გვარი
ყიფიანი

 ლუარსაბ ქაიხოსროს ძე ყიფიანი (1852 - ? ) - ქვიშხეთელი აზნაური, დიმიტრი ყიფიანის ძმისშვილი. "დროების" ერთ-ერთ პუბლიკაციაში ლუარსაბი ასეა დახასიათებული "ერთი ყიფიანია, ლუარსაბ, რომელიც ძველებურ ...

ერისთავი კონსტანტინე დავითის ძე

სახელი, მამის სახელი:
კონსტანტინე დავითის ძე
გვარი
ერისთავი
დაბ.-გარდ. თარიღები
1889-1975

საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, პროფესორი კ.დ. ერისთავი დაიბადა 1889 წელს ვანის რაიონში აზნაურის ოჯახში. საშუალო განათელება მიიღო ქუთაისში, რის შემდეგ იურიევის უნივერსიტეტის ...

ბოლო ცვლილებები აზნაურთა გვარებში

ღოღობერიძე

აზნაური ღოღაბერიძე იგივე ღოღობერიძე; ღოღობერიძეები იყვნენ მე-19 საუკუნის დასაწყისში თავადებიც, ...

მარგველაშვილი

აზნაური მარგველაშვილი. იმერეთში მცხოვრები ნაწილი მარგველაშვილებისა იყო აზნაური, ნაწილი არა. ...

მიქელიშვილი

აზნაური მიქელიშვილი. აზნაურები მხოლოდ დუშეთის რ-ში. სხვაგან მიქელიშვილები როგორც  აზნაურები ...

ბეზირგანიშვილი

აზნაური ბეზირგანი, ბეზირგანოვი, ბეზირგანიშვილი. თავიდან იყვნენ მოქალაქეები და როგორც ჩანს აზნაურობა ...

აზნაურული გვარების ანბანური ჩამონათვალი სრულიად