h ყიფიანი ლუარსაბ ქაიხოსროს ძე - ბიოგრაფია
ლუარსაბ ქაიხოსროს ძე
ყიფიანი

 ლუარსაბ ქაიხოსროს ძე ყიფიანი (1852 - ? ) - ქვიშხეთელი აზნაური, დიმიტრი ყიფიანის ძმისშვილი. "დროების" ერთ-ერთ პუბლიკაციაში ლუარსაბი ასეა დახასიათებული "ერთი ყიფიანია, ლუარსაბ, რომელიც ძველებურ დროში რომ ყოფილიყო, ბევრ მამულის მტერ თათარსა და ლეკს თავს ზარს დასცემდა თავის ვაჟკაცური შეხედულებით და მამაცობით. მაგრამ ეხლა ისიც დაჩაგრულ, განიორწყლებულ გლეხ-კაცებს სულთა-მხუთავსავით აშინებს და აფრთხობს. ხაშურსა და სურამს ორი თუმანი არა ჰყოფნის; სკოლის ხსენება ჭირისავით ეჯავრება. ამან რომ მოინდომოს, ქვიშხეთში კი არა ღორნაკალზე გააკეთებინებს ქვიშხეთელებს კარგ სკოლასო...". საპასუხო წერილში ლუარსაბ ყიფიანი თავს იმართლებს: ქვიშხეთში სკოლის გასამართად დიდი შრომა მაქვს გაწეული, მაგრამ თვითონ მოსახლეობაა ამ საქმისადმი უიმედოდ განწყობილიო...1893 თუ 1894 წელს ლუარსაბ ყიფიანის ოჯახში, - მისი ერთერთი ქალიშვილის ქორწილში, - ნამყოფია ილია ჭავჭავაძე. 1888 წლის აგვისტოში, სურამში, ლუარსაბ ყიფიანს ჩხუბში კაცი (სპირიდონ მაჭავარიანი) შემოკვდომია.

საშვილიშვილო მოკვაშირე დიმიტრი ყოფიანი. თბილისი 2007
 

ტახტის - აზნაური (ქართლი)

gb  rs t

 იური კონსტანტინეს ძე ჩიქოვანი (1937-2018) - პროფესიით ფილოლოგი, ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ჭადრაკში. წლების განმავლობაში მუშაობდა ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტის ინგლისური ენის კათედრაზე უფროს მასწავლებლად. გენეალოგიურ კვლევებს აწარმოებს 1984 წლიდან. 1995 წელს დააარსა „ქართული გენეალოგიური საზოგადოება“, რომლის უცვლელი თავჯდომარეა დღემდე. 1999-2003 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ბიბლიოთეკის გენეალოგიური კვლევის ცენტრს. არის საქართველოს თავად-აზნაურთა საკრებულოს გენეალოგიის და ჰერალდიკის კომისიის ხელმძღვანელი და ამავე საკრებულოს ვიცე-წინამძღოლი. 2004 წლის სექტემბერში საფრანგეთში, საერთაშორისო გენეალოგიური აკადემიის გენერალური ასამბლეის მიერ ერთხმად იქნა არჩეული ამ აკადემიის ნამდვილ წევრად. არის ცხრა წიგნისა და მრავალი სამეცნიერო ნაშრომის (აქვს ნაშრომები-გენეალოგიური კვლევები პრაქტიკულად ყველა თავად-აზნაურულ გვარზე, მათ შორის ბაგრატიონებზე და აფხაზურ გვარებზე) ავტორი.

იური ჩიქოვანი