ENG  RUS

50000+ სხვადასხვა გენეალოგიური მონაცემები, ბიოგრაფიები, ფოტო...

 A | B | C | D | E | F | G | H | I | J | K | L | M | N | O | P | R | S | T | U | V | W | Y | Z

А | Б | В | Г | Д | Е | Ж | З | ИК | Л | М | Н | О | П | Р | С | Т | У | Ф | Х | Ц | Ч | Ш | ЩЭ | Ю | Я

გურიის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა" [რუსულად. ორიგინალში ამ ენაზე შეადგინეს ეს სიები]

იმერეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა" [რუსულად]

ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850წ. "ბარხატნაია კნიგა" რუსულ ენაზე. სამივე წიგნი მოცემულია ისე როგორც შედგა 1850 წელს.

გიორგი ვახტანგის ძე
ციციშვილი
ხათა-გოგია

 გიორგი ვახტანგის ძე ციციშვილი (გ.1806 წელს). სარდალი. მეტსახელად ხათა გოგია. გიორგი ХII-ის სიმამრი. მისი ქალი მარიამი მეფე გიორგის მეორე მეუღლე იყო.

 გიორგი ციციშვილს ცოლად ჰყავდა ელენე გიორგის ასული გურამიშვილი (გარდაიცვალა 1817 წ. დაკრძაულია რუისის ტაძარში). მათ ჰყავდათ შვილები: 1. მარიამ დედოფალი. 2. ედიშერ (ედიშერის მეუღლეა გუქა გიორგის ას. ავალიშვილი. ამათი შვილები: გიორგი, კირილე). 3. თემურ - თეიმურაზ (თეიმურაზის მეუღლეა ქეთევან დავითის ასული ორბელიანი. ამათი შვილები: ნიკოლოზ, დიმიტრი, ანასტასია).

 გიორგი ციციშვილს „ღალატობისათვისა ყურები დასხეპილი ჰქონდა და ხელსახოცით ახვეული იყო ხოლმე“ (პუპლია. ს- კაკაბაძის ,,წერილები და მასალები“. გვ.38). „ასოთა მიღებით დასჯა არა ნიშნავდა თავადის ღირსების ახდას. ამის მრავალი მაგალითია საქართველოში. მაგ. გიორგი ციციშვილი ყურების მოჭრით იყო დასჯილი, მაგრამ შემდეგ მეფე გიორგის სარდალი იყო. მეფემ კი მისი ქალი ცოლადაც შეირთო. საქართველოში ჯალათები არ არსებობდნენ, ამიტომ ჯალათის მოვალეობას შეასრულებდა ის თავადი ან აზნაური, რომელსაც მეფე უბრძანებდა“ (გენ. მაიორის ს.ტუჩკოვის ბარათი 1805 წ. ბოლოს იმპერატორისადმი წარსადგენი).

 1801 წ. გ. ციციშვილმა შეადგინა თავისი შემოსავლისა და სარჩოს ნუსხა (6700 მან.), რომელსაც ბოლოს მიაწერა: ,,ეს არის ჩემი შემოსავალი და ნება მათის დიდებულებისა არის. ამას ვევედრები მოხუცებული, რომ ჯამაგირი და ნიშანი მებოძოს და ხელმწიფის დღე ვითხოვო მოხუცებულმა სარდალმა გიორგიმ ციციანოვმა“ (ლენინგრადის ცსია, იმპერატორის აუცილებელი საბჭოს ფონდი 1801 წ. საქმე №266, ფ.86).

 1800 წ., მარიამ დედოფალმა მამას უბოძა სიგლით სოფ. ახილო. მარიამისათვის ერეკლესაგან პირის სანახავად ბოძებული (საქ. სიძვ., III. 343). ეს სიგელი მარიამმა 1806 წ. გამოუგზავნა რუსეთიდან მამას, მაგრამ პავლე ციციანოვის სიკვდილის გამო ის ვერ ჩაბარდა გიორგი ციციშვილს. ეს საბუთი გუდოვიჩმა, რაკი ამასობაში გ. ციციშვილი გარდაიცვალა, გადასცა მის შვილებს (Архив Гос. Совета, Т. III, Ч. II. с. 193). ე.ი. გიორგი ციციშვილი გარდაიცვალა 1806 - 1807 წლებში.

მაქსიმე ბერძნიშვილი - მასალები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის II ტომი


ჭავჭავაძე პაატა ბესპაზის ძე

სახელი, მამის სახელი:
პაატა ბესპაზის ძე
გვარი
ჭავჭავაძე
დაბ.-გარდ. თარიღები
1771 - ?

ესენი ყველაზე სახიფათო, მშვიდობიანობისათვის მავნე ხალხია, გამუდმებით ადგენენ გაბედულ შეთქმულებებს და ცხოველი მიმოწერა აქვთ ალექსანდრე ბატონიშვილთან...

ბაგრატიონ-მუხრანელი კონსტანტინე ივანეს ძე

სახელი, მამის სახელი:
კონსტანტინე ივანეს ძე
გვარი
ბაგრატიონ-მუხრანელი
თანამდებობა, სახელო
  • თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურობის წინამძღოლი
  • სახლთუხუცესი (ქართლ-კახეთის სამეფო)
სამხედრო ჩინი
პოლკოვნიკი
ფოტო
სოფ. მუხრანი, მუხრანელების ეკლესია
სოფ. მუხრანი, მუხრანელების ეკლესია

გედევანიშვილი ივანე გაბრიელის ძე

სახელი, მამის სახელი:
ივანე გაბრიელის ძე
გვარი
გედევანიშვილი
სხვა სახელი, გვარი
იონა მროველი
დაბ.-გარდ. თარიღები
1737 - 1821

იონა მროველი, რუისის მიტროპოლიტი. კათალიკოსის სარდლის გაბრიელ გედევანიშვილის შვილი (ერისკაცობაში ივანე)...

ყარანგოზიშვილი კონსტანტინე ადამის ძე

სახელი, მამის სახელი:
კონსტანტინე ადამის ძე
გვარი
ყარანგოზიშვილი
დაბადების ადგილი
დუშეთი
ცხოვრობდა
უკრაინა - ოდესა
სამხედრო ჩინი
გენერალ-მაიორი
მონაწილეობდა ომებში
რუსეთ-თურქეთის 1877-1878

ჩხეიძე ალექსანდრე დავითის ძე

სახელი, მამის სახელი:
ალექსანდრე დავითის ძე
გვარი
ჩხეიძე
დაბ.-გარდ. თარიღები
5.07.1873 - 1941
სამხედრო ჩინი
ბრიგადის გენერალი (ქართული არმიის)
სამხედრო თანამდებობა
იუნკერთა სკოლის მეთაური
მონაწილეობდა ომებში
პირველი მსოფლიო ომი
გარდაცვალების მიზეზი
დახვრიტეს 1940 წელს კომუნისტებმა

ორბელიანი თამაზ მამუკას ძე

სახელი, მამის სახელი:
თამაზ მამუკას ძე
გვარი
ორბელიანი
სხვა სახელი, გვარი
თომა ორბელიანი
დაბ.-გარდ. თარიღები
1768 - 1815
სამოქალაქო ჩინი
სტატსკი სოვეტნიკი (სამოქალაქო მრჩეველი)
თანამდებობა, სახელო
თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურობის წინამძღოლი
სამხედრო ჩინი
გენერალ-მაიორი
ფოტო
ვაშლოვანი სალხინო კოშკი ორბელნების
ვაშლოვანი სალხინო კოშკი ორბელნების

ყიფიანი ქაიხოსრო ივანეს ძე

სახელი, მამის სახელი:
ქაიხოსრო ივანეს ძე
გვარი
ყიფიანი
ცხოვრობდა
ქვიშხეთი - სურამი
სამხედრო ჩინი
პრაპორშჩიკი
მონაწილეობდა ომებში
  • რუსეთ-თურქეთის 1828-1829
  • რუსეთ-თურქეთის 1853-1856
  • რუსეთ-ირანის 1826-1828

გაბაშვილი ფრანგისტან ანდრიას ძე

სახელი, მამის სახელი:
ფრანგისტან ანდრიას ძე
გვარი
გაბაშვილი
დაბადების ადგილი
ერტისი
ცხოვრობდა
თბილისი - ერტისი - კიევი
სამხედრო ჩინი
გენერალ-მაიორი
ფოტო
გენერალი ფრანგისტან გაბაშვილი, ყარსის შტურმის ერთერთი გმირი
გენერალი ფრანგისტან გაბაშვილი, ყარსის შტურმის ერთერთი გმირი