ENG  RUS

50000+ სხვადასხვა გენეალოგიური მონაცემები, ბიოგრაფიები, ფოტო...

 A | B | C | D | E | F | G | H | I | J | K | L | M | N | O | P | R | S | T | U | V | W | Y | Z

А | Б | В | Г | Д | Е | Ж | З | ИК | Л | М | Н | О | П | Р | С | Т | У | Ф | Х | Ц | Ч | Ш | ЩЭ | Ю | Я

გურიის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა" [რუსულად. ორიგინალში ამ ენაზე შეადგინეს ეს სიები]

იმერეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა" [რუსულად]

ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850წ. "ბარხატნაია კნიგა" რუსულ ენაზე. სამივე წიგნი მოცემულია ისე როგორც შედგა 1850 წელს.

ივანე გაბრიელის ძე
გედევანიშვილი
იონა მროველი
1737 - 1821

 ივანე გაბრიელის ძე გედევანიშვილი (1737 – 1821). იონა მროველი, რუისის მიტროპოლიტი. კათალიკოსის სარდლის გაბრიელ გედევანიშვილის შვილი (ერისკაცობაში ივანე) – იონა დაიბადა 1737. ანტონ კათალიკოსმა 1753 წ. აკურთხა იერდიაკონად. როცა ანტონი რუსეთს გაემგზავრა, იონაც თან გაჰყვა და შემდეგ მასთან ერთად მობრუნდა საქართველოში. ის აკურთხა მცხეთის ჯვარის მონასტრის არქიმანდრიტად. 1775 წ. აირჩიეს რუისის მიტროპოლიტად. 1780 წელს საეკლესიო კრებამ იონა რაღაც დანაშაულისათვის მიტროპოლიტობისაგან დაამხო და მღვდლობისაგან განჰკვეთა და დავით გარეჯის უდაბნოში დაამწყვდია. იონა იქიდან გაიპარა და იმერეთს მივიდა, მაგრამ რაკი არც იქ შეიწყნარეს, ისევ ქართლს დაბრუნდა. ახლა მას გარეთუბნის წმ. გიორგის ეკლესიის ეზოში მიუსაჯეს ცხოვრება. იონა აქედანაც გაიპარა და გადავიდა ახალციხეს. ახალციხის ფაშამ იგი კონსტანტინეპოლს გააგზავნა. საქართველოში მიღებული ცნობებით ის აპირებდა ანტიოქიის პატრიარქისაგან ჯავახეთის ეპარქიის მიღებას. ანტონ კათალიკოსი სწერს კონსტანტინეპოლის პატრიარქს წერილს, რომლითაც აფრთხილებს მას, რომ „მღვდლობისაგან განშიშვლებულმა“ იონამ ვერ მოახერხოს  კონსტანტინეპოლის და ანტიოქიის პატრიარქთა მოტყუება. იონა მაინც ახერხებს კონსტანტინეპოლის და იერუსალიმის პატრიარქებისაგან კურთხევის წიგნების მიღებას. მან 4 თვე დაჰყო სტამბოლს, 1785 წ. დეკემბერში მიტილენაშია, შემდეგ შემოივლის ტუზლას, იაფას, იერუსალიმს, დამასკოს, ანტიოქიას, ბეირუთს, ეგვიპტეს. 1787 წ. ჩადის ელადას, ნეაპოლსა და ტრიესტში ყოფნის შემდეგ მიდის ვენეციას, შემდეგ ალექსანდრიაშია, მერე სინას მთაზე 7 წელი იმოგზაურა ზღვით. 1790წ. ოქტომბერში ვენაშია. აქედან იასით მოლდავეთში მოვიდა, სადაც ნახა ბესარიონ გაბაონი. მოლდავეთში პოტიომკინის კარზე შეხვდა ერეკლეს ელჩი გაიოზ არქიმანდრიტი. 1792 წელს ეკატერინე II-მ მას დაუნიშნა პენსია, ხოლო სინოდმა ნება მისცა კიევში ცხოვრებისა. კიევში დაჰყო 3 წელი, შემდეგ მოსკოვს გაემგზავრა და ჩუდოვოს მონასტერში დაიდო ბინა. გარდაიცვალა 1821 წელს.

 იონა მიტროპოლიტმა თავისი მოგზაურობა აღწერა ცალკე წიგნად. იგი გამოსცა პლატონ იოსელიანმა 1852 წელს სათაურით: „მიმოსვლა ანუ მგზავრობა იონა რუისის მიტროპოლიტისა“. იონას მოგზაურობა დაწერილი უნდა იყოს 1807 წლამდე, რადგან აქ დარეჯან დედოფალი ცოცხლად არის მოხსენიებული (დარეჯანი გარდაიცვალა 1807 წლის 8 ნოემბერს). ამავე დროს პავლე დიმიტრის ძე ციციანოვს ის გარდაცვლილად მოიხსენიებს, ციციანოვი კი გარდაიცვალა 1806 წ. თებერვალში. ე. ი. იონას მოგზაურობა დაწერილია 1806 – 7 წლებში.

 1803 წელს რუსეთში ჩასულ დარეჯან დედოფალს იონა შეეგებება დიდის პატივით. იგი დაესწრო დარეჯანის გარდაცვალებასაც 1807 წლის 8 ნოემბერს, რასაც 24 ნოემბერს წერილით ატყობინებს ანტონ II-ს.

მაქსიმე ბერძნიშვილი - მასალები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის II ტომი.


წერეთელი გრიგოლ ზურაბის ძე

სახელი, მამის სახელი:
გრიგოლ ზურაბის ძე
გვარი
წერეთელი
დაბ.-გარდ. თარიღები
1787 - 1843
სამხედრო ჩინი
პოლკოვნიკი

იმერეთის სახლთუხუცესის ზურაბ ქაიხოსროს ძე წერეთლის და თამარ დადიანის უფროსი შვილი...

ბაგრატიონი იოანე გიორგის ძე

სახელი, მამის სახელი:
იოანე გიორგის ძე
გვარი
ბაგრატიონი
სხვა სახელი, გვარი
იოანე ბატონიშვილი
დაბ.-გარდ. თარიღები
1768 - 1830

იოანე ბატონიშვილი (1768 – 1830). გიორგი XII-ის შვილი. 1832 წელს ს.დოდაშვილს უპოვეს იოანე ბატონიშვილის ლექსი...

ფოტო
იოანე ბატონიშვილი
იოანე ბატონიშვილი

ჩერქეზიშვილი ფირან

სახელი, მამის სახელი:
ფირან
მამის სახელი
უცნობია
გვარი
ჩერქეზიშვილი
თანამდებობა, სახელო
ბოქაულთუხუცესი (იულონ ბატონიშვილის)
გარდაცვალების მიზეზი
1804 წ. შეტაკებაში სურამის გზაზე

ჭავჭავაძე არჩილ გულბაათის ძე

სახელი, მამის სახელი:
არჩილ გულბაათის ძე
გვარი
ჭავჭავაძე
დაბ.-გარდ. თარიღები
1841 - 1902
სამხედრო ჩინი
გენერალ-მაიორი
ორდენი, ჯილდო
წმ. გიორგის მეოთხე ხარისხის
ფოტო
გენერალი არჩილ ჭავჭავაძე
გენერალი არჩილ ჭავჭავაძე

ორბელიანი მამუკა თამაზის ძე

სახელი, მამის სახელი:
მამუკა თამაზის ძე
გვარი
ორბელიანი
სხვა სახელი, გვარი
მაკარ თომას ძე ჯამბაკურიან-ორბელიანი
სამხედრო ჩინი
გენერალ-მაიორი
მონაწილეობდა ომებში
  • კავკასიის ომები
  • რუსეთ-თურქეთის 1853-1856
ფოტო
ბაბო (ბარბარე) ორბელიანი
ბაბო (ბარბარე) ორბელიანი