ENG  RUS

50000+ სხვადასხვა გენეალოგიური მონაცემები, ბიოგრაფიები, ფოტო...

 A | B | C | D | E | F | G | H | I | J | K | L | M | N | O | P | R | S | T | U | V | W | Y | Z

А | Б | В | Г | Д | Е | Ж | З | ИК | Л | М | Н | О | П | Р | С | Т | У | Ф | Х | Ц | Ч | Ш | ЩЭ | Ю | Я

გურიის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა" [რუსულად. ორიგინალში ამ ენაზე შეადგინეს ეს სიები]

იმერეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა" [რუსულად]

ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850წ. "ბარხატნაია კნიგა" რუსულ ენაზე. სამივე წიგნი მოცემულია ისე როგორც შედგა 1850 წელს.

არჩილ გულბაათის ძე
ჭავჭავაძე
1841 - 1902
გენერალ-მაიორი
წმ. გიორგის მეოთხე ხარისხის

 ქართველ თავადთა წარმომადგენელი, სახელმოხვეჭილი გენერალი და სამხედრო მოღვაწე არჩილ გულბაათის-ძე ჭავჭავაძე დაიბადა 1841 წელს წინანდალში.

 1862 წელს ტვერის დრაგუნთა პოლკში იწყებს სამსახურს.

 21 წლის ახალგაზრდა თავისი გამჭრიახი გონებითა და სიმამაცით პირველივე დღეებიდან იქცევს მეთაურთა ყურადღებას. მალე მას ტვერის დრაგუნთა პირველი ესკადრონის მეთაურად ნიშნავენ.

 აქედან იწყება მისი საბრძოლო-სამეთაურო აღმასვლა.

 რუსეთის არმიის სარდლობა ცდილობდა თურქეთის ომში კავკასიის ხალხთა შვილებიც ჩაება. ამ მიზნით ხელი მიჰყო ე.წ. მილიციის ნაწილების ჩამოყალიბებას. კერძოდ, დაღესტანში გაფორმდა ამგვარი ცხენოსანთა პოლკი, რომლის მეთაურადაც დაინიშნა ტვერის დრაგუნთა პოლკის ესკადრონის ყოფილი მეთაური მაიორი არჩილ ჭავჭავაძე. იგი ამ პოლკის ჩამოყალიბებას, წვრთნას, საბრძოლო მომზადებას თვითონ ხელმძღვანელობდა.

 დაღესტანელთა  პოლკი, არმიის სხვა ნაწილებთან ერთად, აქტიურად ჩაება თურქების წინააღმდეგ ბრძოლაში. იგი მოქმედებდა ცხენოსანთა განსაკუთრებული რაზმის შემადგენლობაში, რომელმაც თურქების ერთ-ერთი ბანაკი გაანადგურა და მოწინააღმდეგის დიდ შენაერთებს უკან დაახევინა.

 ყარსის აღებისას გააფთრებულ ბრძოლაში გამოჩენილი თავდადებისა და სიმამაცისათვის არჩილ ჭავჭავაძეს პოდპოლკოვნიკის წოდება მიენიჭა, იგი წმინდა გიორგის მეოთხე კლასის ორდენით დაჯილდოვდა. მისი პოლკიც წმინდა გიორგის დროშით დააჯილდოვეს.

 არჩილ ჭავჭავაძე 1883 წელს პოლკოვნიკია.1879 წლიდან დაღესტნის პირველი ცხენოსანთა რეგულარული პოლკის მეთაურთა და უსასტიკეს ბრძოლებში მონაწილეობს.

 1888 წელს ა. ჭავჭავაძის პოლკი კახეთში იდგა. როცა მეფე ალექსანდრე მესამე საქართველოში ჩამოვიდა, პოლკი მეფეს მოაცილებდა. წინანდალში ერთ-ერთ სახალხო ზეიმზე დედოფლის ყურადღება მიიპყრო ჭავჭავაძის წითელმა ყაბალახმა. გრაფმა შერემეტიევმა არჩილს სთხოვა, დედოფლისათვის გადაეცა იგი. უკანასკნელმა დაიხურა და სამახსოვროდ წაიღო.

 ა. ჭავჭავაძე 1889 წელს გრაგუნთა სევერსკის ლეგიონის მეთაურად დანიშნეს, რომელსაც 1896 წ. 24 დეკემბრამდე ედგა სათავეში, ვიდრე გენერალ მაიორის ხარისხს მიანიჭებდნენ. ამ დროს იგი დელეგაციის წევრია, რომელიც კოპენჰაგენში გაიგზავნა დანიის მეფის ქორწინების 50 წლისთავის მისალოცად.

 გენერალ-მაიორი ა. ჭავჭავაძე კავალერიის მე-9 დივიზიის ბრიგადის მეთაური გახდა.

 1902 წლის 27 ივნისს გენერალ-მაიორი ა. ჭავჭავაძე თბილისში გარდაიცვალა. იგი მიწას მიაბარეს წინანდალში საგვარეულო სასაფლაოზე. ჭავჭავაძეთა გენეალოგია.

გენერალი არჩილ გულბაათის ძე ჭავჭავაძე

ირაკლი კალანდია

თავადი
გენერალი არჩილ ჭავჭავაძე
გენერალი არჩილ ჭავჭავაძე


ქოჩაკიძე გიორგი მაქსიმეს ძე

სახელი, მამის სახელი:
გიორგი მაქსიმეს ძე
გვარი
ქოჩაკიძე
სხვა სახელი, გვარი
გიორგი ჭალადიდელი
ცხოვრობდა
ქუთაისი - სანქტ-პეტერბურგი - მინსკი
სამხედრო ჩინი
პოლკოვნიკი

ჯავახიშვილი ესტატე თეიმურაზის ძე

სახელი, მამის სახელი:
ესტატე თეიმურაზის ძე
გვარი
ჯავახიშვილი
დაბ.-გარდ. თარიღები
1772 - 1833
ფაქტი, მოვლენა
1832 წლის აჯანყების მონაწილე
სამხედრო ჩინი
პორუჩიკი

საქართველო რომ განთავისუფლდეს და ხელმწიფემ მე ჩამაბაროს ბატონიშვილების საქართველოში წაყვანა, მე მათ კავკავამდე მოვიყვანდი და იქ ყველას თერგში გადავყრიდიო...

ფოტო
თავად ჯავახიშვილების გერბი
თავად ჯავახიშვილების გერბი

ერისთავი გიორგი რევაზის ძე

სახელი, მამის სახელი:
გიორგი რევაზის ძე
გვარი
ქსნის-ერისთავი
ფაქტი, მოვლენა
1832 წლის აჯანყების მონაწილე
თანამდებობა, სახელო
ქუთაისის გენერალ-გუბერნატორი
სამხედრო ჩინი
კავალერიის გენერალი
სამხედრო თანამდებობა
კავკასიის ხაზის კაზაკთა ჯარის ატამანი

სამხედრო (კავალერიის გენერალი) და საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი, ერეკლე II-ის შვილიშვილი...

ფოტო
"ატამანი" გიორგი რევაზის ძე ქსნის-ერისთავი
"ატამანი" გიორგი რევაზის ძე ქსნის-ერისთავი

ბაგრატიონ-დავითაშვილი სოლომონ შანშეს ძე

სახელი, მამის სახელი:
სოლომონ შანშეს ძე
გვარი
ბაგრატიონ-დავითაშვილი
სხვა სახელი, გვარი
სოლომონ ბაგრატიონ-დავითიშვილი

ლურსმნით გამოთხარა კედელი და პატიმრები გამოაპარა...

ბაგრატიონ-მუხრანელი კონსტანტინე ივანეს ძე

სახელი, მამის სახელი:
კონსტანტინე ივანეს ძე
გვარი
ბაგრატიონ-მუხრანელი
თანამდებობა, სახელო
  • თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურობის წინამძღოლი
  • სახლთუხუცესი (ქართლ-კახეთის სამეფო)
სამხედრო ჩინი
პოლკოვნიკი
ფოტო
სოფ. მუხრანი, მუხრანელების ეკლესია
სოფ. მუხრანი, მუხრანელების ეკლესია