სააკაძე დავით დიმიტრის ძე
- დავით დიმიტრის ძე
- სააკაძე
- ? - 1805
-
დავით დიმიტრის ძე სააკაძე - თბილისის კომენდანტი, დიმიტრი სააკაძის შვილი. დიმიტრი რუსეთში გაჰყვა ბაქარს და სამუდამოდ დასახლდა მოსკოვს. აქ შეეძინა მას შვილი დავითი, რომელმაც სწავლა-აღზრდა მიიღო მოსკოვში. 1803 წლის 7 მარტს დავითი დაინიშნა თბილისის კომენდანტად. შეცვალა თბილისის კომენდანტი ჩერნოვი (კოვალენსკის დიშვილი). ამ პოსტზეა ის 1805 წლის აპრილამდე. აპრილში იხსენიება როგორც ყოფილი კომენდანტი. ამ დროისთვის მას აქვს პოდპოლკოვნიკის ჩინი, თბილისის კომენდანტი კი არის კომნენო.
არქივში (ფ.226 საქმე 6722) დაცულია დავით სააკაძის წერილი, რომლითაც კომენდანტი სააკაძე ნებას რთავს ზაზა ბარათაშვილს დაასაფლავოს ცოლი თბილისის სიონში.
დ. სააკაძე გარდაიცვალა 1805 წ. 20 მაისს, დარჩა მეუღლე და შვილი პეტრე.
- ტახტის - აზნაური (ქართლი)
- მაქსიმე ბერძნიშვილი - მასალები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის II ტომი.
-
საგინაშვილი დიმიტრი
- სახელი, მამის სახელი:
- დიმიტრი
- გვარი
- საგინაშვილი
-
საგინაშვილი დიმიტრი. აზნაური. კახეთის 1812 წლის აჯანყების მონაწილე. 1813 წლის 1 მარტს გადაასახლეს პერმში. 1815 წლის სექტემბერში პერმში გადასახლებული 12 ქართველი განცხადებას სწერს პერმის სამოქალაქო ...
მეტრეველი სლავა
- სახელი, მამის სახელი:
- სლავა კალისტრატეს ძე
- გვარი
- მეტრეველი
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1936-1998
-
სლავა კალისტრატეს ძე მეტრეველი - ფეხბურთელი. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი (1960), სსრკ საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი (1966), საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი (1976). დაიბადა ქ. სოჭში. ...
- ფოტო
-
შესტერნევი სლავა მეტრეველის წინააღმდეგ
ყარანგოზიშვილი კონსტანტინე ადამის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- კონსტანტინე ადამის ძე
- გვარი
- ყარანგოზიშვილი
-
კონსტანტინე ადამის ძე ყარანგოზიშვილი (დუშეთი 18.02.1852 - 25.07.1907 პიატიგორსკი). გენერალ-მაიორი. 1877-1877 წლების რუსეთ-თურქეთის ომის გმირი (ომობდა კავკასიის ფრონტზე ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკის ...
ციციშვილი მარიამ გიორგის ას.
- სახელი, მამის სახელი:
- მარიამ გიორგის ას.
- გვარი
- ციციშვილი
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1768 - 1850
-
მარიამ დედოფალი (1768 – 1850). საქართველოს უკანასკნელი დედოფალი. გიორგი XII - ის მეორე მეუღლე. გიორგი ციციშვილის ქალი. გიორგი ბატონიშვილმა იქორწინა მასზე 1782 წელს. გიორგისა და მარიამის ვაჟები: ...
- ფოტო
-
საქართველოს უკანასკნელი დედოფალი მარიამ
წინამძღვრიშვილი პარმენ დომენტის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- პარმენ დომენტის ძე
- გვარი
- წინამძღვრიშვილი
-
პარმენ დომენტის ძე წინამძღვრიშვილი (1784 - 1846) - დეკანოზი, უფროსი ძმა დეკანოზ პანტელეიმონისა. ძმაზე უფროსი იყო 20 წლით.
მარიამ დედოფალმა პარმენი დაიბარა მოსკოვს 1813 წელს. იქვე შერთო ცოლი ...
ფურცელაძე დავით სოლომონის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- დავით სოლომონის ძე
- გვარი
- ფურცელაძე
-
დავით (დათიკო) სოლომონის ძე ფურცელაძე (1854 - მიახლ. 1920) - ხალხოსანი, იურისტი, დამთავრებული ჰქონდა თბილისის გიმნაზია. იგი თავის დასმენის ქაღალდებში ნახსენები ჰყავს იაგორ იოსელიანს. დ. ფურცელაძეს ...
ციციშვილი მიხეილ დავითის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- მიხეილ დავითის ძე
- გვარი
- ციციშვილი
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1820 - 1895
-
ციციშვილი მიხეილ დავითის ძე (1820 - 1895). საკმაოდ შეძლებული თავადი სოფ. ხვედურეთიდან. იყო სამხედრო პირი. 1860 წლიდან მსახურობდა ნუხაში მაზრის უფროსად. შემდეგ სამსახურს თავი გაანება, დასახლდა ...
მაჭავარიანი სპირიდონ სიმონის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- სპირიდონ სიმონის ძე
- გვარი
- მაჭავარიანი
-
სპირიდონ სიმონის ძე მაჭავარიანი (1807 - 1892). გენერალ-მაიორი, "ქშწ-კგ საზოგადოების" დამფუძნებელი წევრი. დამთავრებული ქონდა გორის სასულიერო სასწავლებელი. ვარინკა წერეთლის მამა.
ვარინკა წერეთელი ...
ღოღობერიძე ბესარიონ ლევანის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ბესარიონ ლევანის ძე
- გვარი
- ღოღობერიძე
-
ბესარიონ ლევანის ძე ღოღობერიძე (1832 - 1879) - პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, "ქშწ-კგ საზოგადოების" ერთ-ერთი დამაარსებელი, ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის დამაარსებელი და პირველი ...
ბაგრატიონ-გრუზინსკი იოანე გრიგოლის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- იოანე გრიგოლის ძე
- გვარი
- ბაგრატიონი
- სხვა სახელი, გვარი
- ბონ-ვივან; "ცარ-ივან"
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1826 - 1880
-
იოანე გრიგოლის ძე ბაგრატიონი (ბაგრატიონ-გრუზინსკი). გრიგოლ ბატონიშვილის (იოანე ბატონიშვილის შვილის) შვილი.
სწავლა დაამთავრა პაჟთა კორპუსში 1847წ. გრაფ. პ.ა. შუვალოვთან და ტიმაშევთან ერთად. ...
- ფოტო
-
იოანე გრუზინსკი. ბონ-ვივან,
შალიკაშვილი დიმიტრი იოსების ძე
- სახელი, მამის სახელი:
- დიმიტრი იოსების ძე
- გვარი
- შალიკაშვილი
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 16.02.1896 - 8.03.1978
-
დიმიტრი იოსების ძე შალიკაშვილი - ოკუპაციის შემდეგ წავიდა თურქეთში, მსახურობდა თურქულ არმიაში. შემდეგ გადავიდა პოლონეთში. პოლონეთის არმიის მრჩეველი. პოლონეთის ოკუპაციის შემდეგ ფაშისტების მიერ, ...
- ფოტო
-
დიმიტრი შალიკაშვილი
ორბელიანი ასლან ნიკოლოზის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ასლან ნიკოლოზის ძე
- გვარი
- ორბელიანი
-
ასლან ნიკოლოზის ძე ორბელიანი (1767-1826) - გიორგი მეთორმეტის ეშიკაღაბაში; სპარსული ენის მცოდნე. ერმოლოვის თხოვნით დაამშვიდა არეულობა ყაზახში და "არცა მიუდგა მეფის ძეს ალექსანდრეს".
სპარსთა ...