ორბელიანი მამუკა თამაზის ძე
- მამუკა თამაზის ძე
- ორბელიანი
- მაკარ თომას ძე ჯამბაკურიან-ორბელიანი
-
მამუკა თამაზის ძე ორბელიანი (1801–1875). რუსულად იწოდება მაკარ ფომიჩად. თამაზ ორბელიანისა და ქეთევან ქობულაშვილის მეორე ვაჟი. დაიბადა 1801 წელს (თუმცა ეპიტაფია მისი სიონში უჩვენებს 1800 წელს). სწავლობდა თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში. სამსახური დაიწყო 1816 წ. ერევნის კარაბინერთა პოლკში.
მამუკა ორბელიანი, პუპლიას თქმით, იყო „აჩქარებული ხასიათისა და ღვინოში ხომ კარგა ჭირვეული იყო, რომელსაც ყოველი... კაცი ერიდებოდა და რომელსაც იმისის ხასიათის გამო მომატებულს სახელს ბუილას (რუს. კამბეჩი) ეძახდნენ:.. მამუკა იყო ცნობილი მოჯირითე და სახელგანთქმული ვაჟკაცი. მის ვაჟკაცობაზე ლეგენდები ითხზვებოდა“.
1829 წელს მონაწილეობდა მილიციაში გაწვევის წინააღმდეგობაში. იგი პასუხისგებაში მისცეს, მაგრამ გაამართლეს (აქტები,VIII). იგი გადადის სამოქალაქო სამსახურში–ელისავეტოპოლის (განჯის) მაზრის უფროსია. ამ თანამდებობაზე ყოფნისას მისი რეპუტაცია შეილახა.
ამ დროისაა ცნობილი საქმე ფოსტის გაქურდვისა. ფოსტის გატაცებას ყაჩაღებს აბრალებდნენ, ხალხში კი გავრცელებული იყო ხმა, რომ ფოსტა თვით მამუკამ გაძარცვა და ყაჩაღებს გადააბრალა. პროცესი ამ საქმეზე დიდხანს გრძელდებოდა და დამთავრდა მამუკას თანამდებობიდან გათავისუფლებით და მისი არმიაში ჩარიცხვით.
მამუკას ცოლად ჰყავდა გიორგი ერისთავისა (სენატორის) და გაიანე გიორგი XII-ის ასულის ქალი ქეთევანი (1808–1897). ჰყავდა მეტედ ლამაზი გარეგნობის ქალები: - ალექსანდრა (ლევან მელიქიშვილის–დაღესტნის ოლქის უფროსის მეუღლე), და ბარბარე (გუნიბის აღების გმირის – იოსებ დავითის ძე თარხან მოურავის მეუღლე).
„ჩვენი სტუმარი იქნება დღეს მამუკას ქალი, ახლად გამოსული ინსტიტუტიდამ, სახით მშვენიერი, წელით–საროზე აღზრდილი. შე წყეულო ეს მაინც შეირთე“ – სწერს გრ. ორბელიანი დიმიტრი ჯორჯაძეს 1858 წ. 28. V- ს. „მამუკას ქალი ბაბო, მშვენიერი ბაბო, დაინიშნა ახლანდელის ყაზიყუმუხის ხანზე, ესე იგი იოსებ თარხანოვზე, შენ კი თვალი დაგიდგა“, – სწერს გრიგოლ მასვე 1859 წ, 16 II – ს „კვირაცხოვლობას მიწვეულნი ვართ ატენს მამუკას ქალის ქორწილში“.
ამ ქორწილს ესწრებოდა მთავარმართ. ბარიატინსკი, ხოლო პატარძლის პაპამ – გიორგი სენატორმა გააკვირვა ყველა თავისი მოლხენით. მამუკას ვაჟებიდან დავითი ცნობილი იყო იმით, რომ პეტერბურგში სკანდალი მოახდინა მასკარადზე რეპინსკისთან, რისთვისაც გაასამართლეს (გარდაიცვალა 1875 წელს).
მამუკა ძმაა დიმიტრი ორბელიანისა – მარშლისა და ცოლისძმა ლუარსაბ ორბელიანისა.
გარდაიცვალა 1871 წ. დასაფლავებულია თბილისს სიონში
- თავადი (ქართლი)
- მაქსიმე ბერძნიშვილი - მასალები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის II ტომი
-
ბაბო (ბარბარე) ორბელიანი -
ბარათაშვილი დავით ზაქარიას ძე
- სახელი, მამის სახელი:
- დავით ზაქარიას ძე
- გვარი
- ბარათაშვილი
- სხვა სახელი, გვარი
- დავით ზაალის ძე ბარათაშვილი
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1840 - 1901
-
ბარათაშვილი დავით ზაქარიას ძე (ზაალის ძე) (1842–1901). დაიბადა 1842 წ. 28 იანვარს. დედამისი ანასტასია იყო ასული გრიგოლ ჩოლოყაშვილისა. მამა ზაალი (ზაქარია) – ცნობილი მემამულე. განათლება მიიღო ...
ციციშვილი ზაქარია დავითის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ზაქარია დავითის ძე
- გვარი
- ციციშვილი
-
ზაქარია დავითის ძე ციციშვილი (1805 - ?) - 1832 წლის შეთქმულების საგამომძიებლო კომისიას უჩვენა, რომ ის 27 წლისაა. პუპლია ორბელიანის ჩვენებით, როცა შეთქმულებმა თითოეულ თავადს შეაწერეს გარკვეული ...
ჩხეიძე ალექსანდრე დავითის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ალექსანდრე დავითის ძე
- გვარი
- ჩხეიძე
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 5.07.1873 - 1941
-
ალექსანდრე დავითის ძე ჩხეიძე - იუნკერთა სკოლის მეთაური. დაიბადა ქუთაისის მაზრის სოფ. კუტნიკი (?!). პირველი მსოფლიო ომის მონაწილე. 1920 წელს დაინიშნა იუნკერთა სკოლის ხელმძღვანელად და მიენიჭა ბრიგადის ...
კალატოზიშვილი დავით
- სახელი, მამის სახელი:
- დავით
- გვარი
- კალატოზიშვილი
-
დავით კალატოზიშვილი - 1812 წლის კახეთის აჯანყების მონაწილე. გადაასახლეს პერმში 1813 წელს. 1818 წლის 11 აპრილის დადგენილებით ეპატია დანაშაული და მიეცა ნება სამშობლოში დაბრუნების.
ორბელიანი ნინო სიმონის ას.
- სახელი, მამის სახელი:
- ნინო სიმონის ას.
- გვარი
- აბაშიძე
- სხვა სახელი, გვარი
- ნინო აბაშიძე-ორბელიანისა
-
ნინო სვიმონის ას. აბაშიძე ორბელიანისა (1831-1918). პოეტი, მსახიობი, საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი. დაიბადა ქართლში სოფ. ახალქალაქში თავად თარხან-მოურავების ოჯახში. ერთხანს ცხოვრობდა ქუთაისში, 14 ...
- ფოტო
-
პოეტი ნინო ორბელიანი
პოპოვა პრასკოვია პეტრეს ას.
- სახელი, მამის სახელი:
- პრასკოვია პეტრეს ას.
- გვარი
- პოპოვა
-
პრასკოვია პეტრეს ას. პოპოვა (Попова Прасковья Петровна). - ჭილაშვილი იაგორ (გიორგის) მეუღლე, დიმიტრი ყიფიანის სიდედრი). ჯვარი დაიწერეს 23 აპრილს 1813 წელს. პრასკოვია პეტროვნამ ისწავლა ქართული ...
ციციშვილი პავლე დიმიტრის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- პავლე დიმიტრის ძე
- გვარი
- ციციშვილი
- სხვა სახელი, გვარი
- პავლე ციციანოვი
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1754 - 1806
-
პავლე დიმიტრის ძე ციციშვილი (1754 - 1806). მთავარმართებელი პავლე დიმიტრის ძე ციციანოვი. პაპა ამისი პაპუნა ზაზას ძე ციციშვილი რუსეთში გადაჰყვა ვახტანგ მეექვსეს, აქ მას შეეძინა შვილი დიმიტრი (პირველი ...
- ფოტო
-
პავლე ციციანოვი
ჯორჯაძე დავით ივანეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- დავით ივანეს ძე
- გვარი
- ჯორჯაძე
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1810 - 1866 წლის შემდეგ
-
დავით ივანეს ძე ჯორჯაძე - სწავლობდა თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში. 1825 წელს გაგზავნეს სასწავლებლად პეტერბურგის მეორე კადეტთა კორპუსში. დავით ჯორჯაძემ პეტერბურგში იცხოვრა 1825 - 1830 ...
ყარანგოზიშვილი კონსტანტინე ადამის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- კონსტანტინე ადამის ძე
- გვარი
- ყარანგოზიშვილი
-
კონსტანტინე ადამის ძე ყარანგოზიშვილი (დუშეთი 18.02.1852 - 25.07.1907 პიატიგორსკი). გენერალ-მაიორი. 1877-1877 წლების რუსეთ-თურქეთის ომის გმირი (ომობდა კავკასიის ფრონტზე ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკის ...
ჯორჯაძე დიმიტრი ნიკოლოზის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- დიმიტრი ნიკოლოზის ძე
- გვარი
- ჯორჯაძე