50000+ სხვადასხვა გენეალოგიური მონაცემები, ბიოგრაფიები, ფოტო...

 

 A | B | C | D | E | F | G | H | I | J | K | L | M | N | O | P | R | S | T | U | V | W | Y | Z

А | Б | В | Г | Д | Е | Ж | З | ИК | Л | М | Н | О | П | Р | С | Т | У | Ф | Х | Ц | Ч | Ш | ЩЭ | Ю | Я

გურიის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა"

იმერეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა"

ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850წ. "ბარხატნაია კნიგა"

ქართველები I მსოფლიო ომში

ნიკოლოზ ვახტანგის ძე
ორბელიანი

ნიკოლოზ ვახტანგის ძე ორბელიანი (1845 - 1925) - იურისტი, საზოგადო მოღვაწე. სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტში, მაგრამ 1868 - 1869 წლებში სტუდენტურ მღელვარებაში მონაწილეობისათვის ჯერ დააპატიმრეს, შემდეგ კი გამორიცხეს უნივერსიტეტიდან და ადმინისტრაციული წესით დააბრუნეს საქართველოში.

 შემდგომში ნიკოლოზმა ბრწყინვალედ დაასრულა ოდესის უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტი, ერთხანს იმსახურა ქუთაისის პროკურორის თანაშემწედ, 1875 წლიდან დიდად განთქმული ვექილია თბილისში. 1917 წლიდან ცხოვრობდა საზღვარგარეთ. გარდაიცვალა ბოლნისში და იქვეა დაკრძალული.

 ნიკოლოზ ორბელიანის ქალიშვილი ანასტასია იყო მეუღლე დიდი ქართველი ისტორიკოსის ივანე ჯავახიშვილისა.

ნიკოლოზ ვახტანგის ძე ორბელიანი (მარჯვნივ)

თავადი (ქართლი)



ანდრონიკაშვილი ზაალ ზურაბის ძე

სახელი, მამის სახელი:
ზაალ ზურაბის ძე
გვარი
ანდრონიკაშვილი

ზაალ ზურაბის ძე ანდრონოკაშვილი (ზედმეტსახელად - კუზიანი), მარტყოფის მოურავი. იხსენიება „კალმასობაში“ (ზ. ჭიჭინაძის გამოც. გვ.107– 108) „იოანე: 120 ომში დასწრებიხართ თითქმის და ას მტერზე მეტი ...


პოპოვა პრასკოვია პეტრეს ას.

სახელი, მამის სახელი:
პრასკოვია პეტრეს ას.
გვარი
პოპოვა

პრასკოვია პეტრეს ას. პოპოვა (Попова Прасковья Петровна). - ჭილაშვილი იაგორ (გიორგის) მეუღლე, დიმიტრი ყიფიანის სიდედრი). ჯვარი დაიწერეს 23 აპრილს 1813 წელს. პრასკოვია პეტროვნამ ისწავლა ქართული ...


ბარათაშვილი დავით ზაქარიას ძე

სახელი, მამის სახელი:
დავით ზაქარიას ძე
გვარი
ბარათაშვილი
სხვა სახელი, გვარი
დავით ზაალის ძე ბარათაშვილი
დაბ.-გარდ. თარიღები
1840 - 1901

ბარათაშვილი დავით ზაქარიას ძე (ზაალის ძე)  (1842–1901). დაიბადა 1842 წ. 28 იანვარს. დედამისი ანასტასია იყო ასული გრიგოლ ჩოლოყაშვილისა. მამა ზაალი (ზაქარია) – ცნობილი მემამულე. განათლება მიიღო ...


ანდრონიკაშვილი აბელ თამაზის ძე

სახელი, მამის სახელი:
აბელ თამაზის ძე
გვარი
ანდრონიკაშვილი

აბელ თამაზის ძე ანდრონიკაშვილი (1764-1835) - მიმბაში (ათასისთავი, ათასეულის უფროსი) მეფე გიორგი მეთორმეტის დროს. აღმშენებელი ქოდალოს გუმბათოვანი ეკლესიის და თბილისის ქაშვეთის ეკლესიის "პლანისა". ...


ფურცელაძე დავით სოლომონის ძე

სახელი, მამის სახელი:
დავით სოლომონის ძე
გვარი
ფურცელაძე

დავით (დათიკო) სოლომონის ძე ფურცელაძე (1854 - მიახლ. 1920) - ხალხოსანი, იურისტი, დამთავრებული ჰქონდა თბილისის გიმნაზია. იგი თავის დასმენის ქაღალდებში ნახსენები ჰყავს იაგორ იოსელიანს. დ. ფურცელაძეს ...


ბაგრატიონი ალექსანდრე ივანეს ძე

სახელი, მამის სახელი:
ალექსანდრე ივანეს ძე
გვარი
ბაგრატიონი

ალექსანდრე ივანეს ძე ბაგრატიონი (1851-1895). იმერეთის მეფის სოლომონ პირველის ძმის ბაგრატის შთამომავალი. ალექსანდრე ბაგრატიონი გარდაცვალებამდე 12 წელიწადი იყო შორაპნის მაზრის მარშალი, ჰქონდა ...

ფოტო
შორაპნის მაზრის მარშალი ბაგრატიონი ალექსანდრე
შორაპნის მაზრის მარშალი ბაგრატიონი ალექსანდრე

დადიანი ნიკოლოზ ტარიელის ძე

სახელი, მამის სახელი:
ნიკოლოზ ტარიელის ძე
გვარი
დადიანი
დაბ.-გარდ. თარიღები
1844-1896

ნიკოლოზ (ნიკო) ტარიელის ძე დადიანი (1844-1896) - მწერალი, ისტორიკოსი. 1880-იან წწ. - "ვეფხისტყაოსანის" ტექსტის დამდგენი კომისიის წევრი, მწერალ შალვა დადიანის მამა; გამოირჩეოდა ორატორული ...


ყაზბეგი გიორგი ნიკოლოზის ძე

სახელი, მამის სახელი:
გიორგი ნიკოლოზის ძე
გვარი
ყაზბეგი

გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი (1839 - 1921) - სამხედრო და საზოგადო მოღვაწე, რუსეთის არმიის გენერალ-ლეინტენატი, "ქშწ-კგ საზოგადოების" დამფუძნებელი წევრი. დამთავრებული ჰქონდა რუსეთის გენშტაბის აკადემია, ...

ფოტო
გენერალი გიორგი ყაზბეგი
გენერალი გიორგი ყაზბეგი

ჭილაშვილი გაბრიელ (გლახა) ბაბანას ძე

სახელი, მამის სახელი:
გაბრიელ ბაბანას ძე
გვარი
ჭილაშვილი

გაბრიელ (გლახა) ბაბანას ძე ჭილაშვილი (ჭილაძე, წყაროებში ხანდახან გვხვდება როგორც ბაბანაშვილი) (1762-1818) - ვახტანგ (ალმასხან) ბატონიშვილის ამილახორი; მიუხედავად იმისა, რომ აზნაური იყო, შეძლებით და ...


ჩერქეზიშვილი ფირან

სახელი, მამის სახელი:
ფირან
მამის სახელი
უცნობია
გვარი
ჩერქეზიშვილი

ფირან ჩერქეზიშვილი (? - 1804) - სავარაუდოდ ქართლელი აზნაური სოფელი კულბითიდან. იულონ ბატონიშვილის ბოქაულთუხუცესი. 1795 წელს აღა-მაჰმად-ხანის შემოსევისას გადაარჩინა თბილისის სიონის ...


გედევანიშვილი ივანე გაბრიელის ძე

სახელი, მამის სახელი:
ივანე გაბრიელის ძე
გვარი
გედევანიშვილი
სხვა სახელი, გვარი
იონა მროველი
დაბ.-გარდ. თარიღები
1737 - 1821

ივანე გაბრიელის ძე გედევანიშვილი (1737 – 1821). იონა მროველი, რუისის მიტროპოლიტი. კათალიკოსის სარდლის გაბრიელ გედევანიშვილის შვილი (ერისკაცობაში ივანე) – იონა დაიბადა 1737. ანტონ კათალიკოსმა ...


ანდრონიკაშვილი ზაზა ზაალის ძე

სახელი, მამის სახელი:
ზაალ ზაალის ძე
გვარი
ანდრონიკაშვილი
სხვა სახელი, გვარი
ზაქარია ზაალის ძე

ზაზა (ზაქარია) ზაალის ძე ანდრონიკაშვილი - სახლთუხუცესი მეფის ძის იოანესი, შვილია მარტყოფის მოურავის ზაალისა. ზაალ ანდრონიკაშვილი განთქმული მეომარი იყო. მისი სახელი ცნობილი იყო მომდევნო თაობის ...


ბოლო ცვლილებები აზნაურთა გვარებში

იმერლიშვილი

აზნაური იმერლიშვილი. მხოლოდ ერთ ოჯახს ჰქონდა პრეტენზია აზნაურობაზე მე19 საუკუნეში. ცხოვრობდნენ ...



ნაგლაძე

აზნაური ნაგლაძე იგივე ნამგალაძე. ცხოვრობდნენ ქართლში


ვაჩინაძე

 აზნაური ვაჩინაძე. იხსენიებიან სამეგრელოში. გვარი ძალიან გავს კახურ თავადურ გვარს ვაჩნაძეს.


ქართველიშვილი

აზნაური ქართველიშვილი. სამეგრელო და ქართლში. ქართლში ზოგს მოქალაქის წოდება ჰქონდა, ზოგი აზნაური ...


გუგუშვილი

აზნაური გუგუშვილი. ცხოვრობდნენ სამეგრელოში. ერთერთი ვერსიით არიან გადმოსახლებულები გურიიდან, მეორე ...


არდიშვილი

აზნაური არდიშვილი. გურია-იმერეთი. ქუთაისში გენერალ გაგარინთან ერთად დადეშქელიანმა მოკლა ერთერთი ...


ზურაბიშვილი

აზნაური ზურაბიშვილები, წარმოშვებით კახეთიდან. ამ ზურაბიშვილების წარმოშვება საკმაოდ გაურკვეველია, ...


ვარდოსანიძე

აზნაური ვარდოსანიძე. ნაწილი ვარდოსანიძეების იყო აზნაური, ნაწილი არა. ძირითადად ცხოვრობდნენ იმერეთში.



გოშუა

 აზნაური გოშუა. სამეგრელო.

აზნაური ალექსი გოშუა

აზნაური ალექსი გოშუა სოფ. კორცხელიდან (?)


ღოღობერიძე

აზნაური ღოღაბერიძე იგივე ღოღობერიძე; ღოღობერიძეები იყვნენ მე-19 საუკუნის დასაწყისში თავადებიც, ...


აზნაურული გვარების ანბანური ჩამონათვალი სრულიად