ერისთავი კონსტანტინე დავითის ძე
- კონსტანტინე დავითის ძე
- ერისთავი
- 1889-1975
-
საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, პროფესორი კ.დ. ერისთავი დაიბადა 1889 წელს ვანის რაიონში აზნაურის ოჯახში. საშუალო განათელება მიიღო ქუთაისში, რის შემდეგ იურიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე.
1905-1907 წლებში მონაწილეობდა სტუდენტთა რევოლუციურ მოძრაობაში.
1914 წელს დაამთავრა უმაღლესი სასწავლებლის კურსი და ფრონტზე გაიწვიეს. მსახურობდა დასავლეთის ფრონტზე სამხედრო ექიმად.
1918 წელს საქართველოში ბრუნდება და მუშაობს თბილისის რკინიგზის საავადმყოფოში. 1926 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიიღო დოქტორის წოდება.
პროფესორი კ. ერისთავი მრავალი სამეცნიერო შრომის ავტორია.
კ. ერისთავი საქართველოს სსრ უამღლესი საბჭოს პირველი და მეორე მოწვევის დეპუატატია. 1941-1950 წლებში იგი მუშაობდა სამედიცინო ინსტიტუტის დირექტორად. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ექსპერიმენტალური და კლინიკური ქირურგიის და ჰემატოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი. კ. ერისთავი 1940 წლიდან საკავშირო კ.პ. (ბ) წევრია.
საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების 20 წლისავთან დაკავშირებით ამხ. კ. ერისთავს მიენიჭა მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება.
კ. ერისთავი დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, წითელი ვარსკვლავის, "საპატიო ნიშნის" ორდენებითა და ორი მედლით.
-
ხერხეულიძე ზაქარია სიმონის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ზაქარია სიმონის ძე
- გვარი
- ხერხეულიძე
-
ზაქარია სიმონის ძე ხერხეულიძე (1797(8)-1856). 1823 წელს შტაბს-კაპიტანი, ამავ დროულად არის ნოვოროსიისკის გენერალ-გუბერნატორის, გენერალ-ლეინტენატის მიხეილ ვორონცოვის ადიუტანტი.
1828-1829 წლების ...
ალექსი-მესხიშვილი ვლადიმერ (ლადო) სარდიონის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ვლადიმერ სარდიონის ძე
- გვარი
- ალექსი-მესხიშვილი
-
ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსი-მესხიშვილი (ლადო მესხიშვილი) (1857-1920) - მსახიობი, რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი (მიენიჭა 1930 წელს გარდაცვალების შემდეგ).
1913 წელს ლადო ...
ფურცელაძე დავით სოლომონის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- დავით სოლომონის ძე
- გვარი
- ფურცელაძე
-
დავით (დათიკო) სოლომონის ძე ფურცელაძე (1854 - მიახლ. 1920) - ხალხოსანი, იურისტი, დამთავრებული ჰქონდა თბილისის გიმნაზია. იგი თავის დასმენის ქაღალდებში ნახსენები ჰყავს იაგორ იოსელიანს. დ. ფურცელაძეს ...
ბაგრატიონ-დავითაშვილი სოლომონ შანშეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- სოლომონ შანშეს ძე
- გვარი
- ბაგრატიონ-დავითაშვილი
- სხვა სახელი, გვარი
- სოლომონ ბაგრატიონ-დავითიშვილი
-
სოლომონ შანშეს ძე ბაგრატიონ–დავითაშვილი. ამათი ოჯახი ცხოვრობდა ს. ხელთუბანს. 1804 წ. მეფის მთავრობამ 30 ქართველი შეიპყრო და ჩასვა ნარიყალას ციხეში, ამათ შორის იყო „სოლომონ, შანშე ამილახვრის ძე, ...
კალატოზიშვილი დავით
- სახელი, მამის სახელი:
- დავით
- გვარი
- კალატოზიშვილი
-
დავით კალატოზიშვილი - 1812 წლის კახეთის აჯანყების მონაწილე. გადაასახლეს პერმში 1813 წელს. 1818 წლის 11 აპრილის დადგენილებით ეპატია დანაშაული და მიეცა ნება სამშობლოში დაბრუნების.
მამაცაშვილი კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე
- გვარი
- მამაცაშვილი
-
კონსტანტინე ქაიხოსროს (ქრისტეფორეს) ძე მამაცაშვილი (1818-1900) - გენერალ ლეიტენანტი, "ქშწ-კგ საზოგადოების" დამფუძნებელი წევრი, თანამშრომლობდა ქართულ პრესასთან (დროება, ივერია და სხვ.). ...
- ფოტო
-
გენერალი მამაცაშვილი კონსტანტინე
მაჭავარიანი მიხეილ სერგოს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- მიხეილ სერგოს ძე
- გვარი
- მაჭავარიანი
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1888 -
-
მიხეილ სერგოს ძე მაჭავარიანი - ქართველი სამხედრო მფრინავი. 1910 წელს დაამთავრა კონსტანტინოვსკის საარტილერიო სასწავლებელი პეტერბურგში. პოდპრაპორშჩიკის ჩინით დაიწყო სამსახური 39-ე საარტილერიო ...
გელოვანი კონსტანტინე ლევანის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- კონსტანტინე ლევანის ძე
- გვარი
- გელოვანი
- ფოტო
-
გენერალი გელოვანი კონსტანტინე (კოწია)
ჯავახიშვილი ესტატე თეიმურაზის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ესტატე თეიმურაზის ძე
- გვარი
- ჯავახიშვილი
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1772 - 1833
-
ესტატე თეიმურაზის ძე ჯავახიშვილი (1772 – 1833 წ. შემდეგ). 1832 წ. შეთქმულების საგამოძიებლო მასალებში ნათქვამია, რომ ესტატე ჯავახიშვილი 1832 წ. არის 60 წლისა, ე.ი. დაბადებულა 1772 ...
- ფოტო
-
თავად ჯავახიშვილების გერბი
ლორთქიფანიძე სიმონ (სისო) ნიკოლოზის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- სიმონ (სისო) ნიკოლოზის ძე
- გვარი
- ლორთქიფანიძე
-
სიმონ (სისო) ნიკოლოზის ძე ლორთქიფანიძე. (1854-1941). დამთავრებული ქონდა კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. სამხედრო ექიმი. სტუდენტობის დროიდან თანამშრომლობდა გაზეთ "დრობა" სთან. ქუთაისის ...
- ფოტო
-
სიმონ (სისო) ლორთქიფანიძე
ბაგრატიონი იოანე გიორგის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- იოანე გიორგის ძე
- გვარი
- ბაგრატიონი
- სხვა სახელი, გვარი
- იოანე ბატონიშვილი
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1768 - 1830
-
იოანე ბატონიშვილი (1768 – 1830). გიორგი XII-ის შვილი. დაიბადა 1768 წლის 16 მაისს. 1768 წლის 13 დეკემბრის სიგელში ის უკვე იხსენიება.
1787 წ. 1 ივლისს ჯვარი დაიწერეს იოანემ და ქეთევანმა, იოანე ...
- ფოტო
-
იოანე ბატონიშვილი