ENG  RUS

50000+ სხვადასხვა გენეალოგიური მონაცემები, ბიოგრაფიები, ფოტო...

 A | B | C | D | E | F | G | H | I | J | K | L | M | N | O | P | R | S | T | U | V | W | Y | Z

А | Б | В | Г | Д | Е | Ж | З | ИК | Л | М | Н | О | П | Р | С | Т | У | Ф | Х | Ц | Ч | Ш | ЩЭ | Ю | Я

გურიის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა" [რუსულად. ორიგინალში ამ ენაზე შეადგინეს ეს სიები]

იმერეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა" [რუსულად]

ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850წ. "ბარხატნაია კნიგა" რუსულ ენაზე. სამივე წიგნი მოცემულია ისე როგორც შედგა 1850 წელს.

იოანე გიორგის ძე
ბაგრატიონი
იოანე ბატონიშვილი
1768 - 1830

  იოანე ბატონიშვილი (1768 – 1830). გიორგი XII-ის შვილი. დაიბადა 1768 წლის 16 მაისს. 1768 წლის 13 დეკემბრის სიგელში ის უკვე იხსენიება.

  1787 წ. 1 ივლისს ჯვარი დაიწერეს იოანემ და ქეთევანმა, იოანე იყო 20 წლისა, ქეთევან 14–ისა“ .

 იოანე ბატონიშვილის მეუღლე ზურაბ წერეთლის ასული ქეთევან დაიბადა 1773 წელს, გარდაიცვალა, 1823 წლის 10 მარტს.

 იოანეს ოსტატი იყო იოანე იალღუზიძე. 1801 წელს გადასახლდა პეტერბურგს. პეტერბურგში იონა ხელაშვილი ასწავლიდა მას გრამატიკას, რიტორიკას, ლოგიკას, მეტეფიზიკას.

 1832 წლის შეთქმულების მონაწილე ს. დოდაშვილს უპოვეს იოანე ბატონიშვილის ლექსი:

„სკვითთ წაგვართვეს მთლად ქვეყანა

არც კი მოგვცეს კაცი ერთი;

ქართლს – კახეთსა არ დაჰსჯერდნენ ,

ზედ დაიდვეს იმერეთი;

მწერლობაში დავგლახაკდით, შემწე არ გვყავს, მისამართი.

შევთხოვთ ზენას სამართალსა,

ვნახოთ, ვითა განჰსჯის ღმერთი“. 

 როგორც ს. დოდაშვილმა კომისიას უჩვენა, ეს ლექსი მან მიიღო იონა ხელაშვილისაგან პეტერბურგიდან გამოგზავნილ წიგნში ჩადებული.  

 ელენე გრუზინსკაიასთან დაცულ ოთხთავს მიწერილი აქვს: „წმ. მათე მახარებელი მეფის ძემ იოანე დავხატე, წელსა 1814“. „წმ. მარკოზ მახარობელი მეფის ძემ დავხატე წელსა ჩყიდ“.

 იოანე ბატონიშვილი გარდაიცვალა 1830 წლის 15 თებერვალს, დასაფლავებულია პეტერბურგის ალექსანდრე ნეველის ლავრის ხარების ეკლესიაში. იოანეს ერთადერთი შვილიც გრიგოლი იმავე 1830 წ. 21 სექტემბერს გარდაიცვალა.

ი. ბატონიშვილი არის ავტორი „კალმასობისა“. დაამთავრა მისი წერა პეტერბურგს 1828 წელს.

 მასვე ეკუთვნის ქართლ – კახეთის სახელმწიფო წყობილების პროექტი „სჯულდება“.

იოანე ბატონიშვილი

მაქსიმე ბერძნიშვილი - მასალები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის II ტომი.
იოანე ბატონიშვილი
იოანე ბატონიშვილი


ხერხეულიძე ზაქარია სიმონის ძე

სახელი, მამის სახელი:
ზაქარია სიმონის ძე
გვარი
ხერხეულიძე
ცხოვრობდა
ოდესა - ნოვოროსიისკი - ქერჩი
სამხედრო ჩინი
გენერალ-მაიორი
მონაწილეობდა ომებში
რუსეთ-თურქეთის 1828-1829
ორდენი, ჯილდო
  • ოქროს ხმალი წარწერით სიმამაცისთვის
  • წმ. ანას მეორე ხარისხის
  • წმ. ვლადიმერის მეოთხე ხარისხის

ლორთქიფანიძე სიმონ (სისო) ნიკოლოზის ძე

სახელი, მამის სახელი:
სიმონ (სისო) ნიკოლოზის ძე
გვარი
ლორთქიფანიძე
დაბადების ადგილი
გოჩა-ჯიხაიში
ცხოვრობდა
ქუთაისი - ზედა-გვაშტიბი - კიევი
სამოქალაქო ჩინი
უმაღლესი კარის კამერგერი
თანამდებობა, სახელო
ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურობის წინამძღოლი
ფოტო
სიმონ (სისო) ლორთქიფანიძე
სიმონ (სისო) ლორთქიფანიძე

ღოღობერიძე ბესარიონ ლევანის ძე

სახელი, მამის სახელი:
ბესარიონ ლევანის ძე
გვარი
ღოღობერიძე
ცხოვრობდა
თბილისი - სანქტ-პეტერბურგი - ქუთაისი
თანამდებობა, სახელო
ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის თავჯდომარე

ორბელიანი ივანე მამუკას ძე

სახელი, მამის სახელი:
ივანე მამუკას ძე
გვარი
ორბელიანი
სამხედრო ჩინი
კავალერიის გენერალი
მონაწილეობდა ომებში
  • რუსეთ-თურქეთის 1877-1878
  • რუსეთ-იაპონიის
ორდენი, ჯილდო
  • წმ. ანას პირველი ხარისხის
  • წმ. გიორგის მეოთხე ხარისხის
  • წმ. ვლადიმერის მეოთხე ხარისხის ხმლით და ბანტით
ფოტო
მარცხნიდან გენერალი ივანე, პატარა თამაზი და მამუკა ორბელიანები
მარცხნიდან გენერალი ივანე, პატარა თამაზი და მამუკა ორბელიანები