ENG  RUS

50000+ სხვადასხვა გენეალოგიური მონაცემები, ბიოგრაფიები, ფოტო...

 A | B | C | D | E | F | G | H | I | J | K | L | M | N | O | P | R | S | T | U | V | W | Y | Z

А | Б | В | Г | Д | Е | Ж | З | ИК | Л | М | Н | О | П | Р | С | Т | У | Ф | Х | Ц | Ч | Ш | ЩЭ | Ю | Я

გურიის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა" [რუსულად. ორიგინალში ამ ენაზე შეადგინეს ეს სიები]

იმერეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა" [რუსულად]

ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850წ. "ბარხატნაია კნიგა" რუსულ ენაზე. სამივე წიგნი მოცემულია ისე როგორც შედგა 1850 წელს.

ზაქარია შიოს ძე
სიდამონ-ერისთავი
სიდამონიძე ზაქარია; ლალიხანაშვილი ზაქარია

 სიდამონიძე ზაქარია შიოს ძე (1763 – 1833). სწავლობდა თელავში. იცოდა ქართული, სომხური, თათრული და რუსული ენები. ერეკლე II - ის დროს ასრულებდა მდივნის მოვალეობას. 1796 წელს კათალიკოსმა აკურთხა თბილისის კარის ეკლესიის მღვდლად. 1801 წელს კათალიკოსმავე აკურთხა დეკანოზად – 1801 წელს წაჰყვა მიხეილ ბატონიშვილის პეტერბურგს. იმპერატორმა ის დაასაჩუქრა ოქროს ჯვრით და ფულადი ჯილდოთი. 1802 წლის იანვარში დაბრუნდა და დაენიშნა ჯამაგირი 500 მან. ვერცხლით. 1804 – 1814 წლებში ასწავლიდა ქართულ ენას თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში და იყო ზედამხედველი. 1814 წელს ამ თანამდებობიდან განთავისუფლდა თავისივე თხოვნის თანახმად.

 1816 წელს გადაყვანილ იქნა თელავის ტაძარში. გარდაიცვალა 1833 წელს. დასაფლავებულია თელავის ღვთაების ეკლესიის გალავანში. დაჯილდოებული იყო ორი ჯვარით. ამიტომ „ორჯვარა დეკანოზს“ ეძახდნენ. ჰქონია ენქერიც, რომელიც გამოხატულია მის საფლავის ქვაზე ორ ჯვართან ერთად.

 ზაქარია სიდამონიძე უნდა იყოს ზაქარია ლალიხანაშვილი. „მასალებში“ ბაგრატ და მიხეილ ბატონიშვილებთან პეტერბურგს გადაყოლილ ქართველებში დასახელებულია „მღვდელი დეკანოზი კარის, ზაქარია ლალიხანაშვილი თელაველი“. მღვდელი ზაქარია ლალიხანაშვილი გამოყვანილია „კალმასობაში“.

 ზაქარია სიდამონიძის მამად ჩანს „სიდამონიძე ვახტანგის შვილი შიო, კარისა ჩვენისა მღვდელი“, თავის „სამკვიდროს მამულიდან გადმოვარდნილი“, რომელსაც გიორგი XII-მ 1800 წელს უბოძა ყმა და მამული გრემის ნაქალაქარში. ამ საბუთის რუსულ თარგმანში იხსენიებიან შიოს შვილები – ზაქარია, ვასილი, იეროთე და დიმიტრი სიდამონ-ერისთავები. რუსულს საბუთს ხელს აწერდა ზაქარია დეკანოზი.

 ზაქარიას ერთ – ერთი ძმა იეროთე სიდამონოვი მარიამ დედოფლის მდივანია. იგი იხსენიება ლაზარევის მოკვლის საგამოძიებლო საქმეში.



ანდრონიკაშვილი ივანე მალხაზის ძე

სახელი, მამის სახელი:
ივანე მალხაზის ძე
გვარი
ანდრონიკაშვილი
სხვა სახელი, გვარი
ივანე მალხაზიჩად წოდებული
ცხოვრობდა
თბილისი - სანქტ-პეტერბურგი
სამხედრო ჩინი
კავალერიის გენერალი
სამხედრო თანამდებობა
თბილისის სამხედრო გუბერნატორი
მონაწილეობდა ომებში
რუსეთ-თურქეთის 1853-1856
ფოტო
გენერალი ანდრონიკაშვილი ივან მალხაზიჩად წოდებული
გენერალი ანდრონიკაშვილი ივან მალხაზიჩად წოდებული

ბარათაშვილი დავით ზაქარიას ძე

სახელი, მამის სახელი:
დავით ზაქარიას ძე
გვარი
ბარათაშვილი
სხვა სახელი, გვარი
დავით ზაალის ძე ბარათაშვილი
დაბ.-გარდ. თარიღები
1840 - 1901

დიდი პატრიოტი და ილია ჭავჭავაძის მეგობარი...

წერეთელი ფილიმონ გრიგოლის ძე

სახელი, მამის სახელი:
ფილიმონ გრიგოლის ძე
გვარი
წერეთელი
სხვა სახელი, გვარი
Filimon son of Grigol Tsereteli
დაბ.-გარდ. თარიღები
უცნობია
ცხოვრობდა
ვარშავა
სამოქალაქო ჩინი
დეისტვიტელნი სტატსკი სოვეტნიკი (ნამდვილი სამოქალაქო მრჩეველი)
თანამდებობა, სახელო
ვარშავის სამხედრო საოლქო სასამართლოს მოსამართლე
ორდენი, ჯილდო
  • წმ. ანას მეორე ხარისხის იმპერატორის გვირგვინით
  • წმ. სტანისლავის მეორე ხარისხის

წერეთელი ნესტორ დიმიტრის ძე

სახელი, მამის სახელი:
ნესტორ დიმიტრის ძე
გვარი
წერეთელი
ცხოვრობდა
ქუთაისი - საჩხერე
თანამდებობა, სახელო
ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურობის წინამძღოლი
სამხედრო ჩინი
  • გენერალ-მაიორი
  • იმპერატორის ფლიგელ ადიუტანტი
მონაწილეობდა ომებში
კავკასიის ომები
ფოტო
ნესტორ წერეთელი
ნესტორ წერეთელი

მამაცაშვილი კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე

სახელი, მამის სახელი:
კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე
გვარი
მამაცაშვილი
ცხოვრობდა
თბილისი - რუისი
სამხედრო ჩინი
გენერალ-ლეიტენანტი

გენერალ ლეიტენანტი, "ქშწ-კგ საზოგადოების" დამფუძნებელი წევრი...

ფოტო
გენერალი მამაცაშვილი კონსტანტინე
გენერალი მამაცაშვილი კონსტანტინე

ჩერქეზიშვილი ფირან

სახელი, მამის სახელი:
ფირან
მამის სახელი
უცნობია
გვარი
ჩერქეზიშვილი
თანამდებობა, სახელო
ბოქაულთუხუცესი (იულონ ბატონიშვილის)
გარდაცვალების მიზეზი
1804 წ. შეტაკებაში სურამის გზაზე