ENG  RUS

50000+ სხვადასხვა გენეალოგიური მონაცემები, ბიოგრაფიები, ფოტო...

 A | B | C | D | E | F | G | H | I | J | K | L | M | N | O | P | R | S | T | U | V | W | Y | Z

А | Б | В | Г | Д | Е | Ж | З | ИК | Л | М | Н | О | П | Р | С | Т | У | Ф | Х | Ц | Ч | Ш | ЩЭ | Ю | Я

გურიის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა" [რუსულად. ორიგინალში ამ ენაზე შეადგინეს ეს სიები]

იმერეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა" [რუსულად]

ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850წ. "ბარხატნაია კნიგა" რუსულ ენაზე. სამივე წიგნი მოცემულია ისე როგორც შედგა 1850 წელს.

ელისაბედ ზაქარიას ას.
ჭავჭავაძე
ელისაბედ ლასკარი
1874 - 1912

 ელისაბედ ჭავჭავაძე, დაიბადა წინანდალში 1874 წ. მამა-გენერალ-ადიუდანტი ზაქარია გულბაათის-ძე ჭავჭავაძე, დედა-რომანტიკოსი პოეტის ალექსანდრე ჭავჭავაძის შვილიშვილი მარიამ (კაკო) დავითის-ას. ჭავჭავაძე.  

 1898 წელს საქართველოში გაიცნო და გათხოვდა, ბესარაბიელ  თავად, სამოქალაქო ჩინით "ნადვორნი სოვეტნიკ" ვასილი კონსტანტინეს ძე ლასკარზე. ახალდაქორწინებულები მოლდავეთში დასახლდნენ. აქ ელისაბედს ქართველ პრინცესად (ლამაზი ლიზად) მოიხსენიებდნენ. შეეძინათ ქალიშვილი მარინა.  

 ნატალია დადიანთან (მეუღლის გვარია) ერთად,  1900 წელს კიშინიოვში დაარსეს და აღაშენეს  ქალთა გიმნაზია. საბჭოთა პერიოდში ამ შენობაში ცეკას შენობა იყო. ამჟამად მოლდოვეთის სახელმწიფო მუზეუმია განთავსებული.

 ელისაბედ ჭავჭავაძე დაკრძალულია კიშინიოვის ცენტრალურ „სომხურ“ სასაფლაოზე. სახელი "სომხური" მიენიჭა იმის გამო, რომ სასაფლაო სომხეთის ქუჩაზეა. აქ არის, რუმინეთის, მოლდოვას და  რუსეთის იმპერიის ცნობილი საზოგადო მოღვაწეთა სამარხები. 

 2015 წლამდე, ელისაბედ ჭავჭავაძის  საფლავი სავავლალო მდგომარეობაში იყო. მოლდოვას ქართველთა სათვისტომოს ინიციატივით, მოხერხდა საფლავის განახლება. 

 ელისაბედ ჭავჭავაძე ახალგაზრდა 37 წლის ასაკში გარდაიცვალა. მის და მისი ქალიშვილის მარინას გარდაცვალების ამბავი ბურუსით არის მოცული. ერთი ვერსიით, ლიზას სასახლეს ცეცხლი წაუკიდეს, გადაწვეს და ლიზაც იქ დაიწვა თავის ქალიშვილთან ერთად. (იმ დროს მოლდავეთში გახშირებული იყო ღარიბი მოსახლეობის შეტაკებები ებრაელებთან და მდიდრებთან).

 ირაკლი კალანდია

ლიზა ჭავჭავაძე-ლასკარი
ლიზა ჭავჭავაძე-ლასკარი


ჭავჭავაძე იასონ ივანეს ძე

სახელი, მამის სახელი:
იასონ ივანეს ძე
გვარი
ჭავჭავაძე
დაბ.-გარდ. თარიღები
1804-1857
სამხედრო ჩინი
გენერალ-მაიორი
მონაწილეობდა ომებში
  • კავკასიის ომები
  • რუსეთ-თურქეთის 1828-1829
  • რუსეთ-თურქეთის 1853-1856

სააკაძე დავით დიმიტრის ძე

სახელი, მამის სახელი:
დავით დიმიტრის ძე
გვარი
სააკაძე
დაბ.-გარდ. თარიღები
? - 1805
დაბადების ადგილი
მოსკოვი
ცხოვრობდა
მოსკოვი - თბილისი
სამხედრო ჩინი
პოდპოლკოვნიკი
სამხედრო თანამდებობა
თბილისის კომენდანტი

თარხან-მოურავი იოსებ ესტატეს ძე

სახელი, მამის სახელი:
იოსებ ესტატეს ძე
გვარი
თარხან-მოურავი
სხვა სახელი, გვარი
(იოსია თარხან-მოურავი, იოსებ თარხნიშვილი)
დაბ.-გარდ. თარიღები
1899-1974
ფოტო
მსახიობი ნუნუკა (ნინო) თარხან-მოურავი
მსახიობი ნუნუკა (ნინო) თარხან-მოურავი

ბარათაშვილი დავით ზაქარიას ძე

სახელი, მამის სახელი:
დავით ზაქარიას ძე
გვარი
ბარათაშვილი
სხვა სახელი, გვარი
დავით ზაალის ძე ბარათაშვილი
დაბ.-გარდ. თარიღები
1840 - 1901

დიდი პატრიოტი და ილია ჭავჭავაძის მეგობარი...

გაბაშვილი ფრანგისტან ანდრიას ძე

სახელი, მამის სახელი:
ფრანგისტან ანდრიას ძე
გვარი
გაბაშვილი
დაბადების ადგილი
ერტისი
ცხოვრობდა
თბილისი - ერტისი - კიევი
სამხედრო ჩინი
გენერალ-მაიორი
ფოტო
გენერალი ფრანგისტან გაბაშვილი, ყარსის შტურმის ერთერთი გმირი
გენერალი ფრანგისტან გაბაშვილი, ყარსის შტურმის ერთერთი გმირი

ბაგრატიონ-გრუზინსკი იოანე გრიგოლის ძე

სახელი, მამის სახელი:
იოანე გრიგოლის ძე
გვარი
ბაგრატიონი
სხვა სახელი, გვარი
ბონ-ვივან; "ცარ-ივან"
დაბ.-გარდ. თარიღები
1826 - 1880

ინგლისური კლუბის წევრი, მხიარული და გართობის მოყვარული. მთელი პეტერბურგისათვის ცნობილი ბონ–ვივანი...

ფოტო
იოანე გრუზინსკი. ბონ-ვივან,
იოანე გრუზინსკი. ბონ-ვივან,

მელიქიშვილი დავით ზაქარიას ძე

სახელი, მამის სახელი:
დავით ზაქარიას ძე
გვარი
მელიქიშვილი
დაბ.-გარდ. თარიღები
1856 - 1909
თანამდებობა, სახელო
თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურობის წინამძღოლი

1900-1903 წლებში თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლი...

ფოტო
რუსუდან სტაროსელსკი, ინა მელიქიშვილი, ალექსანდრე მაკინსკი
რუსუდან სტაროსელსკი, ინა მელიქიშვილი, ალექსანდრე მაკინსკი