ENG  RUS

50000+ სხვადასხვა გენეალოგიური მონაცემები, ბიოგრაფიები, ფოტო...

 A | B | C | D | E | F | G | H | I | J | K | L | M | N | O | P | R | S | T | U | V | W | Y | Z

А | Б | В | Г | Д | Е | Ж | З | ИК | Л | М | Н | О | П | Р | С | Т | У | Ф | Х | Ц | Ч | Ш | ЩЭ | Ю | Я

გურიის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა" [რუსულად. ორიგინალში ამ ენაზე შეადგინეს ეს სიები]

იმერეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა" [რუსულად]

ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850წ. "ბარხატნაია კნიგა" რუსულ ენაზე. სამივე წიგნი მოცემულია ისე როგორც შედგა 1850 წელს.

დიმიტრი
საგინაშვილი
1812 წლის აჯანყების მონაწილე

 საგინაშვილი დიმიტრი. აზნაური. კახეთის 1812 წლის აჯანყების მონაწილე. 1813 წლის 1 მარტს გადაასახლეს პერმში. 1815 წლის სექტემბერში პერმში გადასახლებული 12 ქართველი განცხადებას სწერს პერმის სამოქალაქო გუბერნატორის ბოგდან ჩერმესის სახელზე. ამ განცხადებით ისინი ითხოვენ მათთვის ფულის გადმოცემას თბილი ტანისამოსის და საცვლების შესაძენად

   1818 წელს (აგვისტოში) გადმოიცა მანიფესტი ციმბირს გადასახლებულ კახეთის აჯანყების მონაწილეთა განთავისუფლების შესახებ. ამ მანიფესტით განთავისუფლდნენ ისინი, ვინც მხოლოდ პირველ გამოსვლაში მონაწილეობდნენ. მეორე და მესამე გამოსვლის მონაწილენი კი, როგორც უფრო მძიმე დანაშაულის ჩამდენნი, გათავისუფლდნენ პატიმრობიდან და ციმბირში სამუდამო დასახლება მიესაჯათ (1820 წელს ამათაც მიეცათ ნება სამშობლოში დაბრუნებისა).

 დიმიტრი საგინაშვილი არ აღმოჩნდა არც განთავისუფლებულთა და არც ციმბირს დატოვებულთა სიაში. ციმბირის გენერალ – გუბერნატორი ეკითხებოდა პოლიციიც მინისტრს რანაირად მოქცეოდა ამ სიებში გამორჩენილ 9 ქართველს. ამის თაობაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა კოზოდავლევმა 1819 წ. 8 თებერვალს შეკითხვა გაუგზავნა საქართველოს მთავარმართებელს, რომელმაც უპასუხა: „არ შევიდნენ სიაში იმიტომ, რომ გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლ გენერალ – მაიორ ბაგრატიონს მთავარმართებელისადმი წარდგენილ სიაში არ ჩაუწერია ეს 9 ქართველი“.

 1820 წლის ივნისში გამოიცა ბრძანება ციმბირს გადასახლებულ იმ ქართველების შესახებ, რომლებიც არც ერთ სიაში არ შესულან. რაკი ისინი უფრო მძიმე დანაშაულის მომქმედნი არიან, დატოვებულ იქნენ ციმბირს თავისუფლად საცხოვრებლად შემდგომი ბრძანების გამოცემამდე. დატოვებული ქართველთა შორის არის დიმიტრი საგინაშვილიც.



ჭავჭავაძე ნიკოლოზ მელქისედეკის ძე

სახელი, მამის სახელი:
ნიკოლოზ მელქისედეკის ძე
გვარი
ჭავჭავაძე
ცხოვრობდა
თბილისი - ყვარელი
სამხედრო ჩინი
გენერალ-მაიორი
მონაწილეობდა ომებში
პირველი მსოფლიო ომი
ორდენი, ჯილდო
  • წმ. ანას მესამე ხარისხი
  • წმ. გიორგის მესამე ხარისხის
  • წმ. სტანისლავის მესამე ხარისხი

ორბელიანი თამაზ მამუკას ძე

სახელი, მამის სახელი:
თამაზ მამუკას ძე
გვარი
ორბელიანი
სხვა სახელი, გვარი
თომა ორბელიანი
დაბ.-გარდ. თარიღები
1768 - 1815
სამოქალაქო ჩინი
სტატსკი სოვეტნიკი (სამოქალაქო მრჩეველი)
თანამდებობა, სახელო
თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურობის წინამძღოლი
სამხედრო ჩინი
გენერალ-მაიორი
ფოტო
ვაშლოვანი სალხინო კოშკი ორბელნების
ვაშლოვანი სალხინო კოშკი ორბელნების

აფხაზი ანტონ ნიკოლოზის ძე

სახელი, მამის სახელი:
ანტონ ნიკოლოზის ძე
გვარი
აფხაზი
ფაქტი, მოვლენა
1832 წლის აჯანყების მონაწილე
სამხედრო ჩინი
პოდპორუჩიკი

ანტონ ნიკოლოზის ძე აფხაზი (1806–1837). პოდპორუჩიკი. 1832 წ. შეთქმულების მონაწილე. ძმა გენერალ...

ლორთქიფანიძე სიმონ (სისო) ნიკოლოზის ძე

სახელი, მამის სახელი:
სიმონ (სისო) ნიკოლოზის ძე
გვარი
ლორთქიფანიძე
დაბადების ადგილი
გოჩა-ჯიხაიში
ცხოვრობდა
ქუთაისი - ზედა-გვაშტიბი - კიევი
სამოქალაქო ჩინი
უმაღლესი კარის კამერგერი
თანამდებობა, სახელო
ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურობის წინამძღოლი
ფოტო
სიმონ (სისო) ლორთქიფანიძე
სიმონ (სისო) ლორთქიფანიძე

ორბელიანი მამუკა თამაზის ძე

სახელი, მამის სახელი:
მამუკა თამაზის ძე
გვარი
ორბელიანი
სხვა სახელი, გვარი
მაკარ თომას ძე ჯამბაკურიან-ორბელიანი
სამხედრო ჩინი
გენერალ-მაიორი
მონაწილეობდა ომებში
  • კავკასიის ომები
  • რუსეთ-თურქეთის 1853-1856
ფოტო
ბაბო (ბარბარე) ორბელიანი
ბაბო (ბარბარე) ორბელიანი

ადლერბერგი ალექსანდრე ვლადიმერის ძე

სახელი, მამის სახელი:
ალექსანდრე ვლადიმერის ძე
გვარი
ადლერბერგი
ცხოვრობდა
სანქტ-პეტერბურგი - მიუნჰენი
თანამდებობა, სახელო
საიმპერატორო კარის და ხელმწიფის ადგილ-მამულების მინისტრი
სამხედრო ჩინი
გენერალ-ადიუტანტი

გურიელი გრიგოლ დავითის ძე

სახელი, მამის სახელი:
გრიგოლ დავითის ძე
გვარი
გურიელი
ცხოვრობდა
ოზურგეთი - ბათუმი
სამხედრო ჩინი
გენერალ-მაიორი
მონაწილეობდა ომებში
ბათუმის ოკრუგის უფროსი

ხერხეულიძე ზაქარია სიმონის ძე

სახელი, მამის სახელი:
ზაქარია სიმონის ძე
გვარი
ხერხეულიძე
ცხოვრობდა
ოდესა - ნოვოროსიისკი - ქერჩი
სამხედრო ჩინი
გენერალ-მაიორი
მონაწილეობდა ომებში
რუსეთ-თურქეთის 1828-1829
ორდენი, ჯილდო
  • ოქროს ხმალი წარწერით სიმამაცისთვის
  • წმ. ანას მეორე ხარისხის
  • წმ. ვლადიმერის მეოთხე ხარისხის