ბაგრატიონ-გრუზინსკი გრიგოლ იოანეს ძე
- გრიგოლ იოანეს ძე
- ბაგრატიონი
- გრიგოლ იოანეს ძე ბაგრატიონ-გრუზინსკი
- 1789 - 1830
- პოდპოლკოვნიკი
-
გრიგოლ ბატონიშვილი, იოანე ბატონიშვილის შვილი, კახეთის აჯანყებისას 1812 წ. საქართველოს მეფედ გამოცხადებული. აჯანყების დამარცხებისას დანებდა რუსეთის მთავრობას.
დაიბადა 1789 წ. თბილისში, გარდაიცვალა 1830 წ. 27 სექტემბერს პეტერბურგში, ასტრახანის კაზაკთა პოლკის პოდპოლკოვნიკის ჩინით. კახეთის აჯანყებისას მიუგზავნეს ზაზა ანდრონიკაშვილი, რომ დაეყაბულებინა რუსეთის მთავრობას დანებებოდა. ზაზას მეცადინეობით გრიგოლი დანებდა რუსეთის მთავრობას.
გადაასახლეს ქ. ოლონეცში. თბილისიდან მგზავრობაში თან ახლდნენ მელიტონ ბარათაშვილი (პოეტის მამა) და ბებუთაშვილი. მელიტონ ბარათაშვილს სურდა დარჩენა მეფის ძესთან გადასახლებაში, მაგრამ საგარეო საქმეთა მინისტრმა უარი უთხრა, რადგან „ბატონიშვილს თავისთან ყავს ორი მსახური, რომელთაც, ისევე როგორც თვით ბატონიშვილს, რუსული ენა ესმით. ამასთან უსამართლობა იქნებოდა უდანაშაულო ბარათოვი ისეთსავე პირობებში ჩაგვეყენებინა, როგორშიაც არის ის, ვინც ჩადენილი დანაშაულისათვის იხდის სასჯელს“.
გრიგოლ ბატონიშვილი ოლონეციდან გადაიყვანეს საგუბერნიო ქალაქ პეტროზავოდსკში. აქ მას ნება დართეს დღეში ერთხელ ქალაქში გასეირნებისა (პოლიციის მეთვალყურეობით) და გუბერნატორის სუფრაზე დაწვევისა.
1824 წ. იანვარში გრიგოლ ბატონიშვილი თბილისშია, ის აქ ჩაიბარებს თავის ბიძისაგან გრიგოლ ზურაბის ძე წერეთლისაგან დედის – მეფის რძალ ქეთევანის – გარდაცვალების შემდეგ დარჩენილ ნივთებს.
ცოლად ჰყავდა ვარვარა თევდორეს ასული ბუკრინსკაია. შვილი თევდორე ბუკრინსკისა, რომელიც თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში მსახურობდა 1826 წ. 1 თებერვლამდე. ამ ბუკრინსკის შესახებ ციციანოვი წერს 1804 წ. 31 მაისს: „ჩამოვიდა სტუდენტი ბუკრინსკი“. ვარვარა დაბადებულა თბილისს 1810 წ. (?); გარდაიცვალა პეტერბურგში 1876 წ. 29 ნოემბერს.
გრიგოლ ბატონიშვილი არის ავტორი ეპიკური ნაწარმოებისა „საქართველოს ცხოვრება“.
გრიგოლ ბატონიშვილის კრებულში („ანთოლოგია“) – მოთავსებულია მისი მრავალი ლექსი.
-
ანდრონიკაშვილი ივანე მალხაზის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ივანე მალხაზის ძე
- გვარი
- ანდრონიკაშვილი
- ცხოვრობდა
- თბილისი - სანქტ-პეტერბურგი
- სამხედრო ჩინი
- კავალერიის გენერალი
- სამხედრო თანამდებობა
- თბილისის სამხედრო გუბერნატორი
- მონაწილეობდა ომებში
- რუსეთ-თურქეთის 1853-1856
ციმაკურიძე სიმონ
- სახელი, მამის სახელი:
- სიმონ
- მამის სახელი
- უცნობია
- გვარი
- ციმაკურიძე
- ფაქტი, მოვლენა
- 1812 წლის აჯანყების მონაწილე
- ცხოვრობდა
- ტობოლსკი
ამილახვარი ივანე გივის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ივანე გივის ძე
- გვარი
- ამილახვარი
- სამხედრო ჩინი
- კავალერიის გენერალი
მაჩაბელი სიმონ ფარსადანის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- სიმონ ფარსადანის ძე
- გვარი
- მაჩაბელი
- ფაქტი, მოვლენა
- 1832 წლის აჯანყების მონაწილე
ადლერბერგი ალექსანდრე ვლადიმერის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ალექსანდრე ვლადიმერის ძე
- გვარი
- ადლერბერგი
- ცხოვრობდა
- სანქტ-პეტერბურგი - მიუნჰენი
- თანამდებობა, სახელო
- საიმპერატორო კარის და ხელმწიფის ადგილ-მამულების მინისტრი
- სამხედრო ჩინი
- გენერალ-ადიუტანტი
მაჭავარიანი სპირიდონ სიმონის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- სპირიდონ სიმონის ძე
- გვარი
- მაჭავარიანი
- სამხედრო ჩინი
- გენერალ-მაიორი
მამაცაშვილი კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე
- გვარი
- მამაცაშვილი
- ცხოვრობდა
- თბილისი - რუისი
- სამხედრო ჩინი
- გენერალ-ლეიტენანტი
-
გენერალ ლეიტენანტი, "ქშწ-კგ საზოგადოების" დამფუძნებელი წევრი...
თარხან-მოურავი იოსებ ესტატეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- იოსებ ესტატეს ძე
- გვარი
- თარხან-მოურავი
- სხვა სახელი, გვარი
- (იოსია თარხან-მოურავი, იოსებ თარხნიშვილი)
ბარათაშვილი დავით ზაქარიას ძე
- სახელი, მამის სახელი:
- დავით ზაქარიას ძე
- გვარი
- ბარათაშვილი
- სხვა სახელი, გვარი
- დავით ზაალის ძე ბარათაშვილი
-
დიდი პატრიოტი და ილია ჭავჭავაძის მეგობარი...
ყიფიანი ქაიხოსრო ივანეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ქაიხოსრო ივანეს ძე
- გვარი
- ყიფიანი
- ცხოვრობდა
- ქვიშხეთი - სურამი
- სამხედრო ჩინი
- პრაპორშჩიკი
- მონაწილეობდა ომებში