ENG  RUS

50000+ სხვადასხვა გენეალოგიური მონაცემები, ბიოგრაფიები, ფოტო...

 A | B | C | D | E | F | G | H | I | J | K | L | M | N | O | P | R | S | T | U | V | W | Y | Z

А | Б | В | Г | Д | Е | Ж | З | ИК | Л | М | Н | О | П | Р | С | Т | У | Ф | Х | Ц | Ч | Ш | ЩЭ | Ю | Я

გურიის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა" [რუსულად. ორიგინალში ამ ენაზე შეადგინეს ეს სიები]

იმერეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა" [რუსულად]

ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850წ. "ბარხატნაია კნიგა" რუსულ ენაზე. სამივე წიგნი მოცემულია ისე როგორც შედგა 1850 წელს.

მარიამ გიორგის ას.
ციციშვილი
1768 - 1850

 მარიამ დედოფალი (1768 – 1850). საქართველოს უკანასკნელი დედოფალი. გიორგი XII - ის მეორე მეუღლე. გიორგი ციციშვილის ქალი. გიორგი ბატონიშვილმა იქორწინა მასზე 1782 წელს. გიორგისა და მარიამის ვაჟები: მიხეილ (1735 – 1861), 2. ჯიბრაილ – იგივე გაბრიელ (1788 – 1812), 3. ილია (1790 – 1854), 4. სვიმონ (გარდაიცვალა ბავშვობაში), 5. ოქროპირი (1795 – 1897), 6. ირაკლი (1799 – 1859). გიორგისა და მარიამის ქალები: 1. თამარ (1789 – 1851), 2. ანა (გარდაიცვალა 7 წლისა), 3 ანა (მეორე. 1800 – 1821). დაქვრივების შემდეგ მარიამ დედოფალს შეგნებული აქვს ქვრივი დედოფლის უმწეო მდგომარეობა და როცა გაირკვა, რომ საქართველოს სამეფო კარი რუსეთს უნდა გადასახლდეს, მარიამი 1802 წლის 10 მარტს უგზავნის თხოვნას შინაგან საქმეთა მინისტრს გრაფ ვ.პ. კოჩუბეის. იგი ითხოვს არ გადაასახლონ დედოფალი და მისი შვილები, ხოლო თუ აუცილებელია მათი გადასახლება, მაშინ ადროვონ სამი წელი მაინც,  „რათა სნეულება და ძუძუს მწოვნელობა შვილთა ჩემთა დაადგეს ერთსა მტკიცესა ჰაზრსა ანუ სიკვდილსა და ანუ სიცოცხლესა ზედა და მაშინ იყავნ ნებისამებრ თქუენისა“.

 იოსებ კალატოზიშვილმა აცნობა ციციანოვს მარიამ დედოფალი შვილებიანად ხევსურეთში აპირებს გაპარვას ავლაბრის კარითო.

 ციციანოვმა დაავალა ლაზარევს დაეჩქარებინა დედოფლის რუსეთს გადასახლება. როცა ლაზარევი 1803 წ. 19 აპრილს დილით მივიდა დედოფალთან მის რუსეთში სასწრაფოდ წასაყვანად, იგი დედოფლის სადგომიდან ცოცხალი აღარ გამოსულა. არსებობს ლაზარევის მოკვლის ორი ვერსია – ერთი ოფიციალური, მეორე – თვით მარიამისაგან მოთხრობილი.

 ოფიციალური ვერსიით, ლაზარევი 19 აპრილს დილის 6 საათზე, რამდენიმე ოფიცრის თანხლებით შევიდა დედოფალთან და აუწყა მას რუსეთში გადასახლების ბრძანება, რაზედაც მარიამმა უარი მოახსენა. გამგზავრებაზე მის დასაყაბულებლად ლაზარევმა მასთან დასტოვა კვარტირმეისტერი სუროკოვი, რომელმაც ქართული იცოდა. როგორც კი სუროკოვი დედოფალს მიუახლოვდა, ბატონიშვილებმა – ჯიბრაილმა და თამარმა იძრეს ტანისამოსში დამალული ხანჯლები და ეცნენ სუროკოვსა და ოთახში მყოფ სხვა პირთ. ხმაურზე ლაზარევი ოთახში  შემოვიდა და მივიდა დედოფალთან, რომელიც ტახტზე, ლოგინზე იჯდა. იგი თითქოს სთხოვდა დედოფალს როგორმე დაეწყნარებინა თავისი შვილები. ამ დროს მარიამმა მუთაქის ქვეშიდან ამოაძრო ხანჯალი და ჩასცა ლაზარევს გვერდში ისე მაგრად, რომ ლაზარევმა მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა მოასწრო და კარს წინ დაეცა მკვდარი.

 მარიამ დედოფლის ვერსიით, ლაზარევი 19 აპრილს დილას მოვიდა დედოფალთან ყაზახებით და ოფიცრებით. ოთხი ოფიცრის თანხლებით 

 იგი დედოფალთან მივიდა და მოახსენა ციციანოვის განკარგულება მარიამის და მისი შვილების რუსეთში სასწრაფოდ გამგზავრების შესახებ. დედოფალმა ითხოვა დრო, ერთი საათი მაინც დამაცალეთ, ყმაწვილებმა გაიღვიძონ და გამოვალთო. ამაზე ლაზარევი გაგულისდა და უბრძანა ყაზახებს ლოგინიდან გადმოეყვანათ დედოფალი და ბატონიშვილი თამარი. ყაზახები და ოფიცრები მისცვივდნენ ამ ორ ქალს, მარიამს სტაცეს ხელი და ლოგინიდან ნახევრად ჩამოათრიეს. მაშინ ჯიბრაილმა ხანჯალი ამოიღო და იყვირა – სანამ ცოცხალი ვარ, დედაჩემს არ გათრევინებთო. თამარსაც თახჩაში ხანჯალი ეპოვა და ისიც იმუქრებოდა. ამ დროს ლაზარევი ხმალამოღებული შემოვარდა ოთახში. მარიამმა თახჩიდან ხანჯალი ჩამოიღო. ლაზარევმა მას ხელუკუღმა ხმალი მოუქნია და დედოფალი მხარში დასჭრა. დედოფალს მეორე ჭრილობა კაჭკაჭოვმა მიაყენა. მესამე ჭრილობა კი მარცხენა ხელის ზურგზე მარიამს აღარ ახსოვდა, ვისი ნამოქმედარი იყო. მარიამი გულწასული დარჩა ტახტიდან ნახევრად ჩამოთრეული, იგი მოასულიერა ქალაქის ნაცვალმა (სურგუნოვმა), ხოლო დიმიტრი ორბელიანმა საბანზე დაადებინა და გარეთ გაიყვანეს, საბანში შეხვეული ყუთში ჩადეს და მუშებმა წაიღეს. როცა ვერაზე მივიდნენ, იქ დასვეს, აქ მათ წამოეწიათ თათულა ექიმი, რომელმაც დედოფალს ჭრილობები შეუხვია და თანაც ამცნო ლაზარევის სიკვდილი.

 ლაზარევის ნამდვილ მკვლელად თანამედროვენი აღიარებდნენ ნიკოლოზ ხიმშიაშვილს. სამეგრელოს დედოფალი ნინო (გიორგი XII - ის ასული) სწერდა 1817 წელს ერმოლოვს, რომ ხიმშიაშვილ ნიკოლოზს სიკვდილის წინ მისთვის ეთქვა – ლაზარევი მე მოვკალიო. არქიეპისკოპოსი პაფნუტი 1818 წელს წერდა, ლაზარევი ნიკოლოზ ხიმშიაშვილმა მოკლაო. პუპლია ორბელიანის სიტყვითაც, „დედოფალმა მარიამმა როგორ დიდსულოვნად იკისრა იმისი (ლაზარევის) სიკვდილი“ ხიმშიაშვილმა სიკვდილის წინ აღიარა ლაზარევი მე მოვკალო.

 ლაზარევის სიკვდილის არავითარი გამოხმაურება არ მოჰყოლია. პეტერბურგში მაშინ ყველა გართული იყო ქალაქის დაარსების 100 წლის იუბილეთი, ხოლო მოსკოვში ერთობოდნენ აეროსტატით, რომელსაც ერთი იტალიელი უშვებდა იქ – სწერს როსტოპჩინი ციციანოვს 1803 წლის 3 ივნისს. მარიამ დედოფალი შვილებიანად რუსეთს გადაასახლეს. იგი იმყოფებოდა კურსკის გუბერნიის ბელგოროდის დედათა მონასტერში როგორც პატიმარი. მარიამი და მისი შვილი მიხეილი რამდენიმეჯერ წერენ თხოვნას, რათა მარიამს თავისუფალი ცხოვრების ნება მისცენ. 1811 წელსა მარიამსა და მის შვილს ანასტასიას მოსკოვში გადმოსახლების ნება მისცეს. 1812 წელს მოსკოვის ხანძრის დროს მარიამი ნიჟნი ნოვგოროდშია. შემდეგ კვლავ მოსკოვშია.

 მოსკოვში დედოფალ მარიამს ენიშნება პენსია გაცილებით უფრო მცირე, ვიდრე სამეფო ოჯახის სხვა წევრებს. ამიტომ ის ხშირად დიდ გაჭირვებაში ვარდება. ბოლო წლებში მას გაუზარდეს პენსია.

 1848 წ. მარიამი ითხოვს საქართველოში დაბრუნების ნებას, რათა აქ გაატაროს სიცოცხლის უკანასკნელი დღეები და დაიმარხოს მეუღლის გვერდით. 1849 წლის აგვისტოში იმპერატორმა მარიამს საქართველოში დაბრუნების ნება მისცა. მაგრამ მარიამი ვეღარ ეღირსა სამშობლოში დაბრუნებას. იგი გარდაიცვალა მოსკოვში 1850 წლის 30 მარტს.

 მარიამის ცხედარი ჩამოასვენეს საქართველოში და 1850 წლის 17 ივნისს მცხეთას დამარხეს.

მაქსიმე ბერძნიშვილი - მასალები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის II ტომი.
საქართველოს უკანასკნელი დედოფალი მარიამ
საქართველოს უკანასკნელი დედოფალი მარიამ


ყარაშვილი ივანე იოსების ძე

სახელი, მამის სახელი:
ივანე იოსების ძე
გვარი
ყარაშვილი
სხვა სახელი, გვარი
იოანე ყარაევი
სამოქალაქო ჩინი
კოლეჟსკი ასესორი

ყარაშვილები - ქართველ ექიმთა დინასტია და ასევე ქართველ მეფეთა და ბატონიშვილთა ექიმები

ჭავჭავაძე ზაქარია გულბაათის ძე

სახელი, მამის სახელი:
ზაქარია გულბაათის ძე
გვარი
ჭავჭავაძე
სამხედრო ჩინი
კავალერიის გენერალი
სამხედრო თანამდებობა
კავკასიის სამხედრო კორპუსის მეთაური
მონაწილეობდა ომებში
რუსეთ-თურქეთის 1877-1878
ორდენი, ჯილდო
  • ალექსანდრე ნეველის ბრილიანტებიანი
  • ალმასებიანი ოქროს ხმალი
  • ბუხარის ოქროს პირველი ხარისხის ალმასებიანი ვარსკვლავით
  • თეთრი არწივის
  • ოქროს დაშნა "მამაცობისთვის"
ფოტო
შვილი-დავით ზაქარიას ძე ჭავჭავაძე
შვილი-დავით ზაქარიას ძე ჭავჭავაძე

სააკაძე დავით დიმიტრის ძე

სახელი, მამის სახელი:
დავით დიმიტრის ძე
გვარი
სააკაძე
დაბ.-გარდ. თარიღები
? - 1805
დაბადების ადგილი
მოსკოვი
ცხოვრობდა
მოსკოვი - თბილისი
სამხედრო ჩინი
პოდპოლკოვნიკი
სამხედრო თანამდებობა
თბილისის კომენდანტი

მაჭავარიანი მიხეილ სერგოს ძე

სახელი, მამის სახელი:
მიხეილ სერგოს ძე
გვარი
მაჭავარიანი
დაბ.-გარდ. თარიღები
1888 -

ქართველი სამხედრო მფრინავი. პირადად ჰყავდა ჩამოგდებული ორი თურქული სამხედრო-სადაზვერვო აეროპლანი...

ბაგრატიონი რევაზ ივანეს ძე

სახელი, მამის სახელი:
რევაზ ივანეს ძე
გვარი
ბაგრატიონი
სხვა სახელი, გვარი
რომან ივანეს ძე ბაგრატიონი
თანამდებობა, სახელო
  • ოსტზეის მხარის (ბალტიისპირეთი) გენერალ-გუბერნატორი
  • ტვერის გუბერნატორი
სამხედრო ჩინი
გენერალ-ლეიტენანტი
მონაწილეობდა ომებში
  • რუსეთ-თურქეთის 1828-1829
  • რუსეთ-საფრანგეთის 1812
ფოტო
ძმა-პეტრე ბაგრატიონი, ბოროდინოს გმირი
ძმა-პეტრე ბაგრატიონი, ბოროდინოს გმირი

ბაგრატიონი იოანე გიორგის ძე

სახელი, მამის სახელი:
იოანე გიორგის ძე
გვარი
ბაგრატიონი
სხვა სახელი, გვარი
იოანე ბატონიშვილი
დაბ.-გარდ. თარიღები
1768 - 1830

იოანე ბატონიშვილი (1768 – 1830). გიორგი XII-ის შვილი. 1832 წელს ს.დოდაშვილს უპოვეს იოანე ბატონიშვილის ლექსი...

ფოტო
იოანე ბატონიშვილი
იოანე ბატონიშვილი

არღუთინსკი-დოლგორუკი მოსე ზაქარიას ძე

სახელი, მამის სახელი:
მოსე ზაქარიას ძე
გვარი
არღუთინსკი
სხვა სახელი, გვარი
მოსე არღუთაშვილი; მოსე მხარგრძელი
დაბ.-გარდ. თარიღები
1797 - 1855
სამხედრო ჩინი
გენერალ-ადიუტანტი
მონაწილეობდა ომებში
  • კავკასიის ომები
  • რუსეთ-თურქეთის 1828-1829
ორდენი, ჯილდო
  • ალექსანდრე ნეველის ბრილიანტებიანი
  • წმ. გიორგის მესამე ხარისხის

ანდრონიკაშვილი ზაზა ზაალის ძე

სახელი, მამის სახელი:
ზაალ ზაალის ძე
გვარი
ანდრონიკაშვილი
სხვა სახელი, გვარი
ზაქარია ზაალის ძე
თანამდებობა, სახელო
სახლთუხუცესი
მონაწილეობდა ომებში
ნიახურას ბრძოლა