50000+ სხვადასხვა გენეალოგიური მონაცემები, ბიოგრაფიები, ფოტო...

 

 A | B | C | D | E | F | G | H | I | J | K | L | M | N | O | P | R | S | T | U | V | W | Y | Z

А | Б | В | Г | Д | Е | Ж | З | ИК | Л | М | Н | О | П | Р | С | Т | У | Ф | Х | Ц | Ч | Ш | ЩЭ | Ю | Я

გურიის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა"

იმერეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა"

ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850წ. "ბარხატნაია კნიგა"

ქართველები I მსოფლიო ომში

ამათი წინაპრები იყო ენუქარქუნ, რომელიცა პირველ მოსახლეობდა ყარაბაღსა შინა ადგილსა და იყო პირველი მოქალაქე მუნერული მწერალნი მეფისა“.

 სომეხთა სჯულისა, ხოლო ამათნი შთამომავლობათაგანი მოვიდნენ საქართველოს შინა და დაესახლნენ და ესენი მიღებულ იყვნენ აზნაურის პატივით მეფეთაგან, გარნა უკანასკნელ დროსა მეფისა ირაკლისასა უმეტეს წარჩინებულ იქმნენ მირზა გურგინა და ძმა მისი მირზა მიხეილა, ვინაიდგან სპარსისა და არაბულისა ენისა და წიგნისა და წერისა მეცნიერნი იყვნენ და საკუთარნი.

 ამრიგად, ენაკოლოფაშვილთა წინაპრები ყარაბახელი სომხები ყოფილან, რომლებიც საქართველოში დამკვიდრებულან და მეფის კარზე დაწინაურებულან აღმოსავლური ენების სრულყოფილად ფლობის წყალობით. ამავე მიზეზით შეურქმევიათ მათთვის ენაკოლოფა, რომელიც აზნაურის წოდების მიღების შემდეგ მათ ოფიციალურ გვარად ქცეულა (ენაკოლოფაშვილის ფორმით). ეს გვარი საისტორიო საბუთებში XVII საუკუნის 80–იანი წლებიდან ჩანს: ბეჟან ენაკოლოფაშვილი მოხსენიებულია 1688–1693 წწ. საბუთებში. ის იყო ნაზარალიხანის მდივანმწიგნობარი, დამწერი მისი რამდენიმე საბუთისა, სამეფო კარის მდწივანმწიგნობარი იყო აგრეთვე ფარემუზ ენაკოლოფაშვილი, რომლის მიერ შედგენილი საბუთები 1696–1699 წწ. თარიღდება (პალ. II, 133, 134). განსაკუთრებით დაწინაურებულან ენაკოლოფაშვილები XVIII საუკუნის მეორე ნახევარში. აზნაური მირზა აფრიამ ენაკოლოფაშვილი 1803 წ. ციციანოვისადმი მირთმეულ „მოხსენიებაში“ ჩამოთვლის იმ პატივს, რაც მას მეფეთაგან ჰქონდა: „პირველ მქონდა მირზობა მეფის ირაკლისა და მეფის გიორგისა, – წერს ის, და რუსუმი მქონდა მირზობისა ყაზახიდამ პური იბ ხარვალი, რომელ მეფე გიორგიმ ყაზახის მახთიდამ ას თეთრად გამიწესა“. ამას გარდა ის ყოფილა არახლოს ელის მოურავი და ღებულობდა ჯამაგირს შამშადალიდან, ჰქონდა ლაშქარნივისის სამოხელეო სარგო (მასალ. საქ და კავკ. ისტ. 1949 ნაკ. I. 26, გვ. 44), მირზას წოდება ნიშნავდა მეფის კარზე საქმის წარმოებას სხვადასხვა უცხო ენაზე. XVIII საუკუნის II ნახევრის საბუთებით ენაკოლოფაშვილები მეფეებისაგან ხშირად იღებენ ყმა–მამულის წყალობის წიგნებს. 1782 წ. მეფე ერეკლემ მათ უბოძა „ამოვარდნილი“ ე.ი. უმემკვიდრეოდ გადაგებული სახასო აზნაურის შალიკაშვილის მამული ქვემო ქართლში. თვითონ ენაკოლოფაშვილებიც იძენდნენ ყმებს უმამულოდ. ისინი თბილისში ცხოვრობდნენ.

 აღა–მაჰმად–ხანის მიერ თბილისის აოხრების შემდეგ ენაკოლოფაშვილები ტყვედ მოხვედრილან ირანში, მაგრამ მალე დაწინაურებულან და იქაც მაღალი თანამდებობები მიუღიათ. მათ შორის განსაკუთრებით დაწინაურდა მანუჩარ–ხანი, რომელიც ჯერ სამეფო ჰარამხანას განაგებდა, შემდეგ იყო ეშიფ–აღასობაში (ცერემონ–მაისტერი), მეფის კარის დაცვის ხელმძღვანელი, ისპაჰანის მმართველი, ბოლოს კი ლურისტანის და ხუზისტანის გამგებელი. გარდაიცვალა 1846 წელს, დაკრძალულია ყუმში (ალ, გვახარია, ერთი ფურცელი ქართულ–სპარსული ისტორიული ურთიერთობიდან: „ახლოაღმოსავლური კრებული“, თბ. 1983 გვ. 198–201). მანუჩარ–ხანის ძმა იბრაჰიმი (იგივე აბრაჰამი) გარკვეულ როლს ასრულებდა კავკასიისა და თეირანის დიპლომატიურ ურთიერთობაში, ენაკოლოფაშვილების ერთ–ერთი წარმომადგენელი რაფიელ–ხან ენაკოლოფიანი გაუცვნია ცნობილ ქართველ მოღვაწეს ლადო აღნიაშვილს ირანში ყოფნის დროს XIX საუკუნის ბოლოს, პაპაჩემს სომხური ერთი სიტყვაც არ სცოდნია და აქ გავსომხებულვართო, – უთქვამს მას ლადო აღნიაშვილისათვის (ლადო აღნიაშვილი, სპარსეთი და იქაური ქართველები, გვ. 54).

 ენაკოლოფაშვილების ერთ–ერთი უკანასკნელი შთამომავალთაგანი ივანე კონსტანტინეს ძე ენიკოლოფაოვი იყო სამუზეუმო და საარქივო საქმის სპეციალისტი, ავტორი მრავალი საინტერესო გამოკვლევისა ქართულ–რუსულ ლიტერატურულ ურთიერთობათა საკითხებზე. გარდაიცვალა თბილისში 1980 წელს. ამჟამად საქართველოში ცხოვრობს ამ გვარის მხოლოდ ორი მოქალაქე.

ლევან ბერაია




გურიელი

ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. გურიის მთავრები. XI საუკუნიდან გურიის მთავრებად ისხდნენ. ვარდანისძეთა წარმომადგენლები. XIII–XV საუკუნეებში გურიის ერისთავები ჯერ ერისთავთ – ერისთავებად იწოდებოდნენ, შემდეგ კი დამოუკიდებელი მთავრები გახდნენ. გურიელად იწოდებოდა გურიის გამგებელი, ფეოდალური სახლის ...


აბდუშელიშვილი

 აზნაურული საგვარეულო იმერეთში. იყვნენ წერეთლის აზაურები, მოგვიანებით სამეფო აზნაურები.

 საწერეთლოში ეკავათ საპატიო თანამდებობები. 1784–1793 წლებში ქაიხოსრო აბდუშელიშვილი იყო ციხის (მოდინახეს) მოურავი.

 სოლომონ I–მა დავით წერეთლისა და ბეჟუკი ცქიტიშვილის სასისხლო საქმის გარჩევა დაავალა თავად ...


ბროძელი

აზნაურული გვარი ქართლში. ყაფლანიშვილების აზნაურები. შემორჩენილია 1656 წლის 6 ივნისის დოკუმენტი, სადაც აზნაური ბლორძელები მამულის გაყოფის თაობაზე ედავებიან სარქისაშვილებს: „ქ. ჩვენ დივანბეგმან ჯავახიშვილმან პატრონმან როინ და დივანმან თუმანიშვილმან პირველმან ხელმწიფის მეფის პატრონის როსტომის ...


ღოღობერიძეების საგვარეულო

ღოღობერიძეთა სათავადოს ისტორია.

ღოღობერიძეთა საგვარეულოს შესახებ საისტორიო წყაროებში მეტად მცირე ცნობებია შემონახული, ამიტომ ჩვენი მსჯელობა ამ საგვარეულოზე ფრაგმენტულია, ზოგჯერ მხოლოდ ზეპირგადმოცემაზე და ვარაუდებზეა დამყარებული. მაგრამ, ვფიქრობთ, ის მაინც გარკვეულ წარმოდგენას იძლევა აღნიშნული ...


ცქიტიშვილი

აზნაურთა გვარი იმერეთში და გურიაში. გურიაში ცნობილები იყვნენ როგორც "ცქვიტიშვილი". „ერთხელ ბერი წულუკიძე ზემო იმერეთში ახლდა მეფე სოლომონ I–ს და აზნაურმა ცქიტიშვილმა შესაფერი პატივი არ სცა მის მხლებლებს. უკანასკნელთ ამაზე ბერს შესჩივლეს. რამდენიმე წლის შემდეგ ბერმა გაიარა იმ ცქიტიშვილის კარზედ, ...


ბაქრაძე

აზნაურული გვარი იმერეთსა და ქართლში. 1799 წლის აღწერით ბაქრაძეები მუხრან ბატონის აზნაურებად არიან დასახელებულნი.

 XVIII საუკუნის ერთი საბუთით ნიკოლოზ და იოსებ ბაქრაძეები ჩივიან, რომ მათი ყმები ხეითს მცხოვრები ტომარაძეები „იძულებელ ჰყოფენ ჩემთვის თავთა და ნებავსთ რათა სრულად იხსნან თავი თვისი ...


რატიშვილი

რატიშვილები - ფეოდალური საგვარეულო ქართლში. „თავადი რატიშვილები არიან გვარით ქსნის ერისთავნი, აზნაურად ჩამოქვეითების შემდეგ ასწყდნენ ქსნის ერისთავთაგან და გამოვიდნენ ქსნიდგან და დაეშვნენ ქსოვრის სამუხრანოს ადგილსა შინა, ხოლო ამა რატიშვილთაგანნი ბეჟანად წოდებულ იქმნ მეფის ვახტანგისაგან. ირაკლისგანვე ...


შანშიაშვილი

აზნაურული გვარი ქართლში. ამათნი წინაპარნი იყვნენ ძირით გამყრელიძენი იმერეთის ადგილით მოყვანილნი საქართველოს მეფისაგან, ვახტანგისაგან მძევლად 1666 წელს ტფილისსა შინა. ხოლო მათ მზევალთაგანნი ეტრფიალა სომხეთის აზნაურისა ქალსა შანშიაშვილისასა გვარად და მას სომხეთსა არა ჰყვა ძე, გარდა იმა ქალისა, და ...


გარსევანიშვილი

ფეოდალური საგვარეულო  საქართველოსა და რუსეთში. განსაკუთრებით დაწინაურდნენ სამეფო კარზე XVIII ს–ში, როდესაც ამ საგვარეულოს წარმომადგენლები ვახტანგ VI–ის კულტურულ მეცნიერული საქმიანობის აქტიური მონაწილეები და მეფის შვილების აღმზრდელ–მასწავლებლები გახდნენ. ძმები გიორგი და იესე გარსევანიშვილები ...


ბებუთაშვილი

XVIII–XIX სს. საქართველოს თავადური გვარი. ქართლში XVI ს–ში მოვიდნენ სომხეთიდან. XVIII ს. მსხვილი ვაჭრები გახდნენ. XVIII ს. შუა წლებში თეიმურაზ II–მ აზნაურობა უბოძა. 80–იან წლებში ერეკლე II–მ თავადობა. მემკვიდრეობით ფლობდნენ თბილისის მელქ–მამასახლისისა და ნაცვლის სახელოს. ამ გვარის ყველაზე ცნობილი ...


კარგარეთელი

აზნაურული გვარი ქართლსა და იმერეთში. ყაფლანიშვილების  აზნაურები. ქართველ კალიგრაფთა გვარი. სვიმონ კარგარეთელი მოღვაწეობდა XVI საუკუნეში სამხრეთ საქართველოს სავანეებში. 1541 წელს გადაუწერია პოლემიკურ–დოგმატიკური სამეცნიერო კრებული.

 იესე კარგარეთელი XVII საუკუნის ...


მაჭავარიანი

აზნაურული გვარი იმერეთსა და ქართლში. წარჩინებით გამორჩეული გვარი, იმერეთსა და ქართლში. იყვნენ როგორც ტახტის ისევე სათავადო აზნაურები. ქსნის ერისთავის აზნაურები, საყაფლანიშვილის აზნაურები. საწერეთლოს აზნაურები, წულუკიძეების აზნაურები. საწერეთლოში ფლობდნენ მოურავის სახელს. იყვნენ ლომსიათხევის სამეფო ...