ორბელიანი მამუკა (მაკარ) ივანეს ძე
- მამუკა (მათე, მაკარ) თამაზის ძე
- ორბელიანი
-
მამუკა (მაკარ) თამაზის (თომას) ძე ორბელიანი (1800-1871) - გენერალ-მაიორი, აქტიურად მონაწილეობდა 1826-1828 წლების რუსეთ-ირანის, 1828-1829 და 1853-1856 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომებში; იბრძოდა აგრეთვე შამილის წინააღმდეგ; 1832 წლის შეთქმულების მონაწილე (მიესაჯა სამხედრო სამსახური "მალოროსიულ ყაზახთა პოლკში" იხ. გოზალაშვილი, 1832 წლის შეთქმულება, ტ. 3).
მამუკა ორბელიანს უმამაცესი მეომრისა და სწორუპოვარი მოჯირითის სახელი ქონდა დაგდებული, მისი უჩვეულო ვაჟკაცობის ამბავი თვით კავკასიის მეფისნაცვლებს (ვორონცოვი, ბარიატინსკი) აქვთ აღნიშნული. 1840-იან წლებში მ. ორბელიანი განჯის მაზრის უფროსი იყო. ნიკოლოზ ბარათაშვილის ბიოგრაფები პოეტის საბედისწერო გადაწყვეტილებას (განჯაში წასვლას - ნაცვლად კახეთისა, სადაც ნიკოლოზ ბარათაშვილი თელავის მაზრის უფროსის თანაშემწედ იყო დანიშნული) მამუკას ინიციატივას მიაწერენ. ამას გარდა მ. ორბელიანი შედიოდა იმ ჯგუფში, რომელსაც 1847 წელს ნ. ბარათაშვილის თხზულებათა კრებულის გამოცემა და პოეტისთვის ძეგლის დადგმა ჰქონდა განზრახული.
მ. ორბელიანს ასევე ჰქონდა ლიტერატურული ინტერესები. "ცისკარში" (1862 N9) გამოქვეყნებულია მისი პატრიოტული ხასიათის უსათაურო ლექსი. 1864 წელს "ცისკრის" რედაქტორი ივანე კერესელიძე ფულადი შემწეობისთვის ორბელიანს "უგულითადეს მადლობას" მოახსენებს.
გარდაიცვალა 1871 წელს, დაკრძალულია სიონის საკათედრო ტაძარში.
წიგნიდან "საშვილიშვილო მოკავშირე დიმიტრი ყიფიანი" თბ. 2007
P.S. მამუკა ორბელიანი დიდი პაპაა ცნობილი პიანისტის, რადიო "ამერიკის ხმის" საბჭოთა კავშირის განყოფილების პირველი დირექტორის ირაკლი ორბელიანის.
ორბელიანების გენეალოგია.
- თავადი (ქართლი)
-
მათე (მაკარ) ორბელიანი -
ბაგრატიონ-დავითაშვილი სოლომონ შანშეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- სოლომონ შანშეს ძე
- გვარი
- ბაგრატიონ-დავითაშვილი
- სხვა სახელი, გვარი
- სოლომონ ბაგრატიონ-დავითიშვილი
-
სოლომონ შანშეს ძე ბაგრატიონ–დავითაშვილი. ამათი ოჯახი ცხოვრობდა ს. ხელთუბანს. 1804 წ. მეფის მთავრობამ 30 ქართველი შეიპყრო და ჩასვა ნარიყალას ციხეში, ამათ შორის იყო „სოლომონ, შანშე ამილახვრის ძე, ...
მიქელაძე ალექსანდრე პლატონის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ალექსანდრე პლატონის ძე
- გვარი
- მიქელაძე
-
ალექსანდრე პლატონის ძე მიქელაძე (15.10.1867 - 1928). ჟანდარმერიის გენერალი ვარშავაში. გენერალ-ლეიტენანტი. დაჯილდოებული იყო წმ. ვლადიმერის 3 და 4 ხარისხის, წმ. ანას 2, 3 და 4 ხარისხის და წმ. ...
- ფოტო
-
მიქელაძე ალექსანდრე პლატონის ძე
გელოვანი კონსტანტინე ლევანის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- კონსტანტინე ლევანის ძე
- გვარი
- გელოვანი
- ფოტო
-
გენერალი გელოვანი კონსტანტინე (კოწია)
ერისთავი გიორგი რევაზის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- გიორგი რევაზის ძე
- გვარი
- ქსნის-ერისთავი
-
გიორგი რევაზის (რომანის, რომანოზის) ძე ერისთავი (1812-1891) ზედმეტსახელად უწოდებდნენ "ატამანს" - სამხედრო (კავალერიის გენერალი) და საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი, ერეკლე II-ის შვილიშვილი (ანასტასია ...
- ფოტო
-
წინამძღვრიშვილი პარმენ დომენტის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- პარმენ დომენტის ძე
- გვარი
- წინამძღვრიშვილი
-
პარმენ დომენტის ძე წინამძღვრიშვილი (1784 - 1846) - დეკანოზი, უფროსი ძმა დეკანოზ პანტელეიმონისა. ძმაზე უფროსი იყო 20 წლით.
მარიამ დედოფალმა პარმენი დაიბარა მოსკოვს 1813 წელს. იქვე შერთო ცოლი ...
გედევანიშვილი ივანე გაბრიელის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ივანე გაბრიელის ძე
- გვარი
- გედევანიშვილი
- სხვა სახელი, გვარი
- იონა მროველი
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1737 - 1821
-
ივანე გაბრიელის ძე გედევანიშვილი (1737 – 1821). იონა მროველი, რუისის მიტროპოლიტი. კათალიკოსის სარდლის გაბრიელ გედევანიშვილის შვილი (ერისკაცობაში ივანე) – იონა დაიბადა 1737. ანტონ კათალიკოსმა ...
ჩოლოყაშვილი მიხეილ ივანეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- მიხეილ ივანეს ძე
- გვარი
- ჩოლოყაშვილი
-
მიხეილ ივანეს ძე ჩოლოყაშვილი (1802 - 1847) - 1833 წელს თუშეთის პრისტავია, შემდეგ თუშ-ფშავ-ხევსურეთის ოკრუგის უფროსი, მაიორის ჩინით. ზისერმანის სიტყვით, მ. ჩოლოყაშვილი იყო "გაუნათლებელი, მაგრამ ...
პოპოვა პრასკოვია პეტრეს ას.
- სახელი, მამის სახელი:
- პრასკოვია პეტრეს ას.
- გვარი
- პოპოვა
-
პრასკოვია პეტრეს ას. პოპოვა (Попова Прасковья Петровна). - ჭილაშვილი იაგორ (გიორგის) მეუღლე, დიმიტრი ყიფიანის სიდედრი). ჯვარი დაიწერეს 23 აპრილს 1813 წელს. პრასკოვია პეტროვნამ ისწავლა ქართული ...
ციციშვილი ზაქარია დავითის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ზაქარია დავითის ძე
- გვარი
- ციციშვილი
-
ზაქარია დავითის ძე ციციშვილი (1805 - ?) - 1832 წლის შეთქმულების საგამომძიებლო კომისიას უჩვენა, რომ ის 27 წლისაა. პუპლია ორბელიანის ჩვენებით, როცა შეთქმულებმა თითოეულ თავადს შეაწერეს გარკვეული ...
იური ჩიქოვანი
- სახელი, მამის სახელი:
- იური კონსტანტინეს ძე
- გვარი
- ჩიქოვანი
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1937-2018
-
იური კონსტანტინეს ძე ჩიქოვანი (1937-2018) - პროფესიით ფილოლოგი, ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ჭადრაკში. წლების განმავლობაში მუშაობდა ილია ჭავჭავაძის ...
სავარსამიძე ლეონტი იაკობის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ლეონტი იაკობის ძე
- გვარი
- სავარსამიძე
-
ლეონტი იაკობის ძე სავარსამიძე (1778-1838) - გენერალ-მაიორი, დაიბადა მოზდოკში, მოზდოკში მცხოვრები ქართველი ღარიბი თავადის ოჯახში.
1804 წლის 1 იანვრიდან ყაბარდოს პოლკის კაპიტანია. 1818 ...