ორბელიანი ზაალ დიმიტრის ძე
- ზაალ დიმიტრის ძე
- ორბელიანი
-
ზაალ დიმიტრის ძე ორბელიანი (1738–1808). ასპინძის ომის მონაწილე. 1770 წ. ერეკლე II-მ გაგზავნა ის ეკატერინე მეორესთან. მას უნდა ეუწყებინა დედოფლისათვის ასპინძასთან ომში გამარჯვება, გადაეცა ზოგი რამ ნადავლ–ალაფი (ორი ტყვე ოსმალო, ერთი ლეკი და ბაირაღები), ეთხოვა დაპირებული არტილერიის გამოგზავნა საქართველოში და მოეხსენებინა რომ გენ. ტოტლებენმა ბრძოლის დროს თავი მიანება ერეკლეს.
1774 წელს ზაალ ორბელიანს ამბავს მიუტანდნენ, რომ ერეკლე მეფე მას დაჭერას უპირებს. ზაალ ახალციხეში ჩამოვიდა, დაიჭირეს და მაშინ გამოტყდა: ბაკუნინმა მითხრა, ხელმწიფე ერეკლეს უწყრებაო. მე ვუთხარი, რაკი ესეა, ან რუსს ვისმე უბოძოს ქვეყანა და ან მეფე სოლომანსაო.
მეფე ერეკლეს დროს ზ. ორბელიანი „იყო შემკრები სურსათისა“ ზაალ ორბელიანს ცოლად ჰყავდა სოფიო ქსნის ერისთავის იესეს ქალი. ამათ ჰყავდათ 4 ვაჟი: 1. დიმიტრი (გენ. ლეინტენატი, ცოლად ჰყავდა ანა ამილახვარი; უშვილო). 2. ბეგლარ (პოლკოვნიკი. ცოლად ჰყავდა გრიგოლ დადიანის ქალი ეკატერინე; უშვილო) 3. ყაფლან (მაიორი, სიღნაღის კომენდანტი). 1812 წ. ამისი ქალი სოფიო გათხოვდა როზენის ჩინოვნიკ ბეზაკზე. 4. გიორგი და ერთი ქალი მარიამი, რომელიც 1798 წ. გათხოვდა ვახტანგ გურიელზე.
ზაალ ორბელიანი გარდაიცვალა 1808 წელს. საფიქრებელია, რომ ზ.ო. რუსეთის დაზვერვის თანამშრომელი ყოფილიყო. “Сулеиман-паша Ахалцихский в осетинцах всегда имел конфедентовь равно как и в самой грузии где подозреваем бил втом кн. Заал Орбелианов“.
- თავადი (ქართლი)
- მაქსიმე ბერძნიშვილი - მასალები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის II ტომი
-
ორბელიანი გუქა დიმიტრის ას.
- სახელი, მამის სახელი:
- გულქან დიმიტრის ას.
- გვარი
- ორბელიანი
- სხვა სახელი, გვარი
- გუქა ორბელიანი; გუქა ნათალიშვილი
-
გუქა დიმიტრის ასული ნათალიშვილი. დიმიტრი ორბელიანის ასული და აზნ. გორჯასპი ნათალიშვილის - ფარეშთუხუცესის გივი ნათალიშვლის ვაჟის - მეუღლე (პუპლიას მამიდა).
ალექსანდრე ჭავჭავაძე უჩვენებს: როცა ...
ბაგრატიონ-დავითაშვილი სოლომონ შანშეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- სოლომონ შანშეს ძე
- გვარი
- ბაგრატიონ-დავითაშვილი
- სხვა სახელი, გვარი
- სოლომონ ბაგრატიონ-დავითიშვილი
-
სოლომონ შანშეს ძე ბაგრატიონ–დავითაშვილი. ამათი ოჯახი ცხოვრობდა ს. ხელთუბანს. 1804 წ. მეფის მთავრობამ 30 ქართველი შეიპყრო და ჩასვა ნარიყალას ციხეში, ამათ შორის იყო „სოლომონ, შანშე ამილახვრის ძე, ...
ტარსაიძე ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე
- გვარი
- ტარსაიძე
-
ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე ტარსაიძე (1855-1917) - იურისტი, თეატრალური მოღვაწე (ერთხანს იყო "ქართული დრამატული საზოგადოების" თავჯდომარის მოადგილე).
დამთავრებული ჰქონდა ხარკოვის უნივერსიტეტის ...
ჯავახიშვილი ესტატე თეიმურაზის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ესტატე თეიმურაზის ძე
- გვარი
- ჯავახიშვილი
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1772 - 1833
-
ესტატე თეიმურაზის ძე ჯავახიშვილი (1772 – 1833 წ. შემდეგ). 1832 წ. შეთქმულების საგამოძიებლო მასალებში ნათქვამია, რომ ესტატე ჯავახიშვილი 1832 წ. არის 60 წლისა, ე.ი. დაბადებულა 1772 ...
- ფოტო
-
თავად ჯავახიშვილების გერბი
მაჩაბელი ვასილ გიორგის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ვასილ გიორგის ძე
- გვარი
- მაჩაბელი
-
ვასილ გიორგის ძე მაჩაბელი (1845 - 1918) იურისტი, ნაფიცი ვექილი. ივანე მაჩაბლის უფროსი ძმა; დიდხანს ცხოვრობდა პეტერბურგში, დამთავრებული ქონდა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტი, ...
- ფოტო
-
შვილი - ილია მაჩაბელი
ჩოლოყაშვილი მიხეილ ივანეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- მიხეილ ივანეს ძე
- გვარი
- ჩოლოყაშვილი
-
მიხეილ ივანეს ძე ჩოლოყაშვილი (1802 - 1847) - 1833 წელს თუშეთის პრისტავია, შემდეგ თუშ-ფშავ-ხევსურეთის ოკრუგის უფროსი, მაიორის ჩინით. ზისერმანის სიტყვით, მ. ჩოლოყაშვილი იყო "გაუნათლებელი, მაგრამ ...
ჭავჭავაძე იასონ ივანეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- იასონ ივანეს ძე
- გვარი
- ჭავჭავაძე
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1804-1857
-
XIX ს. პირველი ნახევრის გამოჩენილ ქართველ გენერალთა შორის ერთერთი თვალსაჩინო ადგილი უკავია იასონ ივანეს-ძე ჭავჭავაძეს. იგი დაიბადა 1804 წელს წინანდალში.
იასონი იყო რუსეთ-ირანის 1826-1827 და ...
ფურცელაძე დავით სოლომონის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- დავით სოლომონის ძე
- გვარი
- ფურცელაძე
-
დავით (დათიკო) სოლომონის ძე ფურცელაძე (1854 - მიახლ. 1920) - ხალხოსანი, იურისტი, დამთავრებული ჰქონდა თბილისის გიმნაზია. იგი თავის დასმენის ქაღალდებში ნახსენები ჰყავს იაგორ იოსელიანს. დ. ფურცელაძეს ...
სავანელი გიორგი ივანეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- გიორგი ივანეს ძე
- გვარი
- სავანელი
- სხვა სახელი, გვარი
- გიორგი ივანეს ძე ბაქრაძე
-
სავანელი (ბაქრაძე) გიორგი ივანეს ძე. მოზდოკიდან გადმოსახლებული დუშეთს. თავისი ნამდვილი გვარი შეინარჩუნა, არ დაუკარგავს დავით ხმალაძესავით, რომლის გვარი მის ჩამომავლებს „მოზდოკელად“ გადაუკეთდათ. ...
დადიანი ნიკოლოზ ტარიელის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ნიკოლოზ ტარიელის ძე
- გვარი
- დადიანი
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1844-1896
-
ნიკოლოზ (ნიკო) ტარიელის ძე დადიანი (1844-1896) - მწერალი, ისტორიკოსი. 1880-იან წწ. - "ვეფხისტყაოსანის" ტექსტის დამდგენი კომისიის წევრი, მწერალ შალვა დადიანის მამა; გამოირჩეოდა ორატორული ...
თარხან-მოურავი იოსებ ესტატეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- იოსებ ესტატეს ძე
- გვარი
- თარხან-მოურავი
- სხვა სახელი, გვარი
- (იოსია თარხან-მოურავი, იოსებ თარხნიშვილი)
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1899-1974
-
იოსებ (იოსია) ესტატეს ძე თარხან-მოურავი (თარხნიშვილი) (1899-1974) - მსახიობი, რეჟისორი. 1926 წელს გადაიღეს ფილმში „მე-9 ტალღა“ ჟორჟის როლში (რეჟისორი მიხეილ ბარსკი), 1927 წელს ფილმში „მაქსიმ ...
- ფოტო
-
მსახიობი ნუნუკა (ნინო) თარხან-მოურავი
ჭავჭავაძე ალექსანდრე ზაქარიას ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ალექსანდრე ზაქარიას ძე
- გვარი
- ჭავჭავაძე
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1870 - 1930
-
ალექსანდრე ზაქარიას-ძე ჭავჭავაძე დაიბადა, 4 ივლისს 1870 წელს წინანდალში.
1896 წელს ალექსანდრე დაქორწინდა იმპერატრიცის ფრეილინაზე, მისი უმაღლესობის მეფის კარის შტაბმეისტერის ...
- ფოტო
-
მარია როდზიენკო-ჭავჭავაძე