50000+ სხვადასხვა გენეალოგიური მონაცემები, ბიოგრაფიები, ფოტო...

 

 A | B | C | D | E | F | G | H | I | J | K | L | M | N | O | P | R | S | T | U | V | W | Y | Z

А | Б | В | Г | Д | Е | Ж | З | ИК | Л | М | Н | О | П | Р | С | Т | У | Ф | Х | Ц | Ч | Ш | ЩЭ | Ю | Я

გურიის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა"

იმერეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა"

ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850წ. "ბარხატნაია კნიგა"

ქართველები I მსოფლიო ომში

ადგილობრივი მმართველობის აპარატი ერთიანი საქართველოს სახელმწიფოს ტერიტოტიულ პრინციპზე იყო დაფუძნებული. სამეფოს ტერიტოტია სამხედრო – ადმინისტრაციული ერთეულებად – საერისთავოებად და სამეფო დომენად – იყოფოდა. საერისთავოებს სათავეში ედგნენ ერისთავები და ერისთავთ–ერისთავები, რომელთაც ხელთ ეპყრათ ადმინისტრაციული  და სასამართლო ძალაუფლება. ერისთავები სამეფო ხაზინაში გადასახადების შემოტანას ადევნებდნენ თვალყურს. ომის დროს მათ თავიანთი საგამგეოდან შესაბამისი სამხედრო ძალა გამოჰყავდათ. ერისთავებს მეფე ნიშნავდა და ისინიც მას ემორჩილებოდნენ. ერისთავები განსაკუთრებული სარგოს სახით მოსახლეობისაგან „საერისთავო“ გადასახადს იღებდნენ. ერისთავის შემდეგ საერისთავოში უმაღლესი მოხელე გამგებელი ჩანს. საერისთავოების ადმინისტრაციულ და ფინანსურ საქმეებს ერისთავებზე დამოკიდებული მწიგნობართუხუცესები და მოლარეთუხუცესები განაგებდნენ. საერისთავოები თავის მხრივ სახევისთავთ-სახევისუფლოებად და საციხისთავოებად იყოფოდა; ციხისთავსა და ხევისუფალს საერისთავოში მნიშვნელოვანი როლო ეკისრებოდათ.

 საქართველოს სახელმწიფო საზღვრებზე არსებობდა საერისთავოთა ერთი ნაწილი, რომელთაც მონაპირე ერისთავები ეწოდებოდათ. მონაპირე ერისთავებს ევალებოდათ: საქართველოს საზღვრების დაცვა, სამხედრო დაზვერვის წარმოება და სამეფო კარისთავის მეზობელი ქვეყნების მდგომარეობის შესწავლა და შეტყობინება.

 ერისთავები სახელმწიფო საბჭოს სხდომებში მონაწილეობს იღებდნენ და განსაკუთრებული უფლებებით სარგებლობდნენ.

 საქართველოს ერთიანი სამეფოს დაშლილობის ხანისა და ცალკეულ სამეფო–სამთავროებად დაშლის შემდეგ ერისთავთა და დიდებულთა ერთი ნაწილი სათავადოების ნახევრად–დამოუკიდებელ მფლობელად იქცა, რომელთა მამულები მემკვიდრეობით გადაეცემოდა.




ქავთარაძე

ქავთარაძეები - აზნაურული გვარი საქართველოში. ქავთარაძეების გვარი ერთ–ერთ ძველ გვარად ითვლება საქართველოში. XII საუკუნის ძველ ქართულ ხელნაწერთა ძეგლის საუკეთესო ნიმუშში „სულთა მატიანეში“ მოხსენიებულია ქავთარაძეთა გვარი, როგორც მაჭახელას ხეობის ერთ–ერთი ძველი მკვიდრი გვარი.

 XII–XIII ...


ავალიშვილი

ავალიშვილები - ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. დაწინაურდა XV–XVII სს. ძველი თორის მხარეში (ახლანდელი ბორჯომის ხეობა). აქ ჩამოყალიბდა ავალიშვილების სათავადო (საავალიშვილო). 1535–45 წწ. საავალიშვილო იმერეთის სამეფოში შედიოდა. 1545 წლიდან სამცხე საათაბაგოში. XVI ს-ის 70–80–იან წლებში ოსმალებმა ...


მუსხელიშვილი

ამათნი წინაპარნი არიან ოდიშიდგან მოსრულნი გვარითა მასხულავანნი და მერე გაუვარდათ სახელისა ცვლილებისა გამო მუსხელიშვილებად შთამომავლობათა ამისთა. დროსა მეფისა ვახტანგისას ჰსჩნდენ ესენი აზნაურად წელსა 1657  და არიან ესენიცა ტრაკტატსა შინა მოხსენებულნი აზნაურად.

 ავთანდილ მუსხელიშვილი 1721 წელს ...


აბულაძე

აზნაურული გვარი ქართლსა და იმერეთში. იყვნენ ქსნის საერისთაოს აზნაურები. ქაიხოსრო აბულაძე იმერეთის სამეფო ტახტის აზნაური და სამეფო მოურავი. ქაიხოსრო აბულაძე იყო მეფე სოლომონ I–ის უახლესი მრჩეველი. ერთ–ერთი ისტორიული ცნობით, ქაიხოსრო აბულაძეს არ მოსწონდა ერეკლეს მიერ ახალციხის დაპყრობა და ცდილობდა ...


გეგეჭკორი

აზნაურული გვარი ოდიშში. სამთავრო აზნაურები. ერთ–ერთ ძველ საბუთში მოხსენებულია იოვანე გეგეჭკორი, რომელსაც გრიგოლ ჭყონდიდელმა, მიტროპოლიტმა ბეჟან დადიანის შვილმა წყალობის წიგნი მისცა.

 დავით დადიანის კარზე, რუსულ კანცელარიაში მდივნად იყო ანდრო გეგეჭკორი, როგორც დავით დადიანის ძმა, გრიგოლ ...


გეგიძე

აზნაურული გვარი გურიაში. მაჭუტაძეების აზნაურები. კ. ბოროზდინი სამეგრელოში“ საინტერესო ცნობას გვაწვდის გეგიძეების შესახებ“. იმერეთის მეფე სოლომონი გურიის მოსაზღვრე სოფ. საჯავახოში მისულა. თავადი მაჭუტაძე გაქანებულა მეფესთან თაყვანისსაცემად. მეფე მეტისმეტად მოფერებია და საჩუქრად რაიონში დაჭერილი ...


ღუდუშაური-შიოლაშვილი

გადმოცემის თანახმად, ღუდუშუარი გვარის სადავეები ვახტანგ გორგასლის დროიდან მოდის. ვახტანგ გორგასლის დროს ბრძოლაში თავი გამოუჩენია ვინმე სნოს, მეფეს მისი ვაჟი მოუნათლავს და ღუდუშაური დაურქმევია, ბავშვის სახელზე კი ციხე აუშენებია, სიმამაცით გამოირჩეოდა შიოლა ღუდუშაური, რომელიც XVII საუკუნეში ...


თურმანიძე

აზნაურული გვარი საქართველოში. ცნობილ მკურნალთ საგვარეულო პირველად მოიხსენიება XI საუკუნეში. იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპში მოიხსენიებიან ესენბულ და ნინო თურმანიძეები. 1523 წლით დათარიღებულ ერთ–ერთ საბუთში მოიხსენიებიან როსტევან და ხოსრო თურმანიძეები.

 რუსეთ–თურქეთის ომის დროს 1854–1865 ...


მხეიძეთა სათავადო

მხეიძეთა გვარი უძველესი და „უწარჩინებულესი“ ფეოდალური გვარი ჩანს იმერეთის სამეფოში. იოანე ბატონიშვილი ქართველ თავად–აზნაურთა გვარების „აღწერაში“ მხეიძეთა შესახებ ამბობს: „ფხეიძე არიან ძირით სალიპარიტიანნი, ნათესავნი ორბელიანი ლიპარიტისო“, იოანე ცდება, რა თქმა უნდა, როცა ლიპარიტს ორბელიანად თვლის. ...



ამირეჯიბები

ერთ-ერთი ძლიერი და გავლენიანი გვარი ამირეჯიბები (ამირაჯიბები) ფეოდალური საქართველოს ქართულ ისტორიულ წყაროებში  XII-XIII ს.ს. იხსენიებიან, როგორც ცენტრალური სახელმწიფო აპარატის მოხელეები, მანდატურთ-უხუცესის თანაშემწეები, ეჯიბთა-კარისკაცების უფროსები, სავაზიროს წევრები სათათბირო ხმით. ამირეჯიბს ...


ჯაყელი

 ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. XIII საუკუნის ბოლოდან სამცხე–სათაბაგოს მთავრები.

 „XIII–XIV სს. ჯაყელები, როგორც წარჩინებული ფეოდალები, სამცხის მთავრები არიან. გვარის სახელწოდება წარმოსგება ჯაყისწყლის ხეობაში მდებარე ჯაყის ციხიდან, ჯაყელების საგვარეულოს ფუძემდებელი ჩანს ბეშქენი. მისმა ...