აღდგომა გურიაში
-
გურულს ძლიერ ბევრგვარი დღესასწაული, ხატობა და სხვადასხვა რიტუალი აქვს და, მაშასადამე, მრავალგვარი მიზეზიც აქვს გაერთოს, ისიამოვნოს, ჯარში გაერიოს, თავი ისახელოს, მასზე სხვები ალაპარაკოს. ყველახე მეტად კი ეს მას ეხერხება აღდგომის დღეებში.
გურულს ყველა „დღესასწაული“ უყვარს, მაგრამ კალანდასა და აღდგომას არაფერი ურჩევნია. აღდგომა პირველი გაზაფხულის დღესასწაულია, მასში ქრისტიანული, წარმართული ერთიმეორეში ლამაზად არის შეზავებული, სიცოცხლის ხალისი, გამრავლების ლტოლვა არის ჩაწმახნულ-ჩაქსოვილი. ქრისტეს „მკვდრეთით აღდგომას“ ის თავის აღდგომასაც, თავის ცხოვრების გადახალისება-გაუმჯობესებასაც უკავშირებს, ბრწყინვალე მომავლის იმედი აღაფრთოვანებს, როგორც თვით ბუნება იცვლის ფერს, ზამთრის სუსხისაგან გაძარცული, ტიტველი, მწვანით იმოსება, ირთვება, კეკლუცდება, გურულიც, რაგინდ ღარიბი იყოს, ასევე ცდილობს „კანი გამოიცვალოს" –- ახალ-ახალი ხალათით მოირთოს, მოიკაზმოს, მოძრავსა და ცოცხალ ყვავილს დაემსგავსოს. როგორც ამ დროს ბუნების ყოველგვარი ქმნილება ცელქობს, გალობს, ჟღურტულობს, ტოლ-სწორს ეძებს, ასევე იქცევა გურულიც. ბუნების საერთო ფერხულში ისიც ებმის და ბუნების საერთო ჰარმონიაში მას დისონანსი არ შეაქვს. ამ დროს გურული რჩეულსა და „სანთლით ნაძებარ“ მაყარს მოგაგონებთ, მაყარს, რომელიც ყველაფერში პირველია და ყველაფერი ეხერხება: ცეკვა, სიმღერა გალობა, მოლხენა, ღვინის სმა, ენამზეობა, გადახტომ-გადმოხტომა, შეხტომა, სირბილი, თამაში, ჭიდაობა, ჯირითი, ნიშანში სროლა, ჩონგურის დაკვრა დაღიღინება, ლამაზების გულის აფორიაქება.
აღდგომა და აღდგომის დღეებე გურულისათვის ნამდვი-ლი ხალხური ოლიმპიადა იყო. ერთი სოფლის, ერთი ეკლესიის მრევლი, სოციალური და სქესობრივი განსხვავების მიუ-ხედავად ერთიმეორეს ეჯიბრებოდა სხვადასხვა გართობა-თამაშ–სიმღერა-ცეკვამი მორთვა-მოკაზმამი სილამაზეში, “ზრდილობა-სიდარბაისლეში და, თუ გნებავთ, სიტყვა-პასუხშიც და გარებ-გამორებაშიც. „გარებ-გამორება გშვენის..." (ხალხური ლექსი).
ძლიერ ხმირად აღდგომის დღესასწაულზე სოფლური ოლიმპიადა სასიძოსა და სარძლოს არჩევაში გადამწყვეტ როლს თამაშობდა. აქ, ქალ-ვაჟის ყველაფერს ფასი ჰქონდა, ყველაფერი სასწორზე იწონებოდა: ჩაცმა, დახურვა, სიტყვა- პასუხი, გარებ-გამორება, ჯარში თავის დაჭერა, გაცინება, დამთქნარება, დახველება, ცეკვა-თამაში, დაკვრა, ღიღინი, სიმღერა, მუხლი, მკლავის ძალა, იერი, თვალ–ტანადობა.
ყოველივე ამას გურული მტკიცე ანგარიშს უწევდა და აღდგომისათვის დამარხვების დღიდანვე, ესე იგი 40-–50 დღით ადრე იწყებდა საამისო მზადებას.
სააღდგომო სასმელ-საჭმელს გურულისათვის დიდი მნიშვნელობა არ პქონდა (როგორც საკალანდოთ), მთავარი საზრუნავი იყო საგარეო ტანსაცმელი, ჩაცმა-დახურვა, მორთვა-მოკაზმვა. „თვალი სვამს და თვალი ჭამსო“, იტყოდა გურული და ცდილობდა, ნაღდით იქნებოდა თუ ვალითა და ვახშით, „საგარეო გამოსაჩენი პირი“ ჰქონოდა... ცხადია, ამ მხრივ უპირატესობა ეძლეოდა გასათხოვარს და ცოლმოსაყვანს, ყველაზე ლამაზად, ახლით ჩაცმულ-დახურული ესენი უნდა ყოფილიყვნენ, ამის შემდეგ კი წვრილფეხობა. აღდგომას წირვაზე და სათამაშოზე გაუსვლელი არავინ არ რჩებოდა, ყველა უნდა გამოფენილიყო და, მაშასადამე, ყველას კარგად სცმოდა.
შეუძლებელი და წარმოუდგენელი იყო გურულ ახალგაზრდას, რაგინდ ღატაკი არ უნდა ყოფილიყო, სააღდგომოდ ახალი პერანგი (წითელი კვერცხებისათვის ჯიბედაკერებული) და ახალი წუღა არ ჰქონოდა. მაგონდება ჩემი სიყრმე. აღდგომაზე 40 დღით ადრე დამპირდებოდნენ, თუ გამგონი იქნები სააღდგომოდ პერანგსა და პაპუცას (ჩუსტს) გიყიდითო. მეც გულმოდგინედ ვეზიდებოდი წყალსა და ფიჩხს. აღდგომის მერმე მეტყოდნენ: პერანგი დიდხანს გაგიძლებს ამაღლებამდე წყლის მოტანას თუ არ დაიზარებო... მეც მჯეროდა და ამრიგად, ერთი პერანგის და მისი გამძლეობის გულისათვის 4 თვეს წყალს „ვთრაქავდი“,
იმჟამად 10–-12 წლამდე არც ვაჟსა და არც ქალს არ ერცხვინებოდა მარტო პერანგის ამარაც რომ ყოფილიყო, და თუ პერანგის საყელო გვირისტით იყო ნაკერი და მასთან ჯიბეც ჰქონდა, ის ხომ საუკეთესოდ ითვლებოდა, ამიტო დიდსა და პატარას აღდგომის გათენება ძლიერ უხაროდა. გურულს თუ უნდოდა რაიმე ფრიად სასიხარულო და სასიამოვნო აღენიშნა, იტყოდა: „აღდგომის გათენებასავით გამეხარდაო“, ან კიდევ „აღდგომის კვერცხივით მომენატრაო“, „ჩემთვის დღეს აღდგომის დღე არისო“, „აღდგომისფერი დღე არისო“ და სხვა.
ყოველივე ამის შემდეგ გასაკვირი არაფერი იყო, თუ ყველა ცდილობდა თავის შეძლების კვალობაზე აღდგომას მიგებებოდა... მეფართლე ვაჭრები საგანგებოდ იმარაგებდნენ სააღდგომო „ხალათს“ იაფფასიან (არშინი ორი-ხუთი შაური), მაგრამ მხიარულ ჭრელა-ჭრულა ჩითეულს. ხარაზებიც თავისი ნოქრებით დღიან-ღამიან მუშაობდნენ, კერავდნენ ლამაზ წუღებს, უძიროებს, საცეკვაო მესტებს, შვიდაბაზიან ქუსლიან „ბაშმაკებს"... სხვადასხვა ზომისა და ფერის ტყავის
ბურთებს. მეწვრილმანეები აღდგომამდე 15--20 დღით ადრე გამოფენდნენ კვერცხის საღებავ ჭიაფერს, მეფურნეებიც იძენდნენ საპასბქე ფქვილსა და პასქის მოსამზადებელ სხვა მასალას.აღდგომის 15––20 დღით ადრე საფართლო დუქნები მთელი დღე ვაჭრობდნენ... სოფლად დახელოვნებული ოსტატი მკერავი ჭალები ღამესაც კი „ტეხდნენ“ -- გამუდმებით კერავდნენ: კაბას (წელზედას და წელქვედას), ახალუხს და ჩოხას. გასამრჯელოს უფრო ხშირად იღებდნენ ნატურით ან ყანაში მიხმარებით. ზოგჯერ კი ფულითაც, უმეტესობა სჯერდებოდა ოჯახური ძალ-ღონით შინ შეკერილს. აღდგომამდე ორი დღით ადრე (წითელ პარასკევს და დიდ შაბათს) დაასუფთავებდნენ ეზოს, ჩამოხვეტდნენ სამზადი სახლის ჭერს, დააკრიალებდნენ სახლს, დარეცხავდნენ ჯამ-ჭურჭელს, გადაფხეკდნენ და წყალს გადაავლებდნენ კვერცხებს.. შაბათს საღამოს დაამზადებდნენ სააღდგომო სადილს –- უფრო საუზმეს (იმ დღეს სადილისათვის არავის ეცალა), და მხიარული, მო-
ღიმარი სახით ადრე დაწვებოდნენ, რადგან შუაღამეზე ყველანი უნდა ამდგარიყვნენ.სწორედ შუაღამისას დაირეკებოდა ეკლესიის ზარი, მოხუცები ზარის ხმაზე სასოებით პირჯვარს გადაიწერდნენ და „დიდება შენდა, უფალო“, იტყოდნენ. ჭრაქის ან ცეცხლის შუქზე ყველანი მოირთვებოდნენ, ჯიბეში წითელ კვერცხებს ჩაიწყობდნენ ღა გარდა საპყრისა და მძიმე ავადმყოფისა, ეკლესიისაკენ გაეშურებოდნენ, გზას ინათებდნენ ზოგი მუგუზლით და ზოგი ბლის ტყავის ჩირაღდნებით (ბლის ქერქი ბურეჭში ჩარჭობილი). ეკლესია და სასაფლაო მუდამ ერთად იყო... საფლავების უმცირესობას უბრალო მოგრძო რიყის ქვა ჰქონდა „სასტუმლად“, ზოგს კი –- ქვის ჯვარი. ყველა საფლავი განათებული იყო ჯვრებზე თუ ქვებზე მიწებებული შინ ჩამოქნილი წმინდა სანთლებით, იქვე ეწყო პატარ-პატარა, ყვითელი კოჭით შეზავებული პასქა და შეღებილი სამ-სამი კვერცხი (აუცილებლად კენტი რიცხვი). ზოგ პასქაში ანთებულ სანთელს არჭობდნენ. ყველა სანთელე ერთნაირი ზომის არ იყო.
რამდენიმე საფლავთან მოგრძო სუფრა ან მრგვალი მაგიდა იყო დადგმული. ზედ ეწყო პასქები, შემწვარი გოჭი, ან ბატკანი, თეფშით წითელი კვერცხები, მარილი, ტაბლა (ღომის ფქვილიდან აცხობდნენ, რძით ან სველით--შრატით--ზელდნენ დღა ყველით ხაჭაპურივით ტენიდნენ, მაგრამ ხაჭაპურს ყველი ერთ ფენად აქვს, ტაბლას კი –– 2 და 3 ფენად), დოქით ღვინო. ეს საკურთხი იმ მიცვალებულს ეკუთვნოდა, რომელიც ჯერ მთლად გამოგლოვილი არ იყო. ყველა საფლავ-
თან იმყოფებოდა თითო ან ორი ჭირისუფალი ქალი ან კაცი მოზარდის თანხლებით.
აღდგომას ღამის წირვა სრულდებოდა შემდეგი წესით: აღდგომის ლიტანია... ეკლესიაში შებრუნება... წირვა... სახარების კითხვა, ორივეს მიერ (მღვდელი, დიაკონი)...
მთავარი დიაკონი: „პირველიდან იყო სიტყვა!“.. მღვდელი საკურთხევლიდან: „პირველიდან იყო სიტყვა!“ მთავარი დიაკონი: „პირველიდან იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღვთისმიერ“... მღვდელი იმეორებს იმასვე... ზარების სადღესასწაულო რეკვა და გალობა, ქრისტე აღსდგა და განათლდი, განათლდი!წირვის გათავება: ეკლესიიდან გამოსვლა, ერთიმეორისათვის მილოცვა, კოცნა, კვერცხებით მტეხლობა. რამდენიმე ჭაღარა კაცი სამრეკლოზე დაკიდებულ ზარს კვერცხებს ესვრის, თუ მოახვედრა, მთელ წელიწადს მუცელი არ ასტკივდება... სიცილი, ეკლესიიდან შემოსილი მღვდლის გამოსელა, საკურთხების დაკურთხება, საუზმეზე მიპატიჟება და გახსნილება... თითო-ოროლა ლუკმა და „ქრისტე აღსდგა“... დასებად დაყოფა, ტოლი-ტოლს „ემტეხლება“ როგორც კაცები, ისე ქალები. კვერცხის კბილებზე რაკუნი... ბავშვები კვერცხს არჩევენ და სჭამენ... "შეღებილი ტუჩები... მზის ამოსვლისას ოჯახში დაბრუნება... სახელდახელო სადილი და სათამაშოზე გასვლა.
აპოლონ წულაძე