ENG  RUS

50000+ სხვადასხვა გენეალოგიური მონაცემები, ბიოგრაფიები, ფოტო...

 A | B | C | D | E | F | G | H | I | J | K | L | M | N | O | P | R | S | T | U | V | W | Y | Z

А | Б | В | Г | Д | Е | Ж | З | ИК | Л | М | Н | О | П | Р | С | Т | У | Ф | Х | Ц | Ч | Ш | ЩЭ | Ю | Я

გურიის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა" [რუსულად. ორიგინალში ამ ენაზე შეადგინეს ეს სიები]

იმერეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა" [რუსულად]

ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850წ. "ბარხატნაია კნიგა" რუსულ ენაზე. სამივე წიგნი მოცემულია ისე როგორც შედგა 1850 წელს.

 „ესენი არიან ძველადვე ახალციხელნი კალმახის ადგილის გვარისანი. ამათი წინაპარნი ვინმე გათათრდა და უწოდეს სულაღად. ხოლო ამის შთამომავლობისანი, რომელთაც მიიღეს მაჰმადიანობა, მოვიდნენ საქართველოსა შინა მეფობისა ბაგრატისასა წელსა 1375–სა და მეფემან მიიღო თავადობისა ხარისხითა და ებოძა გვარადა სოლოღაშვილისა და არიან მუნითგან მცხოვრები სომხითსა, რომელნიმე გადმოვიდნენ რუსეთსა და დაშთნენ, ხოლო სხვანი ამათნი დაშთნენ ქართლსავე შინა და აწ არიან: იესეს შვილები, ზაზას შვილები და სხვანი ძმანი მათნი“. სოღოლაშვილები იყვნენ მებატონეები, მათ ეკუთვნოდათ მამულები და ჰყავდათ ყმა–გლეხები ალგეთში, ჭაპალში, კუმისში, საყალტუნთში, ურცევანში, ძველ გომარეთში, ტაბახმელაში, საღოზიში, ტაგნაგეთში, ასურეთში, შინდასში და საქუდეში.

1525 წლის შეწირულობის წიგნში მიცემული დავით მეფის სახლთუხუცესის და მწიგნობარი მაფრი ივანე სოლოღაშვილი.

ლევან ბერაია



ღუდუშაური-შიოლაშვილი

 გადმოცემის თანახმად, ღუდუშუარი გვარის სადავეები ვახტანგ გორგასლის დროიდან მოდის. ვახტანგ გორგასლის დროს ბრძოლაში თავი გამოუჩენია ვინმე სნოს, მეფეს მისი ვაჟი მოუნათლავს და ღუდუშაური დაურქმევია, ბავშვის სახელზე კი ციხე აუშენებია, სიმამაცით გამოირჩეოდა შიოლა ღუდუშაური, რომელიც XVII საუკუნეში ...

მუსხელიშვილი

 ამათნი წინაპარნი არიან ოდიშიდგან მოსრულნი გვარითა მასხულავანნი და მერე გაუვარდათ სახელისა ცვლილებისა გამო მუსხელიშვილებად შთამომავლობათა ამისთა. დროსა მეფისა ვახტანგისას ჰსჩნდენ ესენი აზნაურად წელსა 1657  და არიან ესენიცა ტრაკტატსა შინა მოხსენებულნი აზნაურად.

 ავთანდილ მუსხელიშვილი ...

ქსნის-ერისთავი

 ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. ვახუშტი ბაგრატიონი აღნიშნავს: „ხოლო იალბუზის კალთათა ქსნის ერისთავი და არა ქვენაფლაველისაგან, არამედ იტყვის ბიბილურობასა.“

 ქსნის საერისთავოს ისტორიისთვის ძირითად წყაროდ მიჩნეულია „ძეგლი ერისთავთა“. „როსტომ, ბიბილა წითლოსანი და ძენი მათნი სამოცდაათითა ...

კალატოზიშვილი

 აზნაურული გვარი კახეთში. ამათნი გვარნი რომელნიმე ატყვიან კავკასიის შთამომავლობათაგან, გარნა ცნობილ არიან დავით მეფის დროსა 1469 წელს და ვინაიდგან ამათ წინაპართა იცოდნენ არქიტექტურობა და კალატოზობა, ამის გამო გაუვარდათ კალატოზობა გვარად და არიან აწ მოსახლედ ქართლში რაოდენმე სახლად მდაბალ ...

არაგვის-ერისთავი

 პირველი ცნობა არაგვის ერისთავთა შესახებ 1398 წ. მცხეთის გუჯარში გვხვდება. ამირთ–ამირამ სონღულის ძემ ლომმა და მისმა ძმისწულმა ლაჩინამ მცხეთას შესწირეს, გორს აქუდაშვილისაგან ნასყიდი ზვარი. ამავე დროს ხსენებულმა პირებმა სუდარს შემოავლეს სპონდიო. ყოველივე ეს წერილობით გააფორმეს, სიგელი დასწერეს ...

ბარათაშვილი

 ქართულ ისტორიოგრაფიაში დადგენილია, რომ საბარათიანო, როგორც სათავადო საბოლოოდ XV საუკუნეში გაფორმდა, ქვემო ქართლის ტერიტორიაზე.

 ბარათაშვილების წინაპრები ქაჩიბაძეები იყვნენ და ქართლში აფხაზეთიდან მოსულან X–XIII საუკუნეებში. ისინი „ბაღვაშ–ორბელთა ნაოხარზე ნელ–ნელა აშენებდნენ ძლიერებას, ...

აბაშიძე

 ფეოდალური საგვარეულო იმერეთში, ქართლსა და კახეთში, პირველი დოკუმენტური ცნობა ამ გვარის შესახებ XV ს. მეორე ნახევარს განეკუთვნება. აბაშიძეები განსაკუთრებით დაწინურდნენ იმერეთის სამეფოში, XV–XVI სს. მიჯნაზე ზემო იმერეთში ჩამოყალიბდა აბაშიძეთა სათავადო, რომელიც განსაკუთრებით გაძლიერდა XVII ს–ის ...

ჯორჯაძე

 ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. “ესენი არიან ძველად გვართაგან ჯორჯიკ ვაშატიელის შვილთაგან შთამამავლობათაგანი, რომელნიც რანის ადგილიდგან გარდმოსახლდნენ ახალციხეს წელსა ქრისტეს აქეთ 980–სა და მერე დროსა მეფისა გიორგისასა წელსა ქრისტეს აქეთ 1466 გარდმოსახლებულ იქმნენ კახეთს გრემისა იწოდნენ ...

მმართველობის ადგილობრივი აპარატი

  XVI-XVIII სს–ში ქართული სახელმწიფოების ადგილობრივი მმართველობა რთულ სისტემას წარმოადგენდა. ამ სამოხელეო აპარატს, გამომდინარე აღნიშნული პერიოდის საერთო სიტუაციიდან, უმზიმეს პირობებში უხდებოდა მუშაობა ამას ემატებოდა ქალაქის მმართველობის განსაკუთრებულობა, უცხოური მოწოლის შედეგად თათრის „ელისა“ ...

შარაშიძე

აზნაური შარაშიძეები. - „ჩვენი წინაპრები აფხაზები ყოფილან, რომლებიც წინად შერვაშიძის გვარს ატარებდნენ და ერთ–ერთ შერვაშიძეს ძველ დროში კაცი შემოკვდომია, რის გამოც ის იძულებული ყოფილა, გამოქცეულიყო აფხაზეთიდან. მას სოხუმში გაუცვნია ვიღაცა დოლიძე, რომლის რჩევითაც ის წამოსულა გურიაში და სოფელ ...

ნამჩევაძე გრუზინოვი

 ნამჩევაძე (გრუზინოვი) - ქართული აზნაურული გვარი. ამ გვარის თვალსაჩინო წარმომადგენლები არიან რომან ნამჩევაძის შვილიშვილები ევგრაფი და პეტრე ნამჩევაძეები. რომლებცი რუსეთში გადასვლის შემდეგ. იწოდებოდნენ გრუზინოვებად. დაჯილდოვებულები იყვნენ რუსეთის უმაღლესი სამხედრო ორდენებით. პოლკოვნიკები. ...

ანჯაფარიძე

 ანჯაფარიძე (ანჯაფარია) აზნაურული გვარი ოდიშში. ანჯაფარიძეთა შესახებ პირველი ისტორიული წყარო განეკუთვნება XIII–XIV სს–ის ოთხთავს, სადაც მინაწერში მოხსენიებულია პატაი ანჯაფარიძე და ფარშავანდი ანჯაფარიძე.

 „ღმერთო და ყოვლდაწმიდაო ღვთისმშობელო, ამა ოთხთავსა წმიდანი წერია, მისო ძალო და ...