ENG  RUS

50000+ სხვადასხვა გენეალოგიური მონაცემები, ბიოგრაფიები, ფოტო...

 A | B | C | D | E | F | G | H | I | J | K | L | M | N | O | P | R | S | T | U | V | W | Y | Z

А | Б | В | Г | Д | Е | Ж | З | ИК | Л | М | Н | О | П | Р | С | Т | У | Ф | Х | Ц | Ч | Ш | ЩЭ | Ю | Я

გურიის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა" [რუსულად. ორიგინალში ამ ენაზე შეადგინეს ეს სიები]

იმერეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა" [რუსულად]

ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850წ. "ბარხატნაია კნიგა" რუსულ ენაზე. სამივე წიგნი მოცემულია ისე როგორც შედგა 1850 წელს.

 პირველი ცნობა არაგვის ერისთავთა შესახებ 1398 წ. მცხეთის გუჯარში გვხვდება. ამირთ–ამირამ სონღულის ძემ ლომმა და მისმა ძმისწულმა ლაჩინამ მცხეთას შესწირეს, გორს აქუდაშვილისაგან ნასყიდი ზვარი. ამავე დროს ხსენებულმა პირებმა სუდარს შემოავლეს სპონდიო. ყოველივე ეს წერილობით გააფორმეს, სიგელი დასწერეს და მოწმეები დაისწრეს. მოწმეებს შორის ჩანს ერისთავი შაბურისძე მიქაი: „მე ერისთავი შაბურისძე მიქაი მოწამე ვარ“. XV ს. შაბურიძეების ორი საბუთი არსებობს. ერთი 1465 წლის 23 აპრილით თარიღდება. ამ სიგელით ვამიყ შაბურიძე „საკანონოდ“ მცხეთის მამულებს სწირავს. მეორე 1474 წლის 24 ივნისით თარიღდება: იგი ბოდორნის მონასტრის ერისთავთ–ერისთავმა ვამიყ შაბურიძემ გუჯარით სოფელი ხამდაკი მისცა.

 მოტანილი ცნობებიდან აშკარაა, რომ XII–XV ს.ს. არაგვის ერისთავები შაბურიძეები არიან. როდის გახდნენ ისინი არაგვის ერისთავებად, ან როდის წრმოიქმნა არაგვის საერისთავო, ამის საბუთები არ გვაქვს.

 XVI ს–დან სიდამონიძეები იმორჩილებენ ხევის ერისთავებს. ქსნის ერისთავებს, არაგვის საერისთაოსაც შეიერთებენ და ამიერიდან ორი საერისთაო ერთ საერისთაოდ – არაგვის საერისთაოდ ხდიან.

 პოლიტიკური ცხოვრების ასპარეზზე არაგვის ერისთავები გიორგი ბრწყინვალეს დროიდან ჩანან. XIV ს. დამდეგიდან არაგვის საერისთავოს მონაწილეობის შესახებ. ქვეყნის სახელმწიფო ცხოვრებაში თითქმის არავითარი მასალა არ არის შემონახული XVI ს. დამდეგამდე. XVII ს. დასაწყისისთვის არაგვის საერისთავოს შესახებ ძვირფას ცნობას გვაწვდიან რუსი ელჩები, რუსული ცნობებიდან ირკვევა, რომ არაგვის ერისთავი „ნუგზარი, თუმცა კახეთის მეფის ყმა იყო, თავს საკმაოდ დამოუკიდებლად გრძნობდა“. ერისთავი იმდენად დამოუკიდებლად ჩანს, რომ იგი თავისი ბატონის დაუკითხავად აწარმოებს ომს მეზობელი ჩერქეზ ბატონთან. 1688 წ. ერეკლე პირველის კარზე ბარძიმს არაგვის ერისთავის მსაჯულთ უხუცესად ვხედავთ.  ერისთავებს საუკუნოვანი ბრძოლა ჰქონდათ ცენტრალურ ხელისუფლებასთან. რომელიც ერისთავების დამარცხებით დამთავრდა. ეს მოხდა XVIII ს. 60–იან წლებში. მეფე ერეკლე II–ს არაგვის საერისთაო სახასო მამულად გამოცხადდა, ხოლო არაგვის ერისთავები ორ (?) გვარად გაიყო თავად მდივანბეგივილებად და აზნაური ლალახანაშვილებად.

 

 არაგვის ერისთავები აზნაურები: კობიაშვილები, ჭილაშვილები, შაბურიშვილები, ტერიშვილები, ზანდუკელები, ჩქარეულები, ქუმსიაშვილები, ჩოფიკაშვილები, ნადირაძეები, ღუდუშაურები, ყარანგოზიშვილები, ჩრდილელები.

ლევან ბერაია



ზედგინიძე

 ფეოდალური საგვარეულო აღმოსავლეთ საქართველოში. ზედგინიძეები XIV ს I ნახევარში დამკვიდრდნენ მდინარეების რეხისა და მეჯუდის სანაპირო ტერიტორიაზე. ზედგინიძეთა ისტორიასთან დაკავშირებით მოიპოვება ცნობა ვახუშტი ბაგრატიონისა სადაც ნათქვამია: „ხოლო რომელთამე ამათ გვართა წარჩინებულების გამო მიიღეს ...

ათაბაგი

 საქართველოში ათაბაგი ერთ–ერთი უპირველესი ვაზირი იყო, რომლის უმნიშვნელოვანეს ფუნქციას ტახტის მემკვიდრის აღზრდა წარმოადგენდა. ათაბაგობის დამკვიდრება საქართველოში, მსხვილი ფეოდალების განდიდების ტენდენციის ზრდის შედეგად მოხდა. თავისი პატივით, თავიდან, იგი ვაზირთა შორის მეორეა ...

ინასარიძე

 „წარჩინებული ისტორიული საგვარეულო რაჭაში, მოხსენიებულია 1401–1413 წ.

 „ამილახუარმან გვიჩივლა... ვითა პატრონისა  ამირინდო ამილახუარისა ჟამსა შიგან პატრონმან მეფემან ბაგრატ შუა დამუხდობად ღუღაბერიძე და ინასარიძე გუიბოძნა“.

 „ინანუს იყო სომეხთა მეფეთა თანამხლებელი ბაგრატიონთა ...

საქართველოს ფეოდალური იერარქია

 ფეოდალური იერარქია საქართველოში არსებობდა ადრეული შუასაუკუნეების ეპოქიდან, რომელიც იყოფოდა ორ ძირითად ჯგუფად: თავადები და აზნაურები. თავადები წარმოადგენდნენ ფეოდალთა უმაღლეს ჯგუფს. რომელთაც ეკუთვნოდათ საკუთარი სამფლობელო-სათავადო. სათავადოები წარმოიშვა XV ს-ის ბოლოს, ერთიანი ...

გეგეჭკორი

აზნაური გეგეჭკორები.

 აზნაურული გვარი ოდიშში. სამთავრო აზნაურები. ერთ–ერთ ძველ საბუთში მოხსენებულია იოვანე გეგეჭკორი, რომელსაც გრიგოლ ჭყონდიდელმა, მიტროპოლიტმა ბეჟან დადიანის შვილმა წყალობის წიგნი მისცა.

 დავით დადიანის კარზე, რუსულ კანცელარიაში მდივნად იყო ანდრო გეგეჭკორი, როგორც დავით ...

რატიშვილი

 რატიშვილები - ფეოდალური საგვარეულო ქართლში. „თავადი რატიშვილები არიან გვარით ქსნის ერისთავნი, აზნაურად ჩამოქვეითების შემდეგ ასწყდნენ ქსნის ერისთავთაგან და გამოვიდნენ ქსნიდგან და დაეშვნენ ქსოვრის სამუხრანოს ადგილსა შინა, ხოლო ამა რატიშვილთაგანნი ბეჟანად წოდებულ იქმნ მეფის ვახტანგისაგან. ...

აბულაძე

 აზნაურული გვარი ქართლსა და იმერეთში. იყვნენ ქსნის საერისთაოს აზნაურები. ქაიხოსრო აბულაძე იმერეთის სამეფო ტახტის აზნაური და სამეფო მოურავი. ქაიხოსრო აბულაძე იყო მეფე სოლომონ I–ის უახლესი მრჩეველი. ერთ–ერთი ისტორიული ცნობით, ქაიხოსრო აბულაძეს არ მოსწონდა ერეკლეს მიერ ახალციხის დაპყრობა და ...

ბებუთაშვილი

 XVIII–XIX სს. საქართველოს თავადური გვარი. ქართლში XVI ს–ში მოვიდნენ სომხეთიდან. XVIII ს. მსხვილი ვაჭრები გახდნენ. XVIII ს. შუა წლებში თეიმურაზ II–მ აზნაურობა უბოძა. 80–იან წლებში ერეკლე II–მ თავადობა. მემკვიდრეობით ფლობდნენ თბილისის მელქ–მამასახლისისა და ნაცვლის სახელოს. ამ გვარის ყველაზე ...

წულუკიძე

 წულუკიძეები - იმერეთის ფეოდალური საგვარეულო წულუკიძეები ისტორიის ასპარეზზე პირველად ჩანან XV ს. შუა წლებში. ამ საგვარეულოს პირველი ისტორიულად ცნობილი წარმომადგენელი არის ვირშელ, როდის მოხდა წულუკიძეთა სათავადოს ჩამოყალიბება, ზუსტად განსაზღვრა ძნელია, მაგრამ სავარაუდოა, რომ ეს მოხდა ვირშელის ...

გაბაშვილი

 აზნაურული გვარი საქართველოში. ტახტის აზნაურები. აზნაური გაბაშვილი მოხსენიებულია 1635 წლის ერთ–ერთ საბუთში როსტომ მეფის დროს. (მე-18 საუკუნის ბოლოს გაბაშვილებმა იმერეთში მიიღეს თავადის წოდება).

 გაბაშვილების საგვარეულოს ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავთ საქართველოს პოლიტიკურ და ...

ნაგლაძე

 აზნაურული გვარი. თავ. ფალავანდიშვილების აზნაურები ქართლში. 1799 წლის საბუთში ნახსენებია: „...ამას წინათ ჩვენს აზნაურიშვილს ლუა [რსაბ] ნაგლაძეს თქვენთვის არზა მოურთმევნი – განთავისუფლებული ვარ და უპატრონოო. და თქვენც ოქმი გებოძებინათ: თუ შენი მოხსენებული მართალი არის ჩვენც ...

ჟორდანია

 აზნაურული გვარი სამეგრელოსა და გურიაში. სახასო აზნაურები. სამეგრელოში მამულებს ფლობდნენ ცაიშში, ცნობილია აზნაური გიორგი ჟორდანია.

 1807 წელს მამია გურიელმა ლანჩხუთის მოურავობა უბოძა აზნაურ სოსია ჟორდანიას.

 იყვნენ აგრეთვე მაჭუტაძეების აზნაურები.

ლევან ბერაია