ENG  RUS

50000+ სხვადასხვა გენეალოგიური მონაცემები, ბიოგრაფიები, ფოტო...

 A | B | C | D | E | F | G | H | I | J | K | L | M | N | O | P | R | S | T | U | V | W | Y | Z

А | Б | В | Г | Д | Е | Ж | З | ИК | Л | М | Н | О | П | Р | С | Т | У | Ф | Х | Ц | Ч | Ш | ЩЭ | Ю | Я

გურიის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა" [რუსულად. ორიგინალში ამ ენაზე შეადგინეს ეს სიები]

იმერეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა" [რუსულად]

ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850წ. "ბარხატნაია კნიგა" რუსულ ენაზე. სამივე წიგნი მოცემულია ისე როგორც შედგა 1850 წელს.

 ქართულ ისტორიოგრაფიაში დადგენილია, რომ საბარათიანო, როგორც სათავადო საბოლოოდ XV საუკუნეში გაფორმდა, ქვემო ქართლის ტერიტორიაზე.

 ბარათაშვილების წინაპრები ქაჩიბაძეები იყვნენ და ქართლში აფხაზეთიდან მოსულან X–XIII საუკუნეებში. ისინი „ბაღვაშ–ორბელთა ნაოხარზე ნელ–ნელა აშენებდნენ ძლიერებას, ორბეთი–სამშვილდის მებატონეები ხდებიან და „საორბელოსაც“ „საბარათიანოდ“ აქცევენ.

 საბარათიანოს, როგორც სათავადოს, ფუძემდებლად მიჩნეულია ბარათა ქაჩიბაძე, რომელიც XV საუკუნის პირველ ნახევარში ცხოვრობდა და ალექსანდრე პირველის (1412–1442) მოლარედ მუშაობდა.

 საბარათიანოს საზღვრების დაზუსტება არ ხერხდება. მხოლოდ დაახლოებით შეიძლება იმ ტერიტორიის მოხაზვა, რომელზედაც საბარათიანო წარმოიქმნა.

 ბარათაშვილებს – წერს ვახუშტი ბაგრატიონი – „უპყრავთ გაჩიანისა და გარდაბნის საერისთავონი ტფილისის სამხრით ვიდრე ლორე–ფარვანამდე, თვინიერ მეფის სახასოთა და შეწირულობათა ეკლესიათათა“. მაშასადამე, ვახუშტის აზრით, ბარათაშვილებს ვეებერთელა ტერიტორია უკავიათ. მართალია ამ მხარეში სამეფო–სახასო ქონებაც არის და საეკლესიო ყმა–მამულებიც, მაგრამ ეს ქვეყანა ძირითადად მაინც ბარათაშვილებს ეკუთვნით და ამიტომაა, რომ ამ მხარეს საბარათიანო ეწოდება.

 ბარათაშვილები პოლიტიკური ცხოვრების წინა პლანზე ჩანან კონსტანტინეს მეფობის დროს (1479–1504) მათი სახლი სამეფო სახლის ნათესავი ხდება, დავით ქაჩიბაძის ქალიშვილს ცოლად ირთავს დავით ბატონიშვილი. მეფის სადროშოც ამ გვარის სახელოა. XVI საუკუნეში ბარათაშვილები უკვე მეწინავე სადროშოს სარდლები არიან.

 ბარათაშვილების სახლი ძლიერი და რიცხვმრავალი იყო. თუ საბარათიანოს რეზიდენციას სამშვილდე წარმოადგენდა და აქ ამ საბარათიანოს უფროსი იჯდა. საბარათიანოს სახლის შვილები საბარათიანოს სხვადასხვა კუთხეში იჯდნენ და თვითონ განაგებდნენ თავიანთ საუფლისწულოებს. დროთა განმავლობაში ეს საუფლისწულოები ბარათიანთ სახლის გაყრის ნიადაგზე დამოუკიდებელ სათავადოებად იქცნენ. ამ ნიადაგზე საბარათიანოს ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა შემდეგი სათავადოები: საგოსტაშაბიშვილო, საგერმანოზიშვილო, საზურაბიშვილო, აბაშიშვილების სამფლობელო, ფალვანხოსროშვილები, ქავთარაშვილები, იარალიშვილები, იოთამიშვილები, საბარათაშვილო, საყაფლანიშვილო. საბარათიანო, როგორც დამოუკიდებელი სათავადო თანდათან დაკნინდა და XVIII საუკუნეში მთლიანად მოიშალა. საბარათიანოს ნანგრევებზე წარმოშობილ სათავადოებს შორის გაიშალა პირველობისათვის ბრძოლა. ამ ბრძოლაში გამარჯვებული გამოვიდნენ ყაფლანიშვილები. ასე რომ XVIII საუკუნისათვის სომხით–საბარათიანოში წამყვანი მდგომარეობა ყაფლანიშვილებს ეკუთვნით. დანარჩენი სათავადოები უფრო ფეოდალურ „სახლებს“ წარმოადგენდნენ, ვიდრე სათავადოებს.

 გოსტაშაბიშვილები: გოსტაშაბიშვილები სათავეს იღებენ გოსტაშაბ–ბარათაშვილისაგან (მოიხსენება 1523 წლის გაყრილობის წიგნში).

 საგოსტაშაბიშვილო – ძირითადად ალგეთის ხეობაში მდებარეობდა. ყმა–მამული ჰქონდათ აგრეთვე ქციის ხევში და სომხითში. გოსტაბაშიშვილების ცენტრი იყო სოფელი ალმევი, სადაც ჰქონდათ სასახლე და 1683 წელს აგებული ეკლესია. XVII–XVIII ს. მიჯნაზე 300–მდე ყმა–გლეხი და 10–მდე ვასალი აზნაური ჰყავდათ. 1713 წ. და 1721–24 წწ. გოსტაშაბაშვილები გაიყარნენ, რის შედეგადაც მათი მამული შემცირდა. რის გამოც ისინი XIX ს–ში წვრილ მფლობელებად გადაიქცნენ.

 გერმანოზიშვილები: თავადთა საგვარეულო XVI–XIX სს. ქვემო ქართლში. ბარათაშვილთა ერთ–ერთი განშტოება. გვარის ფუძემდებლად ითვლება 1523 წ. ხარათიანთ გაყრის წიგნში მოხსენებული გერმანოზ ქავთარის ძე ბარათაშვილი. გერმანოზიშვილების სათავადო მამულები – საგერმანოზიშვილო ძირითადად ალგეთის ხეობაში იყო. მამულები ჰქონდათ აგრეთვე ქვემო ქართლის სხვა კუთხეებშიც. XVIII ს. დასაწისში გერმანოზიშვილებს 150–მდე კომლი გლეხი და რამდენიმე აზნაური ჰყავდათ. პირველად გაიყარნენ XVII ს. ბოლოს, მეორედ 1756 წ. რის შედეგად თანდწათან დამცირდნენ და წვრილ მფლობელებად იქცნენ. გერმანოზიშვილების სათავადო სახლის უფროსი მეორე, ხოლო სახლიკაცები მესამე ხარისხის თავადებად ითვლებოდნენ. ეკავათ მეჯინიბეთუხუცესის და სამეფო სოფლების მოურავთა თანამდებობები.

 აბაშიშვილები: აბაშიშვილების შესახებ პირველად ვახუშტი ბაგრატიონმა წამოაყენა მოსაზრება. მისი აზრით, ალექსანდრე პირველმა „გაჰყარა სამნი ძმანი აბაში, გუგუნა და დავით, აბაშისაგან აბაშიშვილნი, გუგუნასაგან ბარათიანნი და დავითისაგან ყაფლანიშვილები არიან“. თედო ჟორდანიამ აბაშიშვილების გენეალოგია XIV საუკუნიდან მომდინარედ მიიჩნია. ეს მოსაზრებები საფუძვლიანად დაარღვია გ. ჯამბურიამ. მან სამართლიანად მიუთითა,. რომ ყაფლანიშვილები და ორბელიშვილები ბარათაშვილებს გამოეყვნენ. XVI საუკუნეში, რაც შეეხება აბაშიშვილებს, მათ შესახებ საბუთები მხოლოდ XVIII საუკუნისაა. არც დოკუმენტები და არც ნარატიული წყაროები XVI–XVII საუკუნეში აბაშიშვილების მოღვაწეობის შესახებ არაფერს ამბობენ. XVIII საუკუნის დასაწყისში სააბაშაშვილო უკვე არსებობს. უნდა ვიფიქროთ, რომ ეს სათავადო XVIII ს–ზე ადრე წარმოიქმნა გ. ჯამბურია, რატომღაც სააბაშიშვილოს XVII ს. მეორე ნახევარში უკვე არსებულად მიიჩნევს.

 იოთამიშვილები: იოთამიშვილები თავიანთ გვარის სათავეს იღებენ იოთან ბარათაშვილისაგან. იოთამი 1536 წელს გაეყარა თავის სახლიკაცს – ორბელს და ამ ნიადაგზე შექმნა საიოთამიშვილო, მაშინ საიოთამიშვილოს ტერიტორიაზე 80–მდე სოფელი მდებარეობდა 663 კომლი ყმით. დროთა ვითარებაში ეს გვარი დაკნინდა და 1721 წლის აღწერით 18 სოფელში მხოლოდ 90 კომლი ყმაღა ჰყავდათ.

 ყაფლანიშვილები: თუ ქვემო ქართლში XV–XVI საუკუნეებში საბარათიანო ყველაზე მსხვილი პოლიტიკური ერთეული იყო და ქვეყნის სხვადასხვა საქმეებში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა XVII–XVIII საუკუნეებში საყაფლანიშვილოს რჩება უპირატესობა. საყაფლანიშვილო თავის არსებობას იწყებს 1536 წელს. ამ წელს იოთამ ბარათაშვილი და ორბელ ბარათაშვილი გაიყარნენ და შეიქმნა ორი სათავადო – იოთამიშვილებისა და ორბელიშვილ–ყაფლანიშვილებისა. XVI საუკუნეში ამ საგვარეულოს წარმომადგენლებს ეკავათ ეშიკალსაბაშის, ქართლის მდივანბეგის, სახლთუხუცესის, საბარათიანოს სარდლის სახელოები. საყაფლანიშვილომ, როგორც სათავადომ, არსებობა შეწყვიტა საქართველოს რუსეთთან შეერთებისთანავე, საყაფლანიშვილო მამულად იქცა ყაფლანიშვილები კი მემამულეებად.

 ყაფლანიშვილების აზნაურები: კოკონაშვილები, ჩაჩიკაშვილები, დორათაშვილები, გულიზაშვილები, მაჭავარიანები, გოგიტაშვილები, ეღელიშვილები, მკერვალიშვილები, ფრანგიშვილები, ყაითმაზიშვილები, ბაგრატიშვილები, ყოინიძეები, კავთელაშვილები, ბელიაშვილები, ნასყიდაშვილები, ჩომახიშვილები, ყოინიძეები, კავთელაშვილები, ბელიაშვილები, ნასყიდაშვილები, ჩომახიშვილები, გოგოლაშვილები, ძვალიყლაპიაშვილები, რევაზიშვილები, ბინიაშვილები,  ავთანდილაშვილები, ოლუზაშვილები,ბუჭყიაშვილები, ხანდამაშვილები, ბლორძელები, ღრეულაშვილები, ჯომარდიძეები, ტერტერაშვილები, ჩიკოიძეები და კარგარეთელები.

ლევან ბერაია



გეგიძე

 აზნაურული გვარი გურიაში. მაჭუტაძეების აზნაურები. კ. ბოროზდინი სამეგრელოში“ საინტერესო ცნობას გვაწვდის გეგიძეების შესახებ“. იმერეთის მეფე სოლომონი გურიის მოსაზღვრე სოფ. საჯავახოში მისულა. თავადი მაჭუტაძე გაქანებულა მეფესთან თაყვანისსაცემად. მეფე მეტისმეტად მოფერებია და საჩუქრად რაიონში ...

ლორთქიფანიძე

 ლორთქიფანიძეთა გვარი პირველად იხსენიება XIV–XV საუკუნეებში. ამ საგვარეულოს სათავადოდ ჩამოყალიბება XVI საუკუნეშია სავარაუდებელი. XVII ს. მეორე ნახევარში იმერეთის სამეფო კარზე ჩხეიძეებთან ერთად ლორთქიფანიძეებიც პირველობენ. უკანასკნელნი ჩანს მეფემ წამოსწია ამ დროისათვის უკვე განდიდებულ ჩხეიძეთა ...

შარაშიძე

აზნაური შარაშიძეები. - „ჩვენი წინაპრები აფხაზები ყოფილან, რომლებიც წინად შერვაშიძის გვარს ატარებდნენ და ერთ–ერთ შერვაშიძეს ძველ დროში კაცი შემოკვდომია, რის გამოც ის იძულებული ყოფილა, გამოქცეულიყო აფხაზეთიდან. მას სოხუმში გაუცვნია ვიღაცა დოლიძე, რომლის რჩევითაც ის წამოსულა გურიაში და სოფელ ...

ასათიანი

 აზნაურული გვარი საქართველოში. „ასათიანი, ასაით მიხაილ იყო ბერძენთა მხედარი სარდას მონომახის კეისრისა წელს 1073, და მისი შვილი მოვიდა იმერეთს და მეფემან მათი გვარი მიიღო ასათიანად და მუნითგან იწოდებიან ამ გვარად“.

 ასათიანებს იმერეთის სამეფო კარზე მნიშვნელოვანი თანამდებობა ეჭირათ, კერძოდ ...

ჯორჯაძე

 ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. “ესენი არიან ძველად გვართაგან ჯორჯიკ ვაშატიელის შვილთაგან შთამამავლობათაგანი, რომელნიც რანის ადგილიდგან გარდმოსახლდნენ ახალციხეს წელსა ქრისტეს აქეთ 980–სა და მერე დროსა მეფისა გიორგისასა წელსა ქრისტეს აქეთ 1466 გარდმოსახლებულ იქმნენ კახეთს გრემისა იწოდნენ ...

გედევანიშვილი

 თავადთა და აზნაურთა საგვარეულო ქართლში. გერბიანი აზნაურები. იყვნენ საეკლესიო აზნაურები, შემდგომში კი ტახტის აზნაურები. რუსეთის იმპერიის „ხავერდოვან წიგნში“ არიან შეტანილები. გედევანიშვილები იყვნენ საეკლესიო ყმათა სარდლები. მამულებს ფლობდნენ გოროვანსა და წეროვანში. იყვნენ მრავალყმიანი ...

გუგუშვილი

 გუგუშვილი - აზნაურული გვარი ოდიშში. ტახტის აზნაურები. ცნობილია XVI–XVII საუკუნეების დადიანების ელჩი გიორგი გუგუშვილი, რომელმაც იმოგზაურა რუსეთში. გუგუშვილებში შემორჩენილი გადმოცემის თანახმად გუგუშვილები ყოფილან გოშუების ერთ–ერთი განშტოება.

 გუგუშვილები შეტანილნი არიან რუსეთის იმპერიის ...

გუნცაძე

 იმერეთის აზნაურული გვარი, „მთისძირელ აზნაურს გუნცაძეს სტუმრად სწვევი გურული აზნაური ჟღენტი. სტუმარ–მასპინძლები ერთმანეთს დოღში შეჯიბრებიან. მარულის შემდეგ სტუმარს საბალახოდ გაშვებული ცხენი დაკარგვია. მის ძებნაში მთელი სოფელი ჩართულა, ბოლოს იპოვეს და მიჰგვარეს პატრონს, როგორ იპოვეო უკითხავს ...

გაბუნია

 აზნაურული გვარი ოდიშში. ფაღავების აზნაურები. იყვნენ ბანძის მოურავები. მამულებსა და ყმებს ფლობდნენ ბანძაში. გაბუნიებს ეკავათ აგრეთვე ფაღავების სახლუხუცესის სახელო.

 1847 წელს სამეგრელოს მფლობელმა დავით დადიანმა აზნაურ გაბუნიას უწყალობა ერთგული სამსახურისთვის ორი დუქანი ყულევში. ...

წერეთელი

თავადი წერეთლები.

  წერეთლების თავდაპირველი საცხოვრისი, როგორც წყაროებიდან ჩანს იმერეთში არ ყოფილა. აქ ისინი სხვა კუთხიდან მოსულან. ეს კუთხე ზემო ქართლი იყო. აქ ამ საგვარეულოს უძველესი სამკვიდრებელი იყო იმ ადგილს, სადაც „გორის სამხრეთით, თრიალეთის მთის ჩრდილო მხრიდან მიემართება ქედი, რომელიც ...

ბერაია

თეკლათელი ბერაიების ისტორია-გენეალოგია

გვარში შემორჩენილი გადმოცემის თანახმად თეკლათელი ბერაიები ყოფილან მხეიძეების აზნაურები.

 მე-18 მე-19 საუკუნეების მიჯნაზე ცხოვრობდა ორი ძმა ბერაია. ერთ-ერთი ძმა იყო მხეიძეების აზნაური თეკლათში, ხოლო მეორე ძმა იყო დადიანის მდივანი. უმთავრესი მანკი, რაც იმ ...