ENG  RUS

50000+ სხვადასხვა გენეალოგიური მონაცემები, ბიოგრაფიები, ფოტო...

 A | B | C | D | E | F | G | H | I | J | K | L | M | N | O | P | R | S | T | U | V | W | Y | Z

А | Б | В | Г | Д | Е | Ж | З | ИК | Л | М | Н | О | П | Р | С | Т | У | Ф | Х | Ц | Ч | Ш | ЩЭ | Ю | Я

გურიის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა" [რუსულად. ორიგინალში ამ ენაზე შეადგინეს ეს სიები]

იმერეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა" [რუსულად]

ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850წ. "ბარხატნაია კნიგა" რუსულ ენაზე. სამივე წიგნი მოცემულია ისე როგორც შედგა 1850 წელს.

 ფეოდალური საგვარეულო იმერეთში, ქართლსა და კახეთში, პირველი დოკუმენტური ცნობა ამ გვარის შესახებ XV ს. მეორე ნახევარს განეკუთვნება. აბაშიძეები განსაკუთრებით დაწინურდნენ იმერეთის სამეფოში, XV–XVI სს. მიჯნაზე ზემო იმერეთში ჩამოყალიბდა აბაშიძეთა სათავადო, რომელიც განსაკუთრებით გაძლიერდა XVII ს–ის მიწურულსასა და XVIII ს–ის პირველ ნახევარში. ამ დროს აბაშიძეების სახლი ფლობდა 78 სოფელს, რამდენიმე ეკლესია–მონასტერს. 1500 კომლ ყმას, ჩხერის, სვერის, ნავარძეთის, კაცხისა და სხვა ციხესიმაგრეებს. აბაშიძეები იყვნენ იმერეთის მეფის უძლიერესი ვასალები. ხშირად მათი ნებისამებრ წყდებოდა იმერეთის მეფეთა ტახტზე ასვლა–დარჩენის საკითხი. აბაშიძე გიორგი–მალაქია 1701–07 წწ. იმერეთის ფაქტობრივი მმართველი იყო. 1774 წ. ერეკლე II–მ თავის სიმამრს ზაალ აბაშიძესა და მის შვილებს კახეთში უბოძა ყმა მამული. კახეთის აბაშიძეები მათგან მომდინარეობენ. იმერელი აბაშიძეების განაყოფათ მიიჩნევენ ქართლის აბაშიძეებსაც. XVIII ს. პირველ ნახევარში იმერელი აზნაურები აბაშიძეები ბათუმის მხარეში ჩასახლდნენ, გამაჰმადიანდნენ და ოსმალეთის მთავრობისაგან სანჯაყ–ბეგობა მიიღეს.

 ამ საგვარეულოს თვალსაჩინო წარმომადგენლები იყვნენ: გიორგი მალაქია, იგივე გიორგი V XVII–XVIII სს. იმერეთის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე. პირველად იხსენიება 1658–76 წწ. „საფიცრის წიგნში“. აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობის დაწყებამდე ბერად იყო აღკვეცილი. დაახლოებით 1684 წ. საერო ცხოვრებას დაუბრუნდა, პოლიტიკური მოსაზრებებით დაუმეგობრდა იმერეთის ძლიერ ფეოდალებს, მთავართა და სამეფო ოჯახებს. შემდეგ ისარგებლა შინაფეოდალური ომების შედეგად სამეფო ოჯახებს. შემდეგ ისარგებლა შინაფეოდალური ომების შედეგად სამეფო ხელისუფლების დასუსტებით და საგვარეულო სამფლობელოების გაფართოებას შეუდგა: ხელთ იგდო ჩხეიძეთა ციხე ქალაქი შორაპანი, მიითვისა მეფის სახასო მამულები ზემო იმერეთში, აგიაშვილებს წაართვა ციხისთავობა და ცუცხვათის ციხე 1701–07 წლებში იმერეთის ფაქტობრივი მმართველი გახდა. სამეფოში ერთგვარი წესრიგი დაამყარა და ოსმალეთსაც შეუწყვიტა ხარკის მიცემა. გიორგი–მალაქია კულტურულ სააღმშენებლო მოღვაწეობასაც ეწეოდა. მისი განკარგულებითა და „საფარით“ გადაიწერა მრავალი ხელნაწერი, შეიმკო და მოიჭედა არაერთი ხატი და ჯვარი. 1700 წ. მისივე სახსრით შეკეთდა პატრიარქ აბრაჰამის მონასტერი იერუსალიმში. იმერეთის თავადებს არ მოსწონდათ გიორგი–მალაქიას გაძლიერება, მიემხნენ ოსმალთა მიერ გამეფებულ გიორგი VI–ს და გიორგი–მალაქიას საგვარეულო ციხესიმაგრეები წაართვეს. 1711 წ. გიორგი–მალაქია ქართლის ჯანიშინს ვახტანგ VI–ს შეეკედლა და სიცოცხლის ბოლო წლები თბილისში გაატარა. დაკრძალულია კაცხში, მამა–პაპათა საგვარეულო მონასტერში.

 აბაშიძე ვახუშტი, ქართლის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე XVIII ს. პირველ ნახევარში, ვახტანგ VI–ის პოლიტიკური მიმდევარი. 1711 წ. იმერეთიდან ქართლს გადავიდა, ვახტანგს ეყმო და მისგან მიიღო უძეოდ გადაგებული პაატა აბაშიძის მამული (ქვიშხეთი, ტაშისკარი, ციხისძირი, მონასტერი და სხვა). ამასთან ვახუშტის მამულიც (იმერეთის სოფ. ვახანი ციხით, მიმდგომი ადგილებით და ყმებით) ქართლის სამეფოს ფარგლებში შევიდა. ამ ფაქტს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ოსმალო და ლეკ მოთარეშეთაგან ქართლის დასავლეთი საზღვრების დასაცავად. 1717 წ. ვახტანგ VI–მ ვახუშტი აბაშიძეს მიათხოვა თავისი ასული ანუკა ბატონიშვილი. XVIII ს. 40–იან წლებში ვახუშტი სხვა თავადებთან ერთად მეთაურობდა ქართლის აჯანყებას ნადირ-შაჰის წინააღმდეგ.

 იოვანე აბაშიძე – ბორჩალოს მოურავი და ქართლ–კახეთის სამეფოს ქეშიკბაში 1769–99 წწ.–ში, ერეკლე II–ის მეუღლის ანა დედოფლის ძმა, იოვანე აბაშიძე ერეკლე II–ის პოლიტიკის ერთგული მიმდევარი იყო, მონაწილეობდა კრწანისის ბრძოლაში, როგორც კახეთის მკვიდრს „კახთ აბაშიძეს“ უწოდებდნენ, ასევე იხსენიებს მას ნ. ბარათაშვილი პოემაში „ბედი ქართლისა“.

 ლევან აბაშიძე – გიორგი–მალაქიას ძე. XVIII ს. პირველი ნახევრის იმერეთის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე. მისი ასული თამარი იყო ალექსანდრე V–ის მეუღლე და სოლომნ I–ის დედა. მეთაურობდა თავადთა რეაქციულ ჯგუფს, რომელმაც ახლადგამეფებულ სოლომონ I ტახტიდან გადააყენა. მალე სოლომონმა ტახტი დაიბრუნა, შეთქმულები დასაჯა, ლევან აბაშიძეს (ბაბუამისს) კაცხის ციხე წაართვა. ლევან აბაშიძე დაიღუპა ხრესილის ბრძოლაში, სადაც სოლომონ I–ის მოწინააღმდეგეთა ბანაკში იყო. ლევან აბაშიძის წილი მამული მეფემ სახასო საკუთრებად გამოაცხადა.

 იმერელ აბაშიძეთა აზნაურები იყვნენ: ორჯონიკიძეები, ყიფიანები, მაჭავარიანები, წერეთლები, კიკნაძეები, ასათიანები (ქვიტირის), გაბესაძეები.

ლევან ბერაია



ბაქრაძე

 აზნაურული გვარი იმერეთსა და ქართლში. 1799 წლის აღწერით ბაქრაძეები მუხრან ბატონის აზნაურებად არიან დასახელებულნი.

 XVIII საუკუნის ერთი საბუთით ნიკოლოზ და იოსებ ბაქრაძეები ჩივიან, რომ მათი ყმები ხეითს მცხოვრები ტომარაძეები „იძულებელ ჰყოფენ ჩემთვის თავთა და ნებავსთ რათა სრულად იხსნან თავი ...

შანშიაშვილი

აზნაური შანშიაშვილები 

 აზნაურული გვარი ქართლში.ამათნი წინაპარნი იყვნენ ძირით გამყრელიძენი იმერეთის ადგილით მოყვანილნი საქართველოს მეფისაგან, ვახტანგისაგან მზევლად 1666 წელს ტფილისსა შინა. ხოლო მათ მზევალთაგანნი ეტრფიალა სომხეთის აზნაურისა ქალსა შანშიაშვილისასა გვარად და მას სომხეთსა არა ...

აბდუშელიშვილი

 აზნაურული საგვარეულო იმერეთში. იყვნენ წერეთლის აზაურები, მოგვიანებით სამეფო აზნაურები.

 საწერეთლოში ეკავათ საპატიო თანამდებობები. 1784–1793 წლებში ქაიხოსრო აბდუშელიშვილი იყო ციხის (მოდინახეს) მოურავი.

 სოლომონ I–მა დავით წერეთლისა და ბეჟუკი ცქიტიშვილის სასისხლო საქმის გარჩევა ...

ყარაშვილი

 ყარაშვილები - აზნაურული გვარი ქართლ-კახეთში. 1821 წ. 9 მარტს დაიწყო საქმე ყარაშვილების გვარის აზნაურულ წარმოშობაზე. ივანე, ანდრია და ანტონ ყარაშვილები (ცნობილი ექიმები) ითხოვდნენ მათი აზნაურობის დამტკიცებას, თხოვნაში წერენ, რომ მათი პაპა ანტონ ყარაშვილი ჩამოსულა იტალიიდან იმერეთში მეფე ...

გაბუნია

 აზნაურული გვარი ოდიშში. ფაღავების აზნაურები. იყვნენ ბანძის მოურავები. მამულებსა და ყმებს ფლობდნენ ბანძაში. გაბუნიებს ეკავათ აგრეთვე ფაღავების სახლუხუცესის სახელო.

 1847 წელს სამეგრელოს მფლობელმა დავით დადიანმა აზნაურ გაბუნიას უწყალობა ერთგული სამსახურისთვის ორი დუქანი ყულევში. ...

ბებუთაშვილი

 XVIII–XIX სს. საქართველოს თავადური გვარი. ქართლში XVI ს–ში მოვიდნენ სომხეთიდან. XVIII ს. მსხვილი ვაჭრები გახდნენ. XVIII ს. შუა წლებში თეიმურაზ II–მ აზნაურობა უბოძა. 80–იან წლებში ერეკლე II–მ თავადობა. მემკვიდრეობით ფლობდნენ თბილისის მელქ–მამასახლისისა და ნაცვლის სახელოს. ამ გვარის ყველაზე ...

ჭილაძე

 ოდიშის სათავადოებიდან ყველაზე უძველესი და უდიდესი ჭილაძეთა სათავადო იყო. ისტორიული გადმოცემით, ჭილაძეთა გვარი წარჩინებულ გვარად ითვლებოდა ჯერ კიდევ თამარ მეფის დროს, მართლაც XIII ს. მეორე ნახევრში იხსენიებიან ამ საგვარეულოს წარმომადგენლები ჯავახ, ბეშქენ და მზექალ ჭილაძეები.

 ჭილაძეთა ...

ამირეჯიბები

 ერთ-ერთი ძლიერი და გავლენიანი გვარი ამირეჯიბები (ამირაჯიბები) ფეოდალური საქართველოს ქართულ ისტორიულ წყაროებში  XII-XIII ს.ს. იხსენიებიან, როგორც ცენტრალური სახელმწიფო აპარატის მოხელეები, მანდატურთ-უხუცესის თანაშემწეები, ეჯიბთა-კარისკაცების უფროსები, სავაზიროს წევრები სათათბირო ხმით. ...

გურამიშვილი

 ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. კახელი თავადები, დოკუმენტური ცნობები მათ შესახებ შემონახულია XVI საუკუნიდან. ამავე საუკუნის ბოლოსათვის გურამიშვილებმა შექმნეს სათავადო. ვახუშტი ბატონიშვილი ბრძანებს: „გურამიშვილი და ტუსიშვილი–ზედგინიძენი“.

 გადმოცემის თანახმად, გურამიშვილების წინაპრები ...

თავდგირიძე

 თავდგირიძეთა თავდაპირველი საცხოვრისი სამცხე–საათაბაგო იყო. აქ ქართლის ეპისკოპოსის სამწყსო თავადთა და სოფელთა XVI ს. დამდეგის სიაში „თაქთირისძე“ ანუ თავდგირიძე სამცხის წარჩინებულ გვარებს შორის არის დასახელებული, სამცხის მკვიდრ თავდგირიძეთა გვარის წარმომადგენელნი არიან ფოცხუერი და ამირა ...

გეგიძე

 აზნაურული გვარი გურიაში. მაჭუტაძეების აზნაურები. კ. ბოროზდინი სამეგრელოში“ საინტერესო ცნობას გვაწვდის გეგიძეების შესახებ“. იმერეთის მეფე სოლომონი გურიის მოსაზღვრე სოფ. საჯავახოში მისულა. თავადი მაჭუტაძე გაქანებულა მეფესთან თაყვანისსაცემად. მეფე მეტისმეტად მოფერებია და საჩუქრად რაიონში ...

იოსელიანი

 იოსელიანი (Ioseliani, Иоселиани) - აზნაურული გვარი იმერეთში, სამეგრელოში, სვანეთში და ქართლ–კახეთში. იმერეთის სამეფო კარზე მაღალი თანამდებობები ეკავათ. მეღვინეთუხუცესის თანამდებობას ორი კაცი განაგებდა, წერეთლების გვარიდან და აზნაურ იოსელიანთა გვარიდან, მესტუმრეთუხუცესის თანამდებობაზე ...