ივანე იოსების ძე
ყარაშვილი
იოანე ყარაევი

ივანე იოსების ძე ყარაშვილი (ყარაევი). ექიმი. 1801 წლის 5 ნოემბერს ყარაევი წერს ასეთ თხოვნას: „განუცხადებ ამას მაღალმსვლელობასა თქვენსა, რომელ გარდაცვალებულის მეფის ერეკლესაგან წელიწადში ორმოცი თუმანი ჯამაგირი გვქონდა და ქალაქში ხუთი დუქანი გვებოძა და მეფე ირაკლი რომ გარდაიცვალა, გიორგი მეფემაც ისივ ჯამაგირი მოგვცა და ექვსი დუქანიც იმან გვიბოძა, რომელიც დღესაც ხელში გვიჭირავს. ახლა რადგან ისინი გარდაიცვალნენ, ვითხოვ თქვენის მაღალმსვლელობისაგან, რომ ეს მეფეთაგან ბოძებული წყალობა და ჩვენი ნაყიდი და უსყიდი რაცა გვქონდეს, ისინი იმის დიდებულებას ყოვლად მოწყალეს ხელმწიფეს დაგვიმტკიცებინოთ“

 ექიმი ივანე ყარაევი, რომელიც კახეთში, სოფ რუისპირში იმყოფებოდა, დარეჯან დედოფლის თხოვნით გააყოლეს მას რუსეთში გადასახლებისას – 1803 წელს. მანამდე – 1801 წ. ის ახლდა იოანე და ბაგრატ ბატონიშვილებს რუსეთში გამგზავრებისას. ივანე ყარაევის მამა იოსები, ასევე ექიმი, იყო შვილი ექიმ ანტონ ყარაევისა. ანტონ ყარაევმა ექიმობა ისწავლა კათალიკოსებისაგან, იტალიურ ენაზე. მან ექიმობა შეასწავლა თავის ვაჟს იოსებს. იოსებმა კი ეს ხელობა შეასწავლა თავის ორ ვაჟს ივანეს (რომელიც ზოგან იონასად იწოდება) და ანდრიას.

 გიორგი ХIII - ის 1799 წლის სიგელში იხსენიებიან ექიმ ანტონას შვილი ექიმბაში იოსები, მისი შვილი იოანე, პეტრე, ანდრია და ანტონი.

ყარაშვილები კათოლიკები იყვნენ.

იოსებ ყარაევის ქალი ეკატერინე (და ივანე ყარაევისა) ცოლად ჰყავდა ექიმ ივანე ანტონის ძე პრიბილს.

1818 წელს ქართველმა თავადაზნაურობამ ადრესი მიართვა ერმოლოვს 1812 წლის აჯანყებულთა ციმბირიდან დაბრუნებისათვის მადლობის ნიშნად. ამ ადრესს სხვებთან ერთად ხელს აწერს კოლეჟსკი ასესორი ივანე ყარაევი.

ივანე ყარაევს ჰქონია გიორგი ХII - ის პორტრეტი გეტინის მიერ ტილოზე შესრულებული 1799 წელს. ყარაევს ეს სურათი 1858 წელს მიურთმევია ბაგრატ ბატონიშვილის ვაჟ დავითისათვის.

1826 წელს „საექიმო გამგეობამ“ აუკრძალა პრაქტიკა ივანე და ანდრია ყარაევებს. ამის გამო თავადაზნაურობის წინამძღოლი შუამდგომლობს „მიეცათ ძველებურად პრაქტიკის ნება აქაური ექიმის – განსვენებული თათულა აქიმოვის მსგავსად აზნაურ კოლეგიის ასესორ ივანეს და კოლეგიის რეგისტრატორს ანდრია ყარაევებს. ყარაევებს საექიმო ცოდნა მათმა მამამ იოსებ ყარაევმა მისცა. ივანე როგორც ექიმი 3 – ჯერ იყო წარგზავნილი პეტერბურგს: კნორინგის მიერ – ბაგრატ ბატონიშვილსა, ციციანოვის მიერ – დედოფალ დარეჯანსა და ტორმასოვის მიერ – თეიმურაზ ბატონიშვილთან ერთად სამგზავროდ. ანდრიაც ყოფილა ერთხელ რუსეთში და კოლეგიის რეგისტრატორის ჩინი მისცეს“

„იოანე აქიმი ყარაევი“ გამოყვანილია „კალმასობაში“

 1821 წ. 9 მარტს დაიწყო საქმე ყარაევების გვარის აზნაურულ წარმოშობაზე. ივანე, ანდრია და ანტონ ყარაევები ითხოვენ მათ აზნაურობაში დამტკიცებას. თხოვნაში წერენ, რომ მათი პაპა ანტონ ყარაშვილი ჩამოსულა იტალიიდან იმერეთში მეფე ალექსანდრესთან, იქიდან გადასულა ქართლში, მეფე თეიმურაზთან. ალექსანდრესაც და თეიმურაზსაც მისთვის აზნაურობა უბოძებიათ. მაგრამ ეს საბუთები მათ დაჰკარგვიათ აღამაჰმადხანის შემოსევისას. ყარაევებმა წარადგინეს დარეჯან დედოფლის მოწმობა. 

მაქსიმე ბერძნიშვილი - მასალები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის II ტომი.


ფურცელაძე დავით სოლომონის ძე

სახელი, მამის სახელი:
დავით სოლომონის ძე
გვარი
ფურცელაძე

დავით (დათიკო) სოლომონის ძე ფურცელაძე (1854 - მიახლ. 1920) - ხალხოსანი, იურისტი, დამთავრებული ჰქონდა თბილისის გიმნაზია. იგი თავის დასმენის ქაღალდებში ნახსენები ჰყავს იაგორ იოსელიანს. დ. ფურცელაძეს ...

ჩოლოყაშვილი მიხეილ ივანეს ძე

სახელი, მამის სახელი:
მიხეილ ივანეს ძე
გვარი
ჩოლოყაშვილი

მიხეილ ივანეს ძე ჩოლოყაშვილი (1802 - 1847) - 1833 წელს თუშეთის პრისტავია, შემდეგ თუშ-ფშავ-ხევსურეთის ოკრუგის უფროსი, მაიორის ჩინით. ზისერმანის სიტყვით, მ. ჩოლოყაშვილი იყო "გაუნათლებელი, მაგრამ ...

ჩერქეზიშვილი ფირან

სახელი, მამის სახელი:
ფირან
მამის სახელი
უცნობია
გვარი
ჩერქეზიშვილი

 ფირან ჩერქეზიშვილი (? - 1804) - სავარაუდოდ ქართლელი აზნაური სოფელი კულბითიდან. იულონ ბატონიშვილის ბოქაულთუხუცესი. 1795 წელს აღა-მაჰმად-ხანის შემოსევისას გადაარჩინა თბილისის სიონის ...

ჭავჭავაძე ზაქარია გულბაათის ძე

სახელი, მამის სახელი:
ზაქარია გულბაათის ძე
გვარი
ჭავჭავაძე

მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრის ქართველ მხედართმთავართა შორის ერთ-ერთი თვალსაჩინო ადგილი უჭირავს ზაქარია გულბაათის ძე ჭავჭავაძეს. დაიბადა 1825 წლის 25 ოქტომბერს ჭავჭავაძეების საგვარეულო მამულში ...

ფოტო
შვილი-დავით ზაქარიას ძე ჭავჭავაძე
შვილი-დავით ზაქარიას ძე ჭავჭავაძე

ჭილაშვილი გაბრიელ (გლახა) ბაბანას ძე

სახელი, მამის სახელი:
გაბრიელ ბაბანას ძე
გვარი
ჭილაშვილი

 გაბრიელ (გლახა) ბაბანას ძე ჭილაშვილი (ჭილაძე, წყაროებში ხანდახან გვხვდება როგორც ბაბანაშვილი) (1762-1818) - ვახტანგ (ალმასხან) ბატონიშვილის ამილახორი; მიუხედავად იმისა, რომ აზნაური იყო, ...

ციციშვილი გიორგი ვახტანგის ძე

სახელი, მამის სახელი:
გიორგი ვახტანგის ძე
გვარი
ციციშვილი
სხვა სახელი, გვარი
ხათა-გოგია

 გიორგი ვახტანგის ძე ციციშვილი (გ.1806 წელს). სარდალი. მეტსახელად ხათა გოგია. გიორგი ХII-ის სიმამრი. მისი ქალი მარიამი მეფე გიორგის მეორე მეუღლე იყო.

 გიორგი ციციშვილს ცოლად ჰყავდა ელენე ...

რჩეულიშვილი გრიგოლ ივანეს ძე

სახელი, მამის სახელი:
გრიგოლ ივანეს ძე
გვარი
რჩეულიშვილი

გრიგოლ ივანეს ძე რჩეულიშვილი (1820-1877) - მწერალი (პოეტი, პროზაიკოსი, მთარგმნელი). ვ. კოტეტიშვილის თქმით (რჩეული ნაწერები, I, თბ., 1965, გვ. 254): გრიგოლ რჩეულიშვილი "მე-19 საუკუნის ქართულ ...

აფხაზი ანტონ ნიკოლოზის ძე

სახელი, მამის სახელი:
ანტონ ნიკოლოზის ძე
გვარი
აფხაზი

ანტონ ნიკოლოზის ძე აფხაზი (1806–1837). პოდპორუჩიკი. 1832 წ. შეთქმულების მონაწილე. ძმა გენერალ ივანე აფხაზისა და შტაბსკაპიტან გიორგი, ეგორ (იგივე შანშე) აფხაზისა.

  დაიბადა 1806 წ. (1833 წლის ...

ქოჩაკიძე გიორგი მაქსიმეს ძე

სახელი, მამის სახელი:
გიორგი მაქსიმეს ძე
გვარი
ქოჩაკიძე
სხვა სახელი, გვარი
გიორგი ჭალადიდელი

გიორგი მაქსიმეს ძე ქოჩაკიძე (ქოჩაქიძე) (1847-1898). პოეტი გიორგი ჭალადიდელი. - დამთავრებული ქონდა ქუთაისის გიმნაზია, შემდეგ პეტერბურგის სამხედრო სასწავლებელი. შედარებით ახალგაზრდა ასაკშია მიაღწია ...

სააკაძე დავით დიმიტრის ძე

სახელი, მამის სახელი:
დავით დიმიტრის ძე
გვარი
სააკაძე
დაბ.-გარდ. თარიღები
? - 1805

დავით დიმიტრის ძე სააკაძე - თბილისის კომენდანტი, დიმიტრი სააკაძის შვილი. დიმიტრი რუსეთში გაჰყვა ბაქარს და სამუდამოდ დასახლდა მოსკოვს. აქ შეეძინა მას შვილი დავითი, რომელმაც სწავლა-აღზრდა მიიღო ...

ბაგრატიონი ალექსანდრე ივანეს ძე

სახელი, მამის სახელი:
ალექსანდრე ივანეს ძე
გვარი
ბაგრატიონი

ალექსანდრე ივანეს ძე ბაგრატიონი (1851-1895). იმერეთის მეფის სოლომონ პირველის ძმის ბაგრატის შთამომავალი. ალექსანდრე ბაგრატიონი გარდაცვალებამდე 12 წელიწადი იყო შორაპნის მაზრის მარშალი, ჰქონდა ...

ფოტო
შორაპნის მაზრის მარშალი ბაგრატიონი ალექსანდრე
შორაპნის მაზრის მარშალი ბაგრატიონი ალექსანდრე

მამაცაშვილი-ჯავახიშვილი მარიამ იოსების ას.

სახელი, მამის სახელი:
მარიამ იოსების ას.
გვარი
მამაცაშვილი

მარიამ იოსების ას. მამაცაშვილი-ჯავახიშვილისა - იოსებ მამაცაშვილის შვილი, თავადი გიორგი ქაიხოსროს ძე ჯავახიშვილის მეუღლე. იოსებ მამაცაშვილის წრის წევრებმა სოფელ ხოვლეში კერძო ქართული სკოლა ...

ბოლო ცვლილებები აზნაურთა გვარებში

ღოღობერიძე

აზნაური ღოღაბერიძე იგივე ღოღობერიძე; ღოღობერიძეები იყვნენ მე-19 საუკუნის დასაწყისში თავადებიც, ...

მარგველაშვილი

აზნაური მარგველაშვილი. იმერეთში მცხოვრები ნაწილი მარგველაშვილებისა იყო აზნაური, ნაწილი არა. ...

მიქელიშვილი

აზნაური მიქელიშვილი. აზნაურები მხოლოდ დუშეთის რ-ში. სხვაგან მიქელიშვილები როგორც  აზნაურები ...

ბეზირგანიშვილი

აზნაური ბეზირგანი, ბეზირგანოვი, ბეზირგანიშვილი. თავიდან იყვნენ მოქალაქეები და როგორც ჩანს აზნაურობა ...

აზნაურული გვარების ანბანური ჩამონათვალი სრულიად