ENG  RUS

50000+ სხვადასხვა გენეალოგიური მონაცემები, ბიოგრაფიები, ფოტო...

 A | B | C | D | E | F | G | H | I | J | K | L | M | N | O | P | R | S | T | U | V | W | Y | Z

А | Б | В | Г | Д | Е | Ж | З | ИК | Л | М | Н | О | П | Р | С | Т | У | Ф | Х | Ц | Ч | Ш | ЩЭ | Ю | Я

გურიის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა" [რუსულად. ორიგინალში ამ ენაზე შეადგინეს ეს სიები]

იმერეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა" [რუსულად]

ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850წ. "ბარხატნაია კნიგა" რუსულ ენაზე. სამივე წიგნი მოცემულია ისე როგორც შედგა 1850 წელს.

აზნაური შანშიაშვილები 

 აზნაურული გვარი ქართლში.ამათნი წინაპარნი იყვნენ ძირით გამყრელიძენი იმერეთის ადგილით მოყვანილნი საქართველოს მეფისაგან, ვახტანგისაგან მზევლად 1666 წელს ტფილისსა შინა. ხოლო მათ მზევალთაგანნი ეტრფიალა სომხეთის აზნაურისა ქალსა შანშიაშვილისასა გვარად და მას სომხეთსა არა ჰყვა ძე, გარდა იმა ქალისა, და აფუთქვა მან შანშიამ, უკეთუ მიიღებს სომხის სარწმუნოებასა, მისცემს მას ქალსა თვისსა და მამულსაცა. მაშინ გამყრელიძე იგი ტრფიალებისა გამო გამოხდა და შეირთო ქალი იგი და მამულიცა მისი მიიღო. ხოლო რა სცნა ესე მეფემან დიდმან თეიმურაზ ენება გარდახდევინება გამყრელიძისა მისა, გარნა გამყრელიძე იგი განივლტო და მივიდა წინაშე სპარსთა მეფისა შააბაზისა და ევედრა მეფესთან შუამდგომლობასა. ხოლო მან სთხოვა მეფესა და ვერღა ურჩ მყოფმან მისცა ნებაი და არიან მუნიდგან გვარნი ამა გამყრელიძეებისანი შანშიაშვილებად წოდებულნი: 1) გიორგის შვილები, 2) სოლომონის შვილები, ხოლო ამათნი სახლის კაცნი, რომელნიც გათათრდნენ, ისევ სპარსთა მეფისა დროსვე, არიან: 1) იბრეიმ ნაზარის შვილები და მისის გზისა. ხოლო სხვანი ამათნი გვარნი არიან იმერეთს მოსახლენი, რომელნიმე რაჭას და რომელნიმე წისქვილს. ხოლო ქალაქს მოსახლეთა აქვთ მამული ბოლნისის ხეობასა შინა და არიან მუნ ჟამიდგან აზნაურნი.

 გვარის ფუძემდებელია შანშე გამყრელიძე, რომელმაც სომხის ქალი მოიყვანა ცოლად. მისი შთამომავლობა შანშიაშვილებად იწოდებიან.

 შანშიაშვილებს მამულები და ყმები ჰყავდათ სახუნდარას, აცეტში, სოსანიში, სამწევრისში. შანშიაშვილების გვარ–შტო გვარია გოგიბაშვილები.

ლევან ბერაია



ბაზლიძე

 ფეოდალური საგვარეულო ქართლში. 1407 წლის ერთ–ერთი საბუთის მიხედვით ბაზლიძეები იყვნენ თავადები. „სიდამონმან... მოსწყვიტნა ბაზლიძენნი თავადნი, მოსახლენი ვაკესა შინა არაგვისასა რომლის გამო დღესაც ეწოდების მუნ ტბასა ბაზალეთისა ტბაი სახელსა გამო მათისა...“ „დაშთნენ მუნ ბაზლიძენი ამოსწყვიტა მდაბალნი ...

ჩიჯავაძეთა სათავადო

 ჩიჯავაძეთა გვარი მეგრული წარმოშობისა უნდა იყოს. იგი ჩიჩუათა საგვარეულოს ერთ–ერთ შტოს უნდა წარმოადგენდეს. ჩიჩუას გაჩიჯავაძება, ალბათ, მისი საცხოვრისი ადგილის გადანაცვლებასთანაა დაკავშირებული. ჩიჩუას ქართული გაფორმება უნდა იყოს ჩიჯავაძე. ამ მხრივ საინტერესოა, რომ გრიგოლ კათალიკოსის 1733 წლის ...

ბაქრაძე

 აზნაურული გვარი იმერეთსა და ქართლში. 1799 წლის აღწერით ბაქრაძეები მუხრან ბატონის აზნაურებად არიან დასახელებულნი.

 XVIII საუკუნის ერთი საბუთით ნიკოლოზ და იოსებ ბაქრაძეები ჩივიან, რომ მათი ყმები ხეითს მცხოვრები ტომარაძეები „იძულებელ ჰყოფენ ჩემთვის თავთა და ნებავსთ რათა სრულად იხსნან თავი ...

აფაქიძე

 ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. აფაქიძეები მოხსენიებულნი არიან XIV საუკუნიდან. აფაქიძეები სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახელოებს ფლობდნენ დადიანის კარზე იყვნენ მრავალყმიანი მემამულეები.

 დავით დადიანის დროს ცნობილი ცხენოსანი იყო მალხაზ აფაქიძე. ცნობილი ვექილი იყო ბეჟან აფაქიძე. დავით ...

ანთაძე

 აზნაურთა გვარი საქართველოში (გურია). შეტანილები არიან რუსეთის იმპერიის „ხავერდოვან წიგნში“ (გვ.12). გურიის სამთავრო კარზე ფლობდნენ მეღვინეთუხუცესის სახელს. აი რას წერს ამის შესახებ თედო სახოკია: გურიელს ერთი მეღვინეთუხუცესი ჰყოლია გვარად ანთაძე, კაცი მეტად დახელოვნებული ღვინის ღირსების ...

აბდუშელიშვილი

 აზნაურული საგვარეულო იმერეთში. იყვნენ წერეთლის აზაურები, მოგვიანებით სამეფო აზნაურები.

 საწერეთლოში ეკავათ საპატიო თანამდებობები. 1784–1793 წლებში ქაიხოსრო აბდუშელიშვილი იყო ციხის (მოდინახეს) მოურავი.

 სოლომონ I–მა დავით წერეთლისა და ბეჟუკი ცქიტიშვილის სასისხლო საქმის გარჩევა ...

ქოჩაკიძე

 ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. მეგრელი თავადები. მდინარე ცივის წყლიდან მარჯვნივ მხეიძეების სათავადოს შემდეგ იწყებოდა ქოჩიკაძეების სათავადო, რომელიც ზღვამდე იყო გადაჭიმული. ოდიშის ყოფილ მდივანბეგი და სენაკის პოლიციის ბოქაული იყო მაქსიმე ქოჩაკიძე (პოეტი გიორგი ჭალადიდელის მამა). ...

ღოღობერიძეების საგვარეულო

ღოღობერიძეთა სათავადოს ისტორია.

 ღოღობერიძეთა საგვარეულოს შესახებ საისტორიო წყაროებში მეტად მცირე ცნობებია შემონახული, ამიტომ ჩვენი მსჯელობა ამ საგვარეულოზე ფრაგმენტულია, ზოგჯერ მხოლოდ ზეპირგადმოცემაზე და ვარაუდებზეა დამყარებული. მაგრამ, ვფიქრობთ, ის მაინც გარკვეულ წარმოდგენას იძლევა ...

გურიელი

 ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. გურიის მთავრები. XI საუკუნიდან გურიის მთავრებად ისხდნენ. ვარდანისძეთა წარმომადგენლები. XIII–XV საუკუნეებში გურიის ერისთავები ჯერ ერისთავთ – ერისთავებად იწოდებოდნენ, შემდეგ კი დამოუკიდებელი მთავრები გახდნენ. გურიელად იწოდებოდა გურიის გამგებელი, ფეოდალური ...

გუნცაძე

 იმერეთის აზნაურული გვარი, „მთისძირელ აზნაურს გუნცაძეს სტუმრად სწვევი გურული აზნაური ჟღენტი. სტუმარ–მასპინძლები ერთმანეთს დოღში შეჯიბრებიან. მარულის შემდეგ სტუმარს საბალახოდ გაშვებული ცხენი დაკარგვია. მის ძებნაში მთელი სოფელი ჩართულა, ბოლოს იპოვეს და მიჰგვარეს პატრონს, როგორ იპოვეო უკითხავს ...

გაწერელია

 აზნაურული გვარი ოდიშში. ოდიშის სამთავრო აზნაურები. მთავარმა დავით დადიანმა 1850 წელს რუსეთის იმპერიის ტახტის მემკვიდრის ჩამოსვლასთან დაკავშირებით, რომელიც აპირებდა ქუთაისში ჩამოსვლას, მასთან შესახვედრად მიიწვია მხოლოდ ცხრა აზნაური ერთ–ერთი იყო ივა გაწერელია.

ლევან ბერაია

 

თავადური გვარები

საქართველოს თავადთა გვარები, რომელთა შთამომავლებმაც მოაღწიეს XIX-XXI საუკუნეებში.

 

  1. აბამელიქი (აბამელიქიშვილი). თავადობა მიანიჭა ერეკლე მეორემ. პერსონები
  2. აბაშიძე (თავადი [ზემო იმერეთში, ქართლში, კახეთში, სამეგრელოში].  იქვე და გურიაში აზნაურები). პერსონები.
  3. ავალიშვილი (თავადი