50000+ სხვადასხვა გენეალოგიური მონაცემები, ბიოგრაფიები, ფოტო...

 A | B | C | D | E | F | G | H | I | J | K | L | M | N | O | P | R | S | T | U | V | W | Y | Z

А | Б | В | Г | Д | Е | Ж | З | ИК | Л | М | Н | О | П | Р | С | Т | У | Ф | Х | Ц | Ч | Ш | ЩЭ | Ю | Я

გურიის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა" [რუსულად. ორიგინალში ამ ენაზე შეადგინეს ეს სიები]

იმერეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა" [რუსულად]

ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850წ. "ბარხატნაია კნიგა" რუსულ ენაზე. სამივე წიგნი მოცემულია ისე როგორც შედგა 1850 წელს.

ქართველები I მსოფლიო ომში ანბანურად

აბამელიქი გიორგი ნიკოლოზის ძე. პრაპორშჩიკი. დაიღუპა  აბამელიქი მიხეილ ვასილის ძე, პოდპორუჩიკი, დაიჭრა 1914
სრულიად

ბაბუნაშვილი თევდორე იოსების ძე, კაპიტანი ბაგრატიონ-მუხრანელი კონსტანტინე ალექსანდრეს ძე, პორუჩიკი, დაიღუპა 1915. რომანოვების სიძე. კავალერგარდი. სიკვდილამდე 2 ...
სრულიად

გაბაშვილი ალექსანდრე (ალიოშა) ბესარიონის ძე, ქართული პოლკის ოფიცერი 1917 გაბაშვილი ვასილ დავითის ძე. გენერალ-ლეიტენანტი. გიორგის ჯვრის კავალერი. ...
სრულიად

დადეშქელიანი ალექსანდრე ჯანსუღის ძე. დაიღუპა ბრძოლის ველზე დადიანი უჩა (დავით) კონსტანტინეს ძე, პოლკოვნიკი ჩეჩნების (ველური დივიზია) ცხენოსანთა პოლკის
სრულიად

ელბაქიძე ვასილ ელისაბედიშვილი დავით გიორგის ძე ემუხვარი გრიგოლ კონსტანტინეს ძე
სრულიად

ვარდანაშვილი ივანე მაქსიმეს ძე ვაშაძე ვასილ ნიკოლოზის ძე, პორუჩიკი ვაჩეიშვილი ასლან სამსონის ძე. სოფ. საჯავახო. დაიკარგა ...
სრულიად

ზაზაძე იაგორ ზალდასტანიშვილი პოდპოლკოვნიკი (1915). 155 ყუბის პოლკის კაპიტანი ზარდალიშვილი (ზარდალაშვილი) ივანე
სრულიად

თაგვაშვილი ალექსი თავართქილაძე ალისტრახო თავართქილაძე მარკოზ ივანეს ძე
სრულიად

იაკობაშვილი ანტონ ოქროპირის ძე, პოდპორუჩიკი, დაიღუპა 1914 იაკობაშვილი ალექსი ოქროპირის ძე, პოდპორუჩიკი იაკობაშვილი თევდორე ზაქარიას ძე
სრულიად

კაზაშვილი ვასილ ზალიკოს ძე კაკაშვილი ალექსანდრე კალანდარიშვილი ალექსანდრე ივანეს ძე
სრულიად

ლაზადაშვილი დიმიტრი. ქაშვეთის ეკლესიის მღვდელი. იმყოფებოდა ავსტრიის ფრონტზე ლაკერბაია ანდრია მიხეილის (გუჯმახანის) ძე. პოლკოვნიკი
სრულიად

მაგელაძე (მოგელაძე ?!) იონ სამსონის ძე, პრაპორშჩიკი მაზოშვილი კონსტანტინე სტეფანეს ძე მაისურაძე დათა ზაქარიას ძე
სრულიად

ნადირაძე ნიკოლოზ, პრაპორშჩიკი ნადირაძე სერგო ნათაიშვილი ანტონ
სრულიად

ოგვისტრაია კ. იაკობის ძე ოდიშელიძე ნიკოლოზ ზურაბის ძე, პოლკოვნიკი, დაიღუპა 1916 ოთხმეზური აკაკი გაბრიელის ძე, კაპიტანი
სრულიად

პავლიაშვილი თედო თევდორეს ძე პანიკაშვილი ეკ. ე. პაპიძე ვლასი სოლომონის ძე
სრულიად

ჟვანია პლატონ, პრაპორშჩიკი, დაიკარგა ომში 1915 ჟივიძე ალექსანდრე ივანეს ძე ჟივიძე გიორგი. გაზეთ „სახალხო ფურცელის“ ასოთამწყობი. დაჭრეს
სრულიად

რაზმიაშვილი დიმიტრი გიორგის ძე რამიშვილი კალისტრატე ბიჭიას ძე რატველაძე გიორგი სავლეს ძე
სრულიად

საბაევი ანტონ ნიკოლოზის ძე. პრაპორშჩიკი. დაიღუპა დასავლეთის ფრონტზე მიღებული ჭრილობებისგან საგინაშვილი დავით კონსტანტინეს ძე, პოდპოლკოვნიკი ...
სრულიად

ტალახაძე ილარიონ ილარიონის ძე ტარაბაიძე ნიკო მაქსიმეს ძე ტატიშვილი გიორგი პლატონის ძე, პოდპორუჩიკი
სრულიად

უგულავა პავლე გაბრიელის ძე უდუშაშვილი ალექსი ზაქარიას ძე ულიკაშვილი გ. დავითის ძე
სრულიად

ფავლენიშვილი გიორგი დიმიტრის ძე, თავადი, პრაპორშჩიკი ფალავანდიშვილი პლატონ ვასილის ძე, თავადი, პრაპორშჩიკი, დაიკარგა ომში 1915 ფანჩულიძე ალექსი ევგენის ძე, შტაბს-როტმისტრი
სრულიად

ქადანაზაშვილი ზაკარია ილიას ძე ქავთარაძე ალექსანდრე კონსტანტინეს ძე, პოდპორუჩიკი ქავთარაძე ბიძინა იროდიონის ძე
სრულიად

ღლონტი არტემ ოტიას ძე ღოღობერიძე არჩილ გალაქტიონის ძე, პორუჩიკი, დაიჭრა 1914 ღოღობერიძე გიორგი გიორგის ძე, თავადი, პრაპორშჩიკი
სრულიად

ყაზბეგი ვასილ ყაზბეგი მიხეილ ნიკოლოზის ძე. პოლკოვნიკი ყაზბეგი ნიკოლოზ გიორგის ძე, შტაბ-როტმისტრი, დაიღუპა კარპატებთან, 17 იანვარი 1915
სრულიად

შავბექაიძე როსტომი. ქართული ცხენოსანთა ასეული შავდია ნესტორ (სავარაუდოდ ლავრენტი ბერიას სიდედრის პირველი ქმარი) ...
სრულიად

ჩამბაზაშვილი ესტატე პავლეს ძე ჩარექოვი (ჩარექიშვილი?!) სერგეი, პრაპორშჩიკი ჩარკვიანი გენადი. სოფ. სურმუში. კავკასიის ფრონტი
სრულიად

ცაბაძე ივანე მიხეილის ძე, სოფელი ატოციდან, დაიჭრა 10.12.1914 ცაგარეიშვილი ამბროსი ილიას ძე, პრაპორშჩიკი, დაიღუპა 1916 ...
სრულიად

ძნელაშვილი ალექსი სიმონის ძე ძულაშვილი (დზულაშვილი) იოსებ
სრულიად

წერეთელი არჩილ სიმონის ძე, 1915 წერეთელი გრიგოლ ილარიონის ძე, შორაპნის მაზრა, უგზო-უკვლოდ დაიკარგა 27.09.1914 წერეთელი დავით ნიკოლოზის ძე. ...
სრულიად

ჭავჭავაძე ალექსანდრე ზაქარიას ძე (სახელგანთქმული გენერალ ზაქარია ჭავჭავაძის შვილი), პოლკოვნიკი, "ველური დივიზიის" ერთერთი შენაერთის მეთაური ...
სრულიად

ხამაშურიძე ვლადიმერ ფედორის ძე, პორუჩიკი ხარაიძე აკაკი იოსების ძე, პრაპორშჩიკი ხარაიძე ანდრო იოსების ძე, ...
სრულიად

ჯაბიშვილი იოსებ ზაქარიას ძე ჯავახიშვილი ალექსანდრე დათას ძე ჯავახიშვილი ევგენი ვასილის ძე, გორის რაიონი, დაიჭრა 31.10.1914
სრულიად
ზაქარია გულბაათის ძე
ჭავჭავაძე
კავალერიის გენერალი
კავკასიის სამხედრო კორპუსის მეთაური
რუსეთ-თურქეთის 1877-1878
  • ალექსანდრე ნეველის ბრილიანტებიანი
  • ალმასებიანი ოქროს ხმალი
  • ბუხარის ოქროს პირველი ხარისხის ალმასებიანი ვარსკვლავით
  • თეთრი არწივის
  • ოქროს დაშნა "მამაცობისთვის"
  • წმ. ანას მახვილებიანი პირველი ხარისხის
  • წმ. გიორგის მეოთხე ხარისხის
  • წმ. გიორგის მესამე ხარისხის
  • წმ. ვლადიმერის მეორე ხარისხის
  • წმ. ვლადიმერის პირველი ხარისხის
  • წმ. სტანისლავის

 მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრის ქართველ მხედართმთავართა შორის ერთ-ერთი თვალსაჩინო ადგილი უჭირავს ზაქარია გულბაათის ძე ჭავჭავაძეს. დაიბადა 1825 წლის 25 ოქტომბერს ჭავჭავაძეების საგვარეულო მამულში წინანდალში. 17 წლის ჭაბუკი ნიჟნი-ნოვგოროდის დრაგუნთა პოლკის მოხალისეა. ამ პოლკიდან იწყება მისი ზრდა და ტრიუმფალური მხედრული აღზევება.

 ზ. ჭავჭავაძის მხედრულ-მეომრული ღვაწლი ორგანულად არის დაკავშირებული ყირიმის, კავკასიის, რუსეთ-თურქეთის ომებთან. 1871 წელს მას გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა. ის უკვე კავკასიის კავალერიის დევიზიის ბრიგადის მეთაურია.

 ზაქარიასთვის განსაკუთრებით დასამახსოვრებელი გახდა შეტაკება  სულთან-ქაირ ბეგის რაზმთან. მართალია ქაირ-ბეგი დაიღუპა და მისი რაზმი განადგურდა, მაგრამ ზაქარია შემთხვევით გადაურჩა სიკვდილს. მოწინააღმდეგის მიერ მოქნეული ხმალი მას მხარზე მოხვდა, სადაც რკინის ეპილოტებმა შეაჩერა და მცირედ დაიჭრა; ამავე ბრძოლაში იგი ტყვიით დაიჭრა ყელში და ბოლოს კი მორიგმა ტყვიამ მარჯვენა ხელის მტევაანი დაუმსხვრია. მტრის გარემოცვაში მოხვედრილი დაღუპვისგან ახალგაზრდა მეომარმა და მეგობარმა ივანე ამილახვარმა იხსნა. ისიც ამ ბრძოლაში დაჭრეს. ეს უკანასკნელი იხსენებს, რომ ზაქარია ჭავჭავაძე შეიჭრა მოწინააღმდეგის განლაგებაში. „ვხედავდი თუ როგორ იბრძოდა ალყაშემორტყმული და მის თავზემოთ ათასობით ხმალი ბრწყინავდა“.

 მძიმედ დაჭრილი ქართველი ოფიცერი ადგილობრივმა მკურნალმა უსტრახანმა მოარჩინა და სულ მალე იგი საბრძოლველად გაემართა.

  ზ. ჭავჭავაძემ განსაკუთრებით ქიურურ-დარას ბრძოლებში ისახელა თავი, რომელიც 1854 წ. 24 ივლისს გაჩაღდა ყარიალის მთების სამხრეთ-დასავლეთ ფერდობებზე. კორპუსის მეთაური ბებუთოვი 18000 მეომრით 60000 ოსმალოს წინააღმდეგ იბრძოდა. როცა დივიზიონის მეთაური დაიჭრა, ამ შენაერთის მეთაურობა ზაქარიამ იკისრა.

  სამჯერ მოუკლეს მას ცხენი, ხოლო შემდეგ თვით ზაქარიაც დაჭრეს, მაგრამ ბრძოლის ველი მას არ დაუტოვებია.

  ბრძოლის ერთ მონაკვეთზე ზაქარიას შენაერთი იძულებული იყო დროებით, უკან დაეხია. ნეიტრალურ ზონაში მათ ქვემეხები დარჩათ. თურქი ოფიცერი ხმალამოღებული მიუძღოდა მებძოლებს რათა ქვემეხები გაეტაცათ. „ბატონებო იხსენით ქვემეხები“ - გაისმა ზ. ჭავჭავაძის მქუხარე ხმა და მებრძოლები თურქებს ეკვეთნენ. - ზაქარიას წინამძღოლობით. თურქები დიდი დანაკლისით უკუიქცნენ. ამ ბრძოლაში მტერმა 7000 მებრძოლი და 15 ქვემეხი დაკარგა. ეს იყო მოულოდნელი დაუგეგმავი ბრძოლა, რომლის დროსაც მთავარი როლი ზ. ჭავჭავაძის მეთაურობით მე-7 ესკადრონმა შეასრულა.

  ყარსის უძნელესი იერიშის დროს იგი წმინდა გიორგის მესამე კლასის ორდენით დაჯილდოვდა, ამ ორდენის სამგზის კავალერი გახდა. ყარსის ფეზი-ფაშას ციხე-სიმგრეს სახელი გადაერქვა და „თავადი ჭავჭავაძე“ ეწოდა.

  რუსეთ-თურქეთის 1877-1878 წლების ომში ზ. ჭავჭავაძე უკვე კავკასიის მსხვილ საკავალერიო ნაწილებს და საჯარისო დაჯგუფებას მეთაურობს... გავიხსენოთ, თუნდაც, მის მიერ მიღწეული ორი ისეთი დიდი გამარჯვება, როგორიც იყო 1877 წლის მაისში ბემლიახმეტთან თურქთა დიდძალი კავალერიის განადგურება და იმავე წლის 3 ივნისს ყარსის მახლობლად განხორციელებული არავარტანის უსასტიკესი შეტაკება. ამ სისხლიან ბრძოლაში გამარჯვების მიღწევისა და შეუპოვრობის გამოჩენისათვის ზაქარია ჭავჭავაძეს გენერალ-ლეიტენანტის წოდება მიენიჭა.

  ზ. ჭავჭავაძის პიროვნებაში, მის მხედართმთავრულ თვისებებში ჰარმონიულად იყო შერწყმული სწრაფი, ნათელი აზროვნებისა და გაბედული, ელვისებური მოქმედების უნარი.

  რუსეთ-თურქეთის ომის დამთავრების შემდეგ, გენერალ-ლეიტენანტი ზ. ჭავჭავაძე ჯერ კავკასიის დივიზიას მეთაურობდა, მერე კავკასიის არმიის პირველ კორპუსს.

  დადგა დრო გმირი გენერლის თადარიგში გასვლისა. ეს დღე მარად დაუვიწყარ დღედ დარჩა მისი მხედრული ცხოვრების ისტორიაში. ამ დღეს ჯარების სარდალმა გენერალ-ადიუტანტმა ს. შერემეტიევმა ასეთი სიტყვებით მიმართა ზ. ჭავჭავაძეს: „ თქვენო ბრწყინვალებავ, თავადო ზაქარია გულბაათის ძევ! კავკასიის არმიის ჯარებმა, რომლის წმინდა დროშებზე კავკასიის წარსულია გამოხატული, თქვენი სახელი თავისი ისტორიის ფურცლებზე ჩაწერა, როგორც უკვდავი სიმამაცის და კავკასიის ბრძოლების ბრწყინვალე გამარჯვების განსახიერება.“  მრავალი მისალმების მერე მას ბუხარის ემირ აბდულ ხანის სახელით გადასცეს ფირმანი და „ამომავალი მზის“ ორდენი ბრილიანტებით.

  ჟურნალი „კვალი“ ამ დღესთან დაკავშირებით წერდა: „დღეს, როცა ასეთ ძველებურ ვაჟკაცს კიდევ ვხედავთ საქართველოში, მომავლის იმედით გული გვევსება, რადგან ამისთანა გმირები, თითქოს გზად და ხიდად არიან მოვლენილნი საქართველოს წარსულსა და მომავალს შორის.“

 1905 წლის 22 ოქტომბერს 80 წლის ასაკში გარდაიცვალა გამოჩენილი მხედართმთავარი, „კავკასიის არმიის რაინდი“, გენერალ-ადიუტანტი ზაქარია ჭავჭავაძე. ის  იყო ერთადერთი გენერალი, რუსეთის იმპერიაში, რომელსაც პროპორჩიკობიდან გენერლობამდე ყველა ჩინი ემატებოდა  საბრძოლო მოქმედებებში თავის გამოჩენისთვის.

  გაზეთი „კავკაზი“ მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით წერდა: „აღარ გვყავს ომის უკანასკნელი რაინდი, იგი უკანასკნელი მოჰიკანია კავკასიის მეომართა სახელოვანი ოჯახიდან, უკანასკნელი წარმომადგენელი იმ ბრწყინვალე სამხედრო ბელადებიდან, რომლებიც ოდესღაც ჩვენ ივერიამ მოგვცა.“

 ზაქარია გულბაათის ძე ჭავჭავაძე თბილისში სამხედრო ტაძარში დაასვენეს. დაკრძალულია წინანდალში, საგვარეულო სასაფლაოზე.

 ირაკლი კალანდია
თავადი (კახეთი)
ზაქარია ჭავჭავაძის გენეალოგია
შვილი-დავით ზაქარიას ძე ჭავჭავაძე
შვილი-დავით ზაქარიას ძე ჭავჭავაძე


ღოღობერიძე ბესარიონ ლევანის ძე

სახელი, მამის სახელი:
ბესარიონ ლევანის ძე
გვარი
ღოღობერიძე
ცხოვრობდა
თბილისი - სანქტ-პეტერბურგი - ქუთაისი
თანამდებობა, სახელო
ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის თავჯდომარე

ბარათაშვილი დავით ზაქარიას ძე

სახელი, მამის სახელი:
დავით ზაქარიას ძე
გვარი
ბარათაშვილი
სხვა სახელი, გვარი
დავით ზაალის ძე ბარათაშვილი
დაბ.-გარდ. თარიღები
1840 - 1901

დიდი პატრიოტი და ილია ჭავჭავაძის მეგობარი...

ანდრონიკაშვილი ირაკლი ივანეს ძე

სახელი, მამის სახელი:
ირაკლი ივანეს ძე
გვარი
ანდრონიკაშვილი
დაბ.-გარდ. თარიღები
1878 - 1931
სამხედრო ჩინი
შტაბს-როტმისტრი
მონაწილეობდა ომებში
პირველი მსოფლიო ომი
ორდენი, ჯილდო
წმ. გიორგის სახელობის იარაღი (ხმალი ოქროს ტარით)
ფოტო
ფოტოზე თამარ ჭავჭავაძე და ირაკლი ანდრონიკაშვილი
ფოტოზე თამარ ჭავჭავაძე და ირაკლი ანდრონიკაშვილი

ჭავჭავაძე ალექსანდრე ზაქარიას ძე

სახელი, მამის სახელი:
ალექსანდრე ზაქარიას ძე
გვარი
ჭავჭავაძე
დაბ.-გარდ. თარიღები
1870 - 1930
დაბადების ადგილი
წინანდალი
სამხედრო ჩინი
გენერალ-მაიორი
მონაწილეობდა ომებში
პირველი მსოფლიო ომი
ფოტო
მარია როდზიენკო-ჭავჭავაძე
მარია როდზიენკო-ჭავჭავაძე

წერეთელი გრიგოლ ზურაბის ძე

სახელი, მამის სახელი:
გრიგოლ ზურაბის ძე
გვარი
წერეთელი
დაბ.-გარდ. თარიღები
1787 - 1843
სამხედრო ჩინი
პოლკოვნიკი

იმერეთის სახლთუხუცესის ზურაბ ქაიხოსროს ძე წერეთლის და თამარ დადიანის უფროსი შვილი...

ბაგრატიონ-გრუზინსკი ირაკლი ალექსანდრეს ძე

სახელი, მამის სახელი:
ირაკლი ალექსანდრეს ძე
გვარი
ბაგრატიონ-გრუზინსკი
სხვა სახელი, გვარი
Irakli, son of Alexander Bagrationi
დაბადების ადგილი
სალმასა (ირანი)
ცხოვრობდა
თბილისი - სანქტ-პეტერბურგი - პარიზი
სამოქალაქო ჩინი
დეისტვიტელნი სტატსკი სოვეტნიკი (ნამდვილი სამოქალაქო მრჩეველი)
ორდენი, ჯილდო
  • ბრონზეს მედალი 1853-1856 წწ. ყირიმის ომის სამახსოვრო
  • წმ. სტანისლავის მეორე ხარისხის
ფოტო
ირაკლი გრუზინსკი
ირაკლი გრუზინსკი