ENG  RUS

50000+ სხვადასხვა გენეალოგიური მონაცემები, ბიოგრაფიები, ფოტო...

 A | B | C | D | E | F | G | H | I | J | K | L | M | N | O | P | R | S | T | U | V | W | Y | Z

А | Б | В | Г | Д | Е | Ж | З | ИК | Л | М | Н | О | П | Р | С | Т | У | Ф | Х | Ц | Ч | Ш | ЩЭ | Ю | Я

გურიის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა" [რუსულად. ორიგინალში ამ ენაზე შეადგინეს ეს სიები]

იმერეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა" [რუსულად]

ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850წ. "ბარხატნაია კნიგა" რუსულ ენაზე. სამივე წიგნი მოცემულია ისე როგორც შედგა 1850 წელს.

ირაკლი ივანეს ძე
ანდრონიკაშვილი
1878 - 1931
შტაბს-როტმისტრი
პირველი მსოფლიო ომი
წმ. გიორგის სახელობის იარაღი (ხმალი ოქროს ტარით)

 შტაბს-როტმისტრი თავადი ირაკლი ივანეს-ძე ანდრონიკაშვილი, დაიბადა გურჯაანში 1878 წელს. მისი მეუღლე იყო თამარ ჭავჭავაძე, ცნობილი სამხედრო მოღვაწის გენერალ-მაიორ არჩილ გულბაათის-ძე ჭავჭვაძის ქალიშვილი.  ირაკლი ანდრონიკაშვილი იყო კავკასიის მეფისნაცვალ დიდ თავად ნიკოლოზ ნიკოლოზის-ძესთან  განსაკუთრებულ დავალებათა ობერ-ოფიცერი. პირველი მსოფლიო ომის დროს მსახურობდა დაღესტნის II ცხენოსანთა პოლკში. 1916 წლის 25 სექტემბრს ბრძოლებში გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის, იმპერატორის ბრძანებულებით ის დააჯილდოვეს და უბოძეს  წმინდა გიორგის სახელობის იარაღი (ხმალი ოქროს ტარით).

 ეს ჯილდო ირაკლი ანდრონიკაშვილმა დაიმსახურა 1916 წლის 22 ივლისს ტლუმაჩთან ისაკუვის რაიონში (უკრაინა) გამართულ ბრძოლებში. მისმა ცხენოსანთა ასეულმა ძლიერ საალტირელიო ცეცხლის ქვეშ შეუტია მტერს და არმია მიყვანა ხელჩართულ ბრძოლებამდე, ავსტრიელები ამოყარა სანგრებიდან. შემდგომ განავითარა წარმატებული ბრძოლა და მარჯვე შეტევა, რის შედეგადაც გადავიდა მტრის დევნაზე და უკუქცეულ მტრის რიგებში სრულ არეულობა შეიტანა. რითიც ხელი შეუშალა მტრის სარეზევო ჯარს დახმარებოდა თავის ნაწილებს. რის შედეგადაც ფეხოსანმა ჯარმა საგრძნობლად წაიწია წინ და გაიმაგრა თავისი პოზიციები.

 შემდგომ  ბრძოლებში ირაკლი ანდრონიკაშვილი ფილტვში დაიჭრა  და დემობილიზირებული იქნა ჯარიდან.

 ოფიცერთა ღირსების სასამართლოს თავჯდომარე.

 1931 წელს ირაკლი ანდრონიკაშვილი გარდაიცვალა თბილისში, დაკრძალეს ვერის სასაფლაოზე.

ირაკლი კალანდია

თავადი
ფოტოზე თამარ ჭავჭავაძე და ირაკლი ანდრონიკაშვილი
ფოტოზე თამარ ჭავჭავაძე და ირაკლი ანდრონიკაშვილი


ჭავჭავაძე ნიკოლოზ დიმიტრის ძე

სახელი, მამის სახელი:
ნიკოლოზ დიმიტრის ძე
გვარი
ჭავჭავაძე
ცხოვრობდა
თბილისი
სამოქალაქო ჩინი
დეისტვიტელნი სტატსკი სოვეტნიკი (ნამდვილი სამოქალაქო მრჩეველი)
თანამდებობა, სახელო
  • თბილისის ვიცე-გუბერნატორი
  • თბილისის სასამართლო პალატის სამოქალაქო დეპარტამენტის თავჯდომარე

გელოვანი კონსტანტინე ლევანის ძე

სახელი, მამის სახელი:
კონსტანტინე ლევანის ძე
გვარი
გელოვანი
სამხედრო ჩინი
პოლკოვნიკი
მონაწილეობდა ომებში
  • პირველი მსოფლიო ომი
  • რუსეთ-იაპონიის
ორდენი, ჯილდო
  • "D.C.O" ინგლისური ორდენი
  • წმ. ანას მეოთხე ხარისხის
  • წმ. ანას მეორე ხარისხის ხმლით
  • წმ. ანას მესამე ხარისხის ხმლით და ბანტით
  • წმ. გიორგის მეოთხე ხარისხის
ფოტო
გენერალი გელოვანი კონსტანტინე (კოწია)
გენერალი გელოვანი კონსტანტინე (კოწია)

მაჩაბელი გიორგი სიმონის ძე

სახელი, მამის სახელი:
გიორგი სიმონის ძე
გვარი
მაჩაბელი
სამხედრო ჩინი
შტაბს-როტმისტრი
მონაწილეობდა ომებში
რუსეთ-თურქეთის 1853-1856
ორდენი, ჯილდო
წმ. გიორგის (ხარისხი უცნობია)

ორბელიანი მამუკა თამაზის ძე

სახელი, მამის სახელი:
მამუკა თამაზის ძე
გვარი
ორბელიანი
სხვა სახელი, გვარი
მაკარ თომას ძე ჯამბაკურიან-ორბელიანი
სამხედრო ჩინი
გენერალ-მაიორი
მონაწილეობდა ომებში
  • კავკასიის ომები
  • რუსეთ-თურქეთის 1853-1856
ფოტო
ბაბო (ბარბარე) ორბელიანი
ბაბო (ბარბარე) ორბელიანი