მაქსიმილიანე ზაქარიას ძე
ჭავჭავაძე
1876 - 1933

მაქსიმილიანე ზაქარიას ძე ჭავჭავაძე - თბილისის სათავად-აზნაურო საკრებულოს წევრი თელავის მაზრიდან, კამერ-იუნკერი. მან წარმატებით დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და დაქორწინდა არისტოკრატიული გვარის წარმომადგენელზე ევგენია (ჟენია) შაბლიკინაზე.

 მაქსი ჭავჭავაძე იყო ალექსანდრე ჭავჭავაძის შვილიშვილის - მარიამისა და გენერალ ადიუტანტის ზაქარია გულბაათის-ძეს ჭავჭავაძის შვილი. იგი იმდროინდელ საქართველოში განათლებით, კულტურით და ჩამომავლობით აშკარად გამოირჩევოდა. წინანდლის გლეხობაში დიდხანს შემორჩა მაქსის უხვად დარჩენილი სიკეთის მადლი. ის გლეხთა და გაჭირვებულთა შემწე და თანამდგომი იყო. მისი მეუღლე ევგენია შაბლიკინა იყო წმინდა ნინოს სახელობის თელავის საქველმოქმედო საზოგადოების თავმჯდომარე.

 მაქს და მის მეუღლეს შვილი არ ჰყოლიათ და გლეხის შვილებს ძალზე პატრონობდნენ. ტანსაცმელს ჩუქნიდნენ, სახლშიც მიჰყავდათ და იქ წერა-კითხვას ასწავლიდნენ. მათ ოჯახში მუდამ სტუმრიანობა იყო. ყველაზე გამორჩეული კი წინანადალში მხცოვანი მგოსნის აკაკი წერეთლის სტუმრობა იყო. 1911 წელს კახეთში მოგზაური აკაკი წინანდალში მაქსი ჭავჭავაძემ მიიწვია. მასპინძელმა სუფრა გააწყო ბაღში, ვებერთელა  კაკლის ჩრდილის ქვეშ, სადაც ცნობისმოყვარე გლეხებიც შეკრებილიყვნენ. სადილი შეხამებული იყო კახური სიმღერით და ლხინით. შებინდებულზე აკაკიმ დატოვა წინანდალი დიდი მადლობით მასპინძლისადმი. სოფლის ბოლომდე აკაკის ეტლს გლეხობა მიაცილებდა მაყრულის შემოძახილით.

 საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ადგილ-მამულების და სახლ-კარის ჩამორთმევაც არ იკმარეს და ჭავჭავაძეების საგვარეულო სასაფლაოც გაანადგურეს. მაქსი ჭავჭავაძე იყო უკანასკნელი ჭავჭავაძე, რომელიც წინანდალში ცხოვრობდა. მისი სახლი სოფლის საბჭომ სკოლას გადასცა. ის ერთხანს მის საკუთრებაში არსებულ სხვა სახლში ცხოვრობდა, ხოლო შემდგომ იძულებული გახადეს წინანდალი დაეტოვებინა და თბილისში გადასახლდა. 1933 წეწლს ის უკიდურეს სიღარიბეში გარდაიცვალა.

ჟენია შაბლიკინა, მაქსიმილიანე და სოფიო ჭავჭავაძეებიმაქსი ჭავჭავაძე დასთან სოფიო (სონა) და მეუღლესთან ჟენია შაბლიკინასთან ერთად.

ირაკლი კალანდია

 



ჭავჭავაძე ნიკოლოზ მელქისედეკის ძე

სახელი, მამის სახელი:
ნიკოლოზ მელქისედეკის ძე
გვარი
ჭავჭავაძე

ნიკოლოზ მელქისედეკის (მიხეილის) ძე ჭავჭავაძე (1866 - 23.05.1920), ცნობილია სახელით «პატარა ნიკო».

 დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი და ნიკოლაევის საკავალერიო სასწავლებელი; კორნეტი. ...

წერეთელი სიმონ გიორგის ძე

სახელი, მამის სახელი:
სიმონ გიორგის ძე
გვარი
წერეთელი

სიმონ გიორგის ძე წერეთელი (1844 - 1931) - იურისტი, საზოგადო მოღვაწე. 1880-იან წლებში "ახალთაობამ"  იგი ვერ გაიყვანა ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლად ("მარშლად"), მაგრამ მოგვიანებით ...

ფოტო
თავადაზნაურობის მარშალი სიმონ წერეთელი
თავადაზნაურობის მარშალი სიმონ წერეთელი

გურიელი გრიგოლ დავითის ძე

სახელი, მამის სახელი:
გრიგოლ დავითის ძე
გვარი
გურიელი

 გრიგოლ დავითის ძე გურიელი (1819 - 1891). სამხედრო (გენერალ-მაიორი) და საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი, ბიბლიოფილი. 1860-იან წლებში მეთაურობდა გურიის მილიციას, ხოლო 1878-1880 წწ. იყო ...

ბაგრატიონ-გრუზინსკი გრიგოლ იოანეს ძე

სახელი, მამის სახელი:
გრიგოლ იოანეს ძე
გვარი
ბაგრატიონი
სხვა სახელი, გვარი
გრიგოლ იოანეს ძე ბაგრატიონ-გრუზინსკი
დაბ.-გარდ. თარიღები
1789 - 1830

 გრიგოლ ბატონიშვილი, იოანე ბატონიშვილის შვილი, კახეთის აჯანყებისას 1812 წ. საქართველოს მეფედ გამოცხადებული. აჯანყების დამარცხებისას დანებდა რუსეთის მთავრობას.

 დაიბადა 1789 წ. თბილისში, ...

ფოტო
მამა - იოანე ბატონიშვილი
მამა - იოანე ბატონიშვილი

ორბელიანი ნიკოლოზ ვახტანგის ძე

სახელი, მამის სახელი:
ნიკოლოზ ვახტანგის ძე
გვარი
ორბელიანი

 ნიკოლოზ ვახტანგის ძე ორბელიანი (1845 - 1925) - იურისტი, საზოგადო მოღვაწე. სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტში, მაგრამ 1868 - 1869 წლებში სტუდენტურ მღელვარებაში მონაწილეობისათვის ჯერ ...

არღუთინსკი-დოლგორუკი მოსე ზაქარიას ძე

სახელი, მამის სახელი:
მოსე ზაქარიას ძე
გვარი
არღუთაშვილი

მოსე ზაქარიას ძე არღუთინსკი (არღუთაშვილი, არღუთინსკი-დოლგორუკოვი) (1797-1855) - გენერალ-ადიუტანტი, თვალსაჩინო ფიგურა ე.წ.კავკასიის ომებში, სადაც განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა;

 გურიის ...

მაჭავარიანი სპირიდონ სიმონის ძე

სახელი, მამის სახელი:
სპირიდონ სიმონის ძე
გვარი
მაჭავარიანი

სპირიდონ სიმონის ძე მაჭავარიანი (1807 - 1892). გენერალ-მაიორი, "ქშწ-კგ საზოგადოების" დამფუძნებელი წევრი. დამთავრებული ქონდა გორის სასულიერო სასწავლებელი. ვარინკა წერეთლის მამა.

ვარინკა წერეთელიარინკა წერეთელი ...

მამაცაშვილი იოსებ ქრისტეფორეს ძე

სახელი, მამის სახელი:
იოსებ ქრისტეფორეს ძე
გვარი
მამაცაშვილი

იოსებ ქრისტეფორეს (ქაიხოსროს) ძე მამაცაშვილი (1810-1874) (კონსტანტინე მამაცაშვილის ძმა, მამა მარიამ მამაცაშვილი-ჯავახიშვილისა და გენერალი ქრისტეფორე მამაცაშვილისა) - საზოგადო მოღვაწე, ...

ფოტო
გენერალი ქრისტეფორე იოსების ძე მამაცაშვილი
გენერალი ქრისტეფორე იოსების ძე მამაცაშვილი

სიდამონ-ერისთავი ზაქარია შიოს ძე

სახელი, მამის სახელი:
ზაქარია შიოს ძე
გვარი
სიდამონ-ერისთავი
სხვა სახელი, გვარი
სიდამონიძე ზაქარია; ლალიხანაშვილი ზაქარია

 სიდამონიძე ზაქარია შიოს ძე (1763 – 1833). სწავლობდა თელავში. იცოდა ქართული, სომხური, თათრული და რუსული ენები. ერეკლე II - ის დროს ასრულებდა მდივნის მოვალეობას. 1796 წელს კათალიკოსმა აკურთხა ...

ყაზბეგი გიორგი ნიკოლოზის ძე

სახელი, მამის სახელი:
გიორგი ნიკოლოზის ძე
გვარი
ყაზბეგი

გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი (1839 - 1921) - სამხედრო და საზოგადო მოღვაწე, რუსეთის არმიის გენერალ-ლეინტენატი, "ქშწ-კგ საზოგადოების" დამფუძნებელი წევრი. დამთავრებული ჰქონდა რუსეთის გენშტაბის აკადემია, ...

ფოტო
გენერალი გიორგი ყაზბეგი
გენერალი გიორგი ყაზბეგი

ორბელიანი ასლან ნიკოლოზის ძე

სახელი, მამის სახელი:
ასლან ნიკოლოზის ძე
გვარი
ორბელიანი

 ასლან ნიკოლოზის ძე ორბელიანი (1767-1826) - გიორგი მეთორმეტის ეშიკაღაბაში; სპარსული ენის მცოდნე. ერმოლოვის თხოვნით დაამშვიდა არეულობა ყაზახში და "არცა მიუდგა მეფის ძეს ალექსანდრეს". სპარსთა ...

ორბელიანი თამაზ მამუკას ძე

სახელი, მამის სახელი:
თამაზ მამუკას ძე
გვარი
ორბელიანი
სხვა სახელი, გვარი
თომა ორბელიანი
დაბ.-გარდ. თარიღები
1768 - 1815

თამაზ მამუკას ძე ორბელიანი (1768–1815). ერეკლე მეორის და ანა ცოლად ჰყავდა დემეტრე ორბელიანს, დემეტრეს შვილის მამუკა ორბელიანის შვილია თამაზ. თამაზის დედა იყო გიორგი ერისთავის ასული მაია, ხოლო მისი ...

ფოტო
ვაშლოვანი სალხინო კოშკი ორბელნების
ვაშლოვანი სალხინო კოშკი ორბელნების
ბოლო ცვლილებები აზნაურთა გვარებში

ღოღობერიძე

აზნაური ღოღაბერიძე იგივე ღოღობერიძე; ღოღობერიძეები იყვნენ მე-19 საუკუნის დასაწყისში თავადებიც, ...

მარგველაშვილი

აზნაური მარგველაშვილი. იმერეთში მცხოვრები ნაწილი მარგველაშვილებისა იყო აზნაური, ნაწილი არა. ...

მიქელიშვილი

აზნაური მიქელიშვილი. აზნაურები მხოლოდ დუშეთის რ-ში. სხვაგან მიქელიშვილები როგორც  აზნაურები ...

ბეზირგანიშვილი

აზნაური ბეზირგანი, ბეზირგანოვი, ბეზირგანიშვილი. თავიდან იყვნენ მოქალაქეები და როგორც ჩანს აზნაურობა ...

აზნაურული გვარების ანბანური ჩამონათვალი სრულიად