ENG  RUS

50000+ სხვადასხვა გენეალოგიური მონაცემები, ბიოგრაფიები, ფოტო...

 A | B | C | D | E | F | G | H | I | J | K | L | M | N | O | P | R | S | T | U | V | W | Y | Z

А | Б | В | Г | Д | Е | Ж | З | ИК | Л | М | Н | О | П | Р | С | Т | У | Ф | Х | Ц | Ч | Ш | ЩЭ | Ю | Я

გურიის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა" [რუსულად. ორიგინალში ამ ენაზე შეადგინეს ეს სიები]

იმერეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა" [რუსულად]

ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850წ. "ბარხატნაია კნიგა" რუსულ ენაზე. სამივე წიგნი მოცემულია ისე როგორც შედგა 1850 წელს.

 წარსულში ხევი იყოფოდა ოთხ სამოურავოდ, რომელთაც მოურავები განაგებდნენ. მათგან დაწინაურებულა ყაზბეგ ჩოფიკაშვილი, ასეთ დაწინაურებას ხელს უწყობდა მისი სამოურავოს პოლიტიკურ–ეკონომიკური და სტრატეგიულ–გეოგრაფიული მნიშვნელობა. ყაზბეგ ჩოფიკაშვილის განგებლობაში შედიოდა ხევის ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილები: სტეფანწმიდა, გერგეტი და დარიალის ხეობა. მას  ევალებოდა ჩრდილოეთისაკენ მიმავალი გზისა და დარიალის კარის დაცვა. რუსეთ–საქართველოს ურთიერთობის გაცხოველებასთან ერთად ყაზბეგის სამოურავოს მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა. საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ მეფის რუსეთის მთავრობას სჭირდებოდა ამ ხეობის ერთგული დარაჯი. ასეთი აღმოჩნდა ყაზბეგის მემკვიდრე გაბრიელი. რუსეთის მთავრობამ დააფასა გაბრიელის ეს ამაგი. მას ებოოძა გენერალ–მაიორობა და აზნაურობა. ამ დროიდან გაბრიელი თავის გვარს – ჩოფიკაშვილს იცვლის და ირქმევს აზნაურულ გვარად თავისი მამის სახელს – ყაზბეგს.

 ლევან ბერაია

 გაბრიელის შვილი იყო  პოლკოვნიკი მიხეილ ყაზბეგი (პირველი ქართველი რომელიც შეხვდა პუშკინს მისი საქართველოში შემოსვლისას) და შვილიშვილი მწერალი ალექსანდრე ყაზბეგი.



აგიაშვილი

 ფეოდალური საგვარეულო იმერეთში. მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ იმერეთის მეფის კარზე.

 XVIII საუკუნეში იმერეთის სამეფოს მთავარ სამხედრო პირებს სარდლები წარმოადგენდნენ. სოლომონ II–ის დროს იმერეთში სამი სარდალი იყო, სამხედრო ხელმძღვანელობა სამი სარდლის – წერეთლის, წულუკიძის და აგიაშვილის ...

კარგარეთელი

 აზნაურული გვარი ქართლში. ყაფლანიშვილების  აზნაურები. ქართველ კალიგრაფთა გვარი. სვიმონ კარგარეთელი მოღვაწეობდა XVI საუკუნეში სამხრეთ საქართველოს სავანეებში. 1541 წელს გადაუწერია პოლემიკურ–დოგმატიკური სამეცნიერო კრებული.

 იესე კარგარეთელი XVII საუკუნის ...

დგებუაძე

 დგებუაძეები - ფეოდალური გვარი საქართველოში. მეგრელი თავადები, სათავადოს მფლობელები, სასახლე ჰქონდათ ოჩეში.

 „დემუნა იყო მდივანი აბგარ მეფის, რომელმნაც აღწერა ცხოვრება აბგარ მეფისა წელსა ქრისტეს აქეთ 67 და მათნი გვარნი დროს თურქთაგან დაპყრობის მოვიდნენ ახალციხეს და მუნითგან ოდიშშს და ...

წულუკიძე

 წულუკიძეები - იმერეთის ფეოდალური საგვარეულო წულუკიძეები ისტორიის ასპარეზზე პირველად ჩანან XV ს. შუა წლებში. ამ საგვარეულოს პირველი ისტორიულად ცნობილი წარმომადგენელი არის ვირშელ, როდის მოხდა წულუკიძეთა სათავადოს ჩამოყალიბება, ზუსტად განსაზღვრა ძნელია, მაგრამ სავარაუდოა, რომ ეს მოხდა ვირშელის ...

ხერხეულიძე

 ვახუშტი ბაგრატიონი „აწინდელთა მთავართა გვართათვის“, ხერხეულიძეებს „აწინდელ“ ქართლის მთავართა შორის მოიხსენიებს. მისი თქმით, ხერხეულიძე ზემო ქართლის მთავარია, მაგრამ წარმოშობით მესხეთიდანაა, უწინ ცხოვრობდა სამცხეში და „არს მოსვლა მისი შემდგომად გაყრისა“, მეფე ერეკლე 1783 წლის 18 ივნის რუსეთის ...

იოსელიანი

 იოსელიანი (Ioseliani, Иоселиани) - აზნაურული გვარი იმერეთში, სამეგრელოში, სვანეთში და ქართლ–კახეთში. იმერეთის სამეფო კარზე მაღალი თანამდებობები ეკავათ. მეღვინეთუხუცესის თანამდებობას ორი კაცი განაგებდა, წერეთლების გვარიდან და აზნაურ იოსელიანთა გვარიდან, მესტუმრეთუხუცესის თანამდებობაზე ...

გუგუშვილი

 გუგუშვილი - აზნაურული გვარი ოდიშში. ტახტის აზნაურები. ცნობილია XVI–XVII საუკუნეების დადიანების ელჩი გიორგი გუგუშვილი, რომელმაც იმოგზაურა რუსეთში. გუგუშვილებში შემორჩენილი გადმოცემის თანახმად გუგუშვილები ყოფილან გოშუების ერთ–ერთი განშტოება.

 გუგუშვილები შეტანილნი არიან რუსეთის იმპერიის ...

ბაქრაძე

 აზნაურული გვარი იმერეთსა და ქართლში. 1799 წლის აღწერით ბაქრაძეები მუხრან ბატონის აზნაურებად არიან დასახელებულნი.

 XVIII საუკუნის ერთი საბუთით ნიკოლოზ და იოსებ ბაქრაძეები ჩივიან, რომ მათი ყმები ხეითს მცხოვრები ტომარაძეები „იძულებელ ჰყოფენ ჩემთვის თავთა და ნებავსთ რათა სრულად იხსნან თავი ...

საყვარელიძე

 აზნაურული საგვარეულო იმერეთსა და ქართლში. გვარში შემორჩენილი გადმოცემის თანახმად საყვარელიძეების წინაპრები აზნაური კროჭები ყოფილან, კროჭების ოჯახს დიდებული სტუმართმასპინძლობა გაუწევიათ მათთან მისულ მეფისათვის, რომელსაც შეუძახია რა საყვარელიძენი ხართო. აქედან მოდის მათი ...

ცქიტიშვილი

 აზნაურთა გვარი იმერეთში. „ერთხელ ბერი წულუკიძე ზემო იმერეთში ახლდა მეფე სოლომონ I–ს და აზნაურმა ცქიტიშვილმა შესაფერი პატივი არ სცა მის მხლებლებს. უკანასკნელთ ამაზე ბერს შესჩივლეს. რამდენიმე წლის შემდეგ ბერმა გაიარა იმ ცქიტიშვილის კარზედ, გაიხსენა ზემო აღნიშნული შემთხვევა და შევიდა მისას. ...

სულხანიშვილი

 სულხანიშვილები - აზნაურული გვარი კახეთში. იესე სულხანიშვილი იყო ერეკლე II–ის მოძღვარი. მისი შვილი ზაქარია კი თეკლე ბატონიშვილის მოძღვარი.

 სულხანიშვილი პაატა. აზნაური. კახეთის 1812 წლის აჯანყების მონაწილე.

 ზაქარია სულხანიშვილი. „მბეჭდავი წიგნთა, მოძღვარი დედოფლისა დარეჯანისა“. ...