ENG  RUS

50000+ სხვადასხვა გენეალოგიური მონაცემები, ბიოგრაფიები, ფოტო...

 A | B | C | D | E | F | G | H | I | J | K | L | M | N | O | P | R | S | T | U | V | W | Y | Z

А | Б | В | Г | Д | Е | Ж | З | ИК | Л | М | Н | О | П | Р | С | Т | У | Ф | Х | Ц | Ч | Ш | ЩЭ | Ю | Я

გურიის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა" [რუსულად. ორიგინალში ამ ენაზე შეადგინეს ეს სიები]

იმერეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა" [რუსულად]

ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850წ. "ბარხატნაია კნიგა" რუსულ ენაზე. სამივე წიგნი მოცემულია ისე როგორც შედგა 1850 წელს.

 სოტკილავების, ანუ იგივე ჩარკვიანების ძირი და საგვარეულო კოშკი ლატალშია. სვანეთში ძირითადად ყოველთვის იბრძოდა ბატონობისთვის ჩარკვიანებისა და დადეშქელიანების თავადური გვარები, მაგრამ ჩარკვიანები სხვა ადგილებშიც იყვნენ დასახლებული. როდესაც თავისუფალი სვანეთის მოსახლეობა აუჯანყდა თავადაზნაურობას, მრავალი გვარის წარმომადგენლები და მათ შორის ჩარკვიანების ნაწილი გადმოვიდნენ ლეჩხუმში, სავარაუდოდ ამ დროს გადმოვიდა სოტკილავების წინაპარი ჩარკვიანიც ლეჩხუმში. ჩარკვიანების გვარი დასახლდა სოფელ წიფერჩში, საიდანაც შემდეგ სხვადასხვა სოფლებში გადასულან.

 სოტკილავების გვარის პირველი ეთნარქი გახლდათ ლეჩხუმელი ჩარკვიანი - ეს ის დროა, როდესაც რუსეთი ღიად შემოდის კავკასიაში (XIX საუკუნე) და თავს ესხმის დასავლეთ საქართველოს. ამ პერიოდში რუსეთმა ლეჩხუმი ჩამოართვა სადადიანოს და გადასცა იმერეთის სამეფო კარს. ამის ფონზე ლეჩხუმში ყალიბდება სხვადასხვა ორიენტაციის მქონე ჯგუფები: ერთნი,რომელნიც თანახმა არიან, რომ ლეჩხუმი გადაეცეს იმერეთის სამეფოს, ხოლო მეორენი ამის წინააღმდეგნი არიან. სოტკილავების წინაპარმა ჩარკვიანმა მოკლა შოთა ანდრიას ძე სოტკილავარუსეთის მიერ დანიშნული კაცი, რომელიც ინიციატორი იყო ლეჩხუმის იმერეთის სამეფოსათვის გადაცემის. ინიციატორის გვარი ცნობილი არ არის, რადგან ჩარკვიანი ერიდებოდა საგვარეულო სისხლის აღების წესს გვარის მომავალ მემკვიდრეებში. როგორც ჩანს, ამ ჩარკვიანს დიდი წოდების ადამიანი ჰყავს მოკლული, რის გამოც მას არ დაედგომებოდა ლეჩხუმში და იძულებული გახდა შავიზღვისპირეთში ჩამოსულიყო. ამ პერიოდში რუსეთი უტევს აფხაზეთს. აფხაზეთში შარვაშიძეების გვარი ჯერ კიდევ არის გაბატონებული. ძლიერია სადადიანოს კარიც. ასეთ ვითარებაში, მიუხედავად იმისა, რომ ლევან V დადიანმა აკრძალა ტყვეთა სყიდვა, ეს ჭირი ისევ იჩენს თავს და შავიზღვისპირეთში ახლადჩამოსული ჩარკვიანი ამ სენის მსხვერპლი ხდება. იგი ყურსალებმა (მეგრულად - შავი საქმის მკეთებლებმა) დაიჭირეს, ანაკლიაში გაყიდეს და თურქეთში სტამბოლის ბაზარზე გაგზავნეს, სადაც ერთ-ერთმა შეძლებულმა თურქმა სულთანმა იყიდა ის და ერთი ქართველი ბიჭი, სახელად ქორთუ. ჩარკვიანმა და ქორთუმ ერთმანეთს ძმობა შეჰფიცეს და პირობა დადეს, რომ ამ სულთნის კარზე ისე ერთგულად ემსახურათ, რომ მისი ნდობა მოეპოვებინათ, რომელიც მისცემდა ტყვეობიდან თავის დახსნის საშუალებას. ტყვეობაში და რთულ ვითარებაში ჩარკვიანმა და ქორთუმ შეძლეს სულთნის ნდობის მოპოვება. სულთანი მათ იმდენად ენდობოდა, რომ პასპორტიც კი მოიპოვეს და სავაჭროდ გენუაში და ვენეციაში დაცურავდნენ სავაჭრო ფაქტორიებთან მოლაპარაკებაზე. ერთ მშვენიერ დღეს ქორთუმ და ჩარკვიანმა სავაჭრო გემი გაიტაცეს და გეზი ევროპის ნაცვლად საქართველოსკენ აიღეს. გზად მრავალი წინააღმდეგობის მიუხედავად მათ სანუკვარი სურვილი აისრულეს და საქართველოს საზღვრამდე მიაღწიეს.

 საქართველოში ჩამოსვლისას მათ ერთმანეთს ისევ ძმობა შეჰფიცეს. ქორთუ აღმოსავლეთ საქართველოში წავიდა, ხოლო ჩარკვიანმა კი ქალაქ ზუგდიდისკენ გასწია, როგორც დასავლეთ საქართველოს კულტურისა და ვაჭრობის ცენტრში. აქ, მაცხოვრის კარის ეკლესიაში, ჩარკვიანი მღვდელს ეახლა, თქვა აღსარება და მოყვა ყველაფერი, რაც ამ ხნის განმავლობაში გამოიარა. მან მღვდლისგან კურთხევა მიიღო, რათა დასახლებულიყო ზუგდიდში, ოღონდ ახალი და არა ჩარკვიანის გვარით. სოტკილა მომდინარეობს წინადადებისგან - „სოთ კილერ ქორდუა“, ანუ სადაც დაკეტილი იყო ჩემი გზა და კვალი, გავხსენი და მაინც დავბრუნდი სამშობლოშიო ვა კი მეგრული ენისათვის დამახასიათებელი დაბოლოებაა. საბოლოოდ კი ჩარკვიანი იძულებული გახდა თავისი გვარი შეეცვალა და მისი ახალი გვარი გახდა სოტკილავა. მან ზუგდიდში შეირთო თავადი ასათიანის ქალი და მშვიდობიანად ცხოვრობდა გარკვეული ხანი.

გვარის ისტორიული ნარკვევის ზეპირსიტყვიერად გადმოცემის ავტორი ალექსანდრე სოტკილავა (1898-1979)

 

ოპერის მომღერალი ზურაბ სოტკილავა სტუდენტობისას პრაქტიკაზე დონბასშიფოტოზე ოპერის მომღერალი ზურაბ სოტკილავა სტუდენტობისას პრაქტიკაზე დონბასში



დადეშქელიანი

 დადეშქელიანი (დადიშქელიანი) - ფეოდალური საგვარეულო სვანეთში. იხსენიება XIII–XIV სს–დან. XVIII ს–ში დადიშქელიანებმა საბოლოოდ დასძლიეს თავიანთი მეტოქე რიჩგვიანები. დაიმორჩილეს ზემო სვანეთის დასავლეთი ანუ ხალს ქვემო ნაწილი და პატარა სამთავრო შექმნეს. რომლის ფაქტობრივი ფუძემდებელი ბაბა–ციოყი იყო ...

იოსელიანი

 იოსელიანი (Ioseliani, Иоселиани) - აზნაურული გვარი იმერეთში, სამეგრელოში, სვანეთში და ქართლ–კახეთში. იმერეთის სამეფო კარზე მაღალი თანამდებობები ეკავათ. მეღვინეთუხუცესის თანამდებობას ორი კაცი განაგებდა, წერეთლების გვარიდან და აზნაურ იოსელიანთა გვარიდან, მესტუმრეთუხუცესის თანამდებობაზე ...

ციციშვილი

 ციციშვილების სათავადოს წარმოქმნის შესახებ ორი საბუთი მოიპოვება, ერთი საბუთი კონსტანტინეს მიერ არის გაცემული 1467 წელს, ხოლო მეორე – ივანე ბატონიშვილის მიერ 1799 წ.

 იოანე ბაგრატიონი ციციშვილების შესახებ წერდა: „ამათნი წინაპარნი არიან ურიასტანიდან მოსულნი, ძველთაგანვე მდიდარნი კაცნი. ...

ვაჩნაძე

 ფეოდალური საგვარეულო საქართველოში კახელი თავადები კუჭატანის და ორთავე გავაზის მოურავები.

 პლატონ იოსელიანის „ცხოვრება მეფისა გიორგის მეცამეტისა“–ში მოიხსენება ავაზ ვაჩნაძე: „დიდი ვაჟკაცი ამან მოკლა თოფით ჯუნგუთაი დაღესტნელი, რომლისა თავი მიართვეს მეფესა შემდგომად ნიახურის ომისა“. ესენი ...

ალექსიშვილი

 აზნაურული გვარი საქართველოში. ქსნის საერისთავოს აზნაურები. საამილახოროს აზნაურები. ალექსიშვილების გვარი გაიგივებულია მესხიშვილების გვართან. ალექსიშვილები იყვნენ ცნობილი მწიგნობარნი და კალიგრაფები.

 ალექსიშწვილები მოიხსენიებიან 1795 წ. ფარნავაზ ბატონიშვილის მიერ ბესარიონ ალექსიშვილის ...

ახვლედიანი

 ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. ლეჩხუმელი ახვლედიანები იყვნენ როგორც თავადები ასევე აზნაურები.

 იმერელი ახვლედიანები (ვანის) იყვნენ ჩიჯავაძეების აზნაურები, მაგალითად, ჩიჯავაძეების სახლთუხუცესის სახელო 1811 წელს დათუნა ახვლედიანს ჰქონდა.

 სამეგრელოს სამთავროს გაუქმების ...

ართმელიძე

 ფეოდალური საგვარეულო გურიაში. XVII საუკუნემდე ართმელაძეთა გვარი ძლიერ ფეოდალურ გვარად ითვლებოდა გურიაში. ართმელაძეთა დამცრობა, XVIII საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყო, ამ დროს ჩამოართვეს მათ მეღვინეთუხუცესობა და თავად ნაკაშიძეებს გადასცეს. ართმელაძეების სამფლობელოს წარმოადგენდა სოფელი აკეთი ...

ჭილაშვილი

 ჭილაშვილები - დიდ-აზნაურული გვარი ქართლში, არაგვის ერისთავების აზნაურები, „გაბრიელ ბაბანას ძე ჭილაშვილი ვახტანგ ბატონიშვილმა რომელსაც იმ დროს არაგვის საერისათვო ეპყრა (1782) თავის მილახვრად დანიშნა და თანაც უბოძა „რუსეთის მიმავალ და იქიდან მომავალის ბაჟის აღება და აგრეთვე ...

საგინაშვილი

 „თავადი საგინაშვილი. ამათნი შთამომავლობანი არიან სპარსთა მთავრის, საგად წოდებულისა, რომელიცა საგ მთავარი დაადგინა სალილ არაბმან, ამირად წოდებულმან. ესე საგ დაადგინა ტფლისსა შინა გამგედ წელსა ქრისტეს აქეთ 787–სა დროსა აშოტ მეფისასა და მერე ამა საგისა დაშთომილნი შთამომავლობანი იწოდნენ ...

გოგიბედაშვილი

 გოგიბედაშვილი - აზნაურული გვარი ქართლში არსებობს არზა დავით გოგიბედაშვილის გამოსაღების თაობაზე გიორგი ბატონიშვილის ოქმით, რომელიც 1780 წლის 2 აპრილსაა შედგენილი, მასში ნათქვამია: „...მე ხანდაკს ჯავახიშვილს ყმებთან არასოდეს ხარჯი არ გამიწევია. იმათთან მამას არ გაუღია და და პაპას გამოსაღები, მე ...

ინასარიძე

 „წარჩინებული ისტორიული საგვარეულო რაჭაში, მოხსენიებულია 1401–1413 წ.

 „ამილახუარმან გვიჩივლა... ვითა პატრონისა  ამირინდო ამილახუარისა ჟამსა შიგან პატრონმან მეფემან ბაგრატ შუა დამუხდობად ღუღაბერიძე და ინასარიძე გუიბოძნა“.

 „ინანუს იყო სომეხთა მეფეთა თანამხლებელი ბაგრატიონთა ...