ENG  RUS

50000+ სხვადასხვა გენეალოგიური მონაცემები, ბიოგრაფიები, ფოტო...

 A | B | C | D | E | F | G | H | I | J | K | L | M | N | O | P | R | S | T | U | V | W | Y | Z

А | Б | В | Г | Д | Е | Ж | З | ИК | Л | М | Н | О | П | Р | С | Т | У | Ф | Х | Ц | Ч | Ш | ЩЭ | Ю | Я

გურიის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა" [რუსულად. ორიგინალში ამ ენაზე შეადგინეს ეს სიები]

იმერეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა" [რუსულად]

ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850წ. "ბარხატნაია კნიგა" რუსულ ენაზე. სამივე წიგნი მოცემულია ისე როგორც შედგა 1850 წელს.

ქართული ფეოდალური ურთიერთობის სქემა (ფეოდალური იერარქია)

ქართული ფეოდალური იერარქია სქემა



ბეჟანიშვილი

 ბეჟანიშვილები - აზნაურული გვარი ქართლში. ყაფლანიშვილების აზნაურები. 1700 წლის აღწერით. დასახელებულია ბეჟან ბეჟანიშვილი ყაფლანიშვილების მემამულეებად. ყმები ჰყავდა ქვემო ბოლნისში. 1721 წ. აღწერით ბეჟუა ბეჟანიშვილი დასახელებულია გერმანოზიშვილის უყმო აზნაურად. ამ გვარის ცნობილი ...

საგინაშვილი

 „თავადი საგინაშვილი. ამათნი შთამომავლობანი არიან სპარსთა მთავრის, საგად წოდებულისა, რომელიცა საგ მთავარი დაადგინა სალილ არაბმან, ამირად წოდებულმან. ესე საგ დაადგინა ტფლისსა შინა გამგედ წელსა ქრისტეს აქეთ 787–სა დროსა აშოტ მეფისასა და მერე ამა საგისა დაშთომილნი შთამომავლობანი იწოდნენ ...

ჩიჯავაძეთა სათავადო

 ჩიჯავაძეთა გვარი მეგრული წარმოშობისა უნდა იყოს. იგი ჩიჩუათა საგვარეულოს ერთ–ერთ შტოს უნდა წარმოადგენდეს. ჩიჩუას გაჩიჯავაძება, ალბათ, მისი საცხოვრისი ადგილის გადანაცვლებასთანაა დაკავშირებული. ჩიჩუას ქართული გაფორმება უნდა იყოს ჩიჯავაძე. ამ მხრივ საინტერესოა, რომ გრიგოლ კათალიკოსის 1733 წლის ...

გარაყანიძე

 აზნაურული გვარი ქართლში. ქსნის ერისთავის აზნაურები. გარაყანიძე ცოტნე მოიხსენიება 1260–1267 წწ. საბუთში თამარ დედოფლისა გელათისადმი: „სახელთა... მე თამარ დედოფალმან სულკურთხეულისა და სანატრელისა მეფისა რუსუდანის ძისა, ყოველთა მეფეთ–მეფისა დავითის ცოლმან ... ვიყიდე სოფელი ჯიქეფონი ცოტნე ...

გედევანიშვილი

 თავადთა და აზნაურთა საგვარეულო ქართლში. გერბიანი აზნაურები. იყვნენ საეკლესიო აზნაურები, შემდგომში კი ტახტის აზნაურები. რუსეთის იმპერიის „ხავერდოვან წიგნში“ არიან შეტანილები. გედევანიშვილები იყვნენ საეკლესიო ყმათა სარდლები. მამულებს ფლობდნენ გოროვანსა და წეროვანში. იყვნენ მრავალყმიანი ...

ფიცხელაური

 აზნაურული გვარი ქართლში. არიან ძველადვე წინაპარნი ამათნი კავკასიის მთით მოსრულნი და მოსახლენი ქსნის ხეობასა შინა და ცნობილნი ადრევე დროსა მეფისა დავითისასა წელსა 1290–სა და შემდგომად მეფისა თეიმურაზისა და მეფისა ირაკლისაგანცა პატივცემულნი და მოხელედაცა დადგინებულნი ქსანსა შინა და არიან აწ ...

ამილახვარი

 ამილახვრები

 თავადთა საგვარეულო ქართლის სამეფოში, მსხვილი სათავადოს, საამილახოროს მფლობელები. საამილახოროს წარმოშობის საკითხზე ქართულ ისტორიოგრაფიაში აზრთა სხვადასხვაობაა.

 არსებობს ტრადიციული შეხედულება, თითქოს იოთამ ზედგენიძემ გიორგი ალექსანდრე ძე 1465 წელს გადაარჩინა სიკვდილს ...

გვერდწითელი

 აზნაურული გვარი ქართლში. ციციშვილების აზნაურები. 1749 წლით დათარიღებულ ერთ–ერთ საბუთში გვერდწითელი გიორგი მოხსენიებულია, როგორც ციციშვილების სახლთუხუცესი. იმავე საბუთში ვკითხულოთ: „...დავითმა გვერდწითელს სახლთუხუცესს შვილი მოუნათლა, პაატამ ამირან გვერდწითელს მოუნათლა შვილი“. იმ ნათლობით და ამ ...

ღუდუშაური-შიოლაშვილი

 გადმოცემის თანახმად, ღუდუშუარი გვარის სადავეები ვახტანგ გორგასლის დროიდან მოდის. ვახტანგ გორგასლის დროს ბრძოლაში თავი გამოუჩენია ვინმე სნოს, მეფეს მისი ვაჟი მოუნათლავს და ღუდუშაური დაურქმევია, ბავშვის სახელზე კი ციხე აუშენებია, სიმამაცით გამოირჩეოდა შიოლა ღუდუშაური, რომელიც XVII საუკუნეში ...

მაჭავარიანი

 აზნაურული გვარი იმერეთსა და ქართლში. წარჩინებით გამორჩეული გვარი, იმერეთსა და ქართლში. იყვნენ როგორც ტახტის ისევე სათავადო აზნაურები. ქსნის ერისთავის აზნაურები, საყაფლანიშვილის აზნაურები. საწერეთლოს აზნაურები, წულუკიძეების აზნაურები. საწერეთლოში ფლობდნენ მოურავის სახელს. იყვნენ ლომსიათხევის ...

ანდრონიკაშვილი

ანდრონიკაშვილების გვარის ისტორია.

  თავადთა საგვარეულო ფეოდალურ საქართველოში. გვარში დარჩენილი გადმოცემით, ჩამომავალნი არიან ბიზანტიის იმპერატორ ანდრონიკე კომნენისა, რომლის შვილი ალექსი კახეთში დამკვიდრებულა XII ს. II ნახევარში.

  ანდრონიკაშვილების მამულები, ე.წ. „საანდრონიკო“ მოიცავდა ...

ჯორჯაძე

 ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. “ესენი არიან ძველად გვართაგან ჯორჯიკ ვაშატიელის შვილთაგან შთამამავლობათაგანი, რომელნიც რანის ადგილიდგან გარდმოსახლდნენ ახალციხეს წელსა ქრისტეს აქეთ 980–სა და მერე დროსა მეფისა გიორგისასა წელსა ქრისტეს აქეთ 1466 გარდმოსახლებულ იქმნენ კახეთს გრემისა იწოდნენ ...