ENG  RUS

50000+ სხვადასხვა გენეალოგიური მონაცემები, ბიოგრაფიები, ფოტო...

 A | B | C | D | E | F | G | H | I | J | K | L | M | N | O | P | R | S | T | U | V | W | Y | Z

А | Б | В | Г | Д | Е | Ж | З | ИК | Л | М | Н | О | П | Р | С | Т | У | Ф | Х | Ц | Ч | Ш | ЩЭ | Ю | Я

გურიის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა" [რუსულად. ორიგინალში ამ ენაზე შეადგინეს ეს სიები]

იმერეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა" [რუსულად]

ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850წ. "ბარხატნაია კნიგა" რუსულ ენაზე. სამივე წიგნი მოცემულია ისე როგორც შედგა 1850 წელს.

 ამილახვრები

 თავადთა საგვარეულო ქართლის სამეფოში, მსხვილი სათავადოს, საამილახოროს მფლობელები. საამილახოროს წარმოშობის საკითხზე ქართულ ისტორიოგრაფიაში აზრთა სხვადასხვაობაა.

 არსებობს ტრადიციული შეხედულება, თითქოს იოთამ ზედგენიძემ გიორგი ალექსანდრე ძე 1465 წელს გადაარჩინა სიკვდილს და ამიერიდან გიორგიმ ამილახორად გახადა ზედგენიძენი და სამოხელეო სარგოდ მისცა მამული ქართლში. ზედგენიძეთა ისტორიასთან დაკავშირებით ნათქვამია: „ხოლო რომელთა ამათ გვართა წარჩინებულობის გამო მიიღეს თავადობა დროსა გიორგის მეფობისას წელსა ქრისტეს აქეთ 1465 წელს და იწოდებოდნენ ზედგინიძეთ და შემდგომად ოდეს იორამ ზედგინიძემ განარიდა მეფის ალექსანდრეს ძე გიორგი მეფე ბაგრატიონი ორგულთა კაცთა ხელთა სიკვდილისაგან და თვით ზედგინიძე იორამ  მოკლულ იქნა ნაცვლად მეფისა, ამისა ჯილდოდ უბოძა შვილთა მისა გუარად ამილახორობა და უფროსსა ძესა მისცა სპასპეტობა ქართლისა, მოურაობა გორისა და ციხე გორის ჯუარი და სხუანი ადგილნი, რომელნიც იწოდებიან აწ საამილახორო ადგილებად.

 ამილახორის სათავადოს საფუძველი ჩაეყარა XIV ს. დამდეგს. გვარის აღზევება XV ს. პირველი ნახევრიდან დაიწყო. XV–XVI სს. სათავადოს მფლობელნი ზედგინიძე–ამილახვრებად იწოდებოდნენ. XVII ს–დან კი ამილახვრებად. ამილახვრები ფეოდალური ქართლის თვალსაჩინო პოლიტიკური, სამხედრო და კულტურის მოღვაწენი იყვნენ. სათავადოს უფროსი – ამილახორი ქართლის სამეფოს ერთ–ერთი დიდებული თავადი იყო. მისი შვილები ამილახვრიშვილებად იწოდებოდნენ და საგვარეულოს სხვა წევრებთან ერთად, მეორე და მესამე ხარისხის თავადებად ითვლებოდნენ. სათავადოს უფროსი, ჩვეულებრივად ზემო ქართლის სადროშოს სარდალი და გორის მოურავიც იყო. სხვადასხვა დროს ამილახვრებს ეკავაც ბოქაულთუხუცესის, მოლარეთუხუცესისა და სხვა თანამდებობები.

 ამილახვრების ფეოდალური სახლი დაყოფილი იყო შემდეგ სახლებად: რევაზის-შვილები, ქაიხოსროს-შვილები, ბეჟანის-შვილები, გივის-შვილები, ერასტის-შვილები. [სამწუხაროდ ზოგს გონია რომ ყველა რევაზიშვილი ან ბეჟანიშვილი ამილახვარია რაც ასე არაა].

 ამილახვრების აზნაურები არიან: თექთურმანიძეები, მურაჩაშვილები, კაპანაძეები, მახატელები, იაღლუზიშვილები, ტარსაიჭაშვილები, გოჩიაშვილები, ქარუმიძეები, ჩერქეზიშვილები, უთნელიშვილები, ფურცელაძეები, ზარდალიშვილეი და სხვები.

 ამ საგვარეულოს თვალსაჩინო წარმომადგენლები იყვნენ:

 ამირინდო ავთანდილის ძე, ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, ძმასთან ერთად მონაწილეობდა რეაქციონერი თავადების მიერ ერეკლე II–ის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში, რისთვისაც სასტიკად დაისაჯა (მოაჭრეს ცხვირი და გადაუჭრეს ფეხის ძარღვი). 1771 წ. პატიმრობიდან გაიპარა და რუსეთს გადაიხვეწა. დაუკავშირდა ქართლის ამირინდო ავთანდილის ძე და ტახტისათვის ბრძოლაში შემწყეობა აღუთქვა. 1783 წელს რუსეთის მთავრობამ ერეკლე II–ის თხოვნით ალექსანდრე შეიპყრო და ვიბორგის ციხეში ჩასვა. 1801წ. ამნისტიით განთავისუფლდა და საქართველოში გამოემგზავრა, მაგრამ გზად ასტრახანში გარდაიცვალა. რუსეთში ყოფნისას დაწერა „გეორგიანული ისტორია“.

 ამილახვარი ამირინდო ავთანდილის ძე, ქართლ–კახეთის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე. 1775 წლიდან იყო ამილახორი. მხარს უჭერდა თეიმურაზის და ერეკლე II–ის ქართლში გამეფებას. რამდენჯერმე დაკარგა ამილახორობა, მაგრამ საბოლოოდ დაიბრუნა იგი 1765 წლის შემდეგ. იყო ზემო ქართლის სადროშოს სარდალი და გორის მოურავი.

 ამილახვარი ანდუყაფარ ფარემუზის ძე, ქართლის მსხვილი ფეოდალი, ირანული ორიენტაციის ფეოდალთა ლიდერი. თავადური რეაქციის ტიპობრივი წარმომადგენელი, XVII ს. პირველი მეოთხედის ქართლში. ირანის წინააღმდეგ გიორგი სააკაძის მეთაურობით მოწყობილი აჯანყების დროს ქართველებმა შეიპყრეს და არშის ციხეში დაამწყვდიეს. მარაბდის ბრძოლაში გამარჯვებულმა ირანელებმა გაათავისუფლეს და მამული დაუბრუნეს. ზედიზედ აწყობდა ლაშქრობებს მეზობელი ფეოდალების წინააღმდეგ, ამოწყვიტა დაზნელთა საგვარეულო, ააოხრა მცხეთა და გაძარცვა ეკლესია–მონასტრები. დაღუპვის შემდეგ მოწინააღმდეგეებმა ამოწყვიტეს მისი ოჯახი.

 ამილახვარი ბარძიმ თაყას ძე, ქართლის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე XVI ს. მეორე ნახევარში, საამილახვროს უფროსი, პროთურქული დასის მეთაური, იბრძოდა ქართლის მეფის სიმონ I–ის წინააღმდეგ და  მხარს უჭერდა მის პოლიტიკურ მეტოქეს, კახეთის მეფე ალექსანდრე II–ს. სიმონ I–ის ირანში ტყვეობისას ავიწროებდა მის ოჯახს. ბარძიმის დახმარებით დაიკავეს თურქებმა გორის ციხე და ზემო ქართლის სხვა ციხეები. სიმონის დაბრუნების შემდეგ დააპატიმრეს, ჩამოართვეს ამილახორობა და მამულების ნახევარი. შემდგომში პოლიტიკურ ასპარეზს ჩამოსცილდა.

 ამილახვარი გივი ანდუყაფარის ძე. ქართლ–კახეთის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე, საამილახოროს უფროსი, ზემო ქართლის სადროშოს სარდალი და გორის მოურავი, პოლიტიკურ ასპარეზზე ჩანს 1722 წლიდან. ხშირად იცვლიდა საგარეო ორიენტაციას და ბრძოლის მეთოდებს. ებრძოდა ოსმალოებს (1723–35) თუმცა ხშირად დათმობაზეც მიდიოდა. 1726 წ. ოსმალებს ხელი ააღებინა სიონის მეჩეთად გადაკეთების შესახებ.

 1727 წ. მეფე იესეს გარდაცვალეის შემდეგ ოსმალებმა ქართლი რამდენიმე ერთეულად (სანჯაყებად) დაყვეს. გივი ამილახვარი ზემო ქართლის სანჯაყის გამგებლად დაინიშნა. იგი ოსმალებთან ერთად იბრძოდა მოთარეშე ლეკ ფეოდალთა წინააღმდეგ. ამასთან ერთად იძულებული იყო მონაწილეობა მიეღო ოსმალების ექსპედიციაში კახელთა წინააღმდეგ, თუმცა კი ფარულად აჯანყებულ კახელებს ეხმარებოდა. თამაზ–ყული–ხანის (შემდგომში ნადირ0შაჰი) მოსვლის შემდეგ 1734 წელს გივი ამილახვარმა ყიზილბაშებთან ერთად დაიწყო ბრძოლა თურქების წინააღმდეგ. 1735 წელს მოულოდნელი დარტყმით აიღო გორი და მონაწილეოა მიიღო თბილისიდან ოსმალების განდევნაში. თუმცა ქართველთა ბრძოლა ხელს უწყობდა ირანელთა წარმატებებს, ნადირ–შაჰს არ მოსწონდა, რომ ქართველებში ფეხს იკიდებდა ქრისტიანული საქართველოს აღდგენის იდეა, ამიტომ მან დააპატიმრა ამილახვარი და სხვა ქართველი პატრიოტები. მალე ისინი ტყვეობიდან გამოიქცნენ. 1736 წ. ამილახვარი შანშე ქსნის ერისთავთან და ვახუშტი აბაშიძესთან ერთად სათავეში ჩაუდგა ანტიირანულ აჯანყებას ქართლში. მალე ირანელებმა ვერაგობით შეიპყრეს გივი და ბრძოლას შანშე ერისთავი განაგრძობდა.

 1737 წ. ნადირ–შაჰმა გივი და სხვა დაპატიმრებული ქართველები ავღანეთის ლაშქრობაში წაიყვანა. აქ მათ თვაი გამოიჩინეს და შაჰმა გადაწყვიტა ქართველი ტყვეები სამშობლოში დაებრუნებინა და შანშე ერისთავის წინააღმდეგ გამოეყენებინა. ამ დროისათვის შანშე ერისთავის ბრძოლის მეთოდები (დღესტნელთა გამოყენება) მიუღებელი გახდა ქართველებისათვის. ამიტომ ირანელებმა ადვილად დაიმორჩილეს ქსნის საერისთავო და ამილახვარს გადასცეს.

 1741 წ. შაჰმა ამილახვარი ქართლის ვექილად (გამგებლად) დანიშნა, დაუმტკიცა ამილახორობა და ქსნის ერისთავობა. შემდეგ ამილახვარი მონაწილეობდა ნადირ–შაჰის დაღესტნის ლაშქრობაში, მაგრამ მისი ირანოფილური პოლიტიკა დიდხანს არ გაგრძელებულა. მისი უკმაყოფილება გამოიწვია, ერთი მხრით, ბაგრატიონთა კახური შტოს (თეიმურაზ II) დაწინაურებამ ქართლში, მეორე მხრით, ნადირ–შაჰის მძიმე საგადასახადო პოლიტიკამ და 1742 წ. იგი სათავეში ჩაუდგა ქართლის აჯანყებას ირანელთა უღლის წინააღმდეგ. ამილახვარი დამარცხდა და 1745 წ. იძულებული გახდა დანებებოდა თეიმურაზ II–ს, დამარცხებული ამილახვარი ისპაჰანში გაგზავნეს, აქ ის ფორმალურად გამაჰმადიანდა, მიიღო შაჰ–ყული–ხანის სახელი და ირანის გვარდიის უფროსი (ყულარაღასი) გახდა. 1747 წ. ნადირ–შაჰმა გადაწყვიტა დაესაჯა „ურჩი“  თეიმურაზ II და ერეკლე II და ამილახვარს დაავალა 30 000 კაცით საქართველოში შეჭრილიყო. ამ განზრახვას ხელი შეუშალა შაჰის სიკვდილმა. 1749 წ. ამილახვარმა შემოიკრიბა ირანში მყოფი ქართველები. შეიარაღა და ხმლით გაიკაფა გზა საქართველოსაკენ. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ამილახვარმა არა ერთი დანგრეული ციხე და ეკლესია აღადგინა ქართლში, იმერეთსა და მესხეთში. დიდი ფინანსური და მორალური დახმარება გაუწია თეიმურაზ II–ესა და ერეკლე II–ს.

ქ.ს.ე. ტ. I. გვ. 450. ლევან ბერაია

 



ჩიჯავაძეთა სათავადო

 ჩიჯავაძეთა გვარი მეგრული წარმოშობისა უნდა იყოს. იგი ჩიჩუათა საგვარეულოს ერთ–ერთ შტოს უნდა წარმოადგენდეს. ჩიჩუას გაჩიჯავაძება, ალბათ, მისი საცხოვრისი ადგილის გადანაცვლებასთანაა დაკავშირებული. ჩიჩუას ქართული გაფორმება უნდა იყოს ჩიჯავაძე. ამ მხრივ საინტერესოა, რომ გრიგოლ კათალიკოსის 1733 წლის ...

გუგუშვილი

 გუგუშვილი - აზნაურული გვარი ოდიშში. ტახტის აზნაურები. ცნობილია XVI–XVII საუკუნეების დადიანების ელჩი გიორგი გუგუშვილი, რომელმაც იმოგზაურა რუსეთში. გუგუშვილებში შემორჩენილი გადმოცემის თანახმად გუგუშვილები ყოფილან გოშუების ერთ–ერთი განშტოება.

 გუგუშვილები შეტანილნი არიან რუსეთის იმპერიის ...

ჟურული

 ამათნი გვარნი ძველადვე არიან რუსთაგან დაშთომილნი ჟურულად გვარად წოდებულისა, რომელნიცა მოსახლობენ ქსანს, ადგილსა მონასტრად წოდებულსა და სვიმონ მეფისა ცოლ–შვილის მსახურებისთვის, ოდეს ოსმალთა შეიპყრეს სვიმონ მეფე. შემდგომ ესენიცა იყვნენ კარგად მიღებული წელსა 1558 და არიან ესენიცა მოხსენებულ ...

ბაგრატიშვილი

 აზნაურები ქართლში. „1739 წ. სექტემბრის „დამდეგს“ მოიხსენიება კიკულა ბაჯვაძის მიერ თავის ბატონ გიორგი ბაგრატიშვილის სახელზე გაცემულ თავნასყიდობის წიგნში. ყაფლანიშვილების მემამულე და აზნაური ზურაბ ბაგრატაშვილი 1721 წ. ცხოვრობდა და ყმები ჰყავდა ქციაში. ბაგრატაშვილებს მამულები და ყმები ჰყავდათ ...

ანჯაფარიძე

 ანჯაფარიძე (ანჯაფარია) აზნაურული გვარი ოდიშში. ანჯაფარიძეთა შესახებ პირველი ისტორიული წყარო განეკუთვნება XIII–XIV სს–ის ოთხთავს, სადაც მინაწერში მოხსენიებულია პატაი ანჯაფარიძე და ფარშავანდი ანჯაფარიძე.

 „ღმერთო და ყოვლდაწმიდაო ღვთისმშობელო, ამა ოთხთავსა წმიდანი წერია, მისო ძალო და ...

ანდრონიკაშვილი

ანდრონიკაშვილების გვარის ისტორია.

  თავადთა საგვარეულო ფეოდალურ საქართველოში. გვარში დარჩენილი გადმოცემით, ჩამომავალნი არიან ბიზანტიის იმპერატორ ანდრონიკე კომნენისა, რომლის შვილი ალექსი კახეთში დამკვიდრებულა XII ს. II ნახევარში.

  ანდრონიკაშვილების მამულები, ე.წ. „საანდრონიკო“ მოიცავდა ...

სოტკილავების გვარის ისტორია

 სოტკილავების, ანუ იგივე ჩარკვიანების ძირი და საგვარეულო კოშკი ლატალშია. სვანეთში ძირითადად ყოველთვის იბრძოდა ბატონობისთვის ჩარკვიანებისა და დადეშქელიანების თავადური გვარები, მაგრამ ჩარკვიანები სხვა ადგილებშიც იყვნენ დასახლებული. როდესაც თავისუფალი სვანეთის მოსახლეობა ...

ბერაია

თეკლათელი ბერაიების ისტორია-გენეალოგია

გვარში შემორჩენილი გადმოცემის თანახმად თეკლათელი ბერაიები ყოფილან მხეიძეების აზნაურები.

 მე-18 მე-19 საუკუნეების მიჯნაზე ცხოვრობდა ორი ძმა ბერაია. ერთ-ერთი ძმა იყო მხეიძეების აზნაური თეკლათში, ხოლო მეორე ძმა იყო დადიანის მდივანი. უმთავრესი მანკი, რაც იმ ...

ბარათაშვილი

 ქართულ ისტორიოგრაფიაში დადგენილია, რომ საბარათიანო, როგორც სათავადო საბოლოოდ XV საუკუნეში გაფორმდა, ქვემო ქართლის ტერიტორიაზე.

 ბარათაშვილების წინაპრები ქაჩიბაძეები იყვნენ და ქართლში აფხაზეთიდან მოსულან X–XIII საუკუნეებში. ისინი „ბაღვაშ–ორბელთა ნაოხარზე ნელ–ნელა აშენებდნენ ძლიერებას, ...

გოშაძე

 გოშა იყო განჯელი თავადი, გვარით გოშა, მიხითარად წოდებული და, ოდეს სპარსთა დაიპყრეს ადგილნი მისნი, მაშინ მოვიდნენ ქართლსა და მეფემან უბოძა ოდიშში მამული და მიიღო თავადად გოშადვე და მის ძეთა ეწოდათ გოშაძეები წელსა 1213 და მუნიდგან იწოდებიან გოშაძეებათ.

 ყველაზე ადრინდელი ცნობა გოშაძეთა ...

გელოვანი

 ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. თავადები. სვანეთის ყოფილი ერისთავები. ლეჩხუმის მოურავები.

 1462–1510 წლების სასიხლო სიგელში სვანეთის ერისთავებად გელოვანები არიან დასახლებულნი.

 ვახუშტი ბატონიშვილი „აწინდელთა მთავართა გვართათვის“ გელოვანების შესახებ წერს „ხოლო სვანეთს – ...

ჩოფიკაშვილი ყაზბეგი

 წარსულში ხევი იყოფოდა ოთხ სამოურავოდ, რომელთაც მოურავები განაგებდნენ. მათგან დაწინაურებულა ყაზბეგ ჩოფიკაშვილი, ასეთ დაწინაურებას ხელს უწყობდა მისი სამოურავოს პოლიტიკურ–ეკონომიკური და სტრატეგიულ–გეოგრაფიული მნიშვნელობა. ყაზბეგ ჩოფიკაშვილის განგებლობაში შედიოდა ხევის ყველაზე მნიშვნელოვანი ...