ENG  RUS

50000+ სხვადასხვა გენეალოგიური მონაცემები, ბიოგრაფიები, ფოტო...

 A | B | C | D | E | F | G | H | I | J | K | L | M | N | O | P | R | S | T | U | V | W | Y | Z

А | Б | В | Г | Д | Е | Ж | З | ИК | Л | М | Н | О | П | Р | С | Т | У | Ф | Х | Ц | Ч | Ш | ЩЭ | Ю | Я

გურიის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა" [რუსულად. ორიგინალში ამ ენაზე შეადგინეს ეს სიები]

იმერეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა" [რუსულად]

ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850წ. "ბარხატნაია კნიგა" რუსულ ენაზე. სამივე წიგნი მოცემულია ისე როგორც შედგა 1850 წელს.

ანდრონიკაშვილების გვარის ისტორია.

  თავადთა საგვარეულო ფეოდალურ საქართველოში. გვარში დარჩენილი გადმოცემით, ჩამომავალნი არიან ბიზანტიის იმპერატორ ანდრონიკე კომნენისა, რომლის შვილი ალექსი კახეთში დამკვიდრებულა XII ს. II ნახევარში.

  ანდრონიკაშვილების მამულები, ე.წ. „საანდრონიკო“ მოიცავდა კახეთის სოფლებს – მელაანს, ჩალაუბანს, ფხოველს და სხვ. XVI საუკუნიდან ანდრონიკაშვილებმა სამემკვდრო სახელად მიიღეს ქიზიყის მოურაობა, XVII საუკუნიდან კი მარტყოფის მოურაობაც, მარტყოფის მოუარავები უმთავრესად ინიშნებოდნენ სოფ. ფხოველის მებატონე ანდრონიკაშვილებისაგან, რომლებიც ქიზიყელი ანდრონიკაშვილების განაყოფები იყვნენ. ისინი ზოგჯერ ზურაბიშვილების და აბელაშვილების გვარითაც იხსენიებიან. XVIII ს. ანდრონიკაშვილები თურქმანი ელების  მოურავები და ქართლ–კახეთთან დროებით შემოერთებული განჯის მმართველებიც არიან. ანდრონიკაშვილებმა განსაკუთრებით გამოიჩინეს თავი სამხედრო და დიპლომატიურ ასპარეზზე; ეკავათ ბოდბის, ნინოწმინდის, ალავერდის და ნეკრესის საეპისკოპოსო კათედრები. ანდრონიკაშვილების სათავადო შედარებით სუსტი იყო. მათი სიმდიდრე და პოლიტიკური წონა მეფის მოხელეობას ემყარებოდა. ამით აიხსნება ანდრონიკაშვილების განსაკუთრებული ერთგულება სამეფო ხელისუფლებისადმი. ანდრონიკაშვილებს შორის იყვნენ კათოლიკებიც.

  ამ საგვარეულოს თვალსაჩინო წარმომადგენლები:

  ანდრონიკაშვილი აბელ. კახეთის სამეფოს პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე XVII ს. ბოლოს და XVIII ს. I ნახევარში. ქიზიყის მოურავი, სარდალი. დაწინაურდა კახეთში ბეჟან–ხანის მმართველობის დროს. აბელ ანდრონიკაშვილს ცოლად ჰყავდა ერეკლე I–ის ქალიშვილი ქეთევანი. 1729 წ. დაიწყო ბრძოლა ოსმალთა წინააღმდეგ. ერთ–ერთ ბრძოლაში ანდრონიკაშვილმა დაამარცხა ისაყ–ფაშა. 1735–36 წწ. იბრძოდა ალექსანდრე ბატონიშვილის კახეთში გასამეფებლად. მის ამ განზრახვას წინ აღუდგა თეიმურაზ II–ის მეუღლე თამარი. ანდრონიკაშვილმა ქიზიყის მოსახლეობას მიმართა, მაგრამ მათ მეფე თეიმურაზს უერთგულეს და ანდრონიკაშვილს მხარი არ დაუჭირეს, ალექსანდრე ბატონიშვილის ირანში გაწვევის შემდეგ აბელი ჩამოშორდა პოლიტიკურ ასპარეზს. mediafirewall ანდრონიკაშვილი გვარის ისტორია

  ანდრონიკაშვილი თამაზ. აღმოსავლეთ საქართველოს პოლიტიკური მოღვაწე XVII ს. I ნახევარში ქიზიყის მოურავი. იბრძოდა ყიზილბაში დამპყრობლების წინააღმდეგ. აღადგინა ციხესიმაგრეები. გახიზნული მოსახლეობა დააბრუნა ძველ საცხოვრებელ ადგილებში. 1617 წ. შაჰ–აბას I–ის ლაშქრობის დროს, რომელიც ძირითადად ქიზიყის წინააღმდეგ იყო მიმართული, მეთაურობდა ხორნაბუჯის დაცვას.

  ანდრონიკაშვილი თამაზ პაატას ძე. კახეთის სამეფოს პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე XVIII ს–ის შუა წლებში, ქიზიყის მოურავი, ერეკლე II–ის მამიდაშვილი, 1746 წ. ანდრონიკაშვილმა სასტიკად დაამარცხა ქიზიყში შეჭრილი დაღესტნელთა 15 ათასიანი ლაშქარი. ამ გამარჯვების გამო ნადირ–შაჰმა ირანში მიიწვია და დააჯილდოვა. 1746 წ. ანდრონიკაშვილი საქართველოში დაბრუნდა. 1747–49 წწ. თავი გამოიჩინა აბდულ–ბეგის წინააღმდეგ ბრძოლაში. 1752 წ. ანდრონიკაშვილს დაევალა შინაპატიმრობაში ჰყოლოდა ერეკლე II–ის ერთ–ერთი მოწინააღმდეგე პაატა ბატონიშვილი, რომელიც მალე „გაექცა“ მეთვალყურეებს. როგორც ჩანს, ანდრონიკაშვილს ბატონიშვილის ხელშეწყობა დასდეს ბრალად და ერეკლე II–ის ბრძანებით 1754 წ. დააპატიმრეს, ქიზიყის მოურავად კი იასე ამილახვარი დანიშნეს. მალე ანდრონიკაშვილს ძველი პატივი დაუბრუნეს. 1759 წ. ერეკლემ კვლავ შერისხა იგი და ქიზიყის მოურავობა პაპუნა ანდრონიკაშვილს გადასცა.

  ანდრონიკაშვილი მალხაზ (მელქისედეკ). ქართლ–კახეთის და იმერეთის სამეფოების პოლიტიკური მოღვაწე, იულონ ბატონიშვილის ეშიკაღასბაში. სახელი გაითქვა ლეკების წინააღმდეგ ბრძოლაში. ცოლად ჰყავდა ერეკლე II–ის ქალის – ელენეს ასული მაია, სოლომონ II–ის და, მათხოჯის ბრძოლაში (1789 წ.) დაამარცხა სოლომონ II–ის მოწინააღმდეგე დავით გიორგის ძე. სოლომონმა ანდრონიკაშვილი საცხოვრებლად იმერეთში მიიწვია და სვერის მიდამოში უბოძა მამული. იმერეთის აჯანყების დროს ებრძოდა რუსეთის ჯარს. იმერეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ სოლომონ ლიონიძესთან ერთად გადავიდა ახალციხეში. აქედან სოლომონ II–ის დავალებით ჯერ ოსმალეთში გაემგზავრა დახმარების სათხოვნელად, შემდეგ კი ირანში. 1815 წ. ჩავიდა ეჩმიაძინში და სომეხთა კათოლიკოსის შუამდგომლობით საქართველოს მთავარმრთებლისაგან პატიება და სამშობლოში დაბრუნების ნებართვა მიიღო. გარდაცვალებამდე ცხოვრობდა კახეთში.

 ანდრონიკაშვილი პაატა. ქართლ–კახეთის სამეფოს სამხედრო მოღვაწე. ერეკლე II–ის ერთგული თანამებრძოლი. VIII ს. 60–იან წლებში ერეკლე II–მ ანდრონიკაშვილი საარტილერიო საქმის შესასწავლად რუსეთს მიავლინა. აქ მან რუსეთის ა რმიის არტილერიის ოფიცრის წოდება მიიღო. 70–იან წლებში დაბრუნდა სამშობლოში და დაევალა საარტილერიო საქმის ხელმძღვანელობა. 1778 წ. ებოძა სამეფო არტილერიის მეთაურობა. ანდრონიკაშვილი ხელმძღვანელობდა საქართველოს სამხედრო წარმოების ევროპულ წესზე გარდაქმნას, რაც ერეკლე II–ის თაოსნობით დაიწყო.

ლევან ბერაია

გურანდუხტ (გურანდოტ) ანდრონიკაშვილიურანდუხტ ანდრონიკაშვილი


ამაშუკელი

 აზნაურული გვარი იმერეთსა და ქართლში. ტახტის აზნაურები. მამულები ჰქონდათ ამაშუკეთში. ბეჟანა ამილახვრიშვილის ერთ ჩანაწერში ვკითხულობთ „მამეკელ, რომ მამივიდა ამაშუკელის ყმა არის, ჩვიდმეტი წელიწადია, ცარიელი ბიჭი იყო, ცოლი შევრთე, დავასახლე“. ამ გვარის ერთ–ერთი ცნობილი წარმომადგენელი ვასილ ...

აგიაშვილი

 ფეოდალური საგვარეულო იმერეთში. მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ იმერეთის მეფის კარზე.

 XVIII საუკუნეში იმერეთის სამეფოს მთავარ სამხედრო პირებს სარდლები წარმოადგენდნენ. სოლომონ II–ის დროს იმერეთში სამი სარდალი იყო, სამხედრო ხელმძღვანელობა სამი სარდლის – წერეთლის, წულუკიძის და აგიაშვილის ...

ბოსტაშვილი

 „აზნაური ბოსტაშვილები არიან ძველად კალმუხთაგან დაშთომილნი. ლომის გამო გაიგვარეს ბოსტაშვილობა“. ლეკთა შთამომავალის ნუხის ხანი აჯიჩალაბის წინააღმდეგ ბრძოლისას ერეკლე მეფეს გასჭირვებია ალაზნიდან გამოსვლა. „მაშინ თავადმა ბებურიშვილმა პაპამ მოსწყვიტნა კაცნი იგი და განიყვანა მეფე მშვიდობით, ხოლო ...

ადგილობრივი მმართველობის სისტემა

 ადგილობრივი მმართველობის აპარატი ერთიანი საქართველოს სახელმწიფოს ტერიტოტიულ პრინციპზე იყო დაფუძნებული. სამეფოს ტერიტოტია სამხედრო – ადმინისტრაციული ერთეულებად – საერისთავოებად და სამეფო დომენად – იყოფოდა. საერისთავოებს სათავეში ედგნენ ერისთავები და ერისთავთ–ერისთავები, რომელთაც ხელთ ეპყრათ ...

გარსევანიშვილი

 ფეოდალური საგვარეულო  საქართველოსა და რუსეთში. განსაკუთრებით დაწინაურდნენ სამეფო კარზე XVIII ს–ში, როდესაც ამ საგვარეულოს წარმომადგენლები ვახტანგ VI–ის კულტურულ მეცნიერული საქმიანობის აქტიური მონაწილეები და მეფის შვილების აღმზრდელ–მასწავლებლები გახდნენ. ძმები გიორგი და იესე ...

ლიონიძე

 კახეთის, ქართლისა და იმერეთის თავადაური გვარი. იოანე ბატონიშვილის ცნობით, ლეონიძეთა შორეული წინაპარი ლეკი ყოფილა, მეორე ცნობით „ლიონ თავადი იყო ძველად სომეხთა მეფეთა და ასწყდნენ გვარნი მათნი და რომელნიმე ესახლნენ კახეთთა შინა, გვარი ამათი ადრითვე და ესენიცა ამოწყდნენ“. ზ. ჭიჭინაძის ცნობით ...

ალექსი-მესხიშვილი

 მესხიშვილები, XVII–XIX სს. ქართული კულტურის მოღვაწე მწიგნობართა, კალიგრაფთა და მხატვართა გვარია. გადმოვიდნენ მესხეთიდან და თბილისში XVII ს. დამკვიდრდნენ. დაკავშირებული იყვნენ ანჩისხატის ეკლესიასთან. მღვდელი პეტრე მესხი ანჩისხატის კანდელაკი იყო; ანჩისხატის დეკანოზები იყვნენ მისი შვილი, ...

სოლოღაშვილი

 „ესენი არიან ძველადვე ახალციხელნი კალმახის ადგილის გვარისანი. ამათი წინაპარნი ვინმე გათათრდა და უწოდეს სულაღად. ხოლო ამის შთამომავლობისანი, რომელთაც მიიღეს მაჰმადიანობა, მოვიდნენ საქართველოსა შინა მეფობისა ბაგრატისასა წელსა 1375–სა და მეფემან მიიღო თავადობისა ხარისხითა და ებოძა გვარადა ...

განძიელი

 აზნაურული გვარი ქართლში. ქსნის ერისთავის აზნაურები. თავად ავალიშვილების აზნაურები.

 1747 წლის 20 ივნისს ზაალ ავალიშვილმა, ქაიხოსრო ავალიშვილმა, ზაალ ავალიშვილების აზნაურებმა ზურაბ ციმაკურიძემ, ერასტი განძიელმა, ოთარ განძიელმა... და სხვებმა პირობის წიგნი მისცეს ანტონ კათალიკოზს.

ლევან ...

გარაყანიძე

 აზნაურული გვარი ქართლში. ქსნის ერისთავის აზნაურები. გარაყანიძე ცოტნე მოიხსენიება 1260–1267 წწ. საბუთში თამარ დედოფლისა გელათისადმი: „სახელთა... მე თამარ დედოფალმან სულკურთხეულისა და სანატრელისა მეფისა რუსუდანის ძისა, ყოველთა მეფეთ–მეფისა დავითის ცოლმან ... ვიყიდე სოფელი ჯიქეფონი ცოტნე ...

ფურცელაძე

 ფურცელაძეები - აზნაურული გვარი იმერეთში, ქართლში და კახეთში. ამათნი გვარნი პირველ იწოდებოდენ ფარაძედ იმერეთისა აზნაურად. ამათნი გვარნი სჩანან დროსა მეფისა გიორგისასა წელსა 1703–სა და სხვათაცა მეფეთა დროსა. ესენი მოვიდნენ იმერეთიდგან და დაეშნენ სახასოსა ადგილსა ლეონ მეფის ძის ...

ნიჟარაძე

 ნიჟარაძეები - იმერეთის ფეოდალური საგვარეულო. ნიჟარაძეთა გვარის წარმომავლობის შესახებ სამი ერთმანეთისაგან განსხვავებული ცნობა არსებობს: ერთი ცნობით, ნიჟარაძეები მისულნი არიან სპარსეთიდან. მეორე ცნობით, რომელიც შემონახულია თვით ნიჟარაძეთა გვარში ისტორიული გადმოცემის სახით, ნიჟარაძეების ...