ENG  RUS

50000+ სხვადასხვა გენეალოგიური მონაცემები, ბიოგრაფიები, ფოტო...

 A | B | C | D | E | F | G | H | I | J | K | L | M | N | O | P | R | S | T | U | V | W | Y | Z

А | Б | В | Г | Д | Е | Ж | З | ИК | Л | М | Н | О | П | Р | С | Т | У | Ф | Х | Ц | Ч | Ш | ЩЭ | Ю | Я

გურიის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა" [რუსულად. ორიგინალში ამ ენაზე შეადგინეს ეს სიები]

იმერეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა" [რუსულად]

ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850წ. "ბარხატნაია კნიგა" რუსულ ენაზე. სამივე წიგნი მოცემულია ისე როგორც შედგა 1850 წელს.

 ბეჟანიშვილები - აზნაურული გვარი ქართლში. ყაფლანიშვილების აზნაურები. 1700 წლის აღწერით. დასახელებულია ბეჟან ბეჟანიშვილი ყაფლანიშვილების მემამულეებად. ყმები ჰყავდა ქვემო ბოლნისში. 1721 წ. აღწერით ბეჟუა ბეჟანიშვილი დასახელებულია გერმანოზიშვილის უყმო აზნაურად. ამ გვარის ცნობილი წარმომადგენელია პაპუნა ბეჟანაშვილი, რომელიც უფლისწულ ბაქართან ერთად წავიდა რუსეთში და 1741 წელს მიიღო რუსეთის ქვეშევრდომობა და უმაღლესად დაუმტკიცეს რუსეთის იმპერიის აზნაურები. ჩარიცხეს ქართველ ჰუსართა პოლკში. 

  ბეჟანიშვილების გვარი შეტანილია რუსეთის იმპერიის „ხავერდოვან წიგნში“.

ლევან ბერაია



ღოღობერიძეების საგვარეულო

ღოღობერიძეთა სათავადოს ისტორია.

 ღოღობერიძეთა საგვარეულოს შესახებ საისტორიო წყაროებში მეტად მცირე ცნობებია შემონახული, ამიტომ ჩვენი მსჯელობა ამ საგვარეულოზე ფრაგმენტულია, ზოგჯერ მხოლოდ ზეპირგადმოცემაზე და ვარაუდებზეა დამყარებული. მაგრამ, ვფიქრობთ, ის მაინც გარკვეულ წარმოდგენას იძლევა ...

ვაჩნაძე

 ფეოდალური საგვარეულო საქართველოში კახელი თავადები კუჭატანის და ორთავე გავაზის მოურავები.

 პლატონ იოსელიანის „ცხოვრება მეფისა გიორგის მეცამეტისა“–ში მოიხსენება ავაზ ვაჩნაძე: „დიდი ვაჟკაცი ამან მოკლა თოფით ჯუნგუთაი დაღესტნელი, რომლისა თავი მიართვეს მეფესა შემდგომად ნიახურის ომისა“. ესენი ...

ნიჟარაძე

 ნიჟარაძეები - იმერეთის ფეოდალური საგვარეულო. ნიჟარაძეთა გვარის წარმომავლობის შესახებ სამი ერთმანეთისაგან განსხვავებული ცნობა არსებობს: ერთი ცნობით, ნიჟარაძეები მისულნი არიან სპარსეთიდან. მეორე ცნობით, რომელიც შემონახულია თვით ნიჟარაძეთა გვარში ისტორიული გადმოცემის სახით, ნიჟარაძეების ...

თურმანიძე

 აზნაურული გვარი საქართველოში. ცნობილ მკურნალთ საგვარეულო პირველად მოიხსენიება XI საუკუნეში. იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპში მოიხსენიებიან ესენბულ და ნინო თურმანიძეები. 1523 წლით დათარიღებულ ერთ–ერთ საბუთში მოიხსენიებიან როსტევან და ხოსრო თურმანიძეები.

 რუსეთ–თურქეთის ომის დროს ...

მაჭუტაძე

 გურიის სამთავროს ფეოდალური გვარებიდან ერთ–ერთი უძველესი მაჭუტაძეთა გვარია, ამ გვარის წარმომადგენელს გურიის დიდებულთა შორის ვხედავთ ჯერ კიდევ XV საუკუნის სასისხლო სიგელში.

 მაჭუტაძეთა გავლენა გურიის სამთავროში დიდად ძლიერდება XVI ს. ამ დროს იკავებს რამაზ მაჭუტაძე გურიელის კარზე უპირველეს ...

ნამჩევაძე გრუზინოვი

 ნამჩევაძე (გრუზინოვი) - ქართული აზნაურული გვარი. ამ გვარის თვალსაჩინო წარმომადგენლები არიან რომან ნამჩევაძის შვილიშვილები ევგრაფი და პეტრე ნამჩევაძეები. რომლებცი რუსეთში გადასვლის შემდეგ. იწოდებოდნენ გრუზინოვებად. დაჯილდოვებულები იყვნენ რუსეთის უმაღლესი სამხედრო ორდენებით. პოლკოვნიკები. ...

წერეთელი

თავადი წერეთლები.

  წერეთლების თავდაპირველი საცხოვრისი, როგორც წყაროებიდან ჩანს იმერეთში არ ყოფილა. აქ ისინი სხვა კუთხიდან მოსულან. ეს კუთხე ზემო ქართლი იყო. აქ ამ საგვარეულოს უძველესი სამკვიდრებელი იყო იმ ადგილს, სადაც „გორის სამხრეთით, თრიალეთის მთის ჩრდილო მხრიდან მიემართება ქედი, რომელიც ...

ბერიძე

 ფეოდალური საგვარეულო გურიაში. ვახუშტი ბატონიშვილი „ძველთა მთავართა გვართათვის“ ბერიძეებს ასახელებს გურულ თავადებად. ბერიძეები იყვნენ აგრეთვე აზნაურები. ჩვენ არ ვიცით რამ გამოიწვია ბერიძეთა სახლის დამცრობა. ვიცით მხოლოდ ის, რომ ეს მოხდა XVII საუკუნიდან. 1664 წლამდე მესტუმრეთუხუცესის ...

ლიონიძე

 კახეთის, ქართლისა და იმერეთის თავადაური გვარი. იოანე ბატონიშვილის ცნობით, ლეონიძეთა შორეული წინაპარი ლეკი ყოფილა, მეორე ცნობით „ლიონ თავადი იყო ძველად სომეხთა მეფეთა და ასწყდნენ გვარნი მათნი და რომელნიმე ესახლნენ კახეთთა შინა, გვარი ამათი ადრითვე და ესენიცა ამოწყდნენ“. ზ. ჭიჭინაძის ცნობით ...

გუგუშვილი

 გუგუშვილი - აზნაურული გვარი ოდიშში. ტახტის აზნაურები. ცნობილია XVI–XVII საუკუნეების დადიანების ელჩი გიორგი გუგუშვილი, რომელმაც იმოგზაურა რუსეთში. გუგუშვილებში შემორჩენილი გადმოცემის თანახმად გუგუშვილები ყოფილან გოშუების ერთ–ერთი განშტოება.

 გუგუშვილები შეტანილნი არიან რუსეთის იმპერიის ...

ანჩაბაძეთა გვარის ისტორია

 ანჩაბაძე (აფხაზურად აჩბა) აფხაზეთის უძველეს ფეოდალურ გვარად ითვლება. აფხაზური თქმულებები ერთხმად ამტკიცებენ, რომ აჩბები აფხაზეთს განაგებდნენ ჩაჩბებზე (შერვაშიძეებზე) ადრე. არსებობს ანდაზაც: „აჩბა უმჰიაკუა, ჩაჩბა უზჰიომ…”, ანუ ჯერ აჩბა თქვი და მერე ჩაჩბაო.
 როდის უნდა დაეკარგათ ანჩაბაძეებს ...

საქართველოს სამეფოს სახელმწიფო მმართველობა

სახელმწიფოს მმართველობა XII-XIII საუკუნეებში. 
 ერთიანი საქართველოს სახწლმწიფო მმართველობა დიდ და რთულ მექანიზმს წარმოადგენდა. იგი გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფეების დროს ჩამოყალიბდა, დროთა განმავლობაში იცვლებოდა და XIII საუკუნის დასაწყისში ერთიანი, ძლიერი ფეოდალური