ENG  RUS

50000+ სხვადასხვა გენეალოგიური მონაცემები, ბიოგრაფიები, ფოტო...

 A | B | C | D | E | F | G | H | I | J | K | L | M | N | O | P | R | S | T | U | V | W | Y | Z

А | Б | В | Г | Д | Е | Ж | З | ИК | Л | М | Н | О | П | Р | С | Т | У | Ф | Х | Ц | Ч | Ш | ЩЭ | Ю | Я

გურიის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა" [რუსულად. ორიგინალში ამ ენაზე შეადგინეს ეს სიები]

იმერეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა" [რუსულად]

ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850წ. "ბარხატნაია კნიგა" რუსულ ენაზე. სამივე წიგნი მოცემულია ისე როგორც შედგა 1850 წელს.

 ანჩაბაძე (აფხაზურად აჩბა) აფხაზეთის უძველეს ფეოდალურ გვარად ითვლება. აფხაზური თქმულებები ერთხმად ამტკიცებენ, რომ აჩბები აფხაზეთს განაგებდნენ ჩაჩბებზე (შერვაშიძეებზე) ადრე. არსებობს ანდაზაც: „აჩბა უმჰიაკუა, ჩაჩბა უზჰიომ…”, ანუ ჯერ აჩბა თქვი და მერე ჩაჩბაო.
 როდის უნდა დაეკარგათ ანჩაბაძეებს პირველობა, ძნელი სათქმელია, მაგრამ ფაქტია, რომ XIIს-ში ცხუმის ერისთავები უკვე შარვაშიძეები არიან! აფხაზეთში ანჩაბაძეების მმართველობა უკავშირდება აფხაზთა სამეფოს ხანას (VIII-Xსს.). შემთხვევითიარარის, რომაფხაზურ გადმოცემებში აფხაზთა მეფის - აფსჰას - გვერდით ყოველთვის ფიგურირებს აჩბას საგვარეულო. ზოგი თქმულებით აფსჰა (აფხაზთა მეფე) თვითონ იყო აჩბას გვარიდან.
 ვარაუდობენ, რომ ადრეშუასაუკუნეების აფხაზი მთავრები და შემდეგ მეფეები - მოყოლებული ლეონ II-დან - აჩბათა საგვარეულოდან იყვნენ. ბერძენ-რომაელი ავტორების ცნობით, აფხაზთა მთავრები, ადგილობრივი არისტოკრატიის წრიდან იყვნენ გამოსულები, აფხაზური გადმოცემებით კი ყველაზე ძველსა და გავლენიან გვარს აფხაზეთში აჩბები წარმოადგენდნენ. გარდა ამისა, ფეოდალურ გადასახადს აფხაზეთში, რომელსაც გლეხი უხდიდა მებატონეს, ეწოდებოდა „აჩბირ“, რაც სიტყვასიტყვით სააჩბო გამოსაღებს ნიშნავს. ანჩაბაძეთა ოდინდელი პირველობა აფხაზეთში XIX ს-შიც კარგად ახსოვდათ. იმავე პერიოდის რუსი ავტორი წერს, რომ აფხაზთა მტკიცებით, მათი უძველესი მმართველი დინასტია იყო აჩბა, რაც მათ ენაზე ძველებურად მთავარს ნიშნავდა, შემდეგ კი ანჩაბაძეები შეცვალეს შარვაშიძეებმა, რომლებმაც მიიღეს გვარსახელი ჩაჩბა (ზოგჯერ გამოითქმის როგორც - აჩაჩბა), რაც აჩბათა აჩბას (ე.ი. მთავართა მთავარს) ნიშნავს.
 შესაძლებელია, აფხაზთა სამეფო ტახტზე ბაგრატიონების ასვლის შემდეგ (978 წ.) ანჩაბაძეები (სამეფო დინასტიის გვერდითი შტო) ერთხანს კიდევ განაგებდნენ უშუალოდ აფხაზეთს, როგორც ამ კუთხის ერისთავები, მაგრამ შემდეგ გამგებლობა შარვაშიძეთა ხელში გადავიდა.
 არსებობს გადმოცემა, რომ შერვაშიძეთა გვარის ფუძემდებელი წარმოშვებით შარვანის სამეფო სახლიდან იყო, აფხაზეთის ერისთავად დასმულ იქნა დავით აღმაშენებლის მიერ. თუ ეს მოსაზრება სწორეა, შარვაშის ძე აფხაზეთის ერისთავად შეიძლება დანიშნულიყო 1120-21 წ. ზამთარში, როდესაც დავით მეფემ შარვანის მორბევის შემდეგ აფხაზეთის საქმეებს მიხედა, ბიჭვინთამდე ჩავიდა და „ღირსნი წყალობისანი შეიწყალნა, შემცოდენი დაიპყრნა და წუართნა“. შემცოდეები შეიძლება სწორედ ანჩაბაძეები იყვნენ, რომელთა ძალა და გავლენა აფხაზეთში ხანგრძლივ ტრადიციას ეყრდნობოდა და მათ ყველა ფეოდალური მიზეზი ჰქონდათ, რომ დავით მეფის ცენტრალიზატორულ პოლიტიკასთან ოპოზიციაში ყოფილიყვნენ. ასეთ ვითარებაში აფხაზეთის ერისთავად გარედან მოსული პირის - შარვანელი უფლისწულის დანიშვნა, აქ ცენტრალური ხელისუფლების პოზიციათა განმტკიცებას მოასწავებდა, ვინაიდან ადგილობრივ საყრდენს მოკლებული შარვაშიძე (პირველ ხანებში მაინც) მთლიანად მეფის წყალობაზე იქნებოდა დამოკიდებული.
 შემდეგ კი აფხაზეთის ძველი და ახალი მმართველი კლანები - აჩბები და ჩაჩბები, საზოგადოებრივი და სულიერი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტებში, ერთმანეთთან მჭიდრო ასპექტებში მოიხსენიებიან. მაგალითად, აფხაზი წარმართი ქურუმები ლოცვის დროს აუცილებლად ახსენებდნენ ორივე საგვარეულოს. კერძოდ, მსხვერპლის შეწირვის რიტუალი მთავრდებოდა ასეთი სიტყვებით: „დიდებულო ღმერთო, გვიხსენი ყოველივე ცუდისა და ბოროტისაგან, მანამდე სანამ ამ საკლავის ხორცით არ გავუმასპინძლდები ყველა აჩბასა და ჩაჩბას“.
 აფხაზეთის ამ ორ უწარჩინებულეს გვართან დაკავშირებული ლეგენდები გავრცელებულია ჩრდილოეთ კავკასიაში.  მაგალითად, ხალხური გადმოცემით, ჩერქეზი შავსულ[ღ]ების ტომის კეთილშობილი გვარები არიან ორი ძმის -  აჩისა და ჩაჩის შთამომავლები. სხვა ადიღიური თქმულებით, ყაბარდოელ თავადთა მამამთავრის - ინალის ზეობის ხანაში (XV ს.) ჩრდილო კავკასიელი აბაზების წინამძღოლები იყვნენ აჩი (აში) და ჩაჩი (შაში). ინალის პირველი ცოლი „სახელოვანი მთავრის“ აჩის ასული ყოფილა.
გარდა ამისა ჩრდილო-დასავლეთ კავკასიის ზოგიერთი არისტოკრატული გვარი პირდაპირ გენეტიკურ კავშირში იმყოფება ანჩაბაძეებთან. ითვლება რომ ანჩაბაძეთა განაყოფია აბაზების ცნობილი თავადური გვარი - ლოუ ანუ ლაუ (რუსული ფორმა ლოოვი). აღსანიშნავია, რომ ლოუთა საგვარეულო საკუთრების ნიშანი - „დამღა“ - აფხაზი ანჩაბაძეების დამღის ზუსტი ანალოგიაა და წარმოადგენს უბრალო წრეხაზს (რგოლს). აფხაზეთში ამ ნიშანს უწოდებენ „აფხაზუს დამღას“ (აფსუა „დამიღ“).
 ანჩაბაძეებთან ნათესაურ კავშირშია აგრეთვე ჩერქეზული საგვარეული - ანჩოყო („ყო“ ჩერქეზულად „ძეს“ ნიშნავს, ე.ი, ანჩოყო - ანჩის ძეს).
 XVI-XIX საუკუნეებში ანჩოყოთა სამფლობელოები მდ. ყუბანის ქვემო წელზე და მის შენაკადებზე ლოუების კი - ყუბანისა და კუმას სათავეებში იყო. ანჩაბაძეთა ეს ორი განშტოება ჩრდილო კავკასიაში გადასახლებულია ისტორიული დასავლეთ აფხაზეთიდან. აბაზა ლოუების პირვანდელი საცხოვრისი უნდა ყოფილიყო მდ. ლოოს ხეობა სოჭის მახლობლად (შუა საუკუნეების ერთ-ერთ იტალიურ რუკაზე აქ აღნიშნულია პუნქტი Porte de Loio - ლოუების ნავსადგური). ანჩოყთა წინაპრები კი ალბათ ცხოვრობდნენ უფრო ჩრდილო-დასავლეთით, შავიზღვისპირეთში.
 შემორჩენილ წერილობით წყაროებში ანჩაბაძეების პირველი მოხსენიება VX ს-ის ბოლოს მიეკუთვნება. კერძოდ, იმერეთის მეფე ალექსანდრე II-ის (1484-1510) მიერ გაცემულ ერთ სიგელში ნახსენებია ალთუმიშარ ამჩაბაძე (ანჩაბაძე). ზოგ საბუთში ეს გვარი ანჩფაძის ან ანჩაფისძის ფორმით არის დადასტურებული, XVII საუკუნიდან კი უკვე ანჩაბაძის ფორმა მკვიდრდება. 1658 წ. ახლოს ანჩაბაძეები მოიხსენიებიან ქაიხოსრო გურიელის მიერ გაცემულ საბუთში, სადაც აღწერილია აფხაზი, მეგრელი და იმერელი ფეოდალების თავდასხმა გურიის სამთავროზე.
 XVII საუკუნის შუა ხანებში აღმოსავლეთ საქართველოში ფიგურირებს როსტომ მეფის გაზრდილი გიორგი ანჩაბაძე-აფხაზი, სპარსულენოვან საბუთებში აფხაზბეგად წოდებული. იტალიელმა მოგზაურმა კასტელიმ კი, დაახლოებით ამავე პერიოდში, თავის ალბომში შეიტანა აფხაზი მხედართმთავრის - აჩაბაიას (აჩბას) სურათი.
 XVIII-XIX საუკუნეებში ანჩაბაძეთა ცალკეული შტოები ფლობენ მიწებს მათზე მსხდომი აზნაურებითა და გლეხებით აფხაზეთის ყველა ძირითად რაიონში: ბზიფში, გუმაში, აბჟუაში, სამურზაყანოში, საძენში (შესაბამისად თანამედროვე - გუდაუთის, სოხუმის, ოჩამჩირის, გალის, გაგრა-ადლერის რაიონები). იყვნენ შერვაშიძეების ვასალები თუმცა ხშირად ეურჩებოდნენ მთავრებს.
 XIX საუკუნეში აფხაზეთში რუსების შემოსვლის შემდეგ ანჩაბაძეთაგან ბევრი ცარიზმის სამსახურში შევიდა, მაგრამ ბევრი ანტირუსულ მოძრაობაში ჩაება.
 კავკასიის ომის დასრულებისა და აფხაზეთის ავტნომიური სამთავროს გაუქმების შემდეგ (1864 წ.) ათობით ათასი აფხაზი ოსმალეთის იმპერიაში გადასახლდა. მათ შორის მრავლად იყვნენ ანჩაბაძეებიც.
 არის ვერსიები რომ ანჩაბაძეებისგან მომდინარეობს ორი ცნობილი აღმოსავლურ-ქართული ფეოდალური სახლი - მაჩაბელი და აფხაზი (აფხაზთა საგვარეულო, მომდინარეობს ზემოთხსენებული გიორგი ანჩაბაძე-აფხაზისგან, აფხაზებს მამულები ჰქონდათ კახეთსა და ქვემო ქართლში).
 XIX ს-ის ბოლოს და XX ს-ის დასაწყისში ანჩაბაძეები ქართულ-აფხაზური არისტოკრატიის ტიპიური წარმომადგენლები იყვნენ. საქორწინო ურთიერთობებით მათ მჭიდრო კავშირები ჰქოდათ დასავლურ-ქართულ თავადურ გვარებთან - დადიანებთან, აფაქიძეებთან, ჩიქოვანებთან, ჩიჩუებთან, გურიელებთან, დადეშქელიანებთან და სხვ. ასევე, აფხაზ შერვაშიძეებთან, მარშანიებთან, ემხვარებთან, მარღანიებთან... რუსეთის იმპერიის თავადებად ანჩაბაძეები ოფიციალურად იქნენ დამტკიცებული 1903 წელს.
 ამ პერიოდის მოღვაწეთაგან შეიძლება დავასახელოთ დავით ანჩაბაძე (გარდ. 1888 წ.) - პირველი აფხაზი უმაღლესი განათლებით. დამთავრებული ჰქონდა მოსკოვის უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტი. ახლოს იყო გიორგი შერვაშიძესთან. როგორც საზოგადო მოღვაწე იყო ილია ჭავჭავაძის მიმდევარი, თანამშრომლობდა მის „ივერიაში“.
 მეტად საინტერესო და კოლორიტული პიროვნება იყო თარაშ (ტარას) ანჩაბაძე, რუსეთის არმიის კადრის ოფიცერი, რუსეთ-თურქეთის და რუსეთ-იაპონიის ომების მონაწილე, სახელგანთქმული მონადირე, წერდა ლექსებს. მისი მეუღლე მაშო დადიანი-ანჩაბაძისა (1870-1958) მრავალი წლის განმავლობაში დიდ კულტურულ და საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა აფხაზეთში. მისი თაოსნობით 1909 წელს ჩამოყალიბდა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განყოფილება, რომლის უცვლელი თავჯდომარეც თვითნ იყო. ამ საზოგადოების ერთ-ერთი პირველი ღონისძიება იყო ქართული სკოლის დაარსება სოხუმში 1910 წელს.
 მრავალმხრივ საქმიანობას ეწეოდა განათლებული მემამულე პეტრე ანჩაბაძე (1869-1928). მან თავისი სახსრებით გამართა ბორანი მდინარე ენგურზე, სოფლის ახალგაზრდობითის გახსნა სკოლა, სადურგლო, სამჭედლო და სახარაზო სახელოსნოები. უმიწაწყლო გლეხებს საკუთარ მიწებს ურიგებდა.
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში განსაკუთრებით 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომში ანჩაბაძეთა გვარის არაერთი წარმომადგენელი იარაღით ხელში იცავდა საქართველოს დამოუკიდებლობას. კერძოდ, აღსანიშნავია ვალერიან თარაშის ძე ანჩაბაძე, კავალერისტი, პირველი მსოფლიო ომის ვეტერანი. 1921 წ. იგი აფხაზეთში მოქმედი ქართული ჯარების სარდლის მოადგილე იყო. მისი მეთაურობით საარიერგრადო ნაწილებმა რამდენიმე ხნით შეაჩერეს წითელი არმიის შეტევა ახალ ათონთან, რამაც ქართული დაჯგუფების მთავარ ძალებს საშუალება მისცა სოხუმისკენ დაეხიათ.
 XX საუკუნის 20-30-იან წლებში ანჩაბაძეებმა თავადაზნაურთა კლასის საერთო ბედი გაიზიარეს. გვარის ათობით წარმომადგენელი იქნა დახვრეტილი, მრავალი გადასახლებული. ანჩაბაძეთა შორის იყვნენ ისეთებიც, ვინც იარაღით ხელში ებრძოდა ბოლშევიკურ რეჟიმს.



ბროძელი

 აზნაურული გვარი ქართლში. ყაფლანიშვილების აზნაურები. შემორჩენილია 1656 წლის 6 ივნისის დოკუმენტი, სადაც აზნაური ბლორძელები მამულის გაყოფის თაობაზე ედავებიან სარქისაშვილებს: „ქ. ჩვენ დივანბეგმან ჯავახიშვილმან პატრონმან როინ და დივანმან თუმანიშვილმან პირველმან ხელმწიფის მეფის პატრონის როსტომის ...

ლორთქიფანიძე

 ლორთქიფანიძეთა გვარი პირველად იხსენიება XIV–XV საუკუნეებში. ამ საგვარეულოს სათავადოდ ჩამოყალიბება XVI საუკუნეშია სავარაუდებელი. XVII ს. მეორე ნახევარში იმერეთის სამეფო კარზე ჩხეიძეებთან ერთად ლორთქიფანიძეებიც პირველობენ. უკანასკნელნი ჩანს მეფემ წამოსწია ამ დროისათვის უკვე განდიდებულ ჩხეიძეთა ...

ვეზირიშვილი

 ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. ესენი არიან ძველადვე სპარსნი და მუნებურნი ბეგის გვარისანი და რომელიცა ყიას ბეგ ვეზირად წოდებული იყო მეფისა როსტომისა თანა განუშორებელ და მიიღო ქართლისა მეფობაი როსტომ მეფესას წელსა ქრისტეს აქეთ 1634–სა.

 დოც. შ. მესხიამ გამოაქვეყნა 1803 წელს ...

ანანიაშვილი

 აზნაურული გვარი ქართლში. სამეფო აზნაურები. 1673 წლით დათარიღებულ საბუთში იესე ანანიაშვილი დასახელებულია მოწმედ.

 1761 წლის 23 აგვისტოთ დათარიღებულ ერთ–ერთ საბუთში ვკითხულობთ: „...დღეს ჩვენ ქვრივ–ოხერნი და ნაილაჯი გავმხდარვართ და ამ ჩემს კაცს ერთი ლუკმა პური აქუს, მე რომე მოვლა აღარ ...

ყარაშვილი

 ყარაშვილები - აზნაურული გვარი ქართლ-კახეთში. 1821 წ. 9 მარტს დაიწყო საქმე ყარაშვილების გვარის აზნაურულ წარმოშობაზე. ივანე, ანდრია და ანტონ ყარაშვილები (ცნობილი ექიმები) ითხოვდნენ მათი აზნაურობის დამტკიცებას, თხოვნაში წერენ, რომ მათი პაპა ანტონ ყარაშვილი ჩამოსულა იტალიიდან იმერეთში მეფე ...

ფაღავა

 ფაღავათა საგვარეუულოს შესახებ ძველ საბუთებში ვკითხულობთ: „ფაღავი იყო ორბელიანთ გვარი რომელიც მეფემან გარდაასახლა ოდიშში და იწოდნენ ფაღავაშვილებად წელს 1271–სა“.

 თვით ფაღავების გვარში დღემდე დაცული გადმოცემით კი, ისინი,. თითქოს უძველესი დროიდან მოსულან ადიღედან და ბანძაში ...

საყვარელიძე

 აზნაურული საგვარეულო იმერეთსა და ქართლში. გვარში შემორჩენილი გადმოცემის თანახმად საყვარელიძეების წინაპრები აზნაური კროჭები ყოფილან, კროჭების ოჯახს დიდებული სტუმართმასპინძლობა გაუწევიათ მათთან მისულ მეფისათვის, რომელსაც შეუძახია რა საყვარელიძენი ხართო. აქედან მოდის მათი ...

ქავთარაძე

 ქავთარაძეები - აზნაურული გვარი საქართველოში. ქავთარაძეების გვარი ერთ–ერთ ძველ გვარად ითვლება საქართველოში. XII საუკუნის ძველ ქართულ ხელნაწერთა ძეგლის საუკეთესო ნიმუშში „სულთა მატიანეში“ მოხსენიებულია ქავთარაძეთა გვარი, როგორც მაჭახელას ხეობის ერთ–ერთი ძველი მკვიდრი გვარი.

 XII–XIII ...

ქოჩაკიძე

 ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. მეგრელი თავადები. მდინარე ცივის წყლიდან მარჯვნივ მხეიძეების სათავადოს შემდეგ იწყებოდა ქოჩიკაძეების სათავადო, რომელიც ზღვამდე იყო გადაჭიმული. ოდიშის ყოფილ მდივანბეგი და სენაკის პოლიციის ბოქაული იყო მაქსიმე ქოჩაკიძე (პოეტი გიორგი ჭალადიდელის მამა). ...

შელია

 აზნაურთა გვარი ოდიშში. კორნელი ბოროზდინს თავის წიგნში „სამეგრელო“ შელიები დასახელებული ჰყავს ძველ დიდებულებად, რომლებმაც დაკარგეს ძველი დიდება და დაკნინდნენ: „დადიანების ძველი გვარები–ბედიანი, ჭილაძე, ლიპარტელიანი, შელია, საბახთარები, ახლა გლეხებშიაც გვხვდება“. ისტორიულად შელიები თავადებიც ...

ზედგინიძე

 ფეოდალური საგვარეულო აღმოსავლეთ საქართველოში. ზედგინიძეები XIV ს I ნახევარში დამკვიდრდნენ მდინარეების რეხისა და მეჯუდის სანაპირო ტერიტორიაზე. ზედგინიძეთა ისტორიასთან დაკავშირებით მოიპოვება ცნობა ვახუშტი ბაგრატიონისა სადაც ნათქვამია: „ხოლო რომელთამე ამათ გვართა წარჩინებულების გამო მიიღეს ...

ნათიშვილი

 აზნაურული გვარი ქართლში. ციციშვილების აზნაურები. მუხრან ბატონის აზნაურები. ამ გვარის გამორჩეული წარმომადგენელია გლახა ნათიშვილი. რომელიც იყო სამეფო კარის ეკლესიის დიაკვანი. იოანე ბაგრატიონი წერს რომ მან „გადმოიღო სომხურისა ენისაგან სვიმეონ ჯუღელ ფილოსოფოსისაგანშემოკლებული „კავშირი“ პროკლეს ...