ENG  RUS

50000+ სხვადასხვა გენეალოგიური მონაცემები, ბიოგრაფიები, ფოტო...

 A | B | C | D | E | F | G | H | I | J | K | L | M | N | O | P | R | S | T | U | V | W | Y | Z

А | Б | В | Г | Д | Е | Ж | З | ИК | Л | М | Н | О | П | Р | С | Т | У | Ф | Х | Ц | Ч | Ш | ЩЭ | Ю | Я

გურიის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა" [რუსულად. ორიგინალში ამ ენაზე შეადგინეს ეს სიები]

იმერეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა" [რუსულად]

ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850წ. "ბარხატნაია კნიგა" რუსულ ენაზე. სამივე წიგნი მოცემულია ისე როგორც შედგა 1850 წელს.

 გუგუშვილი - აზნაურული გვარი ოდიშში. ტახტის აზნაურები. ცნობილია XVI–XVII საუკუნეების დადიანების ელჩი გიორგი გუგუშვილი, რომელმაც იმოგზაურა რუსეთში. გუგუშვილებში შემორჩენილი გადმოცემის თანახმად გუგუშვილები ყოფილან გოშუების ერთ–ერთი განშტოება.

 გუგუშვილები შეტანილნი არიან რუსეთის იმპერიის თავადაზნაურთა სიაში.

 გუგუშვილები იყვნენ გერბის მატარებელი აზნაურები.

ლევან ბერაია



ჯაიანი

 ჯაიანთა საგვარეულო ისტორიის სარბიელზე პირველად გვხვდება XV ს. მიწურულს. ამ გვარის უძველესი წარმომადგენელია ცოტნე ჯაიანი. ამავე საუკუნეში უნდა ვივარაუდოთ ამ საგვარეულოს ჩამოყალიბება. “ჯან ან ჯააბ, იყოს თათრის ბეგი, ესე მოინათლა და დაემოყვრა მამიკუნიანთა გვართა ვანის მხრით მცხოვრებთა და მერმე ...

ჯავახიშვილი

 ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. ვახუშტი „მთავართა გვართათვის“ წერს: „ხოლო გვარნი მთავართა მათ ძველთანი ესენი არიან: ...ჯავახიშვილი, ბერსელი და სხვანი მრავალნი, რომელნი ერისთობით იწერიან და გვარნი არ წარიწერებიან ცხადად საცნობლად“.

 „თავადი ჯავახიშვილი. ეს პირველ იყვნენ მოსახლე ...

ქსნის-ერისთავი

 ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. ვახუშტი ბაგრატიონი აღნიშნავს: „ხოლო იალბუზის კალთათა ქსნის ერისთავი და არა ქვენაფლაველისაგან, არამედ იტყვის ბიბილურობასა.“

 ქსნის საერისთავოს ისტორიისთვის ძირითად წყაროდ მიჩნეულია „ძეგლი ერისთავთა“. „როსტომ, ბიბილა წითლოსანი და ძენი მათნი სამოცდაათითა ...

ნიჟარაძე

 ნიჟარაძეები - იმერეთის ფეოდალური საგვარეულო. ნიჟარაძეთა გვარის წარმომავლობის შესახებ სამი ერთმანეთისაგან განსხვავებული ცნობა არსებობს: ერთი ცნობით, ნიჟარაძეები მისულნი არიან სპარსეთიდან. მეორე ცნობით, რომელიც შემონახულია თვით ნიჟარაძეთა გვარში ისტორიული გადმოცემის სახით, ნიჟარაძეების ...

ჭილაშვილი

 ჭილაშვილები - დიდ-აზნაურული გვარი ქართლში, არაგვის ერისთავების აზნაურები, „გაბრიელ ბაბანას ძე ჭილაშვილი ვახტანგ ბატონიშვილმა რომელსაც იმ დროს არაგვის საერისათვო ეპყრა (1782) თავის მილახვრად დანიშნა და თანაც უბოძა „რუსეთის მიმავალ და იქიდან მომავალის ბაჟის აღება და აგრეთვე ...

ფურცელაძე

 ფურცელაძეები - აზნაურული გვარი იმერეთში, ქართლში და კახეთში. ამათნი გვარნი პირველ იწოდებოდენ ფარაძედ იმერეთისა აზნაურად. ამათნი გვარნი სჩანან დროსა მეფისა გიორგისასა წელსა 1703–სა და სხვათაცა მეფეთა დროსა. ესენი მოვიდნენ იმერეთიდგან და დაეშნენ სახასოსა ადგილსა ლეონ მეფის ძის ...

აბულაძე

 აზნაურული გვარი ქართლსა და იმერეთში. იყვნენ ქსნის საერისთაოს აზნაურები. ქაიხოსრო აბულაძე იმერეთის სამეფო ტახტის აზნაური და სამეფო მოურავი. ქაიხოსრო აბულაძე იყო მეფე სოლომონ I–ის უახლესი მრჩეველი. ერთ–ერთი ისტორიული ცნობით, ქაიხოსრო აბულაძეს არ მოსწონდა ერეკლეს მიერ ახალციხის დაპყრობა და ...

გოშაძე

 გოშა იყო განჯელი თავადი, გვარით გოშა, მიხითარად წოდებული და, ოდეს სპარსთა დაიპყრეს ადგილნი მისნი, მაშინ მოვიდნენ ქართლსა და მეფემან უბოძა ოდიშში მამული და მიიღო თავადად გოშადვე და მის ძეთა ეწოდათ გოშაძეები წელსა 1213 და მუნიდგან იწოდებიან გოშაძეებათ.

 ყველაზე ადრინდელი ცნობა გოშაძეთა ...

დადეშქელიანი

 დადეშქელიანი (დადიშქელიანი) - ფეოდალური საგვარეულო სვანეთში. იხსენიება XIII–XIV სს–დან. XVIII ს–ში დადიშქელიანებმა საბოლოოდ დასძლიეს თავიანთი მეტოქე რიჩგვიანები. დაიმორჩილეს ზემო სვანეთის დასავლეთი ანუ ხალს ქვემო ნაწილი და პატარა სამთავრო შექმნეს. რომლის ფაქტობრივი ფუძემდებელი ბაბა–ციოყი იყო ...

რატიშვილი

 რატიშვილები - ფეოდალური საგვარეულო ქართლში. „თავადი რატიშვილები არიან გვარით ქსნის ერისთავნი, აზნაურად ჩამოქვეითების შემდეგ ასწყდნენ ქსნის ერისთავთაგან და გამოვიდნენ ქსნიდგან და დაეშვნენ ქსოვრის სამუხრანოს ადგილსა შინა, ხოლო ამა რატიშვილთაგანნი ბეჟანად წოდებულ იქმნ მეფის ვახტანგისაგან. ...

ყარაშვილი

 ყარაშვილები - აზნაურული გვარი ქართლ-კახეთში. 1821 წ. 9 მარტს დაიწყო საქმე ყარაშვილების გვარის აზნაურულ წარმოშობაზე. ივანე, ანდრია და ანტონ ყარაშვილები (ცნობილი ექიმები) ითხოვდნენ მათი აზნაურობის დამტკიცებას, თხოვნაში წერენ, რომ მათი პაპა ანტონ ყარაშვილი ჩამოსულა იტალიიდან იმერეთში მეფე ...