ENG  RUS

50000+ სხვადასხვა გენეალოგიური მონაცემები, ბიოგრაფიები, ფოტო...

 A | B | C | D | E | F | G | H | I | J | K | L | M | N | O | P | R | S | T | U | V | W | Y | Z

А | Б | В | Г | Д | Е | Ж | З | ИК | Л | М | Н | О | П | Р | С | Т | У | Ф | Х | Ц | Ч | Ш | ЩЭ | Ю | Я

გურიის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა" [რუსულად. ორიგინალში ამ ენაზე შეადგინეს ეს სიები]

იმერეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა" [რუსულად]

ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850წ. "ბარხატნაია კნიგა" რუსულ ენაზე. სამივე წიგნი მოცემულია ისე როგორც შედგა 1850 წელს.

 მესხიშვილები, XVII–XIX სს. ქართული კულტურის მოღვაწე მწიგნობართა, კალიგრაფთა და მხატვართა გვარია. გადმოვიდნენ მესხეთიდან და თბილისში XVII ს. დამკვიდრდნენ. დაკავშირებული იყვნენ ანჩისხატის ეკლესიასთან. მღვდელი პეტრე მესხი ანჩისხატის კანდელაკი იყო; ანჩისხატის დეკანოზები იყვნენ მისი შვილი, მხატვარი გრიგოლი და გრიგოლის ვაჟი ალექსი XVIII ს. შუა ხანის მოღვაწე, გამოჩენილი კალიგრაფი, ქართველ კალიგრაფთა სახელგანთქმული დინასტიის ფუძემდებელი (მესხიშვილების გვარი მის შემდეგ იხსენიებიან ალექსი მესხიშვილებად). ერეკლე II–ის დროს, როცა აღა–მაჰმად–ხანი შემოესია საქართველოს, ერთ–ერთმა მესხიშვილმა ანჩისხატის არქიმანდრიტმა გადაარჩინა და ანანურში აიტანა (მარტოდმარტომ ზურგზე მოკიდებულმა)  ანჩის ხატი, რის გამოც მესხიშვილებს აზნაურობა უბოძეს.

ლევან ბერაია



ჩოლოყაშვილი

 ჩოლოყაშვილები - ფეოდალური საგვარეულო კახეთში. უწარჩინებულესი თავადები ერთ–ერთ წარჩინებულ გვართაგანი ძველ საქართველოში. კახეთის ფეოდალთა შტო. „ხოლო კახეთის ჩოლოყაშვილი და მაყასშვილი იტყვიან ირუფაქიძეობასა“.

 ჩოლოყაშვილები კახეთის  მეფის კარზე ფლობდნენ სახლთუხუცესის თანამდებობას, ამ ...

თავდგირიძე

 თავდგირიძეთა თავდაპირველი საცხოვრისი სამცხე–საათაბაგო იყო. აქ ქართლის ეპისკოპოსის სამწყსო თავადთა და სოფელთა XVI ს. დამდეგის სიაში „თაქთირისძე“ ანუ თავდგირიძე სამცხის წარჩინებულ გვარებს შორის არის დასახელებული, სამცხის მკვიდრ თავდგირიძეთა გვარის წარმომადგენელნი არიან ფოცხუერი და ამირა ...

ყარაშვილი

 ყარაშვილები - აზნაურული გვარი ქართლ-კახეთში. 1821 წ. 9 მარტს დაიწყო საქმე ყარაშვილების გვარის აზნაურულ წარმოშობაზე. ივანე, ანდრია და ანტონ ყარაშვილები (ცნობილი ექიმები) ითხოვდნენ მათი აზნაურობის დამტკიცებას, თხოვნაში წერენ, რომ მათი პაპა ანტონ ყარაშვილი ჩამოსულა იტალიიდან იმერეთში მეფე ...

არაგვის-ერისთავი

 პირველი ცნობა არაგვის ერისთავთა შესახებ 1398 წ. მცხეთის გუჯარში გვხვდება. ამირთ–ამირამ სონღულის ძემ ლომმა და მისმა ძმისწულმა ლაჩინამ მცხეთას შესწირეს, გორს აქუდაშვილისაგან ნასყიდი ზვარი. ამავე დროს ხსენებულმა პირებმა სუდარს შემოავლეს სპონდიო. ყოველივე ეს წერილობით გააფორმეს, სიგელი დასწერეს ...

სახელმწიფო მმართველობა ХVI-XVIII საუკუნეებში

  სახელმწიფო მმართველობა ქართლის სამეფოს მაგალითზე. 

ერთიანი საქართველოს სამეფოს დაშლამ სათანადო ცვლილებები შეიტანა ქართულ სახელმწიფო მმართველობაში; მას სახელმწიფოებრივ წეს–წყობილებასა და მართვა–გამგეობის სისტემაში სათანადო შესაბამისი ნიშნები შეაქვს. ქართული ფეოდალური მონარქიის დაშლას ...

ბარათაშვილი

 ქართულ ისტორიოგრაფიაში დადგენილია, რომ საბარათიანო, როგორც სათავადო საბოლოოდ XV საუკუნეში გაფორმდა, ქვემო ქართლის ტერიტორიაზე.

 ბარათაშვილების წინაპრები ქაჩიბაძეები იყვნენ და ქართლში აფხაზეთიდან მოსულან X–XIII საუკუნეებში. ისინი „ბაღვაშ–ორბელთა ნაოხარზე ნელ–ნელა აშენებდნენ ძლიერებას, ...

ცქიტიშვილი

 აზნაურთა გვარი იმერეთში. „ერთხელ ბერი წულუკიძე ზემო იმერეთში ახლდა მეფე სოლომონ I–ს და აზნაურმა ცქიტიშვილმა შესაფერი პატივი არ სცა მის მხლებლებს. უკანასკნელთ ამაზე ბერს შესჩივლეს. რამდენიმე წლის შემდეგ ბერმა გაიარა იმ ცქიტიშვილის კარზედ, გაიხსენა ზემო აღნიშნული შემთხვევა და შევიდა მისას. ...

ჯოლია

ჯოლია - სამეგრელოს აზნაურული გვარი. XVII საუკუნეში 1652 წელს ცაიშის ეპისკოპოსად იყო დავით II ჯოლია. “ჯოლა იყო თათრის ბეგი, ესე მოვიდა წელსა 1232 მეფესთანა ქართლს და ნათელ იღო, იმას მოუბოძა ადგილნი ოდიშში და შემდგომ მან და ძეთა მისთა მიიღეს გვარად თავადნი ჯოლიაშვილები (ეხლა არ არიან თავადნი ...

ლიონიძე

 კახეთის, ქართლისა და იმერეთის თავადაური გვარი. იოანე ბატონიშვილის ცნობით, ლეონიძეთა შორეული წინაპარი ლეკი ყოფილა, მეორე ცნობით „ლიონ თავადი იყო ძველად სომეხთა მეფეთა და ასწყდნენ გვარნი მათნი და რომელნიმე ესახლნენ კახეთთა შინა, გვარი ამათი ადრითვე და ესენიცა ამოწყდნენ“. ზ. ჭიჭინაძის ცნობით ...

ვაჩნაძე

 ფეოდალური საგვარეულო საქართველოში კახელი თავადები კუჭატანის და ორთავე გავაზის მოურავები.

 პლატონ იოსელიანის „ცხოვრება მეფისა გიორგის მეცამეტისა“–ში მოიხსენება ავაზ ვაჩნაძე: „დიდი ვაჟკაცი ამან მოკლა თოფით ჯუნგუთაი დაღესტნელი, რომლისა თავი მიართვეს მეფესა შემდგომად ნიახურის ომისა“. ესენი ...

შანშიაშვილი

აზნაური შანშიაშვილები 

 აზნაურული გვარი ქართლში.ამათნი წინაპარნი იყვნენ ძირით გამყრელიძენი იმერეთის ადგილით მოყვანილნი საქართველოს მეფისაგან, ვახტანგისაგან მზევლად 1666 წელს ტფილისსა შინა. ხოლო მათ მზევალთაგანნი ეტრფიალა სომხეთის აზნაურისა ქალსა შანშიაშვილისასა გვარად და მას სომხეთსა არა ...

ზედგინიძე

 ფეოდალური საგვარეულო აღმოსავლეთ საქართველოში. ზედგინიძეები XIV ს I ნახევარში დამკვიდრდნენ მდინარეების რეხისა და მეჯუდის სანაპირო ტერიტორიაზე. ზედგინიძეთა ისტორიასთან დაკავშირებით მოიპოვება ცნობა ვახუშტი ბაგრატიონისა სადაც ნათქვამია: „ხოლო რომელთამე ამათ გვართა წარჩინებულების გამო მიიღეს ...