რაჭის-ერისთავი

დეტალურად

პირველი წერილობითი წყარო, რომელშიც რაჭის საერისთავოა მოხსენიებული XI საუკუნეს განეკუთვნება.

 რაჭის ერისთავები – კახაბერიძეები – ბღუაშთა გვარის წარმომადგენლები იყვნენ. შემდეგში ჟამთააღმწერელი მათ კახაბერის სახელის მიხედვით კახაბერიძეებად თვლის. წარმოშობით ეს საგვარეულო არგვეთიდან მოსლა და მისი მამა–პაპეული რეზიდენცია კაცხი იყო.

 XIII ს. II ნახევარში დავით ნარინმა (1247–1293 წწ) ღალატისთვის სასტიკად დასაჯა. რაჭის ერისთავი – კახაბერიძე გააუქმა საერისთავო და იგი თავივს სახასო მამულად გამოაცხადა.

 XIV ს. დასასრულს, იმერეთის მეფეებმა რაჭის საერისთავო ისევ აღადგინეს, XVI ს. 30–იან წლებიდან რაჭის ერისთავებად ჩხეტიძეთა, ჩხეიძეთა გვარის წარმომადგენლები არიან.

 იმერეთის სამეფო  კარზე რაჭის ერისთავები დიდი პატივით სარგებლობდნენ. ეს იქიდან ჩანს, რომ ალექსანდრე III–ის მიერ 1651 წელს რუსთხელმწიფისათვის გაგზავნილი ფიცის წიგნში საერო ხელისუფალთაგან პირველს, პაპუნა რაჭის ერისთავს მოუწერა ხელი: თვით რუსეთის ელჩებიც მას მეფის პირველ „ბოიარს“ ეძახდნენ. რაჭის ერისთავები მაღალი ტიუტლებით აღარ კმაყოფილდებოდნენ, ერთ დროს მეფის მიერ ნაწყალობევი მამული უკვე დაისაკუთრეს და საერისთავო – სათავადოდ გაიხადეს, ხოლო ერისთავი – სათავადოს უფროსად. მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ამ სათავადოს უფროსს სახლის წევრები კი არ ირჩევენ, როგორც საქართველოს სხვა სათავადოებში, არამედ უფროსობას მემკვიდრეობით გადასცემენ მამიდან შვილზე უხუცესობის მიხედვით. რაჭის ერისთავად დაჯდომას მეფის ნებართვა აღარ ჭირდება, თვითონ ჯდებიან ერისთვებად მეფის ნებართვის გარეშე, მაგრამ ადრე ასე არ იყო – რაჭის ერისთავები წინა საუკუნეებიდან მოყოლოებული XVII ს. შუა წლებამდე, იმერეთის მეფეთა ვასალები იყვნენ და ემსახურებოდნენ მათ.

 XVII–XVIII სს. რაჭის ერისთავები სხვა თავადებთან ერთად თავიავნთ ნებისამებრ სწყვეტდნენ იმერეთის მეფის ტახტზე ასვლა–დარჩენის საკითხს. ერისთავმა და მისმა მომხრეებმა სამჯერ ჩამოაგდეს გიორგი V ტახტიდან. 1716 წ. მათ იმერეთის სამეფო სამად გაიყვეს, ხოლო 1720 წელს მეფეც მოკლეს. რაჭის ერისთავთა თვითნებობას საბოლოოდ სოლომონ I–მა მოუღო ბოლო, იმერეთის თავადები მეფეს უჭერდნენ მხარს. მასთან მოეყარათ თავი ერისთავის მიერ შევიწროვებულ თავადებს. ამ ბრძოლაში რაჭის ერისთავები სასტიკად დამარცხდნენ.

 რაჭის ერისთავების აზნაურები: ლორთქიფანიძეები, გამრეკელიძეები, დარახველიძეები, ლომინაძეები, დემეტრაძეები, საკანდელიძეები, ლაჭყებიანები, ბუბუაშვილები, ჯაფარიძეები, გამყრელიძეები, ბაქრაძეები, იაშვილები, გოცირიძეები.

 რაჭის-ერისთავების გენეალოგია (ფრაგმენტები)

ლევან ბერაია