იაშვილი

დეტალურად

ყველაზე ადრინდელი ცნობა იაშვილთა საგვარეულოს შესახებ დაცულია კოტრიძეთა 1432 წლის სასისხლო სიგელში. ხოლო შერაზადაშვილთა 1484–1510 წლების სასისხლო სიგელში მეფის „დარბაისელთა“ შორის პირველ ადგილზე იხსენიება ვარდან იაშვილი.

 იაშვილთა სათავადოს ჩამოყალიბება სავარაუდოა XV ს. მიწურულს. XVII ს. იაშვილები ფრიად გავლენიანი თავადები ჩანან, ამიტომ იყო, რომ ქართლის მეფემ გიორგი XI–მ თავისი ძმისწული ელენე, რომელიც ალექსანდრე იმერთა მეფის მიერ იყო „დაწინდული“ ქაიხოსრო იაშვილს მიათხოვა.

 XVIII ს. დამდეგიდან იაშვილებს მეტად მძიმე სამეზობლო პირობები შეექმნათ. დაწინაურდა რაჭის ერისთავი. წაართვა ამათ კვარის ციხე და იაშვილთა მამული თვითონ დაიპყრო, ამგვარად იაშვილთა სათავადოს რაჭის ერისთავებმა მოუღო ბოლო.

 იაშვილების აზნაურები: ტუნაძეები და მხეიძეები.

იაშვილები (გენეალოგია)