ლორთქიფანიძე

დეტალურად

ლორთქიფანიძეთა გვარი პირველად იხსენიება XIV–XV საუკუნეებში. ამ საგვარეულოს სათავადოდ ჩამოყალიბება XVI საუკუნეშია სავარაუდებელი. XVII ს. მეორე ნახევარში იმერეთის სამეფო კარზე ჩხეიძეებთან ერთად ლორთქიფანიძეებიც პირველობენ. უკანასკნელნი ჩანს მეფემ წამოსწია ამ დროისათვის უკვე განდიდებულ ჩხეიძეთა დასაპირისპირებლად. მართლაც ჩხეიძეთა ძლიერების დამხობაში ლორთქიფანიძეებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს.

 XVIII ს. შუა წლებიდან ლორთქიფანიძეები ქვეითდებიან. მათ საგვარეულო სახელოებს „ქრთამითა“ და სხვა გზებით, გაძლიერებული აბაშიძეები და წულუკიძეები იკავებენ.

 სოლომონ II–ის მეფობის პერიოდში (1789–1810) ლორთქიფანიძეებმა მიიღეს საჯავახოსა და საპაიჭაოს მოურავობაც.

 ლორთქიფანიძეების აზნაურები: ნიქაბერიძეები, ყიფიანები, მხეიძეები, მესხები.

 ლორთქიფანიძეები (გენეალოგიური ფრაგმენტები)

ლევან ბერაია