ჩოფიკაშვილი ყაზბეგი

დეტალურად

წარსულში ხევი იყოფოდა ოთხ სამოურავოდ, რომელთაც მოურავები განაგებდნენ. მათგან დაწინაურებულა ყაზბეგ ჩოფიკაშვილი, ასეთ დაწინაურებას ხელს უწყობდა მისი სამოურავოს პოლიტიკურ–ეკონომიკური და სტრატეგიულ–გეოგრაფიული მნიშვნელობა. ყაზბეგ ჩოფიკაშვილის განგებლობაში შედიოდა ხევის ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილები: სტეფანწმიდა, გერგეტი და დარიალის ხეობა. მას  ევალებოდა ჩრდილოეთისაკენ მიმავალი გზისა და დარიალის კარის დაცვა.

 რუსეთ–საქართველოს ურთიერთობის გაცხოველებასთან ერთად ყაზბეგის სამოურავოს მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა. საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ მეფის რუსეთის მთავრობას სჭირდებოდა ამ ხეობის ერთგული დარაჯი. ასეთი აღმოჩნდა ყაზბეგის მემკვიდრე გაბრიელი. რუსეთის მთავრობამ დააფასა გაბრიელის ეს ამაგი. მას ებოოძა გენერალ–მაიორობა და აზნაურობა. ამ დროიდან გაბრიელი თავის გვარს – ჩოფიკაშვილს იცვლის და ირქმევს აზნაურულ გვარად თავისი მამის სახელს – ყაზბეგს.

 ლევან ბერაია

 გაბრიელის შვილი იყო  პოლკოვნიკი მიხეილ ყაზბეგი (პირველი ქართველი რომელიც შეხვდა პუშკინს მისი საქართველოში შემოსვლისას) და შვილიშვილი მწერალი ალექსანდრე ყაზბეგი.

გენეალოგია-ფრაგმენტები