ჯორჯაძე

დეტალურად

ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. “ესენი არიან ძველად გვართაგან ჯორჯიკ ვაშატიელის შვილთაგან შთამამავლობათაგანი, რომელნიც რანის ადგილიდგან გარდმოსახლდნენ ახალციხეს წელსა ქრისტეს აქეთ 980–სა და მერე დროსა მეფისა გიორგისასა წელსა ქრისტეს აქეთ 1466 გარდმოსახლებულ იქმნენ კახეთს გრემისა იწოდნენ საგინაშვილად თავადად მეფეთაგან და არიან ორად: 1) სომხითსა შინა მოსახლენი, 2) კახეთსა შინა“.

 კახელი თავადები. ჯორჯაძეები იყვნენ შაქრიანისა და ენისელის მოურავები.

 1722 წელს რუსთავის სადროშოში შემავალ თავადაზნაურთა და ადგილთა ნუსხაში მოცემულია: „ენისელთა მოურავის სახლნი, ჯორჯაძენი, ენისელთ და ყმით“. 1662 წელს თეიმურაზ მეფემ იესე ჯორჯაძეს განუახლა სახლთუხუცესობა და უბოძა ყმა–მამულები.

 თეიმურაზ ბაგრატიონის „ახალ ისტორიაში“ ნათქვამია: „ხოლო დედაკაცმან ამან მოიკრიბნა თავადნი და იხმო ორდანოდ რაფაელ არაგვის ერისთავი შთამომავლობითგან და იოანე ჯორჯაძე“.

 ჯორჯაძე დავითი – 1832 წლის შეთქმულების მონაწილე.

 1615 წლის კახეთის აჯანყებაში მონაწილეობდა და მისი ერთ–ერთი მეთაური იყო ნოდარ ჯორჯაძე.

ლევან ბერაია

  ჯორჯაძეები