დეტალურად
ედიშერ ივანეს ძე ჯანდიერი – 1812 წლის აჯანყების მონაწილე. გადაასახლეს პერმს 1813 წლის 1 მარტს. 1815 წლის თებერვალში ხელს აწერს პერმში მყოფი ქართველების განცხადებას, რომლითაც ისინი ითხოვენ თანხას თბილი ტანისამოსის შესაძენად.
ე. ჯანდიერი 1818 წლის მანიფესტით განთავისუფლდა; სურვილი ჰქონდა საქართველოში დაბრუნებამდე გამგზავრებულიყო მოსკოვსა და პეტერბურგს, მაგრამ ერმოლოვის განკარგულებით მოეთხოვა პირდაპირ საქართველოში დაბრუნება.