ჩოლოყაშვილები – ფეოდალური საგვარეულო კახეთში. უწარჩინებულესი თავადები ერთ–ერთ წარჩინებულ გვართაგანი ძველ საქართველოში. კახეთის ფეოდალთა შტო. „ხოლო კახეთის ჩოლოყაშვილი და მაყასშვილი იტყვიან ირუფაქიძეობასა“.
ჩოლოყაშვილები კახეთის მეფის კარზე ფლობდნენ სახლთუხუცესის თანამდებობას, ამ თანამდებობაზე ავ–გიორგის დროს ჩანს გარსევან ჩოლოყაშვილი, რომელიც ამავე დროს იყო პოეტი, რომელმაც დაწერა „ხილთა ქება“ და სატრფიალო ხასიათის ლექსები. რომელიც 1513 წელს და შემდგომად თავისთან მალავდა უფლისწულ ლევანის, რომელსაც დასაჭერად დასდევდნენ ბაგრატ მუხრან-ბატონი, ქსნის ერისთავი და ამილახორი, მაგრამ გარსევან ჩოლოყაშვილის მფარველობით ის გადაურჩა დაჭერას და 1520 წელს ეკურთხა მეფედ.
ჩოლოყაშვილების გვარის კიდევ ერთი ცნობილი წარმომადგენელია ნიკიფორე ჩოლოყაშვილი – ირბახი (1643–1649).
ბეჟანა ჩოლოყაშვილი XVI საუკუნის პირველი ნახევრის ისტორიული პირია, იგი იყო კახთ–ბატონის სახლთუხუცესი და 1512 წელს ავ–გიორგის დავალებით მოვლენილ იქნა ჯვრის–მამად. ბეჟანა და ბაადურ ჩოლოყაშვილებმა ააშენს წმ. თეოდორეს ტაძარი, 1625 წ.
1714 წ. აღვერდელი ეპისკოპოსია ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი.
1714 წ. ჩოლოყაშვილების ხელში კვლავ კახეთის სახლთუხუცესობაა.
1751 წ. არაგვის საერისთავოს მმართველად თეიმურაზმა და ერეკლემ ჯიმშერ ჩოლოყაშვილი დასვეს.
1659 წლის კახეთის აჯანყების ერთ–ერთი მეთაური იყო ბიძინა ჩოლოყაშვილი, რომელიც ქართული ეკლესიის მიერ შერაცხულ იქნა წმინდანად.
და ბოლოს ქაქუჩა ჩოლოყაშვილი. ქართული ეროვნული მოძრაობის უთვალსაჩინოესი გმირი.
ჩოლოყაშვილებზე შეიძლება ითქვას: „როგორც პიროვნება და აკეთილშობილებს გვარს, ისე გვარიც გარკვეულწილად პიროვნების კეთილშობილების საწინდარია.“